ყველაფერი “ჯინაზე” იქნება.

მერფის მთავარი კანონი: “თუ არსებობს თუნდაც იოტისოდენა შესაძლებლობა, გადაეყაროთ უსიამოვნებას, თქვენ აუცილებლად გადაეყრებით მას”.


საერთოდ, „მერფის კანონის“ არსებობის ფაქტი საკმაოდ უცნაურია, არა? რატომ, რა მიზეზით იქცევა სამყარო ასე ცბიერად? თუ ეს მხოლოდ შეხედულება და ცრურწმენაა? არა, ასეთი ტენდენცია მართლაც არსებობს და ამ ფაქტს ვერსად წავუვალთ. საბედნიეროდ, ტრანსერფინგის მოდელი არა მხოლოდ ხსნის ამ ფრიად უცნაური კანონზომიერების მიზეზს, არამედ განმარტავს კიდეც, თუ როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ იგი.
ტრანსერფინგის კანონი მუშაობს უნაკლოდ და ვინც მას იცავს ათავისუფლებს უცნობი წარმოშობის უამრავი პრობლემისგან. როგორც კი ადამიანი ცოტა მოუშვებს მართვის სადავეებს და შეწყვეტს სამყაროსთვის ყელში ხელის წაჭერას, სამყარო მაშინვე ხდება მისადმი მეგობრული და მორჩილი. ის კი ვინც “არ გაუშვებს”, ივლის მაგნიტივით და მიიზიდავს ყველაფერს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.

თუმცა, მერფის კანონი ყველაფერი არ არის. როგორც კი საპირისპირო მხარეები შეხვდებიან, მათი წინააღმდეგობა უფრო მძაფრდება.
დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: რატომ არსებობს ეს კანონი?
დაპირისპირებული მხარეების შეჯახებით წონასწორობის ძალები წონასწორობას აღადგენენ. მაგრამ რატომ არიან მოწინააღმდეგე მხარეები განუწყვეტელ ბრძოლაში?
არადა, პირიქით უნდა იყოს: ერთმანეთს შეეჯახნენ, ერთმანეთი დააზიანეს და დაწყნარდნენ. მაგრამ არა, დაპირისპირებულები ერთმანეთს მანამ “გააბრაზებენ” სანამ არ იჩხუბებენ. და თუ მოძალადეს არ მოვაშორებთ, ეს ჩხუბი მუდმივად გაგრძელდება.
თქვენ არ გჭირდებათ შორს წასვლა მაგალითებისთვის. თქვენ თვითონ შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ სამყარო ხშირად გიშლით ნერვებს. რა თქმა უნდა, ყველასთვის სხვადასხვა ხარისხით და სხვადასხვა გზით. მაგრამ ზოგადად, არსი ასეთია: თუ ამ მომენტში რაღაცას შეუძლია მდგომარეობიდან თქვენი გამოყვანა, ეს “რაღაც” თითქოს თქვენს ჯინაზე ხდება ხოლმე.
თუ რაიმეზე ღელავთ, დათრგუნული ხართ, ნერვები დაჭიმული გაქვთ, ამ დროს არსაიდან გამოჩნდება ხოლმე რაღაც ჯამბაზი და იწყებს ხტუნვას და თქვენს ნერვებზე თამაშს. რაც უფრო ღიზიანდებით თქვენ, მით უფრო გიშლით ნერვებს ჯამბაზი.
თქვენი გაღიზიანების გაზრდის მრავალი გზა არსებობს. ვთქვათ, სადმე წასვლას აპირებთ, ჩქარობთ და გეშინიათ დაგვიანების. ამ დროს კი აბეზარი ჯამბაზი ტაშს შემოჰკრავს და წამოიძახებს: “აბა, წავიდეთ!”
ამიერიდან ყველაფერი თქვენს წინააღმდეგ მუშაობს: ხალხი გზას კეტავს, ნელა მოძრაობს და მათი გვერდის ავლა შეუძლებელი ხდება. თქვენ გჭირდებათ სწრაფად გახვიდეთ კარში, იქ კი ზარმაცების მთელი რიგი დგას, რომლების ფეხებს ძლივს დაათრევენ. იგივე ხდება ტრასაზე და მანქანებზეც. თითქოს ყველამ შეთქმულება მოაწყო თქვენს წინააღმდეგ.

მოგზაურობა ჰოგსვორტსში (26-30)

(მილა)

შურისძიებით აღსავსე წამოვედი სახლში.

რასაკვირველია მასწავლებელს არ დავუჯერე.შეუძლებელი იყო მამაჩემი მას დაკავშირებოდა და მკვლელის ვინაობა არ გაემხილა მისთვის ეს ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი იყო?

ჯადოქრულ სამყაროში ახალი მიზანი გამიჩნდა–მკვლელის პოვნა.

თუმცა არ ვიცოდი ძიება საიდან დამეწყო.ხელჩასაჭიდი არაფერი მქონდა.დრაკოს დახმარებას ვერ ვთხოვდი ლორდი ამას აუცილებლად შეიტყობდა.სამინისტროში რომ  მივსულიყავი ესეც დიდი უაზრობა იქნებოდა არავინ მომაქცევდა ყურადღებას და სიკვდილის მხვრელებს შეიძლება დავეპატიმრებინე კიდეც თუ გაიგებდნენ რომ მამაჩემის მკვლელს ვეძებდი. ის ხომ მათი თანამზრახველი იყო…

აგვისტო ისე მოახლოვდა ხელჩასაჭიდი არაფერი მქონდა.დრაკომ მოწერა გააგრძელა მაგრამ ძალიან ფრთხილობდა და რებუსებით მელაპარაკებოდა.რაღაც ჩვენებური ლექსიკონი გამოვიგონეთ და ამ ფორმით მატყობინებდა ხოლმე სიახლეებს.

ისევ ისეთი დაძაბულობა იყო ჯადოქრულ სამყაროში. მისტერ მალფოი თითქმის აღარ მოდიოდა სახლში ჰოგვორტსის დირექტორად სნეიპი დაინიშნა რომელსაც ზედამხედველებად დრაკოს კურსელები ტყუპი კეროუები ჰყავდა…მახსოვდა ისინი მათ გულზე დიდად არ ვეხატებოდი.

სნეიპი დირექტორად?

რასაკვირველია გამეხარდა.

–ძალიან მოვიწყინე მილა…რაც შენ წახვედი ბელატრისა სულ ნერვებს მიშლის…ნაღვლიანად ვკითხულობდი დრაკოს ამ სიტყვებს.

საყიდლებზე სიარულს მოვუხშირე.სეირნობის დროს ფიქრები ისე მტანჯველად აღარ მაწუხებდა.

ერთ დღეს გოგონებს არ ეცალათ და მარტო გავუდექი გზას.რაღაცნაირი ნისლიანი დღე იყო ისეთი გრძნობა გამიჩნდა თითქოს ავტობუსში ვიღაც მიყურებდა თუმცა როცა მიმოვიხედე ყველა თავიანთ ფიქრებში იყო გართული ჩემთვის ყურადღება არავის მოუქცევია.

ჯინსის ახალი შარვალი ვიყიდე და ბუტიკიდან რომ გამოვედი გვერდითა ვიტრინაში ლამაზმა კაბამ მომჭრა თვალი.კარებთან კი შავმოსასხამიანი ფიგურა დავლანდე.მშვიდად ჩავუარე მას გვერდი და ბუტიკში შევედი.კაბები საშინლად ძვირი ღირდა მაგრამ ფული საშუალო ფასზე მაინც გამწვდებოდა (გეორგს ვთხოვე და  მოახერხა ლონდონში გალეონების მაგლურ ფულზე გადაცვლა.რასაც დედაჩემს რასაკვირველია ვუმალავდი)

სალათისფერი კაბა შევარჩიე მუხლსზევით ოდნავ ჩახსნილი.იდეალურად მომერგო ტანზე.როცა ვიზომებდი ვიტრინაში ჩუმად გავიხედე.შაოსანი ფიგურა ისევ იქ იდგა…

რასაკვირველია კაბა ავიღე.აუჩქარებლად გამოვედი გარეთ და სპეციალურად ყველა მომდევნო ახლო ბუტიკი მოვიარე.არ შევმცდარვარ.შაოსანი მე დამყვებოდა.

ბრაზი მომერია.ქუჩას თავქვე დავუყევი.საკმაო მანძილი გავიარე და ვიწრო ჩიხში შევუხვიე თუ არა ჩანთიდან ჯოხი ამოვიღე.

როგორც კი ფიგურამ ჩიხში შემოუხვია მაშინვე მივვარდი.

–         –ვინ ჯანდაბა ხარ და რას დამდევ?

–         –ლორდმა მიბრძანა შენი თვალთვალი.შემკრთალი ხმით ჩაილაპარაკა შაოსანმა და კაპიუშონი გადაიძრო.

სინათლეზე რომ შევხედე გავოცდი.ძალიან ახალგაზრდა იყო.

–         –ვინ ხარ? მივმართე ცივად.

–         ––წელს დავიწყე აურორად მუშაობა სამინისტროში…სებასტიანი მქვია.

–         –შეგიძლია წახვიდე და ლორდს გადასცე რომ თვალთვალი არ მჭირდება.არსად გაქცევას არ ვაპირებ გასაგებია?

–         არა მაგას ვერ ვიზამ–შეშინდა ბიჭი–თუ გაიგეს რომ შემამჩნიე დამსჯიან…

–         –ჯანდაბა ეს მახინჯი თავს როდის დამანებებს.ვიყვირე მე.და მოულოდნელად თავში ბრწყინვალე აზრი გამიჩნდა.

–         –სამინისტროში მუშაობ ხომ? ვკითხე რბილად ბიჭს და ჯოხი შევინახე.

–         –ჰო..

–         –მაშინ შენ შეიძლება გამომადგე! თუ არ გინდა რომ–ხმაში მუქარა გავურიე–ლორდმა შენი ჩავარდნა არ შეიტყოს უნდა დამეხმარო!

–         –რაში?

–         ჯერ ეს გამომართვი–ჩანთები მივაჩეჩე.–წავედით.ჩემთან დაგელაპარაკები…

სახლში რომ მივედით მაშინვე მამაჩემის ძველ დოკუმენტებს და ფოტოსურათებს ვეცი და მის წინ დავაწყვე.

–         –მომისმინე საკმაოდ სერიოზულ საქმეს უნდა მოვკიდო ხელი და შენ შეიძლება დამეხმარო.უფრო მეტიც შენ შეიძლება ფასდაუდებელი ინფორმაცია მომაწოდო.

–         მოკლე ხანში ყველაფერი მოვუყევი მამაჩემზე.

–         რა ჩახლართული ამბავია–ჩაილაპარაკა სებასტიანმა–თუ სამინისტრომ ჯაშუში გამოიჭირა ამ საქმის დოკუმენტები უკვე განადგურებული იქნება მაგრამ თუ ის დღესაც თავისუფალია ესე იგი ან შორს გაიქცა ან ისევ სამინისტროში მუშაობს…

–         –სამინისტროში საქმის მასალები ინახება ? თუ შენ შეძლებ მცირედი რამის გარკვევასაც კი პატარა დეტალიც შეიძლება გამომადგეს ძიებაში.ვუთხარი მე.

–         –რასაკვირველია დაგეხმარები მაგრამ დრო მჭირდება.წამოდგა სებასტიანი.

–         –ჩემი თვალთვალი აღარაა საჭირო.რბილად ვუთხარი მე.აქ რომ ჩამოხვალ შეგიძლია ის აკეთო რაც გინდა…როცა ინფორმაციას მოიპოვებ აქ მოდი და დამელაპარაკე.დღე თითქმის სულ მარტო ვარ… ასე რომ უპრობლემოდ შეგიძლია მესტუმრო.

–         თავი დამიქნია და აპარაციით გაუჩინარდა.

შანტაჟის გამოყენებამ მომიწია თუმცა ეს ახალგაზრდა ბიჭი იმაზე მეტად მფრთხალი გამოდგა ვიდრე მე მეგონა.. გავიღიმე.ვოლდემორმა სერიოზული შეცდომა დაუშვა რაც მე სასიკეთოდ წამადგა.

მხიარულად გავიცინე.

გეორგისგანაც უნდა გამეგო დღიურზე რამე.

კონკრეტულად მამაჩემის ბოლო საქმე ვის ეხებოდა და რა დეტალები იყო მისთვის ცნობილი…მე მქონდა ამის გარკვევის უფლება.თუმცა ასე ხელაღებით მივარდნა მას ეჭვს გაუჩენდა ამიტომ იძულებული ვიყავი სებასტიანს დავლოდებოდი და შემდეგ დამეგეგმა მასწავლებელთან საუბრის თემა.

დრაკო საშინლად მენატრებოდა.უკვე აქაურობაც მაღიზიანებდა.პორტრეტი საწოლის თავზე გავაკარი მთელი დღეები ვიჯექი და მას შევცქეროდი.

ბოლოსდაბოლოს სებასტიანი დაბრუნდა. დილას აპარაციით პირდაპირ ჩემს ოთახში გაჩნდა.ხმაურზე შეშინებული წამოვხტი.

რომელი საათია? ნამძინარევი ხმით ვკითხე და საჩქაროდ ხალათი შემოვიცვი.

–         –არ მაქვს ბევრი დრო მილა…მოკლედ ალბერტ ბლექის საქმიანობა ისევე გასაიდუმლოებულია როგორც ნებისმიერი ჩვენგანის მაგრამ მამაშენი ისეთ შიდა საკითხებზე მუშაობდა  რომ ყველა დოკუმეტაცია და მოხსენებები საქმის დასრულებისთანავე ნადგურდებოდა.ბოლო მისი დაუსრულებელი ორი საქმე შევისწავლე რომლის მასალებს არქივში მივაკვლიე…ერთი მაგლების ოჯახის დაღუპვას ეხება სადაც ალბერტ ბლექს ეჭვი ჰქონდა რომ მკვლელობაში სამინისტროს თანამშრომელი იყო გარეული ერთი კი…

–         –საქმეზე გადადი რა! ვეღარ მოვითმინე.

–         მეორე საქმიდან მხოლოდ ისაა ცნობილი რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ალნერტი შეხვდა ვიღაც….სებასტიანმა ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო და დახედა–ანდრეის და ელაპარაკა. ამ კაცს მაგლი შვილი ჰყავს რომელიც აქ ამ ქალაქში ცხოვრობს…

–         –მაგლი? გოგოა თუ ბიჭი?

–         –ბიჭი სახელად….ქაღალდი გადააბრუნა–ალექსანდრი.

სახელის წარმოთქმისთანავე ქაღალდი დაიწვა.

–ეს უსაფრთხოებისთვის ჩაიღიმა ჩემი გაოცებული სახის დანახვაზე–უნდა წავიდე მილა თავისუფალი ვარ შენი დავალებისგან? ჰო მართლა… ლორდმა შენი თვალთვალიც გააუქმა რადგან გუშინ სკაბიორს ვუთხარი რომ სახლიდან თითქმის არ გადიხარ და არაფერს არ აშავებ…

–         –ეს რატომ გააკეთე? ვკითხე გაკვირვებულმა.

–         –შენ მალფოების ოჯახის მეგობარი ხარ ხომ?–გამიღიმა ისევ ბიჭმა. ფანჯარასთან მივიდა და ჩუმად გაიხედა–იცი მეც სლიზერინში ვსწავლობდი და დრაკოს ასე თუ ისე ვიცნობ მამაჩემი კი ლუციუსთან ერთად მუშაობდა სანამ ლუციუსს დააპატიმრებდნენ.უნდა წავიდე….ისევ გაიხედა გარეთ.

–         დარჩი ერთად ვისაუზმოთ რა.სტუმართმოყვარეობა მაინც გამოვიჩინე.

დამთანხმდა.ყავა დავლიეთ და კრუასანები მივირთვით.მხიარული მოსაუბრე იყო.ქვიდიჩზე ისიც აფრენდა.რამდენიმე ის თამაშიც გაიხსენა როცა დრაკო სიკერად ახალდანიშნული იყო…

ბოლოს თბილად დამემშვიდობა წარმატება მისურვა და გაქრა.

ესეც ასე. ვოლდემორის შეცდომის წყალობით მე ფასდაუდებელი ინფორმაცია მოვიპოვე და ახალი მეგობარიც შევიძინე.

ანდრეი.

მის შვილზე აღარ დავფიქრებულვარ.ალბათ მაგლი არავის დააინტერესებდა.თანაც მამაჩემის სიცოცხლეში ის ალბათ ძალიან პატარა იქნებოდა…

დრო იყო მასწავლებელთან მივსულიყავი…

–         ––მილა საღამოს ჩვენთან გადმოდი.დამირეკა დაქალმა.სულ დამავიწყდა რომ ლილიას დაბადების დღე იყო…

–         კარგი თუ მოვახერხე…

–         –რა მოხერხება უნდა? არ მინდა ახლა მიზეზები.იცოდე არ მაწყენინო.აუცილებლად უნდა მოხვიდე.

ამოვიოხრე.ლილიას ყოველთვის თავისი გაჰქონდა.

შხაპი მივიღე ახალი კაბა ჩავიცვი და დრაკოს ნაჩუქარი ყელსაბამი გავიკეთე რომელსაც თითქმის არასდროს ვიშორებდი.

მომცრო ოთახში თითქმის მთელი სამეგობრო შეკრებილიყო.

ჩემს დანახვაზე გოგონებმა კივილი ატეხეს.

–         –რა იყო პირველად დამინახეთ? ვუსაყვედურე მერის  ლილიას ვაკოცე და საჩუქარი გადავეცი.

–         –ღმერთო ჩემო ულამაზესი ხარ…

–         –ამას აქ რა უნდა?

კართან ალექსი–ლეო იდგა და ლილის უღიმოდა…

უხერხულად მივესალმეთ ერთმანეთს.თითქმის არ მოუქცევია ყურადღება მაგრამ მე მის მიმართ აუხსნელი აგრესია გამიჩნდა.

მთელი საღამო დაძაბულობა ვერ მოვიშორე.გვიან ქეიფი ეშხში რომ შევიდა გავბედე და ერთი–ორი ჭიქა სასმელი მეც დავლიე.

–შეიძლება ვიცეკვოთ? მომიახლოვდა მოულოდნელად კლონი.

–         არა.ცივად ვუთხარი მე და ჭიქა მაგიდაზე დავდგი.

–         –რა დაგიშავე მილა?–შემეკითხა წყნარად.საშინელი სურვილი გამიჩნდა მივვარდნილიყავი და მისთვის სახე ჩამომეღო.თითქოს შინაგანად დემონი ჩამისახლდა და ის ჩამძახოდა ამას…

–         –არ შეიძლება უბრალოდ წახვიდე და თავი დამანებო? კბილებში გამოვცერი და უნებურად ფეხზე წამოვიჭერი.

ჩვენი კამათი უკვე შესამჩნევი გახდა.

–ვერ მეტყვი ვინ იყო ის ვისაც მამსგავსებ და ვის გამოც ასე მექცევი?

–შენი საქმე არ არის მომშორდი!

–მისი შეყვარებული იყო რომელიც დიდი ხნის წინ დაიღუპა–ჩაგვერთო მოულოდნელად გამოჩენილი ლილია და მოულოდნელად კლონს ხელი ჩასჭიდა–რა გჭირს გოგო?ცოტა ნერვები დაიოკე! გასაგებია რომ ალექსი ცუდად გახსენდება მაგრამ შენს აგრესიას სხვაზე ნუ აფრქვევ გასაგებია?

–         – მილას ასე ნუ ელაპარაკები შეუტია მერიმ.

–         –ლეო მე მოვიწვიე აქ და იმ გაბღენძილ მეტიჩარა ალექსთან არაფერი აქვს საერთო გასაგებია? აენთო ლილია–აღარ მიყვარს და დავივიწყეო შენ თვითონ არ ამბობდი?ახლა რაღა გემართება?

დაძაბული სიტუაია შეიქმნა.ყველა მე მომაჩერდა.

–         –მგონი აჯობებს წავიდე.თქვა ლეო.

–         არავინ არსად არ წავა.გაიცინა მერიმ და ლილიას ისევ შეუბღვირა.

უხერხული სიჩუმე ჩამოდგა.

–ხომ იცი რომ საწყენად არ უითქვამს.უბრალოდ თავი გააკონტროლე ხოლმე რა…უხერხულად გამიღიმა ლილიამ.ლეოს ხელი გამოსდო და გვერდზე გაიყვანა.მხიარულება განახლდა.

–         –ვერ ვხვდები რა ჯანდაბა მჭირს.შევჩივლე მერის.

–         ალბათ სასმლის ბრალია.ან შენს ქვეცნობიერს ყველა ის ცუდი მოგონება ახსენდება…

–         კარგი რა მე ალექსი ხომ დიდიხანია დავივიწყე.რა დროს მისი ხსენებაა თანაც ახლა მე და დევიდი ერთად ვართ…მგონი ეს მართლა სასმლის ბრალი იყო ისე უაზროდ წამოვისროლე.

–         მილა შეყვარებულია! იყვირა მერიმ.

–         ისეთი ჟრიამული ატყდა ძალაუნებურად მეც გამეღიმა…

მთელი საღამოს განმავლობაში კლონის დაჟინებულ მზერას ისევ ვგრძნობდი.აღარ გამომლაპარაკებია მაგრამ მაინც მე მიყურებდა.გასაგებია რომ იუბილარის შემდეგ ყველაზე გამორჩეული ვჩანდი მაგრამ მისგან ეს მაინც უცნაური იყო მაგრამ რას ვიზამდი მის სიახლოვეს უნდა შევჩვეოდი…

თავი 27

მეორე დილას თავი ძლივს ავწიე ბალიშიდან.

ვისაუზმე თუ არა მაშინვე მასწავლებელთან გავვარდი.ხალისით მიმიღო და ყავა გაამზადა.გეორგი არაჩვეულებრივ ყავას აკეთებდა.

–         –მამაჩემის ბოლო საქმეზე რაღაც–რაღაცეები გავარკვიე…

–         –მილა მე ვერაფერში დაგეხმარები უფლება არ მაქვს…

–         –იცნობ თუ არა ვინმე ანდრეის?

გაშეშდა.

–         –ეგ სახელი საიდან?

–         –სამინისტროში შევაღწიე.გამომწვევად ვუთხარი მე მასწავლებელს თვალები შუბლზე აუვიდა–გეორგ შენ გესმის რომ თვით ლორდის წინააღმდეგ მიწევს ბრძოლა?  ჩემი ვალია ამ საქმის დასრულება იმიტომ რომ მამაჩემი სწორედ მისმა ქვეშევრდომებმა მოკლეს!

–         –მილა რა გითხრა…ვიცი ვინც არის ანდრეი…ანდრეი ფეროვი. ეს მისი კოდური სახელი ..კარგად არ მახსოვს შავთმიანი მაღალი კაცი იყო ფეხზე სულ სპორტული ფეხსაცმელი ეცვა…

–         –შესაძლებელია რომ ის მკვლელი იყოს?

–         –ო ღმერთო რათქმაუნდა არა ის და მამაშენი ერთად მუშაობდნენ.კოლეგები და ახლო მეგობრები იყვნენ…

–         –სად უნდა ვიპოვო?

–         –მაგიის სამინისტროში.

ეს კი დაბრკოლება იყო…

–         მას მაგლი შვილი ჰყავს რომელსაც ალექსანდრი ჰქვია და რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს.ჩავილაპარაკე მე.

–         შეუძლებელია ანდრეის ცოლი არ ჰყავს და შვილი საიდან ეყოლება?თავი გააქნია მასწავლებელმა–შენმა ინფორმატორმა ცრუ ინფორმაცია მოგაწოდა მილა.

არ ვიცი რატომ მაგრამ გიორგის სიტყვებში ისევ ეჭვი შემეპარა.

აგვისტო მიილია. ჩემმა მღელვარებამ პიკს მიაღწია.

წვეულებაზე გახმაურებული ამბავის მერე  ლილია და მერი უფრო გააქტიურდნენ და ათასნაირი რჩევა–დარიგებით მავსებდნენ.

მაგრამ რაც იმ დროს ყველაზე მეტად მჭირდებოდა დედის თანადგომა იყო….რაც ძალიან მაკლდა.

ერთ მზიან დღეს მე და მერი სასეირნოდ წავედით.

მოსასხვევში თავი ამტკივდა კედელს მივეყრდენი და გონების კონცენტრაცია ვცადე.ბინდში დამსხვრეული მაღაზია და მანქანის საბურავები დავინახე…

მერი საკმაო მანძილით გამშორებოდა სირბილით დავეწიე.

– ვერ დამელოდე?

– წვენი მინდა მაღაზიაში შევირბენ და მერე პარკისკენ გავიდეთ…და გზაზე გადაირბინა.

– არა! ვიყვირე და უკან გამოვუდექი.

ყველაფერი წამებში მოხდა.

როგორც კი მერი ძალით გავათრიე ქუჩის მეორე მხარეს წინ საშინელი ღრჭიალი გაისმა.დიდმა წითელმა სატვირთოს მძღოლმა მართვა დაკარგა და ახლომდებარე მაღაზიის ვიტრინაში ცხვირით შევარდა.

საშინელი ხმაური ატყდა.მე კი შოკში მყოფი მერი პოლიციის გამოჩენამდე გავარიდე იქაურობას.

–ეს რა იყო? მთელი გზა მეკითხებოდა შემკრთალი ხმით.

პარკთან მდებარე ჯიხურში გამაგრილებელი სასმელი ვუყიდე და სკამზე ძალით დავსვი რომ დამშვიდებულიყო.

–შენ ეს იცოდი არა? ჩაილაპარაკა როცა სული მოითქვა.

თავი უხმოდ დავუქნიე.

– კი მაგრამ ამას როგორ აკეთებ?

– რაღაც ტელეპათიური ნიჭი მაქვს…

– იცი რაღაცეები გამახსენდა… გაფითრებულმა მერიმ შუბლზე ხელი მოისვა–ზღვაზეც ხომ გვაფრთხილებდი ხოლმე…ჩვენ კი არ გისმენდით…დაგცინოდით…მოიცა შენ რა ჯადოქარი ხარ?

– ასე გამოდის….

–ლონდონში მართლა სასწავლებლად წახვედი? გამომცდელი მზერით შემომხედა.

–აბა რისთვის უნდა წავსულიყავი?

–რა ვიცი–მხრები აიწურა მერიმ–რაც ჩამოხვედი უცნაურად იქცევი..შენი ნახატები… ციხე–კოშკი…ფანტასტიკური ცხოველები…თანაც მუდამ ეგ უცნაური მედალიონი გიკეთია…

–სალემის ჯადოქრულ სკოლაში ნამდვილად არ ვსწავლობ–გამეცინა მე–თუმცა ვაღიარებ რომ ჩემს უჩვეულო უნარზე რაღაც–რაღაცეები ნამდვილად გავარკვიე….

–ირენემ ეს იცის?

– არა ეს რომ გაიგოს გიჟად გამომაცხადებს და საავადმყოფოში გამომკეტავს…

–არც შენს ბიჭზე იცის?

– მერი ეგ სასმლის ბრალი იყო…არ ვიცი ჯერ რა იქნება…არ ვარ მზად სერიოზული ნაბიჯებისთვის და ახალი ურთიერთობისთვის.სიმართლე გითხრა მე ლონდონში ისევ სასწავლად ვბრუნდები.

მერი დანაღვლიანდა.

– ხომ იცი როგორ მიყვარხარ? ვუთხარი მე–არასოდეს დაგივიწყებთ…ალბათ მომდევნო ზაფხულში ისევ ჩამოვალ და ალბათ უკვე დევიდთან ერთად…თუ გართულებები არ შეიქმნა დედაჩემსაც ყველაფერს ავუხსნი…

– და გრანდიოზულ ქორწილს გადავიხდით…

ორივეს გაგვეცინა.

– კაბების შერჩევა შეგიძლია უკვე დაიწყო….

სიტყვა გამიწყდა.პარკის ბილიკზე კლონი და ლილია მოსეირნობდნენ.

–ძალიან გთხოვ ლილიას ჩემს უნარზე არაფერი უთხრა.

– მეგონა დაქალები ვიყავით.გაბრაზდა მერი.

–ვერ ხედავ გვერდით ვინ ჰყავს?დავიღრინე მე.

–ჯობია შეეჩვიო იმიტომ რომ მგონი ისინიც ურთიერთობის დასერიოზულებას აპირებენ…

ელდა მეცა მაგრამ ხმა აღარ ამომიღია.

მოახლოვდნენ.ცივად დავუკარი თავი.მაშინვე ჭორაობა გააბეს მომხდარზე.

–არა! რა მაგარია! შენ ეს ყველაფერი წინასწარ დაინახე?აღფრთოვანდა ლილია.

ისევ დავაქნიე თავი.

–ტელეპათი ხარ? მოულოდნელად ხმამაღლა შემეკითხა ლეო.

–ასე გამოდის.ცივად ვუპასუხე მე.

– მომავლის დანახვა დაუბრკოლებლად შეგიძლია?

–ბუნდოვნად.მხოლოდ იმას ვხედავ რაც მე ან ჩემს გარშემომყოფებს და საყვარელ ადამიანებს ეხება….და შენ რაში გაინტერესებს?

– მაპატიეთ გოგოებო მე უნდა დაგტოვოთ–მოულოდნელად წამოდგა ლეო–ლილი საღამოს დაგირეკავ.და გაუჩინარდა.

ყველანი სახტად დავრჩით.

თავი 28

აგვისტოს  ბოლო ორი კვირა მიიწურა. კლონი ჩვენს სიახლოვეს აღარ გამოჩენილა.

გოგონებმა თითქმის ყველაფერზე მოასწრეს რჩევა–დარიგებების მოცემა.რას არ მიცემდი ოღონდ ჩემზე და დრაკოზე სიმართლე სცოდნოდათ…

ორ დღეში ჩუმად ჩავალაგე ბარგი და მასწავლებელთან გადავიტანე.

უნდა გავპარულიყავი დაუმშვიდობებლად ეს კი ძალიან მამწუხრებდა.კიდევ კარგი აეროპორტში გოგონები მაინც მაცილებდნენ…ძალიან მტკიოდა გული იმის გამოც რომ ირენე შეიძლება ვეღარც კი მენახა…

–         დედა… დღეს შენს გვერდით რომ დავიძინო შეიძლება?

ირენე გაკვირვებული შემომაჩერდა.თოთხმეტი წლიდან საკუთარ ოთახში ვიძინებდი…

ნება დამრთო ბალიში ავიღე და საწოლზე ავხტი.

–         –რა თბილი ხარ დე…

–         –ძალიან მიყვარხარ შვილო…

ემოციებს ვეღარ გავუძელი მაგრად ჩავეხუტე და მერე გვერდზე გადავბრუნდი რომ მოწოლილი ცრემლები ბალიშზე დამეფრქვია….

დილას გეორგი ჩვეულ დროს მოვიდა.დედაჩემი უკვე წასულიყო.

–         წავედით?

ნაღვლიანად მოვათვალიერე სახლი.ვინ იცის შეიძლება აქ აღარც კი დავბრუნებულიყავი….

მანქანასთან გოგონებიც მიცდიდნენ.

გზა უხმოდ გავლიეთ.ალბათ ყველა გრძნობდა ჩემს გულისტკივილს.მ კი თვალწინ ისევ დრაკოს სახე დამიდგა…ნელ–ნელა ყველა გამახსენდა ლუნა სიმუსი ნევილი…ნეტავ წელსაც თუ ვნახავდი მათ?

აეროპორტში გოგოებსაც მოერიათ ცრემლი.

–         ძალიან ნუ შეტოპავ იმ…მოკლედ ხომ გესმის?–ვუთხარი ლილიას.

–      მგონი ამაზე მე უნდა გაფრთხილებდე მე და ლეო მხოლოდ მეგობრები ვართ!!!

–         –გეორგ დედაჩემს გაუფრთხილდი გთხოვ..სუსტი გული აქვს…ისეთს ნურაფერს აჩვენებ რამაც შეიძლება დააფრთხოს…შობაზე ლონდონში ჩავალ და შევეცდები დაგელაპარაკოთ…

–         – არაფერზე იდარდო მილა.და ნიშნობის მოსაწვევი აუცილებლად გამომიგზავნე.დაამატა ეშმაკურად.

–         ყველას გაგვეცინა.

უკანასკნელი წუთებიც მიიწურ.ა ტრაპი აიღეს და როცა სავარძელში ჩავჯექი მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე როგორ ძლიერ მომნატრებოდა ჰოგვორტსი…

სადგურზე ისევ ნაცნობი მძღოლი შემეგება.მხიარულად მივესალმე.

–წელსაც ჩვეულებრივ მატარებელს უნდა გავყვე? ვიკითხე მანქანაში.

–არა აღარ არის საჭირო…

–         ერთი სული მქონდაროდის მივიდოდით მაგრამ სადგურზე მანქანიდან გადმოვედი თუ არა დაზაფრული ადგილზე გავხევდი.

კინგზ–ქროსი ვეღარ ვიცანი.

მხიარული ხალხით გავსებული ბაქნის ნაცვლად დაცარიელებული და ჩამუქებული დამხვდა იქაურობა. ორიოდე ადამიანი შევნიშნე მხოლოდ.

ორიოდ წუთში მატარებელიც ჩამოდგა.როცა ბაქანი დაცარიელდა კედლისკენ თამამად წავედი და პლატფორმა 9.3|4 ზე თავისუფლად გავედი.

ექსპრესთან შავმოსასხამიანი ქალი იდგა გრაგნილით ხელში.

–         მის ჯორდან! გაღიზიანებით იყვირა ქალმა.

უცნობი გოგონა რომელიც არც კი შემიმჩნევია იქ საიდან გაჩნდა სწრაფად მიუახლოვდა.

–         –წმინდასისხლიანი ხარ? კლუბი?

–         –დიახ… რეივენქლო…

–         მესამე ვაგონი! სწრაფად!

გოგონა მესამე ვაგონისკენ გაიქცა.

–        – მის ბლექ?

–         –წმინდასისხლიანი ვარ–დავასწარი და ამაყად ვუთხარი.

–         ––კლუბი?

–         –გრიფინდორი.

–         მეოთხე  ვაგონი.

გადავსებულ კუპეებს ჩავუარე.ნაცნობი არავინ ჩანდა.ნაღვლიანად მივიკუნჭე ცარიელი კუპის კუთხეში.

არა ეს ჰოგვორტსის ძველ ექსპრესს აღარ ჰგავდა.

ასე მეგონა ჯოჯოხეთში მივდიოდი.

სტუდენტები აღარ ეძებდნენ ნაცნობ–მეგობრებს აღარ ისმოდა მხიარული გადაძახილები.ტკბილეულობის გამყიდველ ქალსაც კი არ ჩამოუვლია.

მოთმინების ფიალა ამევსო და კუპიდან გავედი.

თუ დრაკო მატარებელში იყო ის მე უნდა მომეძებნა.არ მადარდებდა გრიფინდორელები შეგვამჩნევდნენ თუ არა.

ცარიელი დერეფანი სწრაფად გავიარე და მწვანე ფარდა ჩამოფარებულ კართან შევჩერდი.წინ ვიღაც გადამეღობა.

–         საით გაგიწევია?

–         ალექტო?

ჩემს წინ ერთ–ერთი კეროუ იდგა.მაშინვე ვიცანი.ეტყობა მანაც მიცნო და ჯოხი დასწია.

–     დრაკოს გოგო! შენც გამოგიშვეს წელს სკოლაში?

–        –წმინდასისხლიანი ვარ.მასაც ამაყად ვუთხარი–გამატარე რა…

–         აღარაფერი უთქვამს უკან დაიწია და მე კუპეში შევაბიჯე.პირველი ვინც თვალში მომხვდა პენსი პარკინსონი იყო. ნელ–ნელა გამოიკვეთა ნაცნობი სახეებიც…

–         –მილა?

––დრაკოს გოგო დაბრუნდა!

–         –ბლექი მოვიდა ე!

–         –ჩვენი ძმა!

მთელი კუპე ახმაურდა.სიხარულით გადავეხვიე  ზაბინის ბლეჩლის და  მარკუს პიკს. კრაბი და გოილი ზანტად წამოიზლაზნენ და ხელი ჩამომართვეს.

–ვწუხვარ თქვენი მშობლების გამო.ჩუმად ვუთხარი.

–         –მამაჩემმა დაიმსახურა.ბოღმით ჩაილაპარაკა გოილმა და შებრუნდა.

გოგოებმაც თავი დამიქნიეს მხოლოდ პენსიმ გაიხედა განზე.

–         ვიცოდით რომ დაბრუნდებოდი…

–         –ზაფხული როგორ გაატარე?

–         –საშინლად.

–         –კარგი ერთი–თავი გადააქნია ბლეჩლიმ–შენთან მშვიდობა მაინც იყო აბა ერთი აქ იკითხ….

–         –რა მოხდა?

–ვოლდემორმა გარდა იმისა რომ კრაბისა და გოილის მშობლები დახოცა დემენტორები გააგზავნა ქალაქების შესამოწმებლად.

–         –კინაღამ ჩემი და შეიწირეს.ჩაგვერთო ერთ–ერთი ქერათმიანი გოგო–სამინისტროში  დოლოხოვმა დედაჩემი ურჩობისთვის აწამა…

თავი დავხარე.

–         –ჯანდაბა ნუთუ ამ მახინჯ არსებას არ ჰყოფნის ის ძალაუფლება რაც ხელში ჩაიგდო ახალგაზრდებს მაინც დაანებოს თავი! ამოვილაპარაკე გამწარებულმა.

–         –ბატონზე ასე როგორ ლაპარაკობ? წამოიწია მოულოდნელად პენსი.

–         –ის ჩემი ბატონი არ არის და არც არასდროს იქნება მისი ძალაუფლება კი ფეხებზე მკიდია –შევუბღვირე მე–რაღაც ძალიან გამოიდე თავი შენც მას ხომ არ ემსახურები?

–         –დავუშვათ ასეა მერე შენ რა–შემეკამათა ჩამწყდარი ხმით პენსი–უფლება არ მაქვს რომ ის აუგად მოვიხსენიო–მეცოდება დრაკო შენს ხელში…მის ოჯახს ძალიან ბევრი პრობლემა გაუჩინე…

–         –ჰო მართლა დრაკო სად არის? პენსის სიტყვებისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია.ბიჭებს მივუბრუნდი.

–         –არ ვიცი.მიპასუხა ზაბინიმ.–შენ არ გინახავს სადგურზე? გვეგონა ერთად მოხვიდოდით…

მოწყვეტით ჩამოვჯექი სკამზე.

–         არა შეუძლებელია. ნუთუ მომატყუა?

–         –არ მოგატყუებდა მილა–გვერდით მომიჯდა ზაბინი–დრაკოს ბავშვობიდან ვიცნობ–თუ მან პირობა დადო სიტყვას ყოველთვის ასრულებს.

–         ჰეი ლუდი გინდა? ბოთლი მომაწოდა სტებმა.

–         –საიდან? გამიკვირდა და ჩამოვართვი.

–        –ჩვენს კუპეში ყველაფერი იშოვება–.თვალი ჩამიკრა ზაბინიმ ერთი ბოთლი თვითონაც დააძრო და ზემოთ ასწია–ჩვენს ახალ მეგობარს გაუმარჯოს!!!

სლიზერინელთა კუპეში უფრო მხიარულად ვგრძნობდი თავს ვიდრე გრიფინდორელებთან.თუმცა წამდაუწუმ კარისკენ ვიხედებოდი.დრაკოს არყოფნა გულზე ლოდივით მაწვა.

კეროუმ კარი შემოაღო.

–გეძახიან ბლექ!!!

მაშინვე გარეთ გავვარდი მაგრამ დრაკოს მაგივრად დერეფანში მომღიმარი ლუნა დამხვდა.

უხმოდ გადავეხვიე მეგობარს.

ძალიან შეცვლილიყო სიმაღლეში მოემატა და თმაც კიდევ უფრო დაგრძელებოდა მაგრამ სახეზე აშკარად ეტყობოდა ემოციების კვალი დიდრონი მხიარული თვალები ჩამუქებოდა…

–         –ვიცოდი რომ აქ იქნებოდი….წამოდი.ხელი ჩამკიდა და გრიფინდორელებისკენ წამიყვანა.

–         მილა! მომეჭრა შესვლისთანავე სიმუსი და ისე მაგრად გადამეხვია ნეკნები კინაღამ ჩამემტვრა.–მიხარია რომ შენც დაბრუნდი!

–         რა ხდება კარგად ხართ? სიყვარულით შევათვალიერე ყველანი.

–         სიკვდილის მხვრელები ჰოგვორტსს აკონტროლებენ.წამოდგა ნევილი და ხელი ჩამომართვა–მიხარია შენი ნახვა…სტატუსის შემოწმებას გადაურჩი?

–         თავი დავუქნიე.

–         ჰარის დასდევენ მატარებელი რამდენჯერმე შეამოწმეს თუმცა ის აქ არ არის…

ყველამ ამოიოხრა.

–         ალბათ სკოლაში რეფორმებსაც გაატარებენ არა?

–         ჰო წყეული  კეროუები თვალს არ გვაცილებენ…

–         –მართალია რომ სნეიპი დირექტორია? წამოვდექი.

–         –უკვე გაიგე? თავი დამიქნია სიმუსმა და  ხელი გადამხვია–კი ეგ არის…

ესეც ასე.სკოლაში მე და დრაკოს უსაფრთხოება მართლაც გარანტირებული გვქონდა.

სიმუსს ხელი ფრთხილად გავაშვებინე მაგრამ რომ არ სწყენოდა გვერდით მივუჯექი.აშკარად გამოხატავდა სიმპათიებს მაგრამ ის ჩემთვის მხოლოდ მეგობარი და თანაკურსელი იყო და ამის გამო ცივად ვერ მოვექცეოდი….

–მილა ”დ”ა–ში გაწევრიანება გინდა? მკითხა ნევილმა.

–არმიაში?

–ჩვენ ჰარის დახმარებას ვცდილობთ.ამიტომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ კეროუებისგან მალულად ვარჯიშების გაგრძელებასაც ვაპირებთ…ბევრი მოხალისე შემოგვემატა…

–არ ვიცი.შევყოყმანდი მე–მაკგონაგელთან წელსაც დამატებითი გაკვეთილები მაქვს და ამავდროულად …სნეიპის დამხმარეც ვარ…

–         –სნეიპმა დამხმარედ დაგნიშნა? მკვლელმა? აღშფოთდა სიმუსი.

–         –ჰერმიონის მერე მილა ბნელ ძალებში ყველაზე საუკეთესოა–შეედავა ლუნა.

–         –მაინც ჩამწერეთ სიაში–ვუთხარი ნევილს–თუ კი რამეში გამოგადგებით თავს არ დავზოგავ.იმ მახინჯი არსების სიკვდილი მეც ისევე მინდა როგორც ყველას…

–         –მკვლელის დამხმარე როგორ უნდა იყო  რა საშინელებაა–თავი გადააქნია პარვატიმ.

–         –ის ჩემთვის პირველ რიგში მაინც მასწავლებელია პარვატი!

–         –მან დამბლდორი მოკლა! მან და მისმა დამხმარეებმა! ეს დაგავიწყდა?

–         –არაფერი მოხდებოდა იმ დამპალ მალფოის ისინი სკოლაში რომ არ შემოეყვანა! ჩერთო ტომასი.ამ სიტყვებზე ალბათ შესამჩნევად შევკრთი.სიმუსმა ეჭვიანი მზერა მომაპყრო.

–         –საიდან იცი რომ მან შემოიყვანა? შევეკითხე ცივად.

–         –ნევილმა დაინახა ასე არ არის ნევილ? ნევილ! თანაც ჰარის ნაამბობიდანაც ვიცით რომ მან დააყენა ბიჭები მიშველე–ოთახთან… ჰერმიონმა მისი გეგმა ზუსტად გამოიცნო…მაგრამ დავაგვიანეთ…

–         –შენ მალფოი მიშველე–ოთახიდან გამოსული დაინახე? მივმართე ნევილს.

–         არა მე ბიჭებთან ერთად რომ მივედი დავინახე რომ ოთახიდან ბელატრისა ლესტრეინჯი გამოვიდა მის დანახვაზე ისე გავცეცხლდი დანარჩენებისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია მაგრამ სანამ შელოცვას ვესროდი მოულოდნელად დაბნელდა….

–         –მე მისი ხმა  გავიგონე გოილს ეძახდა.გაჯიუტდა სიმუსი.

–         –მე კი არაფერი დამინახავს…იქ ისეთი არეულობა ატყდა ერთმანეთი კინაღამ დავხოცეთ სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა მე ხილვა მქონდა სადაც…

–         –ხილვა? შენ რა ექსტრა…

–         –ჰო ასეა–გავაწყვეტინე სიმუსს–შეიძლება დირექტორი მართლა სნეიპმა მოკლა და დრაკოც იმ დროს იქ აღმოჩნდა მაგრამ მას ბრალი არაფერში მიუძღვის…

–        – კარგი რა მილა მაგ ნაბიჭვარს უკვე მეორედ ამართლებ!!! იყვირა სიმუსმა.

–         –შენი მშობლები რომ ვოლდემორს ჰყავდეს და გაშანტაჟებდეს საინტერესოა როგორ მოიქცეოდი? ახლა უკვე მართლა გაბრაზებით შევეკამათე სიმუსს.

–         –მალფოის ლორდი აშანტაჟებს???

–         –საწყალი.თუმცა მაინც ნაძირალაა…ჩაილაპარაკა პარვატიმ.

–         –ასეა თუ ისე მთავარი დამნაშავე მხოლოდ სნეიპია–შიდა საიდუმლოებების ჩიჩქნის დრო კი აღარ გვაქვს…თუკი ჰარის დახმარება გინდათ გააკეთეთ ის რასაც მხოლოდ ის დაგავალებთ დანარჩენ დროს კი ვივარჯიშოთ შურისძიების დრო იმაზე მალე დადგება ვიდრე ჩვენ გვგონია!

–         ჩემი სიტყვით ყველა კმაყოფილი დარჩა.

–         მეგონა დრაკო განაწილების დროს მაინც მოვიდოდა დარბაზში მაგრამ არა….

განაწილებამ ყოველგვარი მხიარულების გარეშე ჩაიარა.უმეტესობა სტუდენტებისა სლიზერინში მოხვდა.როცა გოგრის წვენს ვისხამდი სნეიპმაც დამინახა.გავბედე და თავი მაინც დავუკარი.

მაკგონაგელი გამოვიდა და ორი სიტყით დამბლდორი მოიგონა.ხმა შესამჩნევად უკანკალებდა.შემდეგ ინსტრუქციები და სკოლის შიდაგანაწესი გაგვაცნო.დასვენების საათები შეემცირებინათ შაბათ–კვირას ჰოგსმიდში ექსკურსია კი მხოლოდ ზედამხედველებთან ერთად იყო დაშვებული.

ეს ჰოგვორტსი აღარ იყო. თავი სამხედრო სასწავლებელში მეგონა.

თავი 29

სნეიპი მოკლე სიტყვით შემოიფარგლა.

უხმოდ გავეშურეთ ჩვენ–ჩვენი კლუბებისკენ.

ვერაფრით მოვისვენე.გვიან მაინც ავდექი და სლიზერინის ოთახში წასვლა გადავწყვიტე.

–სად მიდიხარ?პორტრეტთან დამეწია პარვატის ხმა.

–         –დრაკოზე რამე უნდა გავიგო  ცუდად ვარ…

–         –კეროუები მკაცრად სჯიან ყველას ვინც წესებს დაარღვევს…ფილჩმა თუ გამოგიჭირა კრუციატუსის წყევლა არ აგცდება…

–         –არ ინერვიულო ვერ დამიჭერს…წადი დაიძინე.

–         ლუმოს!

სწრაფად გავიქეცი დერეფანში.კეროუები მიცნობდნენ და ამიტომ არ მეშინოდა.თუ ფილჩი ჩამავლებდა  საერთოდ გავაშეშებდი და მაინც გზას გავაგრძელებდი. ისე მინდოდა დრაკოს ნახვა ხელს ვერავინ შემიშლიდა…

მოსახვევს გავცდი თუ არა მანტიის ფერი შევცვალე…

ჩაბნელებულ ოთახში ბიჭები ბუხართან ჩაცუცქულიყვნენ.

–         –სანამ სნეიპი დირექტორია ხელს ვერაფერი შეგიშლით რომ კარადა შეაკეთოთ!!! ჯერჯერობით არაფერი გემუქრებათ–შემომესმა ნაცნობი ხმა და მაშინვე ბუხართან მივვარდი.ცეცხლში დრაკოს სახე ჩანდა.

–         –აქ ხარ? ხომ კარგად ხარ?

–         –ჰოგვორტსში რატომ არ წამოხვედი შენ ხომ დამპირდი?შევუბღვირე მე.

–         –მამაჩემმა არ გამომიშვა  სანამ სნეიპი სიტუაციას ბოლომდე არ დააწყნარებს ვერ დავბრუნდები…

–         –რა მშიშარა ხარ–გავმწარდი მე–ვერავინ ვერაფერს შეიტყობს გასაგებია?თანაც  გრიფინდორელები თითქმის დავაჯერე  რომ დამბლდორის სიკვდილის ღამეს შენ ბრალი არაფერში მიგიძღვის…

ირგვლივ გაკვირვების შეძახილები გაისმა.

–        – ჩემი გოგოა.ამაყად თქვა დრაკომ.

–         შენი გოგო კი არა–ბუხართან ახლოს მივიწიე–ორ დღეში თუ აქ არ გაჩნდები  ლონდონში წავალ და ვეღარასოდეს მნახავ!

–         –ვინ გაგიშვებს?.გაეცინა დრაკოს.–ამის თქმა იყო და ზაბინიმ ხელები გამიკავა.სუსტად გავიბრძოლე და ბუხარში მომღიმარ სახეს ისევ შევუბღვირე.

–         –კარგი მილა რა გჭირს ჩამოვალ აბა რას ვიზამ….ბიჭებო ყველამ მისმინეთ ამ გოგოს თუ რამე დაემართა პასუხს თქვენ აგებთ გასაგებია? ზაბინი კრაბ გოილ ! წავედი მეძახიან…და სახე გაქრა.

ზაბინიმ ხელი გამიშვა.

–ჩვენი მეკავშირე დაბრუნდა.დივანზე გაიშოტა ბლეჩლი.

–         – მანდილოსანს ადგილი არ უნდა დაუთმო?მივარდა ადრიანი ფეხში ხელი წაავლო და იატაკზე გადმოაგდო.

–         მხიარულად გამეცინა მათ ძიძგილაობაზე.

არა აშკარად მომწონდა იქ ყოფნა…თითქოს ისევ სახლში ვგრძნობდი თავს თანაც მეც ხომ ასეთ ფერებში გაფორმებული ოთახი მქონდა…

თუმცა გრიფინდორელებიც ძალიან მომწონდნენ.ლუნა პარვატი და სიმუსი ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ და თუ რამე მოხდებოდა ბრძოლის დროს მათი დაცვაც აუცილებლად მომიწევდა….

–         –არ გეძინება?გვერდით მომიჯდა ზაბინი და ხელი გადამხვია.

–         –რა დამაძინებს…ამოვიოხრე და სტენდზე მანათობელ ლოგოს გავხედე.

–         – სნეიპს რომ სთხოვო წელს ჩვენს კლუბში არ გადმოგიყვანს?..

–         პირიქით ახლა გვაწყობს ის რომ გრიფინდორში ვარ…  ინფორმაციებს იოლად მოვიპოვებ.ვუთხარი მე.

–         –ნახე ნახე აგენტობაც დაუწყია….

–         –აგენტი არ ვარ.მუჯლუგუნი გავკარი გვერდში.

მოულოდნელად ჯოხი დააძრო.შემკრთალი წამოვხტი.

–         –რა ჯანდაბას აკეთებ?

–         არ გეტკინება.მენდე.–და ჯოხი მომიშვირა.

.აუტანელი სიმხურვალე ვიგრძენი.მოულოდნელად მხრები საშინლად დამიმძიმდა.წავბარბაცდი უკან მივაბრუნე თავი და გაოცებისგან შევყვირე.უზარმაზარი შავი ფრთები მება…თუმცა ვერ ავამოძრავე.

–         –ეს როგორ მოახერხე? ვკითხე შოკირებულმა–მაგრამ არ მოძრაობს…

–         –ისწავლი.გაიცინა ზაბინიმ.–მაგრამ ძალიან ძნელია…მამაჩემმა მხოლოდ ორ –სამ თვის შემდეგ შეძლო ლონდონის თავზე გადაფრენა…ეს უმაღლესი შავი მაგიაა.

–         –მერე რა რომ შავი მაგიაა ეს ხომ..წარმოუდგენლად მაგარია.აღტაცებისგან ისევ გამეცინა და ხელები გავშალე.

–         ჩათვალე რომ ეს ჩემი საქორწინო საჩუქარია.გაიცინა ზაბინიმ და ფრთები ისევ მომაშორა.ერთ წიგნს მოგცემ სადაც ბევრი სხვა საინტერესო შელოცვებიც წერია…

–         –რას ბოდავ ქორწილი არა…

–         –თქვენი დასასრული მაინც ეგ იქნება.თვალი ჩამიკრა  წიგნი გამომიწოდა და საძინებელში ავიდა.

იმ ღამეს გრიფინდორის ოთახში აღარ დავბრუნებულვარ.ინტერესით ვკითხულობდი სქელ წიგნს.არც მეგონა თუ შავი მაგია ასეთი საინტერესო იყო თუმცა უამრავი წამებისა და მკვლელობის შემზარავი ხერხებიც ბლომად იყო აღწერილი.განსაკუთრებით ვიხალისე განაიარაღების სიზმრების მოვლენის და მგზავრობის დამაბრკოლებელ შელოცვებზე…გამთენიისას ბუხართან დივანზე წიგნში თავჩარგულს ჩამეძინა…

დილას ადრე წამოვხტი და გრიფინდორის ოთახში წავედი კიბეზე მანტიას ფერს რომ ვუცვლიდი სწორედ მაშინ წამომადგა სნეიპი თავზე.

–         –აქ რას აკეთებ?

–         დილამშვიდობისა პროფესორო.დაბნეულად მივესალმე–მე…

–         –დრაკო ხომ არ დაბრუნებულა?

–         –არა…

–         –კარგი.წადი–ჩაილაპარაკა და გზა დამითმო.

ყველა გაკვეთილზე კეროუები გვესწრებოდნენ სნეიპის გარდა.

–         –ყველამ იცით რა რთულ მდგომარეობაშიც ვართ–მოგვმართა ცივად–მაგრამ სწავლა გრძელდება შეუფერხებლად და ახალ წესებს ყველანი უნდა დაემორჩილოთ….

ბინძურო მკვლელო…ზურგსუკან მომესმა ნევილის სისინი.

გაკვეთილი ძალიან საინტერესო იყო.თუმცა ენთუზიაზმი ჩემს გარდა არავის ეტყობოდა.ზარის დარეკვისთანავე ყველანი უხმოდ გაიკრიფნენ კაბინეტიდან მე კი დავრჩი და სნეიპს დაველოდე.წიგნები აიღო და თავისი კარადისკენ გამიყოლა.

–         –დრაკოს გამო დაბრუნდი?

ხომ შეგეძლო მშვიდად დარჩენილიყავი შენს უსაფრთხო ქალაქში?

–         –მაკგონაგელმა მომიწვია…

–         –არა მარტო მან…

მივხვდი რომ ლორდი იგულისხმა.

–როგორც ვხედავ ყველაფერი იცით.ჩუმად ჩავილაპარაკე.

–დრაკოს საფრთხე არ ემუქრება.მითხრა და კარადიდან კოლბების გამოლაგებას შეუდგა.თამამად გავიწიე მისკენ.სულაც არ მანაღვლებდა ის რომ მე მკვლელთან ერთად ვმუშაობდი.რამდენიმე იშვიათი სასმლის მნიშვნელობა ამიხსნა რომელიც მხოლოდ მის კაბინეტში ინახებოდა…

–         –შეგიძლია მშვიდად იყო–მითხრა დამშვიდობებისას–მაგრამ მაინც…დრაკო თუ დაბრუნდა ფრთხილად იყავით და თვალში ზედმეტად არავის შეეჩხიროთ.გართულებები ახლა ყველაზე ნაკლებად მჭირდება…

საღამოს სლიზერინელებთან ჩავირბინე ცოტახანს და მერე ხიდზე გავედი.ნაცნობი ხედის დანახვამ სიმშვიდე მომგვარა.ცრემლი მომერია ტბაზე ჩამავალ მზეს რომ გავხედე.

მამაჩემის მკვლელზე ფიქრს აქაც ვერ ვიშორებდი.

როგორ მიმეღწია სამინისტრომდე?ისიც კი არ ვიცოდი ანდრეი ფეროვი ახლაც იქ მუშაობდა თუ არა.იქნებ შემოწმება ვერ გაიარა?თუ მართლაც მაგლი შვილი ჰყავდა რათქმაუნდა ვერ გაივლიდა….

ერთი რამე კი ცხადი იყო.მამაჩემის ბოლო საქმე დაუსრულებელი ინახებოდა სამინისტროში და სებასტიანმაც ადვილად შეძლო არქივიდან ინფორმაციის მოპოვება.მაშასადამე ჯაშუში ჯადოქრებს შორის დღესაც ცოცხალი და უვნებელი დააბიჯებდა…

ჯერჯერობით–გავიფიქრე მე და ამ დროს ბილიკზე ნაცნობი ფიგურა შევამჩნიე….

წამის უსწრაფესად ეზოში გავჩნდი და მისკენ გავექანე.ისიც ჩემსკენ გამოიქცა.მოულოდნელად ფეხი დამისრიალდა და ძირს დავეცი.

–         –ჯანდაბა ჯანდაბა!

–         –რა სულელი ხარ–სიცილით მოიჭრა დრაკო და ხელში ამიტაცა.

–         –ნამდვილად არ გელოდი.ვუთხარი ჩუმად.

–         –ვეღარ მოვითმინე…

კოცნა დამიპირა მაგრამ ისევ სნეიპი გამოჩნდა.

–         ახლავე თქვენს–თქვენს ოთახებში! მე გაგაფრთხილეთ!

–         –როგორც გვიბრძანებთ… ჩაიღიმა დრაკომ.

–         ბუხართან დამელოდე…ეშმაკურად ვუჩურჩულე კარიბჭესთან.

საერთო ოთახში არეულობა იყო.სახეგასისხლიანებული ნევილი ტახტზე იწვა.

–         რა დაემართა?

–         –კეროუმ დაჭრა.დაიღრინა გაავებულმა სიმუსმა.

–         ნევილ გაუძელი გაუძელი კარგი?..შეწუხებული ლუნა ნევილს სახეს ფრთხილად უწმინდავდა.

სიმუსის გვერდით მოვიკალათე.

–ჩემი მშობლებიც დაკითხეს გუშინ.ალაპარაკდა სიმუსი– მამაჩემი ცოცხალ–მკვდარია…

–სახლში რატომ არ დარჩი?

–დედაჩემს არ უნდოდა დავბრუნებულიყავი მაგრამ მე აქ შურისძიებამ მომიყვანა.მეგობრებს ვერ მივატოვებ! არ შემიძლია.თავი მხარზე მომადო და ამოიოხრა.

გავბედე და უხმოდ გადავხვიე ხელი.

–         –მამაჩემის მკვლელის კვალი ვიპოვე.

–         მართლა?გაოცებით შემომხედა.

–         სიკვდილის მხვრელების ჯაშუში ყოფილა სამინისტროში.მამაჩემს დაევალა მისი პოვნა….და ამან შეიწირა კიდეც…

–         –მის წინააღმდეგ აპირებ იმოქმედო?

–         –არ ვიცი ვინ არის…თუმცა ერთი კაცი გამოჩნდა რომელიც მამაჩემს სიკვდილამდე ცოტახნით ადრე ესაუბრა. ჯერ ის უნდა ვიპოვო…

–         –რა ქვია მაგ კაცს?

–         –ანდრეი ფეროვი.

–         –ჟურნალისტი? ეგ ხომ ჟურნალისტია.წამოდგა სიმუსი და იატაკიდან მისნის ნომერი აიღო–აჰა ნახე…

–         ‘’სამინისტროში მაგლების დაცვის განყოფილება გაუქმებულია’’ წავიკითხე სტატიის სათაური და გაზეთი უხმოდ გადავდე–ეს კაცი სად უნდა ვიპოვო?

–         –ბარმენ ტომთან უნდა მიხვიდე თუ ვინმეზე ჭორი ან ახალი ამბავი გაინტერესებს–მოახლოვდა პარვატი.

–         ჰო მაგრამ სკოლიდან ჰოგსმიდში ზედამხედველების გარეშე ნაბიჯს ვერ გადავდგამთ…მომიწევს ამ ამბავს არდადეგებზე მივხედო…

ცოტა შევიცადე და როცა ოთახი დაცარიელდა პორტრეტიდან გადავძვერი და სლიზერინელთა კლუბისკენ მოვუსვი.

მალფოი ბუხართან იდგა და მელოდა…

ჩუმად მივეპარე და თვალებზე ხელი ავაფარე.

–         ნეტავ ვინ არის?–ჩაილაპარაკა ეშმაკურად და სანამ რამის თქმას მოვასწრებდი წელში შემივარდა და დივანზე მიმაგდო.

–         ბიჭებს გაეღვიძებათ.სიცილი ამიტყდა.

–         გაეღვიძოთ…ჩამჩურჩულა და მომეხვია.მთელი ამ ხნის დაგროვილი მონატრება გადმოვაფრქვიე..

მისი თითები ჩემს სხეულზე დაცურავდნენ მისი ყოველი კოცნა მწვავდა ვერც კი ვიგრძენი წელსზევით როდის გავშიშვლდით…

უეცრად კოცნა შეწყვიტა და დამფრთხალი გამერიდა.

რა ხდება?

ჯობია თავი შევიკავოთ…

–         –გეშინია ტკივილი არ მომაყენო? ვკითხე ჩუმი ხმით.

–         –არა..უბრალოდ..არ ვიცი მომავალში რა მოხდება…ხომ შეიძლება ომი მართლაც დაიწყოს იქნებ საერთოდაც შენ აღარ მოინდომო ამ სამყაროში დარჩენა…იქნებ ერთმანეთი სამუდამოდ დავკარგოთ?…ამიტომ მე ვერ ავიტან რომ შენ გულნატკენი წახვიდე ჩემგან გესმის? მაპატიე გთხოვ ძალიან მიყვარხარ უშენოდ ჯოჯოხეთი იყო ეს სამი თვე…მაგრამ არა…თავი ხელებში ჩარგო და ამოიგმინა.

–         დაწყნარდი რა მოგივიდა–წამოვჯექი და მხრებზე მოვეხვიე–აქ გასაკვირი და საბოდიშო არაფერია ხომ იცი რომ მხოლოდ შენი ვარ..მარტო შენ გეკუთვნი…სამუდამოდ…

–         –შენ მართლა გინდა რომ სამუდამოდ ჩემთან დარჩე? ამ სამყაროში დარჩე? ამ სისხლისმღვრელ სამყაროში?

–         –ხომ იცი რომ მინდა?ყასიდად გავბრაზდი.

–         –მაშინ ცოლად გამომყევი.თვითონაც გაბრაზებული ხმით მომახალა.

–         –თანახმა ვარ!

–         –კარგი!

–         –კარგი!

წუთით ერთმანეთს შევაცქერდით ამ დიალოგით გაკვირვებულები და მერე ისტერიკული სიცილი აგვიტყდა.

–         რა ჯანდაბა ხდება?

ბიჭების საძინებლის კართან თმაგაჩეჩილი ბლეჩლი გამოჩნდა და ჩვენს დანახვაზე პირი დააღო.

–         მილა აქ რას აკეთებ?

–         ჩემს საცოლეს აქ როცა უნდა მაშინ შემოვა!

ბლეჩლი კიდევ უფრო დაიბნა ჩვენ კი მისი გამომეტყველების დანახვაზე ჩავბჟირდით.დრაკოს მანტია მივაწოდე.

–         ჩაიცვი გაცივდები…

–         შენ რა…ცოლი მოგყავს? ბუხართან მოფრატუნდა ბლეჩლი და ხალიჩაზე გაიშოტა–რა მაგარია… ამ დაძაბულ პერიოდში ერთი კარგიი ქეიფი ნამდვილად არ გვაწყენს….

–         –რა ქეიფი…ჯერ მამაჩემის მკვლელი უნდა ვიპოვო…მერე დედაჩემს…ალბათ უკვე ეცოდინება რომ აქ ვარ..ნაღვლიანად ჩავილაპარაკე–და იქნებ პოტერმა ის მახინჯი არსებაც ბოლოსდაბოლოს მოგვაშოროს…

–         –მამაშენის მკვლელს ეძებდი და მე არაფერი მითხარი? გაბრაზდა დრაკო.

–         –არ მინდა შენ ამაში გაგრიო ისედაც ბევრი პრობლემა გაქვს…

–         –როგორ ზრუნავ ჩემზე–თავი გააქნია–მაგრამ დღეიდან ყველაფერი მე უნდა მითხრა!

–         –ჰო ცოლ–ქმარმა საქმეები ერთად უნდა მართონ–გაიღრიჭა ბლეჩლი–დრაკო  მართლა არ გინდა ავღნიშნოთ?

–        – აქ არ მოხერხდება.თავი გააქნია დრაკომ.

–         –სლიზერინის ოთახში წვეულებებს არ ვმართავდით ხოლმე?აღშფოთდა ბლეჩლი–ხომ შეიძლება მართლა ომი და უბედურება ატყდეს და ერთი ლამაზი დღე მეგობრების გარემოცვაში ყველასთვის დასამახსოვრებელი იქნება…

–         –ჯერ არ ვკვდებით–გაიცინა დრაკომ და ჩამიხუტა.

–         რა საყვალლები ხალთ–ენა მოიჩლიქა ბლეჩლიმ.ბალიში გავუქანე.სიცილით აიცდინა და საძინებლისკენ გაბანცალდა–გადაწყვეტილია ზაბინი და მე ვითავებთ მაგ საქმეს !

–         მიყვარხარ.ვუთხარი დრაკოს და მის მკლავებში მოვიკალათე.

–         მე არ მეხერხება წვეულებები და რაღაცეები მაგრამ იდეა მომწონს…ბიჭები მოახერხებენ რამეს…

–         მთავარია შენ იყო ჩემს გვერდით და სხვა არაფერი მინდა–ვუთხარი გამომწვევად და მანტია გადავიძვრე.

ცუდი გოგო ხარ–თავი გააქნია ხელში ამიტაცა და დივნისკენ გამაქანა….

თავი 30

როგორც მოველოდი გაკვეთილებზე საშინელი სიტუაცია იყო.

გრიფინდორელებიდან მხოლოდ ნევილი და ლუნა არ იღებდნენ ხმას.დანარჩენები კი მე და მალფოის ყოველი კუთხიდან გვისისინებდნენ.

სლაგჰორნის გაკვეთილზე მალფოის ძლივს ვაკავებდი.მანდამაინც იმ დღეს არ გვესწრებოდნენ კეროუები…ზაბინის შელაპარაკება მოუვიდა დინ ტომასთან. ტომასმა შელოცვა ესროლა რომელიც ჩვენს ქვაბს მოხვდა და ახალი მანტია ერთიანად დამეწვა.გამწარებული მალფოი ძლივს გავაკავე და გარეთ გავათრიე.

–         –გთხოვ..გთხოვ…ეს ხომ მოსალოდნელი იყო…

–         –მოვკლავ იმ ბანიჭვარს მე მაგისი დედა…

–         –ნუ იგინები და წამოდი!

–         –რა ამბავია? საიდანღაც ფილჩი გამოძვრა და თვალები ავად აენთო–საზიზღარო ბავშვებო გაკვეთილს აცდენთ არა?

ამჯერად მალფოი ვეღარ შევაკავე ჯოხი დააძრო და საცოდავი მცველი კედელს მიანარცხა.

–         –მოგვწყდი თავიდან ბებერო ძაღლო!!!

–         დრაკო!!! გაისმა სნეიპის ცივი ხმა.მალფოიმ ჯოხი დაუშვა თუმცა ბრაზით ცახცახებდა და დამუშტულ ხელებს ძირს არ უშვებდა.

–         ორივენი მომყევით!

სნეიპის კაბინეტში უხმოდ ავედით.

–         –ამიხსენით რა ხდება?

–         –ჩვენ ერთად ვართ…მივუგე ცივად.

–         –ესე იგი მეგობრობა აღარ გაკმაყოფილებთ.ჩაიცინა სნეიპმა.მალფოიმ შეუბღვირა.ხელი მოვუჭირე დასამშვიდებლად.

–         –ყველა ჩვენ წინააღმდეგაა დინ ტომასთან მცირედი შელაპარაკება მოგვივიდა და გარეთ გამოვედით…

–         –სწორად გავიგე ყველა თქვენს წინააღმდეგ?

–         –ისევე როგორც თქვენს წინააღმდეგაც ბატონო დირექტორო.ჩაიცინა მალფოიმ.

–         სნეიპს სახე მოექცა.

–         –მე რომ არა ახლა აზკაბანში იქნებოდით მისტერ მალფოი!!!

–         –გთხოვთ! ხმა ავიმაღლე მე–ყველამ ვიცით რაც მოხდა მაგრამ ახლა ამაზე კამათის დრო არ არის!

–         –ბოლოს და ბოლოს ამიხსნით რა ხდება? თუ ორივენი დაგაჯარიმოთ? გადაირია სნეიპი.

–         –ჩვენ ერთად ვართ.დაადასტურა დრაკომ და ხელი გადამხვია.

–         ჰმ…იაქსლიც ამბობდა ამაზე რაღაცას მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია…ესე იგი სიმართლეა რომ თქვენ…რა გაეწყობა… და მაინც10–10 საჯარიმო ქულა ორივე კლუბს!

მიბრძანდით თქვენს–თქვენს ოთახებში და მომავალში უფრო ფრთხილად იყავით !!!

–         წამოდი ჩვენთან…ჩამჩურჩულა მალფოიმ.

–         მომდევნო გაკვეთილი რა გვაქვს? უხალისოდ ავირიდე მისი ალერსი და ცხრილი ამოვიღე.

–         შელოცვები…

–        –შემდეგ მე–ჰერბოლოგია შენ არითმანტია…

–         –კარგი მაშინ გაკვეთილების მერე ხიდზე ამოდი.ტბაზე გავფრინდეთ…თორემ მე ვატყობ ვინმეს შევიწირავ…

ზარი დაირეკა.დრაკომ ხელი გამიშვა მაგრამ სტუდენტები დერეფანში გამოიშალნენ თუ არა ისევ ჩემს გვერდით დადგა.

–         ბლეზ! დაუძახა მალფოიმ მეგობარს.

–         მართალია რომ…წვეულებას აწყობთ?ჩვენთან მოქანდა ზაბინი.

–         –ჯერ არა.. თამაშის შემდეგ რამე უნდა გაახერხო…შენებურად.

–        – მეე? დაიბნა ზაბინი.

–         –ქორწილია ძმაოო!!! გვერდიდან მოგვაძახა ბლეჩლიმ მალფოიმ ჩანთა გაუქნია.

–         –ჩუმად.. შენი!!!

–         –კარგი გეყოს–დრაკოს ხელზე დავქაჩე თან სიცილს ძლივს ვიკავებდი– მოკლედ…დიდი აურზაური არ გვინდა ბლეზ…სასმელი და ტკბილეულობა…უბრალოდ მინდა მთელმა კლუბმა გაიგოს ბოლოს და ბოლოს რაც ხდება ჩემსა და დრაკოს შორის და ასე უფრო დაცულები ვიქნებით…

–         –ჩემი იმედი გქონდეთ მისის…მალფოი.თავი დამიხარა ზაბინიმ.

ისევ გაგვეცინა.

ჰერბოლოგიაზე სიმუსი მყავდა მეწყვილედ.მეგონა რომ ხმას არ გამცემდა მაგრამ მოულოდნელად ახლოს მოიწია.

–მილა დღეს საღამოს შეგიძლია შემხვდე? რაღაც უნდა გითხრა…

–         სნეიპთან უნდა ვიმუშაო–ვიცრუე მე–აქ მითხარი რისი თქმაც გინდა მაინც არავინ გვისმენს–თვალი მოვავლე ოთახს ყველა თავის მცენარის მოვლაში იყო გართული.

–         –იცი მე..შენ ძალიან მომწონხარ…გაცნობის დღიდან…შენ რაღაც განსაკუთრებული გაქვს რაც სხვა გოგოებს არა აქვთ…ისა..მოკლედ…მე უნდა ვიცოდე..შენსა და მალფოის შორის რა ხდება..მხოლოდ მეგობრები ხართ თუ…

დამცხა.ესღა მაკლდა.

– ვერ მოგატყუებ.ვუთხარი და სინდისის საშინელი ქენჯნა ვიგრძენი–შენ ჩემი  მეგობარი ხარ სიმ…ძალიან დიდ პატივს გცემ და ძალიან მიყვარხარ–ძლივსძლივობით გავუღიმე–მაგრამ სამწუხაროდ სხვა თვალით ვერასდროს შემოგხედავ..შენ და ლუნა ჩემი საუკეთესო მეგობრები ხართ…და იმედია ჩემი პასუხი არ გეწყინება…

–         –კარგი რა გაეწყობა.თავი ჩაქინდრა სიმუსმა–მაგრამ მთავარ კითხვაზე არ გიპასუხია– ჭორები დადის რომ შენ დრაკო მალფოის ხვდები.

–         –ეს ჭორები არ არის სიმ…სიმართლეა.

ამ სიტყვებნა სიმუსი გააცოფა.

–         –ჯანდაბა მილა! მოღალატე შეგიყვარდა? მაკრატელი გაიქნია და მცენარეს დიდი ყლორტი წააცალა.

–         –სიმ…არ გინდა…

–         –ამას არ ველოდი შენგან!!!

–         –რა ხდება? გამოგვხედა  ნევილმა და თმაში გახლართული ტოტი მოიშორა.

–გთხოვ არაფერი უთხრა–ხელი ჩავავლე სიმუსს შეშინებულმა.ჩემს შეხებაზე შეკრთა და ხელი გამომგლიჯა.

–თავი დამანებე!!! და თავისი მცენარით მეზობელ მაგიდაზე გადაინაცვლა.

–სიმ გთხოვ…

–მის ბლექ რა დღეში ხართ? 5 საჯარიმო ქულა გრიფინდორს!!! იყვირა სპრაუტმა.

განადგურებული გამოვედი სათბურიდან.მეორე სართულზე  ავედი თუ არა ცრემლები წამომივიდა.სიმუსი აღარასოდეს გამცემდა ხმას.ნეტავ კიდევ რამდენი მეგობარი უნდა დამეკარგა?

–         –მილა რა გჭირს?მოვარდა საიდანღაც გამოჩენილი ზაბინი–შემომხედე…ტირი? ვინმემ გაწყენინა? მე მაგის….

–         ნუ იგინები რა–თავი მხარზე მივადე და ამოვიოხრე–სიმუს ფინიგანს გავუმხილე ჩემი და დრაკოს ამბავი… გრძნობებში გამომიტყდა…სხვა გზა არ მქონდა…და საშინლად გამწარდა…

–         –მაგ ლენჩის გამო ტირი გოგო? შენს ცრემლებს არავის შევარჩენ  ახლავე მოვძებნი მაგ…წამოიწია მაგრამ შევაჩერე.

–         –არა უშავს ბლეზ… თანდათან ყველა შეეჩვევა ამას… არ ვნანობ ეს რომ გავამხილე… დრაკოს გამო სიკვდილისთვისაც მზად ვარ.ის ჩემი ოცნების გმირი იყო და ყოველთვის იქნება…ჰო მართლა ახლა სად არის?

–         –გმირი არა ისა…საერთო ოთახში იქნება ვარჯიშისთვის ვემზადებით…ზეგ ჰაპლეპაფს ვხვდებით…დიდი ამბავი იქნება…არ იღელვო მილა დრაკოს კი აუცილებლად გავაგებინებ ფინიგანის ამბავს…ახლა წავედი…მეგობრულად ჩამიხუტა ზაბინიმ და გამშორდა.

გულზე საოცრად მომეშვა.ზაბინი ყოველთვის უხეშ და უსიამოვნო ბიჭად მიმაჩნდა თანაც მთელს სლიზერინში მექალთანის სახელი ჰქონდა გავარდნილი ძალიან გამიკვირდა მისგან ასეთი სითბო და თანადგომა…

გრიფინდორის საერთო ოთახში ვერ გავჩერდი. სადაც არ უნდა გამეხედა ყველგან მტრულ მზერას ვგრძნობდი.მანტია გამოვიცვალე და სლიზერინის ოთახისკენ გავწიე.ირგვლივ უჩვეულო ფუსფუსი იყო.უცნაურ დეკორაციებს აწყობდნენ.ჩაბნელებული დარბაზი ახლა გაენათებინათ კედელზე წარწერა ოქროსფრად ანათებდა ‘’M & D’’

დივანი და პუფები სადღაც გაექროთ ბუხართან შემაღლებული კათედრა დაედგათ ოთახის ყოველ კუთხეში პატარა თეთრი მაგიდა იდგა.ჭერზე უცნაური ხვეული ლენტები ეკიდა.

–         ჯობია წახვიდე და თამაშისთვის მოემზადო–მომიახლოვდა ხტუნვა–ხტუნვით ბლეჩლი–თამაშის შემდეგ  მოგაკითხავს დრაკო…

–         –მოიცა წვეულება ხვალ… კი მაგრამ ასე მალე?

–         –ზაბინი ამ საქმეში სუპერია–.გაიცინა ბლეჩლიმ.–წადი წადი…

საერთო ოთახისკენ გავექანე.

–         ლუნა შეგიძლია დამეხმარო? დავუძახე მეგობარს დერეფანში  და საძინებელში ერთად ავედით.

–         –რა ხდება?

–         –ხვალ წვეულებაა…

–         –რა ?

–         მოკლედ სლიზერინელები წვეულებას აწყობენ–ბარგი აჩქარებით გადავქექე– კლუბში ყველამ შეიტყო რომ მე და დრაკო ერთად ვართ…სალათისფერი კაბა ამოვიღე და გულზე მივიდე– ეს ჩემს ქალაქში ვიყიდე მიხდება?…ჯანდაბა ძალიან ვნერვიულობ…

–         –მერე ასე რა განერვიულებს ხომ არ თხოვდები…

–         –რა დროს გათხოვებაა…სიცილი ამიტყდა მე და საწოლზე დავეშვი–მაგრამ იცი…მალფოიმ ხელი მთხოვა…გუშინ…ეს წარმოუდგენელი იყო მაგრამ მგონი იხუმრა…ჰო ეს ხუმრობა იყო…ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს მაგრამ ჯერ სერიოზული ნაბიჯების დრო არ არის…

–         –ახლა უკვე გასაგებია რატომ ტიროდა სიმუსი.. .გაიცინა ლუნამ–გილოცავ.

–         –სიმი ტიროდა?–გამიკვირდა მე.თავი დამიქნია და კაბის შეკვრაში მომეხმარა.

–ცუდად გამომივიდა…მაგრამ რა მექნა…ოდესმე მაინც გაიგებდა…

–          –”და”–სთან დაკავშირებით რას აპირებ?

–         –დაძაბული პერიოდია ლუნა ეშმაკმა იცის რა მოხდება.. იმ მახინჯმა ომი თუ დაიწყო რათქმაუნდა თქვენს გვერდით ვიქნებით მეც და დრაკოც…ჰარი არ გამოჩენილა არა?

თავი გააქნია.კაბა გავისწორე და შემოვტრიალდი.

–         რა ლამაზი ხარ….დაიჩურჩულა ლუნამ.–მოდი თმას დაგიხვევ კარგი? ასე უფრო ლამაზი გამოვა ვიდრე გვერდზე გადაწეული…

–შენ არ წამოხვალ?…

– არა მე და ნევილი ჰოგსმიდში უნდა გავიდეთ…დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის მილა…და ფრთხილად იყავი…

თთამაშზე კიდევ უფრო საშინელი მდგომარეობა იყო.

სლიზერინელები მთელი ძალით უტევდნენ.ჰაპლეპაფელები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ მოთამაშეების ხელჩართული ჩხუბის გამო მსაჯს რამდენჯერმე ნაპერწკლების გამოყენებაც კი დასჭირდა.პირველი გოლი სლიზერინელთა კარში გავიდა. მაყურებლებში არ გავსულვარ გასახდელიდან ვადევნებდი თვალს როგორ ზეიმობდა გრიფინდორის ტრიბუნა..

მალფოიმ ულამაზესი პიკირება გააკეთა ჰაპლეპაფელმა სიკერმა მისი მანევრი გვიან შენიშნა და სანამ მისკენ გაექანებოდა დრაკოს ხელში სნიჩმაც გაიბრწყინა…ოთხმოცდაათით ას ოცი სლიზერინელთა სასარგებლოდ…ესეც ასე.ჩემპიონები ვართ…

თასის გადაცემას აღარ დავსწრებივარ კმაყოფილი დავბრუნდი საერთო ოთახში…დრო იყო წვეულებისთვის მოვმზადებულიყავი…

საერთო ოთახიდან რომ გამოვედი მალფოი გრიფინდორის კართან მელოდა.ჩემს დანახვაზე თვალები დააჭყიტა გაოცებისგან.

–         ძალიან..ისა..ლამაზად გამოიყურებით.. მისის მალფოი–ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა და მეამბორა.

–         ნელ–ნელა სწავლობ რომანტიკულ ჟესტებს–ჩავიცინე მე და ხელკავი გავუკეთე.

მოგზაურობა ჰოგვორტსში (21-25)

უკან დავიხიე და გზა უხმოდ დავუთმე.

-შენ რა ტიროდი?…

– არა.სასწრაფოდ ამოვიწმინდე თვალები.

ოთახში შემოვიდა.კარი დავხურე და მოღუშული შევაჩერდი.

–რა გინდა დრაკო?

–უბრალოდ მომისმინე.მუდარით შემომხედა–შენ უნდა დაბრუნდე….

–ვოლ…ის არ მოგვასვენებს  სკოლიდან ვერსად გავალთ და ასე ტყვეობაში გინდა რომ ვიყოთ? მე ამას ვერ ავიტან წყნარი ცხოვრება მინდა დრაკო.არ მინდა ისევ პრობლემები შევუქმნა შენს ოჯახს…

–მე ჰოგვორტსში არ ვბრუნდები მილა.

–რა? გაოგნებული მივაშტერდი.

–შენ მაკგონაგელი აუცილებლად მიგიწვევს მაგრამ ზაბინიმ მომწერა რომ ჩემი ამბავი გახმაურდა….წყეულმა პოტერმა კოშკზე დამინახა…ჩავვარდი მილა…

– მოიცადე…მომდევნო წელს სკოლის დირექტორი ხომ სნეიპია? მისი მფარველობის ქვეშ არა მგონია პოტერმა რამე ზედმეტი გაბედოს…და სხვა თუ გაბედავს შენთან მოახლოებას ჩემთან დაპირისპირებაც მოუწევს!

– მილა შენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვს სასწავლი მე კი სკოლის გარეშეც მშვენივრად მივხედავ საქმეებს…

–         არაფერიც.–გაბრაზებით შევუყვირე–შენ თუ არ დაბრუნდები არც მე არ ჩამოვალ! სკოლის დამთავრების გარეშე რა უნდა გააკეთო? მომავალზე არ ფიქრობ? სულ რაღაც ერთი წელი დაგრჩა დრაკო და თავს ანებებ? ოჯახურ ტრადიციას რატომ არღვევ?

–მილა…

– გეშინია არა? შევუყვირე მე.

– ვისი პოტერის?თვალები ავად დააკვესა მალფოიმ– ბატონს რომ არ სჭირდებოდეს იმ დღესვე გავაცხებინებდი სულს როცა საავადმყოფოდან გავედი… ისედაც დიდი ხანია მასთან ანგარიშის გასწორება მინდა…

– გეშინია დრაკო და ისევ გგონია რომ მარტო იქნები და დაუცველი… როდის უნდა შეიგნო რომ მე მართლა შენს გვერდით ყოფნა მინდა?

– მერე ვინ გეუბნება რომ ეგ მე არ მინდა?…უბრალოდ…

–გაჩუმდი თორემ გეფიცები აქედან წავალ და აღარასოდეს დავბრუნდები! საბოლოოდ დავკარგე წონასწორობა.

–ამას ვერ შეძლებ.მითხრა და მოულოდნელად მკლავებში მომიქცია.

–ვითომ რატომ? გამიშვი! გავიბრძოლე მე.

–         ვერ შეძლებ იმიტომ რომ…გიყვარვარ!

დავიბენი მაგრამ ბრძოლა მაინც გავაგრძელე.ხელები ზურგსუკან გადამიგრიხა.

–ოჰო რომანტიკული ჟესტებიც გისწავლიათ მისტერ მალფოი. მივახალე სიმწრით.

სიტყვა აღარ დამამთავრებინა და საკოცნელად გამოიწია…

კარი არ ჩაგვიკეტავს.არ ვდარდობდით ვინმე შემოვიდოდა თუ არა.

წარმოუდგენელი იყო.მე მას ისევ ვხედავდი.მასთან შეხებას ისევ რეალურად ვგრძნობდი….მეგონა რომ ეს სასწაული იყო რაღაც ილუზია რომელსაც თვალებს დახუჭავ სულს შეუბერავ და მაშინვე გაქრება…

მაგრამ თვალები რომ გავახილე ნაცნობ ეშმაკურ მზერას შევეფეთე და გულზე მომეშვა.

–ახლა გაიგე რისი თქმაც მინდოდა? მითხრა სიცილით და ხელი შემიშვა.

–დიახ ვიცი მისტერ მალფოი…ჯუჯღუნით თმის გასწორებას შევუდექი.თუმცა გაბრაზებამ გამიარა.

–  რა იცი? შემომიბღვირა– რაც სახლში მოგიყვანე მას შემდეგ ამის ახსნას ვცდილობ…

–  შენ ეგ მაშინ დააბოლოვე როცა მთელ ოჯახს სიკვდილის მხვრელებს და იმ მახინჯს წინ აღუდექი.ვუთხარი ალერსით და თმა ავუჩეჩე.

–სახლში როდის ბრუნდები?

– ერთ კვირაში.

–  მშვენიერია საკმარისი დრო გვქონია…

–  რა?

–ხომ გინდა ლონდონი დაათვალიერო?

–შენთან ერთად ჯოჯოხეთშიც სიამოვნებით ჩავალ…

პასუხის ნაცვლად ისევ მეძგერა.

–  წარმომიდგენია გეორგი რომ შემოვიდეს და აქ დაგვინახოს…გავიბრძოლე მე მაგრამ აღარ მომიშორებია.

–ვინ? ეჭვით მოწკურა თვალები.

–მისტერ გეორგი.ჩემი მასწავლებელი და მეურვეა…შენ როგორ გამოაღწიე ლონდონში? მეგონა გაკონტროლებდნენ…

– სკაბიორმა უპრობლემოდ გამომიშვა მას შემდეგ რაც ბელატრისა დაემუქრა თუ ლორდს ერთ სიტყვას ეტყოდა ადგილზევე გააქვავებდა… მგონი დეიდაჩემს შენდამი დიდი სიმპათიები აქვს…

– რა გასაკვირია ჩვენ ხომ ბლექების უკანასკნელი შთამომავლები ვართ…თუმცა გამოგიტყდები ნამდვილად არ ველოდი მისგან ასეთ თანადგომას…

–ჰო ბოლო დროს მართლაც შეიცვალა…თუმცა მაინც ლორდის ერთგული იქნება სიცოცხლის ბოლომდე რა გასაკვირია დიდი ხანია მასზე გიჟდება…

ორივენი დავიჭყანეთ.

წავედით? მანტია შეიწორა.

–დრაკო შენთან ვერ დავბრუნდები.

–ვიცი მილა ამიტომაც მოვედი აქ…შენთან დავრჩები.თუკი არ გამაგდებ…

–გაგდება რომ მდომოდა არც შემოგიშვებდი.

–იმდენხანს ვიდექი კართან რომ სადაცაა შემოვანგრევდი.

–ცუდო ბიჭო!!! თმაზე მოვქაჩე.

–შენ ხომ ეს ცუდი ბიჭი ძალიან გიყვარს…

–სულაც არა…

ასე ვაჯავრებდით ერთმანეთს სანამ ვიცმევდი და მიყრილ–მოყრილ ტანსაცმელს კარადაში  ვალაგებდი.დახმარება უნდოდა მაგრამ ჯადოქრობის უფლება არ მივეცი.მინდოდა მაგლურ სამყაროში ისევ ჩვეულებრივი ადამიანი ვყოფილიყავი…

ვსაუბრობდით ყველაფერზე. ჩვენზე…ამ შეშლილ სამყაროზე.ჰოგვორტსის ამბებს ვიხსენებდით.მერე ჯადოქრობაში მაინც ამიყოლია და ერთმანეთის წვალებაში მთელი ოთახი დავანგრიეთ დამლაგებელს ალბათ გულის შეტევა დაემართებოდა რომ შემოსულიყო.ჯადოქრობით დაფხრეწილი ბალიშები და დამტვრეულ–გადაღუნული ნივთები  აქეთ–იქეთ ეყარა…

საღამოხანს ისევ ის ზურმუხტისფერი კაბა ჩავიცვი მაგრამ ფერი შევუცვალე და კრემისფრად ვაქციე.დრაკოს ძალიან უხდებოდა თეთრი პერანგი…თუმცა დაიწუწუნა რომ მანტია ერჩივნა.

სასტუმროს ფოიეში რომ ჩავედით ყელი ამაყად მოვიღერე.ყველამ გაოცებით გამოგვაყოლა მზერა.გარეთ გავედით თუ არა სიცილი აგვიტყდა.

დრაკომ ახლომდებარე უზარმაზარ რესტორანში წამიყვანა აშკარად ჩანდა რომ იქ მხოლოდ დიდგვაროვნები და  ძალიან მდიდარი გამოჩენილი ადამიანები სადილობდნენ რადგან მენიუს გადავხედე თუ არა ფასების დანახვაზე თვალები შუბლზე ამივიდა.

– ნუ ღელავ მაგლური ფულის გამოყენება არ გამიჭირდება–დამამშვიდა დრაკომ.ბევრი მაინც არაფერი შეგვიკვეთავს.

–დამბლდორის ხსოვნა იყოს.ჩუმად ასწია დრაკომ ჭიქა როცა ფრაკში გამოწყობილმა ოფიციანტმა ღვინო დაგვისხა.

–ხსოვნა იყოს…

ცოტახანს უხმოდ ვიჯექით.

–მთელი ზაფხული ძალიან გამიჭირდება უშენოდ….მითხრა როცა დესერტი მოიტანეს.

– მეც…თანაც შენგან განსხვავებით მომიწევს ისე მოვიქცე თითქოს არაფერი ჯადოსნური და გასაოცარი არ მომხდარა…

გაოცებულმა შემომხედა.

–დედაშენმა არ იცის რომ ჰოგვორტსში სწავლობ?

–  არა. მას ჰგონია რომ გაცვლითი პროგრამით ლონდონის ერთ–ერთ კოლეჯში მოვხვდი.

–რას ნიშნავს გაცვლითი პროგრამა?

–წარმოიდგინე ჰოგვორტსში რომ კონკურსი გამოცხადდეს–დავიწყე მე და ბანანის ნამცხვარი სიამოვნებით ჩავკბიჩე– და სპეციალურად დადგენილი გამოცდები ჩააბარო… თუ გაიმარჯვებ და საუკეთესო მოსწავლეებს შორის მოხვდები მათთან ერთად მიგიწვევენ მაგალითად დურმსტრანგში…დადგენილი დროით 1 წლით ან რამდენიმე თვით… იქ იცხოვრებ იქ გაეცნობი ხალხს და რათქმაუნდა ცოდნასაც აიმაღლებ…

–რა მაგარი იქნება…დურმსტრანგი ჩემი ოცნება იყო მაგრამ მამაჩემმა ჰოგვორტსი არჩია.

–როგორც ჩანს სწორი არჩევანი გააკეთა…

გაგვეცინა.

–ამას დიდხანს მაინც ვერ დამალავ მილა…თანაც ახლა რომ მას დავეტყვევებინეთ…რას ეტყოდი დედაშენს? როგორღა გააგებინებდი შენს ამბებს?

–შევეცდები გეორგთან ერთად ყველაფერი ავუხსნა…

–ვინ არის ეგ გეორგი?

–ჩემი ისტორიის მასწავლებელი და როგორც აღმოჩნდა მამაჩემის ახლო მეგობარი.სიკვდილის წინა დღეებში მამაჩემმა მხოლოდ მას გაუმხილა რომ ჯადოქარი ვარ და სთხოვა ჩემთვის ყურადღება მიექცია.სწორედ ასე აღმოვჩნდი ჰოგვორტსში…

–მანამდე ჩვეულებრივ მაგლურ სკოლაში სწავლობდი?

თავი დავუქნიე.

– რა საშინელებაა….

– სულაც არა…უბრალოდ მათთან ჯადოქრობა არ არსებობს… ესაა და ეს…

–დიდი მოწყენილობა იქნებოდა…

საცეკვაო მუსიკა გაისმა.დრაკომ ეშმაკურად შემომხედა.თავი გავაქნიე.

– ცეკვა არ ვიცი.

– კარგი რა.მხოლოდ ერთი ცეკვა…

დავთანხმდი.წელზე ხელი შემომხვია.მივენდე.მუსიკის ხმაზე ნელა დავიწყეთ ტრიალი.შევნიშნე რომ რესტორანში მსხდომნი აღტაცებით შემოგვცქეროდნენ.მალე რამდენიმე წყვილიც შემოგვიერთდა.

უკვე საკმაოდ შებინდებულიყო როცა სასტუმროსკენ გავეშურეთ.ბულვარში მაინც მოვახერხეთ გასეირნება.

სასტუმროში როცა დავბრუნდით ყველაფერი დალაგებული დაგვხვდა.ხელში ამიტაცა და ლოგინზე დამაგდო.

–გამოცვლა მაინც მაცადე! ბალიში ვესროლე.

მოკლე ხანში იქაურობა ისევ საოცრად ავანგრიეთ და თამაშში გართული ისევ მის მკლავებში აღმოვჩნდი.ხუმრობით თვალები ისევ დავხუჭე მაგრამ ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა…

თავი 22

(მილა)

დედა იცი…მე ჯადოქარი ვარ.

–         -ნუ ბოდიალობ რაღაცას! ამხელა გოგო ხარ უკვე და მაგ წიგნმა საერთოდ გამოგაშტერა დროზე დაამთავრე ჭამა გასასვლელი ვართ!!!

–         –დედა რატომ არასდროს მისმენ?…

–         –დროზე! არ გვაქვს ამდენი დრო!!!…

ასე გრძელდება უკვე ორი კვირაა…

გეორგისთვის ვერ გავბედე ჯერ თხოვნა რომ ჩვენთან მოსულიყო და ერთად გაგვემხილა დედისთვის  სიმართლე.თანაც ისეთი ბედნიერი ვიყავი დაბრუნებით არ მინდოდა ისევ პრობლემებში გახვევა.იმისაც მეშინოდა დედას რამე არ დამართნოდა ჩემი ჩამოსვლის დღესაც ემოციებისგან ცუდად გახდა.

ჭამა დავამთავრეთ და სახლიდან გავედით.ნათესავები მოვინახულეთ დედაჩემი მათთან დარჩა იმ ღამეს მე კი უკან დავბრუნდი.შეკითხვებით თავი მომაბეზრეს.გეორგთან დაზეპირებულ ფრაზებს გაუთავებლად ვიმეორებდი თუ როგორ ”პრესტიჟულ კოლეჯში” ვსწავლობდი და რა ლამაზი იყო იქაურობა.რამდენჯერმე ჰოგვორტსის შესახებ კინაღამ წამომცდა.

შხაპი მივიღე და შიშველი დავიწყე ბოდიალი.

ამის გამო ღირდა თუნდაც სახლში მარტო ყოფნა….

როცა მთელი სხეულით გრძნობ აუტანელ სიცხეში სიგრილეს…კანი თავისუფლად სუნთქავს…რაღაცნაირი შვებისმომგვრელი გრძნობა გეუფლება…

ოთახში ჩავიკეტე და ძველი წერილების თვალიერებას შევუდექი.

მაგიდის თავზე ჩემი ჰოგვორტსში შესრულებული ნახატები თითქმის სრული შემადგენლობით ეკიდა.დედაჩემმა კინაღამ გააფრინა ყველა ნახატი ხის უბრალო ჩარჩოში რომ ჩავსვი.მას ასეთ წვრილმანებში ფულის ხარჯვა არ უყვარდა…

გოგოებსაც ძალიან მოსწონდათ ეს ყოველივე თუმცა  ისინი ლონდონის ხედებს ელოდნენ…ჰოგვორტსი კი ინტერნეტის ფოტოებიდან გადმოხატული ეგონათ.იმაზეც გაგიჟდნენ რომ ციფრული ფოტოაპარატი არ წავიღე და ‘’წესიერად ვერ ჩავკარტოჩკდი’’.არ მხიბლავდა ასეთი გაფრენები საზღვარგარეთზე.რადგან მე ყოველთვის სიწყნარე მიყვარდა…

თავი გავაქნიე.ზურგსუკან ფრთხიალი მომესმა ნაცნობმა ზარნაშომ ახალი წერილი მომიტანა…..

(ორი კვირის წინ)

ლონდონში ყოფნის ბოლო დღეები მე და დრაკომ არაჩვეულებრივად გავატარეთ.ყველა საინტერესო ადგილი მოვიარეთ და ყველა პოპულარულ რესტორანში ვისადილეთ…ყველაზე მეტად მე ბულვარში მიყვარდა ყოფნა სადაც ჩახუტებულები ვისხედით ხოლმე და მტრედებს ვაჭმევდით…ამ ზღაპრულმა დრომ ისე გაიფრინა ვერც კი შევამჩნიე…

აეროპორტში წასვლამდე ბელატრისა და ნარცისა მოულოდნელად გვესტუმრნენ ნომერში.

კიდევ კარგი ოთახში არეულობა არ იყო დრაკომ წამში ჯადოქრობის მეშვეობით მიალაგა თორემ ნარცისა ალბათ გადაირეოდა…

ჩემი ბარგისთვის ნაცნობი მძღოლი მაინც გამოვიძახე.რომელსაც მათ უჩვეულო ჩაცმულობაზე (მე და დრაკოს ჩვეულებრივად მაგლურად  გვეცვა)დანახვაზე ყბა ჩამოუვარდა გაკვირვებისგან.

ლონდონი ერთი მხრივ იმით იყო კარგი რომ მე და დრაკო თავისუფლად დავდიოდით ქუჩებში არავინ არ გვაწუხებდა.არავინ ხელს არ გვიშლიდა.

მისანში კი დღითი დღე ერთი–მეორეზე უარესი ამბები ქვეყნდებოდა.გახშირდა მკვლელობები დემენტორებმა რამდენიმე მაგლური ქალაქიც ჩაიგდეს ხელში.

ვოლდემორს არ შევუწუხებივართ.ალბათ სნეიპის წყალობით…ბელატრისა ისევ ისეთი ცივი იყო ნარცისამ კი ორივენი თბილად მოგვიკითხა.

–        – სამწუხაროა რომ დამოუკიდებლად აპარაცია ვერ ვისწავლე.მინდოდა მისტერ მალ…ლუციუსსაც დავმშვიდობებოდი.ვუთხარი მე.

–         –ლუციუსი ისევ ლორდთანაა….ნაღვლიანად წარმოთქვა ნარცისამ.

–         ჩემგან მოკითხვა და მადლობა გადაეცით…

დრო იწურებოდა.დრაკო ისეთი თვალით მომჩერებოდა ბელატრისა ყველაფერს მიხვდა და ჩუმად ჩაიცინა.

–         წავიდეთ სისი…გვრიტებს ქვემოთ დაველოდოთ.

ოთახიდან გავიდნენ.

–         –სულ ცოტა დარჩა და მალე სახლში იქნები.ჩაილაპარაკა დრაკომ.

თავი დავხარე.

არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა.

საშინლად მიჭირდა დამშვიდობება.სამი თვე.სრული სამი თვე ჩემს საყვარელ ადამიანს ვეღარ ვნახავდი.

ვერ გავიღვიძებდი მასთან ერთად ვერ ვისაუზმებდით ერთად მხიარულად ვერ ვისეირნებდი მასთან ერთად ლამაზ ადგილებში…ყველაზე ცუდი კი ის იყო რომ მისი არსებობა უნდა დამემალა ყველასგან გამოდის რომ ჩემს სამყაროში ჩვენი თავგადასავალი არ არსებობდა…ჩემს სამყაროში ის უბრალოდ არ არსებობდა…

–დრაკო შენ სკოლაში დაბრუნდები.დამპირდი რომ დაბრუნდები…იცოდე პირველ დღეს  რომ დარბაზში არ გნახო იმწამსვე წამოვალ უკან!!! სნეიპი ხომ იცი რომ ყველაფერში დამეხმარება…

–         დავბრუნდები.

ერთმანეთს მოვეხვიეთ.მისი თმების სურნელი ხარბად ჩავისუნთქე და ისე ვაკოცე როგორც არასდროს.მთელი გრძნობა გადმოვიტანე რაც კი გულში მქონდა.

სასტუმროს ფოიეში ხელჩაკიდებულები ჩავედით.მძღოლის მანქანა არსად ჩანდა.ნარცისას ის უკვე აეროპორტში გაეშვა.

–აპარაციით მივდივართ?გაკვირვებულმა ვიკითხე.

–ბოლომდე ჯადოქრულად…გაიცინა ბელატრისამ.

ყველამ ხელები ჩავკიდეთ ერთმანეთს.

ორ წუთში აეროპორტის ნაცნობ მოსაცდელში გავჩნდით.

ტრაპთან ნარცისა ისევ გადამეხვია.დრაკომ მოურიდებლად მაკოცა.მალულად ნარცისასკენ გავიხედე მაგრამ სახეზე არაფერი დატყობია.

ბელატრისამ ისევ თვალი ჩამიკრა.არ ვიცი რატომ მაგრამ ხელი გავუწოდე.ჩამომართვა.

–გმადლობ…ყველაფრისთვის… ვუთხარი მე.

–         –კეთილი მგზავრობა…მითხრა მძღოლმა.

–         –ნახვამდის ..ნარცისა.მაინც გავბედე შინაურულად მიმართვა.

–         –ნახვამდის რეგულუს ბლექის შვილიშვილო.თავი ამაყად ასწია ბელატრისამ და დრაკოს ხელი გადახვია.

–         მალე დავბრუნდები.ეს იყო ჩემი უკანასკნელი სიტყვები…

–გოგო ჩამოიღე რა ეს ნახატები რა ზღაპარში ცხოვრობ რა არის.შემომიტია დაქალმა.

რაც ჩამოვედი ვერავინ მცნობდა.

აქტიური ცხოვრებაში გავერიე.დედას ოჯახურ საქმეებში უფრო მეტი გულმოდგინებით ვეხმარებოდი.საყიდლებზეც კი მე დავრბოდი.ჩაცმულობაც  შევიცვალე მაგრამ რადიკალური ცვლილებები არ განმიხორციელებია.უბრალოდ კაბას ახლა უფრო ხშირად ვატარებდი თორემ შარვალზე და კედებზე უარს არც არასდროს ვიტყოდი.დედაჩემი ჩემს მიმართ უფრო ლმობიერი გახდა (თუმცა ალბათ იმიტომ რომ ზაფხული იყო და სწავლა არ მიწევდა)დრო ვიხელთე და ვთხოვე ტრენაჟორების დარბაზში სიარულის უფლება მოეცა.ეს მარტო სხეულის გაკაჟებისთვის არ მჭირდებოდა. ჯადოქრულ სამყაროში უამრავ ხიფათს და ბრძოლას წავაწყდი და დრაკოს ზურგს ყოველთვის ვერ ამოვეფარებოდი ვინ იცის წინ რა გველოდა ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი.

ყველაზე მეტად ის მაწყობდა რომ დედაჩემი გვიან  ბრუნდებოდა სამსახურიდან.იმიტომ რომ ხანდახან დრაკო ხმოვან ფოსტასაც მიგზავნიდა რაშიც მისნის ამბებს მიკითხავდა ან უბრალოდ მესაუბრებოდა.

ქორწილის მისაწვევი მაინც მივიღე უისლებისგან. რასაკვირველია ვერ წავედი.სულ მალე კი დრაკომ შემატყობინა რომ ქორწილი დაარბიეს მაგრამ პოტერი და მისი მეგობრები გაექცათ…

სულ მალე სამინისტროც ვოლდემორმა ჩაიგდო ხელში.

‘’სამინისტრომ წმინდასისხლიანი ჯადოქრების სტატუსის შემოწმება სერიოზულად დაიწყო.მწერდა დრაკო–ძალიან ბევრი ბავშვი ალბათ ჰოგვორტსშიც ვეღარ მოხვდება რამდენიმე ჯადოქარი დააპატიმრეს მაგლებთან კავშირის გამო.ჩვენც უკვე გავიარეთ გასაუბრება.არ ვიცი ლორდის შემდეგი ნაბიჯი რა იქნება… ‘’

ეს ყველაზე მეტად არ მესიამოვნა.

მართალია ჩემი წმინდასისხლიანობა ოფიციალურად დამტკიცებული იყო მაგრამ იქნებ ესეც ჩაწყობილი იყო? გასაგები იყო რომ ლონდონიდან ძალიან შორს ვცხოვრობდი მაგრამ ეს ლორდს ჩემს მოძებნაში ხელს არანაირად არ შეუშლიდა.ჯერჯერობით მისგან ასეთი უყურადღებობა კარგს არაფერს მოასწავებდა…

თურმე ვცდებოდი.

დილას დედაჩემი სახლიდან გავიდა თუ არა ორ წუთში ისევ დარეკა ზარმა.

ზლაზვნით წამოვდექი და ყავის ფინჯანი გვერდზე გადავდე.

–         –რა არის დედა სულ რაღაც გავიწყდება!

სიტყვა გამიწყდა.კართან სამი შავმოსასხამიანი ფიგურა იდგა.ერთ–ერთს მანტიაზე მაგიის სამინისტროს ნიშანი შევამჩნიე.

–         –მის მილა ბლექი?

უხალისოდ შევიპატიჟე.ორი მათგანი სასტუმრო ოთახში გამომყვა  ერთი კი გარეთ კართან დარჩა.

–ჩვენ დაგვევალა…

–         –იმის გარკვევა რომ წმინდასისხლიანი ვარ მისტერ…შევაწყვეტინე ამაყად.

–         –იაქსლი.დაიღრინა ერთმა  სავარძელში ჩაეშვა და ჯოხი მუხლებზე დაიდო–მაშ შენ ამტკიცებ რომ ნამდვილად რეგულუსის შთამომავალი ხარ?

–         –მინისტრმა ეს უკვე დაამტკიცა.დოკუმენტები თუ გადაამოწმეთ ჩემგან რა უნდა გაიგოთ როცა მე მეტი არაფერი ვიცი?

–         –იაქსლი..ერთი ამას შეხედე…მიუთითა მეორემ კამოდზე ჩამწკრივებულ ოჯახურ ფოტოებზე.

იაქსლი წამოდგა და ის ფოტო აიღო ხელში სადაც სულ პატარა მამაჩემს ხელში ვეჭირე.

–         –ეს ხომ ალბერტია?

–         –ნამდვილად ის არის…

ორივე შემკრთალი შემომაჩერდა.

–შეიძლება ეს ფოტო წავიღოთ მის? უკან აუცილებლად გამოგიგზავნით….იაქსლის ტონი აშკარად შეეცვალა და უფრო თავაზიანი გახდა.

უხმოდ გამოვაძრე ფოტო ჩარჩოდან და მას გავუწოდე.

–მამათქვენი რომ დაიღუპა რამდენი წლის იყავით?

–         –თორმეტის.

–         –თქვენთვის არაფერი დაუტოვებია?

–         –კონკრეტულად რას გულისხმობთ? შევეკითხე გაღიზიანებით.

–         –დოკუმენტაციას და პირად ქონებას რათქმაუნდა მის ბლექ.ცივად გამოცრა მეორე შაოსანმა–მშვენივრად იცით რომ მამათქვენი სამინისტროს დახელოვნებული ჯაშუში იყო!

–         –და ამავე დროს მაგლების თავგამოდებული დამცველი.ჩაერთო იაქსლი.

–         –მე არაფერი ვიცი გარდა იმისა რომ ჰოგვორტსიდან წერილი მოვიდა ისიც დაგვიანებით როცა საერთოდ აზრზეც არ ვიყავი თუკი ეს ყველაფერი…ანუ თქვენი სამყარო რეალური იყო–ვუპასუხე მე–ჩემი წმინდასისხლიანობა  დამტკიცებულია და მე მეტის გარკვევა არ მჭირდება. მაკგონაგელმა მხოლოდ ის მითხრა რომ…რეგულუსის შთამომავალი ვარ. და ეს ჩემთვის სრულიად საკმარისია…

–         –რა იცი რეგულუსზე?

–         –მხოლოდ ის რაც ‘’ჯადოქართა გენეალოგიაში’’წავიკითხე.

–         –შენ იმასაც გვეტყვი ახლა რომ მალფოებთან სრულიად შემთხვევით მოხვდი არა? ჩაიხითხითა მეორემ.

–         –ამას რატომ მეკითხებით? ჯიქურ შევხედე.

–         –რაღაც საეჭვოდ დაახლოვდი მათთან…გასაკვირია რომ შენს ‘’გამორჩეულობას’’ ბელატრისაც კი აღიარებს და თვით ლორდთანაც კი კბილებით გიცავს…

–         –რასაკვირველია ჩვენ ხომ სისხლით ნათესავები ვართ.–ამაყად ვუპასუხე მე.–ჩემი და მალფოების ნაცნობობა კი არც უნდა გიკვირდეთ.მე დრაკოს საუკეთესო მეგობარი ვარ…

–         –მეგობარი? აკი დრაკომ საცოლეაო? ეჭვით შემეკითხა იაქსლი.

შევკრთი.აშკარა იყო რომ ისიც სიკვდილის მხვრელების რიგში იდგა იმ დღეს როცა ლორდმა აეროპორტში გამოგვიჭირა…

–ჩვენ სკოლიდან  მოყოლებული ვმეგობრობთ.ცივად მივუგე–პირადზე საუბარს კი თქვენთან ნამდვილად არ ვაპირებ.ლორდს თვითონ გავაგებინებ თუკი სერიოზული ნაბიჯის გადადგმას დავაპირებთ ასე რომ…

.

–        –სხვანაირად ვერც წარმომედგინა.ჩაიცინა მეორემ–წავედით იაქსლი ეს გოგო ვერაფერს მოგვცემს ალბერტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ თავის საქმეში პროფესიონალია…

–         –ლორდს ჩემგან კეთილი სურვილები გადაეცით.–მივაძახე დამცინავად და კარი მთელი ძალით მივაჯახუნე.ოთახში შევბრუნდი თუ არა მაშინვე ქაღალდს ვეცი რომ დრაკოსთვის წერილი გამეგზავნა და ამბავი მომეთხრო მაგრამ შევჩერდი.იქნებ მითვალთვალებდნენ?

დრაკოს წერილი არასდროს აგვიანებდა.მისი ზარნაშო ყოველ საღამოს ჩვეულ დროს მოფრინავდა.თუკი დაგვიანდებოდა მაშინ გამოჩნდებოდა გვაკონტროლებდნენ თუ არა…

ჩემი ინტუიცია გამართლდა.იმ საღამოს ზარნაშო აღარ მოფრენილა.

მანტია წიგნები და სხვა საჭირო ხელსაწყოები ყველაფერი მასწავლებელთან მქონდა შენახული რომ დედაჩემი არ გადარეულიყო თუმცა ‘’შხამ–წამლები’’ ‘’ბნელი–ძალები’’ და ‘’შელოცვები’’ სახლში მაინც წამოვიღე. მაკგონაგელთან დამატებით გაკვეთილებს მომავალი წლიდან ისევ ვაგრძელებდი და ალბათ სნეიპიც დამნიშნავდა დამხმარედ ამისთვის კი სათანადოდ უნდა მოვმზადებულიყავი.

გეორგი მარტო ცხოვრობდა პატარა მაგრამ არაჩვეულებრივად მოწყობილ ბინაში.მწვანეკაბიანი ქალი მისი ცოლი ედიტი რომელმაც წერილი გადმომცა ბიბლიოთეკიდან ვერ გამოდიოდა უამრავი საქმის გამო.ამის გამო ერთმანეთს ხშირად ვერ ნახულობდნენ…

ვერ ვხვდებოდი სნეიპის მიმართ რას ვგრძნობდი.ის ჩემი საყვარელი მასწავლებელი იყო მაგრამ ამავდროულად მკვლელის სტატუსი მზარავდა….მადლიერი ვიყავი რომ მან ამით დრაკო იხსნა მაგრამ დამბლდორი როგორ გაიმეტა? ეს მას სკოლაში რეპუტაციას სერიოზულად ულახავდა ეს კი არ მომწონდა.

დაქალებთან ერთად თითქმის მთელი ქალაქი შემოვიარე.ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნებამ ძალიან  გამახარა მაგრამ ხანდახან ქუჩაში ერთფეროვან ხალხს რომ ვათვალიერებდი ყველანი თითქოს რობოტებივით მოძრაობდნენ…მენატრებოდა რაიმე უჩვეულოს დანახვა.ასეთ წუთებში დაქალებს ვაჩქარებდი ხოლმე.

ერთფეროვნება…ერთფეროვნება…ერთფეროვნება…

გოგონებმა ზღვაზე დასვენება გადავწყვიტეთ.დედამ უპრობლემოდ მომცა თანხმობა ის კი არა საკმაო ფულიც მომცა და დამშვიდობებისას მაკოცა კიდეც.

გადავწყვიტე რომ ცოტა ხანს ჩემი ‘’მეორე ჯადოქრული მე’’ ჩამეკლა. ყველაფერი ჯადოსნური გასაოცარი და მისტიური დამევიწყებინა და ჩემს უსაყვარლეს ადამიანებთან ერთად ზაფხულის ლამაზი  დღეები ხალისიანად და ბედნიერად გამეტარებინა…

თავი 23

(დრაკო)

აეროპორტში არ ვიცოდი რას განვიცდიდი.

რაღაცა ჩამწყდა გულში და მე ისევ ცივ უემოციო არაფრით გამორჩეულ ბიჭად ვიქეცი.

მილას გვერდით ეს უაზრო სამყარო სხვანაირი მეჩვენებოდა.

ყოველთვის უსიამოვნო გრძნობით მახსენდებოდა ის დაწყევლილი  დღე როცა გაკვეთილზე იმ მოღალატე სირიუსს შევადარე.

როცა მისი აღშფოთებული ზიზღით სავსე მზერა შემეფეთა ცხოვრებაში პირველად შემრცხვა.არადა ეს გრძნობა საერთოდ არ ვიცოდი როგორი იყო.

ხმა აღარ ამომიღია როცა ზაბინიმ სირიუსის გინება გააგრძელა…

–         –რა მოგდის დრაკო? მომეტმასნა სლიზერინის ოთახში დაბრუნებულს პენსი.

–         –დავიღალე.მომეშვი რა.უგულოდ ვუთხარი თუმცა მის დაჟინებულ ალერსს უნებურად მაინც ავყევი.

–         საწოლ ოთახში წამომყევი.ვნებიანად მიჩურჩულა და ცალი ხელი წელზე შემომხვია.

უცებ ჩემს გონებაში უცხო ლურჯმა თვალებმა გაიელვა.შევკრთი და პენსი უხეშად მოვიშორე.დერეფანში გამოვვარდი და ხიდზე გავიარე რომ ცოტათი სული მომეთქვა.

მაჯაზე ხელი მოვიკიდე.ნიშანი მეწვოდა.ამ ბოლო დროს სულ მეწვოდა რაც კიდევ უფრო მაღიზიანებდა.

მძიმედ ვსუნთქავდი.არ ვიცოდი რა მჭირდა.

არასოდეს ასეთი რამ არ დამმართნია.პენსის გვერდზე ალერსი და გართობა არასდროს მაკლდა თუმცა სხვა გოგოებსაც გავკრავდი ხოლმე კბილს. ქვიდიჩის შემდეგ ზაბინიმ იცოდა ‘’მსუქანი კურდღლების’’ არჩევა წვეულებებს ვაწყობდით ვმაიმუნობდით და ვღლაბუცობდით.გოგოებში  სახელი მალე გამივარდა თუმცა ეს სულაც არ მიხაროდა ზაბინისგან განსხვავებით რომელიც ყოველ კვირაში იცვლიდა შეყვარებულებს.

მომდევნო დღეებში გაკვეთილებზე არ მივსულვარ მამაჩემმა მომაკითხა და ბორჯინთან წავედით სადაც დეიდაჩემი დამხვდა.

–         –შენთვის დავალება მაქვს ძვირფასო დისშვილო.

–         –არ მაინტერესებს შენი გეგმები ბელატრისა თუ რამე გინდა  მამაჩემს სთხოვე.

–         –ლორდის განკარგულებაა თორემ მე აქ მოსვლისთვის თავს ნამდვილად არ შევიწუხებდი– უდარდელად აიქნია ხელი და რაღაც დიდ ნივთზე მიმითითა კუთხეში რომ იდგა.

–         –ეს უნდა შევაკეთოთ…მიზეზი ჯერ არ მკითხო.მალე ბატონი თვითონ დაგიბარებს…

ნახევარ საათში დავალება მივიღე და გულდამძიმებული ჰოგვორტსში დავბრუნდი.

ვერ ვიტანდი ამ სკოლას. ჩემი სურვილი ბავშვობიდან დურმსტრანგი იყო რაზეც ბევრი მქონდა წაკითხული. კითხვა არასდროს მყვარებია თუმცა ამ სკოლის ისტორიამ მაგრად ჩამითრია.ქვიდიჩის ბრწყინვალე ნაკრები ჰყავდათ რომელთა კაპიტანს ვიქტორს მიმოწერითაც კი ვიცნობდი.

მეორე დღეს წერილი მივიღე სადაც მამაჩემი დამემუქრა რომ გაკვეთილებზე წესიერად მევლო ვინმეს რამე ეჭვი რომ არ გასჩენოდა.

–         –ფუ ამისი.შევიგინე და წერილი ბუხარში შევაგდე.

–         –რა მოგდის ძმაო ვეღარ გცნობ ცოტა დაიოკე ნერვები.ხელი გადამხვია ზაბინიმ.

გაკვეთილი კიდევ უფრო საშინელება გამოდგა როცა გაბღენძილმა სლაგჰორნმა ახალ გოგოსთან მეწყვილედ მაინცდამაინც მე დამნიშნა.

ჩემთვის არც შემოუხედავს.დაძაბული მუშაობდა.ხსნარის მომზადება ფეხებზე მეკიდა თუმცა გაფუჭებაც არ მინდოდა ძალაუნებურად ჩავიხედე წიგნში და ინსტრუქციას მივყევი.თანაც უჩუმრად მას ვათვალიერებდი ცუდი აღნაგობის არ ჩანდა…

პოტერმა მაინც გაიმარჯვა.სულით და გულით შევაგინე გულში და ზარის დარეკვისთანავე წიგნები ავალაგე.

გასვლისას ისევ ახალ გოგოს დავეჯახე.წიგნები ხელიდან გაუცვივდა.უნებურად გზა დავუთმე და ისევ მის შემკრთალ მზერას წავაწყდი.სწრაფად გამშორდა.

ალბათ მასაც ისევე ეშინოდა ჩემი როგორც ყველა გრიფინდორელს…

რა ჯანდაბა მემართებოდა ვერ ვხვდებოდი.არასოდეს არავისთან არ გამომიმჟღავნებია ჯენტლმენური ჟესტები.მაგრამ სხეულს ვერ ვიმორჩილებდი.

არა აშკარად რაღაც მაკლდა.იქნებ პენსი დამხმარებოდა?

სლიზერინის ოთახისკენ გავეშურე და გოგოების საძინებლისკენ ავიღე გეზი…

(მილა)

ზღვაზე სამი კვირა დავყავით.

უამრავი ფოტო გადავიღეთ და თითქმის ყველა კლუბი მოვიარეთ.

წერილები მაინც მომდიოდა დრაკოსგან მაგრამ ამჯერად რას მოჰქონდა არ ვიცოდი რადგან დილას გაღვიძებულს კონვერტი უკვე მაგიდაზე მხვდებოდა.

გოგოებთანაც წამოვიწყე ერთხელ უნებურად ჩემს უნარზე საუბარი მაგრამ დამცინეს.რამდენჯერმე უმნიშვნელო ხილვაც მქონდა .უკვე ტკივილს თავისუფლად ვუმკლავდებოდი. მოვახერხე სიტუაციის მოხერხებულად შეცვლა და დაქალების სახიფათო სიტუაციებში ‘’გადარჩენა’’.  თვითკონტროლი ადვილად გამომდიოდა რადგანაც დაძაბული აღარ ვიყავი გართობას ისე გადავყევი ხანდახან მართლა მეჩვენებოდა რომ დრაკო და ჰოგვორტსი საერთოდ დამესიზმრა…

–         –მილა ლოსიონი წამისვი რა…

–         –მაცადე ლილია ვნახავ….

ჩანთას წავეპოტინე.მაგრამ ცოტა შორს ეგდო.ასადგომად რომ წამოვიწიე მეზობელი შეზლონგიდან ვიღაც ადგა სწრაფად დაიხარა და ჩანთა მომაწოდა.თავი ავწიე რომ მადლობა მეთქვა…

–         –შენ? ვიყვირე გულგახეთქილმა.

გოგოები დაფრთხნენ და წამოცვივდნენ.ახლოს ვინც იყო ყველამ ჩვენსკენ გამოიხედა.

–         –მაპატიეთ მაგრამ ერთმანეთს ვიცნობთ?

მომმართა ბიჭმა რომელიც წვეთი წყალივით ჰგავდა…

არა ეს შეუძლებელი იყო.

შეუძლებელია რომ მკვდარი ადგეს და შუა ზაფხულში პლაჟზე ტრუსისამარა გამოგეცხადოს…

მაგრამ ის ის იყო…

ბიჭი ჩემი წარსულიდან…

ბიჭი რომელიც სამი წელი სრული სამი წელი თავდავიწყებით მიყვარდა…

იმ საშინელი ტრაგედიის შემდეგ კი რომელმაც დიდი ტრამვა მომაყენა ალექსის საფლავზე მხოლოდ ორჯერ ვიყავი.ერთი წლის შემდეგ კი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა გადავწყვიტე. წარსული უნდა დამემარხა და ის აღარ გამეხსენებინა…

ახლა კი ის ისევ ჩემს წინ იდგა.ცოცხალი და უვნებელი.

–         –ალექსი? არა ეს შეუძლებელია შეუძლებელი! ისევ ვიყვირე მე.ხალხი წამოიშალა.გოგონებიც შოკში იყვნენ უცნობს პირდაღებულები მისჩერებოდნენ.

–         –უკაცრავად მაგრამ ვიღაცაში გეშლებით.ღიმილით მომიგო ბიჭმა.

მომეჩვენა რომ ირგვლივ ჩამობნელდა.

ნაცნობი ღიმილი.

ნაცნობი მიმიკები.

იდენტური მზერა ცეცხლოვანი თვალები რომელიც ასე ძალიან მიყვარდა ერთ დროს…და ერთ დროს ეს მზერა მხოლოდ მე მეკუთვნოდა…მხოლოდ მე…

–        მილა რა დაგემართა.მომვარდნენ გოგოები.

მოწყვეტით დავეშვი ქვიშაზე და ჩემდაუნებურად ისტერიკული სიცილი ამიტყდა.უცნობმა ბიჭმა კი ჩემს წინ ჩაიჩოქა.

–         –მაპატიეთ გოგონა… არ ვიცი ასე რატომ აღელდით მაგრამ მე ის არ ვარ ვინც თქვენ გგონიათ.ძალიან ვწუხვარ თუკი რამე ტკივილი მოგაყენეთ…

–         –არა თქვენ რა შუაში ხართ ცვენ გვაპატიეთ.შეეკამათა ლილია.

მე ლეო ვარ…

–         სანამ ისინი საუბრობდნენ მაღლა აღარ ამიხედავს.ტანტალეს ტანჯვა იყო ეს შემთხვევა ჩემთვის….

ვიცოდი რომ მსოფლიოში ხშირად ხდება შემთხვევები როცა ადამიანთა შორის მსგავსება 80%–ია მაგრამ ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.კლონს თითქმის ყველაფერი იდენტური ჰქონდა…მზერაც კი…

ცნობისმოყვარეების მზერით შეწუხებულები ავიშალეთ.კლონი სახელად ლეო მაინც არ მოგვეშვა და სასტუმრომდე მაინც მიგვაცილა. ერთხელაც აღარ გამიხედავს მისკენ მობუზული და შოკირებული ძლივს მივაბიჯებდი. მხოლოდ მისი სხეულის შეთვალიერება მოვასწარი ზომიერად გარუჯული კანი ჰქონდა მაგრამ უცნაურად მბზინვარე არადა ლოსიონი აშკარად არ ესვა…

–         –მილა ამდენი წლის შემდეგ ალექსი რამ გაგახსენა?გამიჯავრდა ლილია ნომერში.

–         –პასუხს თქვენი თვალით ხედავთ.შევუღრინე ორივეს.

–         –ალექსი სულ სხვანაირი იყო.მითხრა მერიმ.–უხეში ცივი და უზრდელი…ჩვენც არ მოვწონდით ხომ გახსოვს…ეს კი ზრდილობიანი წყნარი თბილი…რა ვიცი…

–         –ჰოდა შეაბით მერე მე კი თავი დამანებეთ!!!

გოგონები საღამოს კლუბში წავიდნენ მე კი ნომერში დარჩენა გადავწყვიტე.ოთახიდან გავიდნენ თუ არა ლეპტოპი ჩავრთე და ალექსის ფოტოების ძველი ფოლდერი გახსენი.

იდენტურობა?

სრული 100%–იანი მსგავსება…

ეს შეუძლებელია.თუკი ფოტოებს დავუჯერებ მაშინ გამოდის რომ ალექსი გაცოცხლდა–შევეკამათე თავს–თუმცა

ხასიათი და მანერები აშკარად შეცვლილი აქვს…

რა ჯანდაბაა ნუთუ წესიერი დასვენება არ მეღირსება–სარკესთან მივვარდი–რაიმე სასწაულს ნატრობდი და აჰა კმაყოფილი ხარ? ვუთხარი გამწარებით ჩემს გამოსახულებას…

თავი 24

(დრაკო)

–         დაიგვიანე! მომმართა ლორდმა ცივად.

–         -გზაში შევყოვნდით მბრძანებელო…თავი დაუხარა მოწიწებით მამაჩემმა.

გულში ისევ ზიზღი დამეუფლა.ვერ ვიტანდი მის ასეთ მონურ მორჩილებას.დეიდაჩემიც კი სულ მის ფეხებთან ხოხავდა მაგრამ რა გასაკვირი იყო მას ხომ ლორდი აღზევების დროიდან უყვარდა…

კიდევ კარგი დედაჩემი მაინც იზიარებდა ჩემს აზრს თუმცა მისი გადაჭარბებული მზრუნველობაც გამაღიზიანებელი იყო ხოლმე.

–         –შეკეთება წარმატებით მიმდინარეობს.ამ ერთ მოკლე წინადადებაში შემოვფარგლე ჩემი დასკვნა და უხალისოდ დავჯექი.

–         წადით! ბრძანა მან და სკამები ერთიმეორის მიყოლებით დაცარიელდა.მალფოები კი დარჩით!

ადგილებზე გავქვავდით.

–         –როცა დრაკო საქმეს დაასრულებს–მიმართა მამაჩემს–ხომ იცი რომ შენ ამით ჩემს ნდობას უფრო გაამყარებ.

მამაჩემმა ოდნავ დააქნია თავი.

–         –ნარცისა გინდა რომ თქვენი სახლიდან წავიდე? მიმართა მოულოდნელად დედაჩემს.

–         რათქმაუნდა არა მილორდ! ფეხზე წამოიჭრა ბელატრისა.

–         –შენი აზრი ისედაც ვიცი ბელატრისა.შეუღრინა ვოლდემორმა.–თუკი შენ დავალებას წარმატებით დაართმევ თავს–ჯოხი გამომიშვირა–ნებას მოგცემთ  მეორე მამულში გადახვიდეთ.აღარ დამჭირდებით.თუმცა ხანდახან მაინც შეგამოწმებთ…

–         –თუ არ გამომივიდა? წამომცდა უნებურად და ენაზე ვიკბინე.

–         –მაშინ…მოკვდებით.არხეინად თქვა ლორდმა და მოახლოებულ ნაგინის მის გველს რომელსაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი თავზე ხელი ნაზად გადაუსვა.

დედაჩემმა პირზე ხელი აიფარა და შეშფოთებულმა გადმომხედა.

–         –კიდევ ერთი რამ დრაკო…დამბლდორი წლის ბოლომდე აუცილებლად უნდა მოკვდეს! როგორც გინდა ისე მოახერხე ეს.ეგ გამოჩერჩეტებული ბერიკაცი და მისი სათაყვანებელი პოტერი უკვე ზღვარს გადავიდნენ…

ბელატრისამ გაიცინა და ტაში შემოჰკრა.

ჰოგვორტსში ცოცხალ–მკვდარი დავბრუნდი.

მე ყველასთვის უნდა მეღალატა.

მეღალატა მეგობრებისთვის ძმებისთვის მთელი კლუბისთვის და საერთოდ სკოლისთვის.მართალია ჰოგვორტსს ვერ ვიტანდი მაგრამ დირექტორის სიკვდილი მთელი სკოლის წინააღმდეგ გალაშქრებას ნიშნავდა…

და თუ ჩამავლებდნენ?

მაშინ ალბათ სკოლაშივე გამომიტანდნენ განაჩენს ხოლო ჩემი მშობლები ვოლდემორის ხელში სამუდამოდ მონებად დარჩებოდნენ.

ზიზღი შიში ბრძოლის სურვილი სასოწარკვეთა ყველაფერი ერთად მომაწვა.თითქოს ორად ვიხლიჩებოდი.უაზროდ მივრბოდი დერეფანში და ბოლოს მიტოვებულ სააბაზანოში შევვარდი.

ვერავინ ხედავდა ჩემს განცდებს საკუთარ თავთან მარტო დავრჩი ცხადად გავაცნობიერე რომ ერთი სუსტი მშიშარა იდიოტი და დამპალი ნაძირალა ვიყავი.

და სულ მალე მკვლელიც გავხდებოდი…

ზურგსუკან ხმაური მომესმა შიშისგან და გააფთრებისგან ჯოხი დავაძვრე და წინ პოტერს შევეფეთე.არ ვიცოდი რას ვაკეთებდი ინსტიქტურად ვიღრიალე შელოცვა და იმავე წამს თვალზე ბინდი გადამეფარა….

(მილა)

გოგოები სასტუმროში აღარ გავაჩერე და ორ დღეში სახლში დაბრუნება გადავწყვიტე.კლონი აღარ გამოჩენილა.კიდევ რომ გადაგვყროდა სადმე გულის შეტევა გარანტირებული მქონდა.

გაღიზიანება იმანაც გამიძლიერა რომ ბოლო დღეებში დრაკოს ლუნას სიმის და ზაბინის წერილები აღარ მოსულა.

სახლში რომ დავბრუნდით სიყვარულით შევათვალიერე ჰოგვორტსის ნახატები.

ალბომი ამოვიღე და საყვარელი სახის დანახვამ ისევ ყველა ის გრძნობა გაააცოცხლა რისი მიჩუმებაც მთელი დასვენების დროს მიწევდა.ნახატი გულზე სათუთად მივიხუტე მერე ისევ ნატვრით დავაცქერდი.

–         –ეს ვინ არის?

ვერ მოვასწარი ნახატის დამალვა და თავზე წამომდგარ მერის დარცხვენილმა ავხედე.

–        – ბიჭია…

–         ვხედავ რომ ბიჭია  ვარდისფერი ხომ  არ ხარ რომ გოგოს მიაშტერდე… ვინ არის?

–         …ჰოგ…ლონდონში გავიცანი.

–         –მერე ამდენხანს ენა გაქირავებული გქონდა?

–         –რა მოგიყვე…მეგობარია და თანაკურსელი მეტი არაფერი…

–         –მეგობარი? გამომცდელად შემომაჩერდა მერი–მილა რაც ჩამოხვედი იცი რომ საგრძნობლად შეიცვალე?ირენე ამბობს რომ სახლში თითქმის ყველაფერს შენ აკეთებ სამზარეულოს ხშირი სტუმარიც გახდი როცა ადრე წიგნებიდან თავს არ სწევდი… თითქმის 90%ით შეიცვალე! ადრე კაბებს ვერ იტანდი და ზღვაზე ‘’მინი’’ თითქმის არ გაგიხდია ამ ყველაფრის მიზეზი დავიჯერო–არაფერია?

–         –ჰო კარგი კარგი…გავბრაზდი მე–კურსზე გავიცანი და თანდათან დავახლოვდით.კარგი ადამიანია.ერთხელ სახლში მიმიწვია და მშობლები გამაცნო…სულ ეს იყო.

–         –მასთან იწექი?

–         –შენ ხომ არ გაგიჟდი?

–         არ დამიმალო რა–შემეხვეწა აღფრთოვანებული მერი–მისი სახის დანახვისას სიცილი ამიტყდა.

–         –მაგაზე საერთოდ საუბარიც არ ყოფილა იმიტომ რომ ტრადიციების მიმდევარი ოჯახიდანაა.

–         –სახელი? გვარი?აღფრთოვანდა მერი.

–         –დრა…დრ.. დევიდი.

–         –აქაური არაა?

–         –არა….

–         –იცი ლილიამ  ის ბიჭი გაიცნო.კლონი.ძალიან მოსწონს…

–         –არ მაინტერესებს.ნუ მიხსენებ.ეს საშინელება იყო…

–         –შენ რა ალექსი მართლა აღარ გიყვარს? დაფიქრებით შემომხედა მერიმ.

თვალწინ დამიდგა ნაცნობი ქერათმიანი ფიგურა.ტუჩებზე ხელი მოვისვი.თითქოს ისევ ვიგრძენი ნაცნობი სურნელი…

–         არა.

ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი ყველაზე გულახდილი აღიარება იყო.

(დრაკო)

მილას გვერდზე მუშაობისას თითქოს ჩემში სხვა ადამიანი სახლდებოდა.ყველა უარყოფითი ემოცია სადღაც ქრებოდა.გაბრაზებასაც ვეღარ ვახერხებდი მის შენიშვნებზე როცა დავალებაზე რამის დამატება მავიწყდებოდა.

საოცარი თვალები ჰქონდა.ოკეანესავით ლურჯი და უძირო.

კინაღამ მივახრჩე სააბაზანოში უდროო დროს  რომ შემომისწრო თუმცა მისი შეშფოთებული მზერის დანახვაზე ხელი ისევ დამებორკა.დავიწყების შელოცვის გამოყენებას ვაპირებდი მაგრამ ვერ შევძელი…

არადა საშინლად გავმწარდი… სწორედ მაშინ შემომეფეთა როცა საშინლად მიჭირდა.

არ მინდოდა ჩემი სისუსტე ვინმეს ენახა მითუმეტეს გოგოს. ატყდებოდა გაუთავებელი ჭორაობა მე კი პრობლემები პენსის წყალობით ისედაც არ მაკლდა.თუმცა მილა ლამის მოუშორებელ ჭირად მექცა … ყოველ მეორე დღეს ხიდზეც მხვდებოდა მანდამაინც ჩემს საყვარელ ადგილას… ძალაუნებურად ვუბამდი საუბარს…არც კი ვიცი რატომ დავინდე.

სლაგჰორნის გაკვეთილზე მაინც უგულოდ ვიყავი თუმცა პოტერს და მის ბანდას ქულებით საგრძნობლად დავეწიეთ და ეს ძალიან მიხაროდა…

პენსი საშინლად მეჩხუბა ეგონა რომ მასთან მეწყვილეობა მე ჩავაწყვე.ყელში ამომივიდა და თავის ადგილზე მოვსვი.ოხ ეს გოგოები რა…ასეც ვიცოდი რომ ისიც სხვებივით წიკვინა და ჭიჭყინა აღმოჩნდებოდა…

მხოლოდ ზაბინის გავუმხილე რაც მჭირდა და დახმარება ვთხოვე.

–         –შენ ის მოგწონს ძმაო.დაასკვნა ბრძნულად როცა ავუხსენი ჩემი უცნაური მდგომარეობა.

–         –რა სისულელეა –გამეცინა მე–პარკინსონი ძლივს მოვიშორე ახლა კიდევ ვინმე ავიკიდო? მითუმეტეს გრიფინდორელი?..

–         –ძმაო შენი მდგომარეობის აღწერას თუ დავუჯერებ ჩემი გამოცდილებით ასეთი დასკვნა მაქვს…თანაც რას ერჩი მილა არ ჩანს ცუდი გოგო…

ის ბლექია ბლეზ!

რას აპირებ?

არ ვიცი.

შენი საქმის შენ იცი მეც ეგრე მემართებოდა როცა ჰაპლეპაფელ მეგან ჯონსს ვხედავდი უხ რა მარწყვივით გოგოა….სავარძელში გაიშოტა ზაბინი და ტუჩები გაილოკა.

მისი დანარჩენი სიტყვები აღარ გამიგია გონებაში ისევ ლურჯ უძირო თვალებს ვხედავდი…

(მილა)

დრო ისე სწრაფად გადიოდა მოხედვას ვერ ვასწრებდი.

გოგონებთან რაღაც უშნო ისტორია მოვიგონე რომ დრაკოს უფრო სწორად ‘’დევიდის’’ არსებობა ამეხსნა.სული ამომხადეს შეკითხვებით.ჩემი ფანტაზიით რამდენიმე პაემნის სცენა ისე ხატოვნად ავღწერე დეტალებში მათი ცნობისმოყვარეობა ბოლოს და ბოლოს დავაკმაყოფილე.

ლილიამ კლონი ინტერნეტშიც მოძებნა.თუმცა საიტზე ხშირად არ ჩანდა და ლილია ძალიან ნერვიულობდა.

–         –იცი მილა შენზეც გამომკითხა.აღნიშნა რომ ძალიან ლამაზი თვალები გაქვს.–მითხრა ერთელ ლილიამ როცა ყავას ვსვამდით.

–         –ერთხელაც მიხსენებთ მას და ოთახიდან გაგყრით.ვეღარ გაიგეთ რომ მისი გახსენება მაღიზიანებს?ვიყვირე მე.

–         საღამოსაც არ მეწერა დამშვიდება.

–         – მილა შენ უკვე დიდი გოგო ხარ–წამოიწყო დედაჩემმა როცა ვახშმობის შემდეგ სუფრას ვალაგებდით.

–         მაინც რამხელა ვარ? ცას ვწვდები არა.ირონიით ჩავილაპარაკე მე.

–         ასე თუ ისე დრო გადის და მგონი ჯობია მომავალზე იფიქრო…

ჩემი მომავალი ჩემი გადასაწყვეტია.

გავიგე ლონდონში ვიღაც ბიჭი გაგიცვნია…ეს რატომ დამიმალე?

ხელიდან თეფში გამივარდა.დედაჩემის სიტყვებმა უფრო შემაკრთო ვიდრე მსხვრევის ხმამ.

გატეხე?

–თუ ჩემი წყენინება არ გინდა ძალიან გთხოვ ამ საკითხზე სიტყვა აღარ გავიგო! ცივად ვუთხარი დედას და ოთახში გავიქეცი.

მოგონებები შემომაწვა და მწარედ ავტირდი.

თვალწინ დამიდგა გაცოფებული ვოლდემორი დრაკოს ყვირილი–ის ჩემი გოგოა–და სიკვდილის მხვრელების დამცინავი ხარხარი.

ნუთუ მასთან ერთად წარმომედგინა მომავალი?

არა მაგლური სამყარო ჩემთვის მაინც პირველ ადგილზე იდგა.მე ამას ვერ შევძლებდი.ამაზე ფიქრი ძალიან უაზრობა იყო იმიტომ რომ წინ მთავარი გადაუჭრელი პრობლემა იდგა.ვოლდემორი ჯერ კიდევ აკონტროლებდა ჯადოქრულ სამყაროს მე კი დედაჩემისთვის როგორმე უნდა ამეხსნა რომ ჯადოქრულ სკოლაში ვსწავლობდი…

თავი 25

(დრაკო)

მე და მილა დავახლოვდით.

უფრო სწორად ის დამიახლოვდა მე კი მას მაინც არ ვენდობოდი.

სანამ მასთან მეგობრობას გადავწყვეტდი ბევრი მწარე რამ ვაკადრე.ისე ცივად ვექცეოდი როგორც ყველას.ხანდახან ნამდვილ ურჩხულს ვაღვიძებდი ჩემში.მაგრამ ის თითქოს ამ ყველაფერს თვალნათლივ ხედავდა ისე თბილად მექცეოდა ყველანაირ გზას მიჭრიდა და ერთ მიზეზსაც ვეღარ ვნახულობდი რომ მისთვის შარი მომედო.

იმ წყეულ დღესაც როცა პოტერმა დამჭრა…თვალი გავახილე და საწოლთან დავინახე…. მის შეშფოთებულ მზერაში იმხელა თანაგრძნობა შევნიშნე რომ ჩემი თავი შემეზიზღა.

ჰო მე მეზიზღებოდა თავი რადგანაც შეცვლა არ შემეძლო.თანაც მალე ყველას წინაშე უდიდეს საშინელებას გავაკეთებდი და ალბათ მასაც ვეღარასოდეს ვნახავდი.ისიც ისევე შემიძულებდა როგორც მთელი სკოლა…

ამის წარმოდგენამ შემაკრთო თუმცა არ ვიცი რატომ.

ძალაუნებურად გავუბი საუბარი.ყოველ სიტყვაში სითბოს ასხივებდა.მასზე ჩაჭიდებული ხელი არც კი შემიმჩნევია.სხეული ჭრილობების გამო საშინლად მტკიოდა და განძრევას ვერ ვახერხებდი მაგრამ ხელი ხომ შემეძლო გამეშვა? მაგრამ თითქოს დამბლა მქონდა დაცემული.უმწეოდ ვიწექი და ვუსმენდი.

არა ეს მე არ ვიყავი.

ასე გაგრძელება აღარ შემეძლო.ავდექი და ჩემდაუნებურად გავუმხილე რა საზიზღარ საქმეებსაც ჩავდიოდი.დარწმუნებული ვიყავი მაშინვე დირექტორთან გაიქცეოდა ან პოტერის ბანდას დამაყენებდა თავზე.თუმცა ესეც არ მადარდებდა იმ წუთებში ისე მინდოდა მისი თავიდან მოშორება დანაშაულიც კი ვაღიარე მაგრამ არა.ეს პატარა გასაოცართვალებიანი გოგო მშვიდად იჯდა და თანაგრძნობით მიღიმოდა.

იმ წუთიდან მივხვდი რომ მისი ნდობა მართლა შემეძლო.

პირველი რაც გავაკეთე ზაბინის ვთხოვე მისთვის თამაშზე ყურადღება მიექცია.ამაზეც ძალიან გამწარებული ვიყავი რადგან მეგონა პოტერს ქვიდიჩზე მაინც დავუპირისპირდებოდი…

წავაგეთ არადა მეგონა გრიფინდორს დავამარცხებდით…თუმცა ზაბინიმ მაცნობა რომ თამაშზე პოტერიც არ ყოფილა.ჯანდაბა.

შურისძიების წყურვილმა ფეხზე წამომაგდო.ავდექი.სხეული ისე ძალიან აღარ მტკიოდა.სახვევი მოვიგლიჯე  და მიშველე–ოთახისკენ გავემართე. ახლა მხოლოდ ის მინდოდა სიკვდილის მხვრელები შემოსულიყვნენ სკოლა დაეპყროთ ყველაფერი გადაეწვათ და პოტერი და მისი მეგობრები გაბაწრული დაეყარათ ჩემს წინ…ალბათ კრუციატუსის წყევლით იმდენხანს ვაწამებდი სანამ ტანჯვაში არ ამოხდებოდა სული.

გამომივიდა.

გაგზავნილი ჩიტი უკან თავმოგლეჯილი დაბრუნდა.ეს ალბათ სკაბიორმა გააკეთა… ის ხომ სისასტიკით ყველაზე მეტად გამოირჩეოდა… ბელატრისას მაგივრად ბორჯინთანაც ის მორიგეობდა ხოლმე.

მეორე დღეს მილასთან დალაპარაკება მინდოდა მაგრამ რატომღაც გამექცა.გამწარებული მიშველე–ოთახში გავბრუნდი და კარადასთან მოწყენილი დავჯექი.დაჯდომისას ხელში რაღაც ყუთი მომყვა.გავხსენი და დედაჩემის ყელსაბამი შემრჩა.ჰო გამახსენდა.ეს პენსისთვის უნდა მიმეცა მაგრამ კიდევ კარგი დროზე გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე…ყელსაბამი ყუთში უგულოდ ჩავჩურთე და ისევ გვერდზე მივაგდე.

ეზოში გავედი რომ ბიჭები მომეძებნა.ქანდაკებებს გავცდი თუ არა წინ გრიფინდორელები შემეჩეხნენ.

–ერთი ამას შეხედეთ.ჩაიცინა შავგვრემანმა ბიჭმა.მგონი დინ ტომასი იყო.გვერდის ავლა ვცადე მაგრამ წინ გადამიდგნენ.

– შენთან სალაპარაკო მაქვს.წინ გამოვიდა სიმუს ფინიგანი.

– რა გინდა? უხეშად შევეკითხე მე და მანტიაში ჯოხი მოვძებნე.

–შენ და მილა სლაგჰორნის გაკვეთილზე მეწყვილეები ხართ…მის ამ სიტყვებზე ჯოხს ხელი გავუშვი–გაფრთხილებ მას არაფერი დაუშავო თორემ შენგან დიდ ბუტერბროდს გავაკეთებ! გასაგებია?

კინაღამ გამეცინა მის  სიტყვებზე.ჩემზე ერთი თავით დაბალი ფინიგანი ქვემოდან შემომცქეროდა და გაავებული მიყურებდა.არაფერი მითქვამს მხოლოდ  ჩავიცინე და გვერდი ავუარე. ჩემი შეჩერება აღარ უცდიათ.ქვემოთ დავეშვი.როცა ქვიდიჩის მოედანზე გავედი მხოლოდ მაშინ შევნიშნე როგორ ძალუმად მიძგერდა გული.

სლაგჰორნის გაკვეთილზე მილა მაინც გამოვიჭირე და ვუთხარი რომ სკოლიდან მივდიოდი.კინაღამ პენსივით ისტერიკა დაემართა.კამათის დროს პოტერმა დაგვინახა.მის დანახვაზე წამით კინაღამ წონასწორობა დავკარგე მაგრამ მილას თამამმა სიტყვებმა ადგილზე მიმაჯაჭვა… ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ კი პოტერს ვინმე ასე ადვილად შეაჩერებდა…

უცებ ბრწყინვალე აზრმა გამიელვა თავში…

მილას ისე გულწრფელად სჯეროდა ჩემი თავისუფლად შემეძლო საქმეში ისიც ჩამეთრია ბოლოს კი თუ სიტუაცია გართულდებოდა შევძლებდი და მისი დახმარებით მოვახერხებდი რომ ჩემზე ეჭვი არავის აეღო…

გენიოსი ხარ დრაკო! გავივლე გულში და მილას ჩუმ ღიმილზე ღიმილით ვუპასუხე.

(მილა)

მასწავლებელი კარში სიხარულით შემეგება.

–ჩემი ნივთების ნახვა მინდა.ვუთხარი ნაღვლიანად.

–         –შემოდი.ყავას გაგიკეთებ…

–         –დედაჩემთან საუბარს ისევ ვერ ვახერხებ.რა ხდებოდა სკოლაში სანამ აქ არ ვიყავი?

–         –შენ სტატუსი შეწყვეტილი გაქვს მილა.ეს იმას ნიშნავს რომ აქ აღარ სწავლობ…

–         –რა? მე კი მეგონა რომ სწავლას გავაგრძელებდი…

–         –შენ რა აქ დაბრუნება გინდა? ჰოგვორტსში არ ბრუნდები?

–         –არ ვიცი მასწავლებელო–დივანზე დავეშვი და ხელზე მანტია გადავიფინე–ყველგან დაძაბულობაა სამინისტროში არეულობაა მისი ქვეშევრდომები მეც კი მესტუმრნენ…

–         –ვიცი… ჩემს ცოლსაც შეუარეს…

–         –დრაკომ ზღვაზეც აღარ მომწერა–მისი კომენტარი არც გამკვირვებია ისე გავაგრძელე–სხვებიც არ ჩანან უკვე ერთი კვირაა არავის ამბავი აღარ გამიგია…

–         –წასვლის წინ ისევ ვესტუმრები ირენეს .მითხრა გეორგმა.შენ კი ჯობია ლონდონში წასვლა მოასწრო თორემ დედაშენმა შეიძლება აღარ გაგიშვას და ამ ზღაპარს მხოლოდ შენგან არ დაიჯერებს…

გავიპარო?

ასე მოგიწევს…

–         –და შენ უჩემოდ როგორ აუხსნი ამ ამბავს?

–         –ჯადოქრობით.მცირედი რამ მეც მეხერხება გაიცინა და ყავა დამისხა.

–         – ჰოგვორტსში აუცილებლად უნდა ჩავიდე…ეს უფრო ჩემს თავს ვუთხარი.

–         –ისევ სკოლაში იცხოვრებ?

–         –ჰო და ალბათ საშობაოდ მეგობრებთან მიმიწვევენ.

– –მეგობრებთან? ეშმაკურად შემეკითხა– ისევ მალფოებთანწახვალ? …

– –ჰო მე და დრაკო დავმეგობრდით.კარგი ბიჭია…

–         –სამწუხაროა რომ დამბლდორი დაიღუპა.მასთან ხშირი მიმოწერა მქონდა…

–         –გეორგ.მისკენ გადავიხარე–მამაჩემს ხომ კარგად იცნობდი?

შეყოყმანდა.

–ხომ იცი რომ მამაჩემი თითქმის არ მახსოვს..მაგრამ სამინისტროს ხალხმა ახსენა რომ ის აგენტი იყო… ეს რას ნიშნავს? ამიხსენით…

–         –ალბერტი შესანიშნავად სწავლობდა.ამოიოხრა მასწავლებელმა–მისმა მეურვემ მასზე ყველაფერი მიამბო თუ როგორ მივიდნენ მასთან ლამაზი ქალი და გრძელთმიანი კაცი და გრინგოტსის ბანკის აკლდამის გასაღები გადასცეს…

–         –მოიცადე მამაჩემის მეურვეც ჯადოქარი იყო?

–         –ჰო მილა.რეგულუსს და გრეისს გრინგოტსში დიდი საგანძური დარჩათ.ფაქტიურად მამაშენის მეურვემ მილიონები ჩაიბარა…ვინ იტყოდა ამაზე უარს…

–         მერე მამაშენი რატომღაც ჰოგვორტსში არ წავიდა და აქ ჩვენთან ჩვეულებრივ უნივერსიტეტში ჩააბარა.მისი წარმატებები და თამამი თეორიები გასაოცარი იყო ყველასთვის.მაგიის მინისტრმა მისწერა რომ ვალდებული იყო მათ სამყაროშიც გაეკეთებინა რამე ღირებული და მათთან მუშაობა შესთავაზა.ალბერტმა ყველაფერი მიიღო რაც საჭირო იყო წელიწადნახევარში მასალებიც აითვისა გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ჯოხის გამოყენების უფლებაც მიიღო…

–         – წელიწადნახევარში როცა მე მთელი წელი დამატებით გაკვეთილებზე დავდიოდი და მომავალ წელსაც მიწევს მაკგონაგელთან სიარული…

–         –მამაშენს ფოტოგრაფიული მეხსიერება ჰქონდა მილა

–         –მაგარი უნარია ყველაზე მაგარია რაც კი შეიძლება ადამიანს გააჩნდეს…ავღფრთოვანდი მე.

–         –როცა მამაშენი ირენეს დედაშენს შეხვდა..კინაღამ სამინისტრო მიატოვა.მაგრამ უკვე გვიანი იყო შიდა საქმეებში საკმაოდ გარკვეული იყო და  აღარ გამოუშვეს.

რომ გამოქცეულიყო?

მასზე დავიწყების შელოცვას გამოიყენებდნენ.როდესაც შენ გაჩნდი მამაშენი ძალიან ბედნიერი იყო წარმოუდგენლად ბედნიერი მაგრამ ლორდის ძალიან ეშინოდა.იმ პერიოდში უკვე დადიოდა ხმები მისი მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ.ამიტომ გადაწყვიტა ირენესთვის და შენთვის არაფერი ეთქვა რომ დაცულები ყოფილიყავით…

–         –როგორ დაიღუპა?

–         –სამინისტროში ინფორმაცია მიიღეს რომ ლორდმა ჯაშუში შემოაგზავნა და ალბერტს დაავალეს ამის გარკვევა.ერთ თვეში მიაკვლია მის კვალს მაგრამ სიკვდილის მხვრელებმა სწორედ მაშინ შეუსწრეს როცა ჯაშუშის სახლში მის კაბინეტში იქექებოდა.აპარაცია გამოიყენა მაგრამ ერთ–ერთი სიკვდილის მხვრელი თან გადაჰყვა…სიკვდილის წინ ალბერტი ტელეპათიურად დამიკავშირდა და მთხოვა შენთვის ყველაფერი გამემხილა.ასევე დღიურის ადგილსამყოფელიც მაცნობა რაშიც მთელი მისი საქმიანობის საიდუმლო დეტალები იყო ცნობილი…..დღიურს მივაგენი და დავწვი.

–         –რა ქენი? აღმომხდა მე.

–         –მილა მეც ფოტოგრაფიული მეხსიერება მაქვს.გამიღიმა გეორგმა.ყველაფერი აქ ჩემთან ინახება–თავზე ხელი მიიდო–მამაშენს ჰქონდა უნარი სხვა ადამიანებს საჭირო დროს ტელეპათიურად დაკავშირებოდა ეს იგივე წარმოიდგინე რომ…გონებრივი ვიდეო ზარია…შენ კი უნარი გაქვს მომავალი დაინახო და შენი სურვილისამებრ შეცვალო…

–         –ანუ ფაქტიურად შენ მისი სიკვდილი დაინახე…?

თავი დამიქნია.

–მკვლელი ვინ არის? ვიგრძენი რომ გულზე ცხელი ტალღა მომაწვა.

–         –არ დამინახავს…არ უჩვენებია ის ჩემთვის.მითხრა მასწავლებელმა–თუმცა ალბათ იმედია სამინისტროში მალევე შეიტყვეს ამის შესახებ…მე მხოლოდ ის ვიცი რომ ის მაგლი არ არის..ჯადოქარია.მილა ვიცი რატომაც მკითხე…ჯობია ამ საქმის ჩიჩქნას შეეშვა.ალბერტი ვერ გაცოცხლდება შენ კი გამოძიებით თავს საფრთხეში ჩაიგდებ…

(დრაკო)

როცა მილას ყველაფერი ავუხსენი ისეთი რეაქცია ჰქონდა თითქოს რამე კომედიური ფილმის შინაარსი მომეყოლოს მისთვის.

სულაც არ ანაღვლებდა ის რომ მე შეიძლება მკვლელი გავმხდარიყავი.

სულაც არ ანაღვლებდა ის რომ უტეხი ფიცი სასიკვდილო ფიცი დავადებინე.ეს იმიტომ გავაკეთე რომ ბოლომდე მაინც არ მჯეროდა მისი გულწრფელობის.შეიძლებოდა ომი ატეხილიყო ის კი პირიქით ჩემს დასახმარებლად მზად იყო ბნელ ბატონსაც კი დაპირისპირებოდა.

არა ეს გოგო სხვა გოგოებს ნამდვილად არ ჰგავდა.

ასე ალბათ დედაჩემიც არ იღელვებდა ჩემზე…

ჩემში უკანასკნელი ‘’დრაკო მალფოისეული’’ სიცივის ძაფი მაშინ გაწყდა როცა მის ცრემლმორულ თვალებს შევხედე.იმ წუთებში მივხვდი რომ რაც არ უნდა მომხდარიყო მე მას ვერ დავკარგავდი.რაც არ უნდა მომხდარიყო მე მას დავიცავდი თუნდაც ამ საქმეს სამუდამოდ შევეშვებოდი ოღონდ მის ლამაზ თვალებში ცრემლები აღარ დამენახა.

მე მარტო აღარ ვიყავი და ესეც რაღაცნაირ შვებას მგვრიდა.

ზაბინი მართალი აღმოჩნდა.ყველამ მეგობრულად მიგვიღო.პენსიმ ცოტა ისევ გააფრინა თუმცა მილამ ის ქვიდიჩის მოედანზე თავის ადგილზე მოსვა მაგარი სანახაობა იყო….ძალიან გამეხარდა რომ ბიჭები მას ადვილად შეეჩვივნენ მაგრამ მაინც ეშინოდა გრიფინდორისგან  პრობლემები არ შეგვქმნოდა.თუმცა მე ეს არ მანაღვლებდა.

უჩვეულო სიტუაცია იყო.ახლა უკვე მეშინოდა მისი საქმეში ბოლომდე ჩართვა რადგანაც თუ გავებმებოდი მასაც დაიჭერდნენ…

რა უნდა მექნა?

ის თითქოს ანგელოზი იყო სხვა სამყაროდან მოფრენილი.

მე? მე კი სატანას ვემსახურებოდი და ჩემი თავი მძულდა ამისთვის.მინდოდა მისთვის ხელი ჩამეკიდა და გავქცეულიყავით შორს…სადაც ვერავინ მოგვაგნებდა თვით ლორდიც კი…ამის ნაცვლად კი ტრაპთან ვიდექი და ვუყურებდი როგორ მტოვებდა იგი.

ვნახავდი კი მას ისევ? პასუხი უთქმელად ვიცოდი მაგრამ მაინც …

როგორც კი თვითმფრინავი გაფრინდა ბელატრისა და მე  ლორდთან წავედით.ბელატრისამ მას უთხრა რომ მილა ავად გახდა და სახლიდან კარგახანს ვერ გამოვიდოდით.

–         ეს მართალია?მკითხა ცივად.

–         თავი დავუქნიე.

–         –მას თვალს არ მოაშორებ! უბრძანა ბელატრისას– ახლა კარგად მომისმინე სკოლაში სნეიპს ვნიშნავ დირექტორად რომელიც შენს უსაფრთხოებაზეც აგებს პასუხს…

ისევ თავი დავუქნიე….

მერე ჩემს წინ საშინელება დატრიალდა.

როცა მისი ქვეშევრდომები ისევ ხელმოცარულები დაბრუნდნენ ლორდი გააფთრდა. უმისამართოდ იქნევდა ჯოხს.ყველანი მაგიდის ქვეშ შევძვერით რომ შელოცვა არ მოგვხვედროდა. ბელატრისა კი ჩემდა გასაკვირად თამამად მიეჭრა და ორიოდ წუთში დააწყნარა…

რამდენიმე გვამი იატაკზე ეყარა.ყველანი ვიცანი ყველანი უკლებლივ.განსაკუთრებით კრაბისა და გოილის მშობლები… გული ყელში მომებჯინა და აცრემლებული კუთხეში მივიყუჟე.

რას არ მივცემდი რომ პოტერს მართლაც ბოლო მოეღო მისთვის.

მოგზაურობა ჰოგვორტსში (16-20)

–ლუციუს! შეშინდა ნარცისა.

– ის მოდის! ფეხზე წამოხტა ბელატრისა.მასაც მაჯაზე ჩაევლო მეორე ხელი.

– სწრაფად წავიდეთ! დრაკომ სკამიდან ამაგდო და ისევ მის ოთახში გამაქანა.ოთახის კარი მივხურეთ თუ არა ფანჯრებს ჯოხი მიუშვირა და ფარდები დახურა.

– რა ჯანდაბა ხდ….

დრაკომ პირზე ხელი ამაფარა.გავისუსეთ.

–საღამო მშვიდობისა.მომესმა ქვემოდან ბოხი უსიამოვნო ხმა.

– ვხედავ სადილობთ…იმედია ჩემთვისაც მოიძებნება ადგილი?..

– ამ წამს …ახლავე მბრძანებელო…ლამის დადნა ბელატრისა.მე და დრაკომ ჩავიფხუკუნეთ.

– გმადლობ ბელატრისა მაგრამ მეჩქარება…ვხედავ აქ ყველაფერი რიგზეა…დრაკოც დაბრუნდა?…

დავიძაბე.მეგონა ბელატრისა ჩემს არსებობას აუცილებლად გაამხელდა.ლუციუსის პასუხი ვერ გავიგონეთ.

– ლუციუს შენ ისევ მჭირდები…მნიშვნელოვანი არაფერია…უბრალოდ შენ და სკაბიორს ჰოგვორტსზე თვალი გეჭიროთ პოტერი ნებისმიერ დროს შეიძლება იქ გამოჩნდეს…სნეიპსაც უნდა დაეხმარო ხოლმე…გასაგებია?

ბოლო სიტყვაში ისეთი სუსხი გაერია რომ გამაცახცახა.დრაკომ მკერდზე მიმიკრა.ფრთხილად დავიხიეთ უკან.

– ნუ გეშინია მოვკვდები და ის შენ ვერ შეგეხება…

– არ მეშინია.ამაყად ვუთხარი მე.–თუ შენ რამეს დაგიშავებს პირველი ვიქნები ვინც ავადა კედავრას გამოიყენებს…

– მილა…დრაკო თვალებში ჩამაცქერდა.რაღაც უნდა გითხრა….

ამ დროს ნარცისამ კარი შემოაღო.მაშინვე გავერიდეთ ერთმანეთს.

– ვწუხვარ.მითხრა მან გულგრილად.

– არაფერია..პირიქით არ მინდა რომ პრობლემები შეგიქმნათ…ვუთხარი მე.

– რას ამბობ…შენ რომ არა ვინ იცის დრაკო როგორ გამოაღწევდა სკოლიდან…მოვალენიც ვართ დაგეხმაროთ…შენი საძინებელი დრაკოს ოთახის პირდაპირ იქნება…ახლა ჩავიდეთ სადილი გავაგრძელოთ…

ისევ ქვემოთ ჩავედით.მაგიდასთან მხოლოდ ბელატრისა იჯდა.დრაკო დედას გაჰყვა სამზარეულოში.დრო ვიხელთე და უშიშრად მივუახლოვდი.

– ეს რატომ გააკეთეთ?

ცივად შემომხედა.

–შეგეძლოთ ჩაგეშვით…

– ეს ჩემი ოჯახია მე კი არ მინდა ისინი საფრთხეში ჩავაგდო!!! თავი ამაყად ასწია.

– გმადლობთ.ვუთხარი და გავტრიალდი.

–შეგიძლიათ ისეირნოთ ბაღში შეგიძლიათ იკითხოთ იფრინოთ მხოლოდ ღამე… დღე მაგლები დაგინახავენ… გაერთოთ ყველანაირად მაგრამ ბაღის იქეთ ნურსად გახვალთ…დაგვარიგა ნარცისამ.

–იქეთ სხვისი ტერიტორიაა არა?

– ასე ვთქვათ…ჩაერთო ლუციუსი. ჩვენი დამცავი შელოცვები აღარ მოქმედებს და მაგლები შეგამჩნევენ.

– არა მარტო მაგლები…ჩაიცინა ბელატრისამ.

სადილის შემდეგ დრაკომ ბაღში გამიყვანა.ცოტახანს შადრევანთან ვიჯექით მოხიბლული ვუყურებდი როგორ იცვლიდა წყალი ფერებს.

ამწუთას…ახლავე მბრძანებელო –მანჭვით მიბაძა დრაკომ ბელატრისას საუბარს.სიცილით დავსხედით ძელსკამზე.

–აქედან წერილის გაგზავნა შეიძლება?

–ნებისმიერ დროს.

–ის ამას არ აკონტროლებს?

– უკვე აკონტროლებს…მაგრამ ახლა მას მხოლოდ მამაჩემი სჭირდება… ჩვენ კი თავისუფლები ვართ…ნაწილობრივ…

– ეგ როგორ?

– ქალაქის დატოვება არ შეგვიძლია.

– შინაპატიმრობა….

– თუ შენ მოისურვებ სადაც გინდა იქ წაგიყვან და რასაც გინდა გაჩვენებ….ჩემსკენ გადმოიწია.

– ფრთხილად თორემ დაგვინახავენ…მაინც არ მაცადა სიტყვის დასრულება და თმაზე მომქაჩა.ხელიდან დავუსხლტი და სიცილით ბაღში გავიქეცი.მალე დამეწია ხელი ჩამავლო და ორივენი რბილ ბალახზე დავეცით…

– შენი ქალაქი ლამაზია?

– სიამოვნებით გაჩვენებდი.

– ახლავე გავფრინდეთ.

– თუ სიკვდილი გინდა გავფრინდეთ……

– რა სულელი ხარ.?

–  შენ კი იდიოტი…

–გაჩუმდი თორემ შეგილოცავ…

– სცადე.სახე მივუშვირე.მეგონა დამინდობდა მაგრამ ჯოხი დააძრო და წამში თმა იასამნისფრად მექცა…ალბათ ძალიან სასაცილოდ გამოვიყურებოდი რადგან დრაკო ჩემს დანახვაზე ბალახზე დაეცა და მანამდე ხარხარებდა სანამ თმას ბუნებრივი ფერი არ დავუბრუნე…

საღამოს ნარცისამ მალფოების საგვარეულო ნივთები დამათვალიერებინა.

აღმოჩნდა რომ ლუციუსსაც სიგიჟემდე უყვარდა ქვიდიჩი.მისმა სკოლის დროინდელმა სურათებმა ძალიან გამართო.რამდენიმე თასი ჰქონდა ვერცხლის და უმეტესობა ოქროსი.

– შენ ნამდვილად ბელატრისას შორეული ნათესავი ხარ?

– ალბათ…მივუგე მე.მამაჩემი  რომ გარდაიცვალა…ძალიან პატარა ვიყავი.არაფერი უთქვამს ჩემთვის.

– დედაშენი ჯადოქარი არ არის?

თავი გავაქნიე.არ მიცდია ამის დამალვა.ან რატომ უნდა დამემალა.ნარცისას არაფერი უთქვამს.

– მაგრამ შენ რეგულუსის ნათესავი ხარ…

ისევ გავაქნიე თავი.

– ამის მეტი არაფერი ვიცი ჩემს წარსულზე მისის მალფოი….

– ნარცისა დამიძახე. თბილად მითხრა და სასტუმრო ოთახში გავიდა.

გამიკვირდა.

– რეგულუსი ახსენეთ? მომესმა ზურგსუკან ბელატრისას ხმა.

– ნარცისა ფიქრობს რომ მე თქვენი ნათესავი გამოვდივარ.ვუთხარი მე.

–წამომყევი.

უზარმაზარ კაბინეტში შემიყვანა სადაც მხოლოდ უზარმაზარი პორტრეტები ეკიდა.

– შეხედე!

– წინ გაიწია და ერთ პორტრეტზე მიმითითა.გრძელთმიანი სანდომიანი სახის მამაკაცი პორტრეტიდან დაფიქრებული სახით შემომყურებდა.გვერდზე ლამაზი წაბლისფერთმიანი მომღიმარი ქალი ედგა.

– ეს არის რეგულუსი?

– როცა 17 წლის შესრულდა– ბელატრისას თითქოს არც გაუგია ჩემი შეკითხვა–მას და სირიუსს სერიოზული შელაპარაკება მოუვიდათ…რეგულუსმა მკლავი აიწია და მისი ნიშანი ყველას წინაშე ამაყად გამოაჩინა…ყველანი შოკში ჩავვარდით. ხოლო გამწარებულმა სირიუსმა დაიფიცა რომ ბნელი ბატონის წინააღმდეგ უფრო გულმოდგინედ იბრძოლებდა. გამწარებულმა ორიონმა ისიც იმ დღეს მოკვეთა საგვარეულოდან…გვეგონა ყველაფერი ასე დამთავრდებოდა მაგრამ სულ მალე რეგულუსი უკვალოდ გაქრა.

– კი მაგრამ მოძებნა არ გიცდიათ?

– როგორ არა.ბატონსაც კი  ვკითხე მის შესახებ…ის მე მენდობა…მოწიწებით წარმოთქვა ბელატრისამ–მაგრამ მას მხოლოდ კარგად შესრულებული საქმე აინტერესებს…მიუხედავად იმისა შემსრულებელი გადარჩება თუ არა…

პორტრეტს დაფიქრებით შევყურებდი.

– გრეისი…რეგულუსის სიკვდილის შემდეგ რომელიღაც ჯადოქარს რომ გაჰყვა ცოლად…ალაპარაკდა ისევ ბელატრისა.უცებ თვალები ეჭვით დამასო–

– შენ რა ”ჯადოქართა გენეალოგია” არ წაგიკითხავს?

–არა.ვერ ვიშოვე.ვიცრუე მე.მინდოდა ბელატრისასგან უფრო მეტი გამეგო.

– მას რეგულუსისგან ბიჭი შეეძინა…

– მამაჩემი…ალბერტი.ჩავილაპარაკე მე.

– შემდეგ გაირკვა რომ მას ბნელი ბატონის წინააღმდეგ გარკვეული გეგმა ჰქონდა.ჩაგვერთო ოთახში შემოსული ნარცისა.

– ჰმ…რეგულუსი სირიუსისგან აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნება იყო….თუმცა ბოლოს მიზანი ორივეს ერთი ჰქონდა–ბატონის წინააღმდეგ მოქმედებდნენ და ორივემ ცუდად დაამთავრა.–გაიცინა ბელატრისამ.–გაცოფებულმა ბატონმა გრეისთან სიკვდილის მხვრელები გაუშვა.ის და მისი ქმარი მოკლეს მაგრამ სახლში  ბავშვი არსად იყო.არც ფოტოებზე…არც ალბომებში…არანაირი საბავშვო ნივთები…ბატონმა ჩათვალა რომ ბავშვის ამბავი სიცრუე იყო.შურისძიება აღსრულებულად ჩათვალა  და მისი მოძებნა აღარც უცდია…დღეს კი შენ აქ ხარ…უნდა ვთქვა რომ ეს ნამდვილი სასწაულია–დამცინავი ღიმილით შემომხედა და დივანზე დაეშვა.

– გასაკვირი იყო მაგრამ მისდამი შიში სრულიად გამიქრა.ვიგრძენი რომ მასაც ისევე პატივს ვცემდი როგორც მალფოებს…

– ესე იგი მე რეგულუსის კანონიერი შვილიშვილი გამოვდივარ?

– თუკი საბუთებში რეგულუსისა და მამაშენის კავშირი ოფიციალურად დადასტურებულია მაშინ შენ ბლექების წმინდასისხლიანი ოჯახის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ხარ…

– მაგრამ მე ხომ სხვა სამყაროში გავიზარდე?

– ჰო ეგ კარგი გამახსენე.წამოიწია ბელატრისა–დედაშენი მაგლია არა?

თავი დავუქნიე.

– მაშინ ნახევარსისხლიანი გამოდიხარ თუმცა ეს შენს  სტატუსს ჩირქს არანაირად არ სცხებს. შენ  ხომ უკვე თითქმის ეზიარე ჯადოქრულ სამყაროს და ამავდროულად ჩვენც დაგვეხმარე რასაც ვერაფრით წარმოვიდგენდი…

– კი მაგრამ თუკი ეს მართალია მაშინ შენ და დრაკო…ერთად ვერ იქნებით.გაკვირვებით შემომხედა ნარცისამ.მისგან ამას არ ველოდი და ავილეწე.

– მე და დრაკო მხოლოდ მეგობრები ვართ..დაბნეულად ვუპასუხე.

– სისი ის ხომ ნახევრად მაგლია.გაიცინა ბელატრისამ.–თანაც ბლექების გვარის ოჯახური კავშირები უკვე დიდი ხანია გაწყვეტილია…ნამდვილი მემკვიდრე მხოლოდ მე  ვარ.სირიუსი მოღალატე იყო ანდრომედა მითუმეტეს…ეს გოგო კი ახლაც მაგლების სამყაროში ცხოვრობს და ალბათ მალე  აპირებ უკან დაბრუნებას არა?

– არ ვიცი.ვუპასუხე მე.–ზაფხულზე რასაკვირველია სახლში ვბრუნდები თუმცა სწავლას ისევ ჰოგვორტსში გავაგრძელებ რადგანაც გამოცდები წარმატებით ჩავაბარე…მომიწევს დედაჩემს ყველაფერი ავუხსნა და თუ შესაძლებელი იქნება ორივენი ისევ ამ სამყაროს დავუბრუნდებით…

–დედაშენი თუ მაგლია ამ სამყაროში ვერ მოხვდება…

– ჰმ…დრაკოს გულისთვის რამდენს რისკავ…ნუ ნერვიულობ შენი ნათესაური სისხლი არანაირად არ უკავშირდება მალფოებს.გადაიხარხარა ბელატრისამ.ნარცისას არ გაღიმებია.

– მე თქვენი მეგობრობის წინააღმდეგი არ ვარ მაგრამ…სკოლაში ალბათ პრობლემები გქონდათ…მომმართა ცივად.

– პოტერი ჩვენი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეა…..ჩავილაპარაკე.

– რასაკვირველია ჩვენი ძვირფასი პოტერი – ისევ გადაიხარხარა ბელატრისამ.–არაუშავს მისი დროც მალე მოვა…რა სამწუხაროა რომ ბატონმა ამიკრძალა მისი მოკვლა…ნეტავ ასე რისთვის სჭირდება…სისი ახალგაზრდების ამბავი ხომ იცი…თანაც არა მგონია დრაკომ ვინმეს უფლება მისცეს მის საქმეში უხეშად ჩაერიოს…ასეთ შემთხვევაში ალბათ მთელს ჯადოქრულ სამყაროს წინ გადაუდგება….სიცილით გამოსდო მკლავი ნარცისას და ოთახიდან გაიყვანა.

თავი 17

გვიან დრაკო ჩემს ოთახში შემოიპარა.

-მილა…გძინავს? რა მოხდა ? კარგად ხარ?

ფანჯარასთან დაღვრემილი ვიჯექი.ჩავიწიე და ადგილი დავუთმე.

-სახლში წერილის გაგზავნა მინდა.დედა მომენატრა.ვუთხარი ჩუმად.

–რა პრობლემაა? ახლავე გავაგზავნოთ…და ჩუმად დასტვინა.ორ წუთში რაფაზე უზარმაზარი ზარნაშო დაეშვა.

გეორგს ყველაფერი მივწერე.ვუთხარი სადაც ვიმყოფებოდი და ვთხოვე რომ სასტუმროზე აღარ ეზრუნა რადგან მალფოებთან გართულებები მოსალოდნელი არ იყო.მძღოლის გათავისუფლებაც ვთხოვე რადგან აეროპორტში მალფოები გამაცილებდნენ…

– რა მაგარი ფრინველია…გავადევნე თვალი გაფრენილ ზარნაშოს.

– რას მეუბნებოდი გუშინ?

დრაკომ ხელები შემომხვია.

– იმას რომ…ძალიან მიხარია ყველას რომ ასე შეეჩვიე…დედაჩემს ძალიან მოსწონხარ…

– არაჩვეულებრივი მშობლები გყავს…

– ძალიან ლამაზი იყავი კაბაში…ამას არ ველოდი…კიდევ იმას რომ…

– შენი ოჯახის საკადრისად ჩავიცვი…სხვაგვარად არ შეიძლებოდა…შევაწყვეტინე.

– კარგი რა შენ გგონია ამ არეულობაში  მაგას დიდ ყურადღებას აქცევენ? თანაც მე…

მოულოდნელად საშინელი ტკივილი ვიგრძენი.

ჩემს გონებაში ისევ აირია ტელევიზორის არეული გამოსახულებები და მალე  ისევ ვარდისფერ ბურუსში გავეხვიე.

– ვერ გავიგე ვინ არის? ნაცნობი ბოხი მის გაგონებაზე ძარღვებში სისხლი გამეყინა.

– მოულოდნელი მემკვიდრე წმინდასისხლიანი ბლექების ოჯახიდან.

– რეგულუსის ნათესავია… სნეიპის ხმა ვიცანი.

– ესე იგი ბელატრისას ნათესავიც გამოდის და მან მე ეს დამიმალა???

ხმები მიწყდა.წინ ისევ ბრძოლის სურათი გადამეშალა.მაგრამ ვერ გავიგე ვინ ვინ იყო.საშინლად არეულ გამოსახულებებში ვერაფერს ვარჩევდი…

– კრუციო!!! გაისმა ღრიალი და გამოსახულება დაიწმინდა.

აეროპორტის მოედანზე ქერათმიანი ფიგურა მიწაზე ეგდო…

–გაიღვიძე?

თვალი გავახილე.მკვეთრმა სინათლემ თვალი მომჭრა.საწოლზე ვიწექი.თავთან ნარცისა მედგა და წყლიანი ჭიქა ეჭირა.მალფოი შიშისგან გაფითრებული მიყურებდა.

– შენ ხომ მითხარი რომ ამას გააკონტროლებდი? შემომიტია.

– მე ვცდილობ…ამოვილაპარაკე წამოვიწიე და წყალი მოვსვი.

– რაზე ლაპარაკობთ? იკითხა დაეჭვებულმა ნარცისამ.

–ტრელოუნიმ რაღაც შელოცვა გამოიყენა რამაც მილაზე უარყოფითად იმოქმედა–დამასწრო დრაკომ–უარყოფითი ეფექტები ჯერაც არ გამქრალა…

ნარცისა ოთახიდან გავიდა თუ არა წამოვიწიე.

–დრაკო ვოლ…მაშინვე მომვარდა და პირზე ხელი ამაფარა.

–რას აკეთებ?

–სახელი არ ახსენო! სახელს ჯადო დაადეს…

–ჩემზე გაიგო დრაკო…მისი ხელი მოვიშორე და გაჭირვებით წამოვდექი– შეიძლება ნებისმიერ წამს დაგვადგეს თავზე…

– დაგვადგეს… ნებას არ მივცემ რამე დაგიშავოს!!!

– მგონი მათ ჩემი მოშორება უბრძანა…მამაშენი…აეროპორტი…ჯანდაბა დრაკო კარგად ვერ დავინახე რა ხდებოდა ვერ დავინახე…

გაქვავდა.

– უნდა წახვიდე…

– არა…

– ახლავე!!! იყვირა და ჩემს ტანსაცმელს ეცა.ქვემოდან ხმაური მოგვესმა.დრაკო ოთახიდან გავარდა. გაჭირვებით მივყევი.

– მამა უნდა გამიშვა მე მილას აქედან წავიყვან…

–მან ხომ არ იცის რომ გოგო ჩვენთანაა გაქცევა რა საჭიროა?

–გეგონა სკაბიორი არ დაახეთქებდა? მე ხომ გითხარი მაგ ტიპის ნდობა არ შეიძლება–მეთქი! წავალთ აპარაციით…არ მადარდებს მაწამოს მომკლას ხელში არ ჩავუდგებ მის თანამზრახველად არ ვაქცევ!!!

– დრაკო შენ არ გესმის!!! ვერ გავრისკავთ…

– მოვკლავ სკაბიორს ხომ გაგაფრთხილე რომ სანდო არ იყო!!!!

– შეიძლება სკაბიორმა სულაც  სწორი არჩევანი გააკეთა…დრაკო მან ჩვენ გაგვათავისუფლა და არ გვაქვს უფლება კიდევ მოვატყუოთ!!!

– შენ მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ!!! დაიღრიალა განრისხებულმა მალფოიმ–შენ არასდროს გადარდებდა ჩემი და დედაჩემის ბედი სკოლაშიც კი შენს საქმეებს მაკეთებინებდი !!! სულაც არ გადარდებს მე როგორ ვცხოვრობ!!!! რას ვფიქრობ და რას განვიცდი!!!

– როგორ მიბედავ!!!! ჯოხი დააძრო ლუციუსმა.

–შეწყვიტეთ! ნარცისა მათ შუაში ჩადგა. დრაკომ ჯოხი დაუშვა და ლუციუსს  დედის მხარსზემოდან შეუბღვირა.

მოულოდნელად ბელატრისა მომეპარა. ხელი ჩამავლო და ოთახის შუაში გამომათრია.

– მე თვითონ გამოვიძახებ ბატონს!!!

წინააღმდეგობა არც გამიწევია.მორჩილად მივყევი.მისი აღარ მეშინოდა.

დრაკომ საბოლოოდ დაკარგა წონასწორობა.

– მაშინ ჩემი მოკვლაც მოგიწევს დეიდაჩემო!!! შენი საყვარლისთვის კიდევ რამდენი ნათესავი უნდა გასწირო?

ბელატრისამ ხელი გამიშვა და დრაკოსკენ გაიწია.

– გაშეშდი! ბელატრისა უკან გადაქანდა და შელოცვა სიცილით აიცდინა.

– დრაკო რას აკეთებ! მივვარდი მე.

– ახლავე შეწყვიტეთ! დაიღრიალა მისტერ მალფოიმ.ბატონი წუთში აქ გაჩნდება!!!

– მაშინ მომკლას მომკლას! დაუყვირა მალფოიმ ხელი ჩამავლო და წინ ამეფარა.იმიტომ რომ მილას არ დავუთმობ იმის გამო რომ თქვენ მისი სასტიკად გეშინიათ მე კი არ მეშინია საერთოდ არაფრის არ მეშინია იმიტომ რომ ის ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს…მიყვარს!!!

მის სიტყვებს სამარისებური სიჩუმე მოჰყვა.ცხადად ვხედავდი ყველას რეაქციას…

ლუციუს მალფოის ყბა მოექცა და აცახცახდა.

ნარცისამ ხელი პირზე აიფარა ხოლო ბელატრისამ ჯოხი დაუშვა და პირდაღებული ხან მე შემომაჩერდებოდა ხან დრაკოს.

დრაკოს თვალები ცრემლით ავსებოდა გაშმაგებისგან ცახცახებდა და შემართულ ჯოხს ძირს არ უშვებდა.

გადამწყვეტ მომენტში როცა ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა იმ წუთებში ცხადად გავაცნობიერე რომ ჩვენ ერთმანეთს საბოლოოდ გავუგეთ და უკვე ვიცოდი რომ ამ დაძაბულ წუთებში ჩვენ საბოლოოდ ერთიანი და განუყრელნი გავხდით…

– ვხედავ აქ სხვანაირად ყოფილა საქმე…ასეც ვიცოდი….ჩაიცინა ბელატრისამ.–რაღას ვიზამთ ლუციუს…სისი…ორივენი უნდა გავუშვათ…და ჯოხი დაუშვა.

მისგან ამ სიტყვებს ყველაზე ნაკლებად მოველოდი.

არ ვიცოდი რა მეთქვა.

დრაკოს აღსარება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა.ჩვენ ისედაც გარკვეული გვქონდა ყველაფერი. მისგან ზედმეტ რომანტიკულ ჟესტებს არც არასდროს მოველოდი იმიტომ რომ ორივენი რეალისტები ვიყავით…იმიტომ რომ ამ ჟესტების გარეშეც უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის…

თავი 18

ყველანი ჩუმად ვიდექით.

–რა გაეწყობა…წარმოთქვა ნარცისამ.–ოთახში ადით…დროზე! ლუციუს…ალბათ წასვლა მოგიწევთ … ჯობია გავიგოთ რა იცის ბატონმა და რა არა…

– ჰო წავალთ სისი…შენ კი ყოველი შემთხვევისთვის ბარგი მაინც ჩაალაგე–გადმომძახა ბელატრისამ.

დრაკომ ხელი მომხვია და ოთახში უხმოდ ამიყვანა.

საღამო ისე მოახლოვდა ოთახიდან არ გამოვსულვართ.

ერთმანეთისთვის სიტყვაც არ გვითქვამს დრაკო სავარძელში იჯდა ჯოხმომარჯვებული და დაძაბული კარისკენ იყურებოდა.მე ბარგს ვალაგებდი და უხმოდ ვიცრემლებოდი.როგორც იქნა გავაცნობიერე რამელა საფრთხეში ჩავაგდე მთელი ოჯახი და ამის გამო თავბედს ვიწყევლიდი…ნეტავ ლუნასთან დავრჩენილიყავი მაგრამ დრაკო…

წავედით…მოგვესმა ქვემოდან ხმა.

მისტერ მალფოიმ ბარგი უხმოდ ჩამოატანინა ზემოდან.

დრაკომ ხელი გადამხვია.

– მზად ხარ ბოლომდე ჩემს გვერდით იდგე? ჩამჩურჩულა ყურში.

– სიკვდილამდე.ვუპასუხე მე.

ცოტახანი შევყოვნდით სანამ დრაკოს მშობლები გამოიცვლიდნენ.ლუციუსმა  შავი საბრძოლო მანტია ჩაიცვა.მთელი ამ ხნის განმავლობაში დრაკოს უბღვერდა.

აპარაცია გამოვიყენეთ და მალე სადგურზე გავჩნდით.დრაკომ ბილეთები იოლად აიღო.

მატარებელი წუთი–წუთზე უნდა გამოჩენილიყო.

გვიანია…ნაღვლიანად წარმოთქვა მისტერ მალფოიმ.და მკლავზე ხელი მოისვა.

ცისკენ ავიხედეთ. შავი ღრუბელი სწრაფად იზრდებოდა აერპორტის თავზე თანდათან გაიზარდა გაიშალა და ცხადად დავინახე ცაზე გამოსახული თავისქალა…

ნეტავ მაგლები ამას ხედავდნენ?..

ეს კითხვა ყოველთვის უპასუხოდ მრჩებოდა..

მე და დრაკო ხელიხელჩაკიდებულები ვიდექით და ველოდით….

ბელატრისამ ჯოხი მოიმარჯვა და ჩემს გვერდით დადგა.ნარცისამაც მას მიბაძა.ლუციუს მალფოი წინ გამოვიდა.

–არ ინერვიულო მილა…ჩვენ…დაიწყო ნარცისამ.

–  ყველაფერი კარგად იქნება.წარმოთქვა დრაკომ მტკიცედ.

– თუ კი ლორდი დაგინდობს–მითხრა ნარცისამ –მე…ჩვენ ყველანაირად შევეცდები რომ ეს გააკეთოს…სიამოვნებით მიგიღებთ ჩვენი ოჯახის წევრად…ლუციუსმა ამ სიტყვებზე ცოლს შეუბღვირა.

ნარცისამ ისევ უკან დაიწია.

– ლორდი იმედია ჩემს თხოვნასაც გაითვალისწინებს…მოულოდნელად მითხრა ბელატრისამ–სისხლით მაინც ჩემთან ხარ დაკავშირებული…ასე რომ შევეცდები ეს მან სწორად გაიგოს…

არაფერი მითქვამს მხოლოდ თავი დავუქნიე.არ ვიცოდი რა გველოდა.უკვე ვნანობდი რომ მთელი ოჯახი საფრთხეში ჩავაგდე…მაგრამ ისინი გვერდში მედგნენ…მალფოების მთელი ოჯახი გვერდში მედგა თვით ბელატრისაც კი რომელმაც სისხლით ნათესავი სირიუსიც კი არ დაინდო…

მხარზე დრაკოს თბილ ხელს ვგრძნობდი და ვიცოდი რომ ის მარტო აღარ იყო…

ჩვენ ორმა მარტოსულმა ადამიანმა ამ ჯადოსნური გასაოცარი თავგადასავლებითა და ათასნაირი წარმოუდგენელი ხიფათით სავსე სამყაროში ერთმანეთი ვიპოვეთ.

ჰო…ოცნება ავიხდინე მაგრამ ამ ოცნებას ჯერ კიდევ ელოდა საფრთხე…შეიძლებოდა სამუდამოდ თვალი დამეხუჭა…ვეღარასდროს მეხილა ოჯახი მეგობრები…თვალწინ გამიელვა ყველაფერმა და გული მომეწურა…

მაგრამ მე არ მეშინოდა.არაფრის აღარ მეშინოდა თვით სიკვდილისაც კი არ მეშინოდა რადგანაც მე ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რამ ვიპოვე…მე დღეს გვერდით ჩემი ახალი ოჯახი მედგა…დრაკოს თბილ ხელს ვგრძნობდი მხარზე…და ეს იმედითა და მომავლის რწმენით მავსებდა.

გავიღიმე.

‘’მოხდეს რაც მოსახდენია’’….გავიფიქრე თავი ავწიე და მოახლოებულ შავმოსასხამიან ფიგურებს თამამად შევეგებე…

თავი 19

თითქოს მაგლები სადღაც გაქრნენ.ირგვლივ სიჩუმე და სიცარიელე სუფევდა.

მხოლოდ მალფოები და მე ვიდექით დაცარიელებულ თეთრ დარბაზში.უფროსწორად მოსაცდელში.

სიკვდილს ველოდი?

არა ნამდვილად არ ვიცოდი რა იქნებოდა.არც გონებამ მომცა ბოლომდე საშუალება გამეგო რა მოხდებოდა.აჰა ხომ ვამბობდი ჩემი ”არაჩვეულებრივი უნარი” მაინც და მაინც მაშინ არ მადგებოდა როცა ყველაზე მეტად მიჭირდა…

ამაზე ფიქრი უკვე გვიანი იყო.

შაოსანი ფიგურები მოახლოვდნენ. ყველას ერთნაირი გრძელი შავი მანტიები ეცვათ.თითქოს კი არ მოდიოდნენ ჰაერში მოსრიალებდნენ.ყოველ მეორეს გრძელი ჭუჭყიანი თმა ჰქონდა.არც ერთი მათგანი არ ჰგავდა ადამიანს…

ჩვენს წინ ჩამწკრივდნენ.დავთვალე.თორმეტნი იყვნენ.სრული შემადგენლობა ალბათ…ლუციუსის და ბელატრისას გარდა…

–ვხედავ გარბიხართ…წინ გამოიწია ნაცნობი შავგვრემანი კაცი.

–სკაბიორ უჰ შენი…! შეუღრინა დრაკომ და მისკენ გაიწია.

სიკვდილის მხვრელებმა წამში მოიმარჯვეს ჯოხები.ბელატრისამ დაისისინა და წინ აგვეფარა.

–რა ხდება? იკითხა ლუციუსმა–ჩვენ ჩვენს სტუმარს სახლში ვაცილებთ…

–მას ეს გოგო სჭირდება.დაიყეფა ერთმა ძაღლისებური ხმით.კინაღამ გამეცინა.

–გვიბრძანა რომ მასთან მივიყვანოთ…

–ჩვენ თვითონ წამოვიყვანთ… ჩაერია ბელატრისა.

–  არა! იყვირა დრაკომ–მას ვერავინ შეეხება!

მანტიაზე დავქაჩე.

–წავყვები…

–შენ ხომ არ გაგიჟდი!

–არ მეშინია დრაკო…ეს გარდაუვალია.ვიცოდი რომ აუცილებლად შეიტყობდა ჩემზე…როცა ლუნასთან წიგნში რეგულუსის ბიოგრაფია ვნახე…მივხვდი რომ მას ეს არ გამოეპარებოდა…

–ჰა გადაწყვიტეთ თუ არა?…

რაკი პასუხი არავინ გასცა სკაბიორი ჩემსკენ დაიძრა.

–არა! იყვირა ისევ დრაკომ და მოულოდნელად სახელო აიწია.

–დრაკო რას აკეთებ! იყვირეს ბელატრისამ და ნარცისამ ერთხმად.მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ჩემს გარდა ყველამ ხელი მაჯაზე იტაცა.ცისკენ აიხედეს.

ორ წამში აეროპორტის თავზე გველივით გაიკლაკნა შავი ღრუბელი…

ჩვენს წინაშე თავად ვოლდემორი წარსდგა.

არა ეს არ იყო ადამიანი.

შეუძლებელი იყო ადამიანს ასეთი სახე ჰქონოდა.

ჩემს სამყაროში წიგნებში და ფილმში აღწერილი სახე სასაცილო იყო რეალობასთან შედარებით.

მაღალი და გამხდარი იყო თუმცა საბრძოლო მანტია არ ეცვა.მაგლივით შარვალ კოსტუმში გამოწყობილიყო.ეს უფრო საზარელ იერს აძლევდა.

მისი თვალები დავინახე თუ არა ამ ხნის განმავლობაში პირველად შემეშინდა.ჩემი სიმამაცე წამებში გაქრა.დრაკოს ხელი მოვუჭირე და მხარზე მივეკარი.არ ვიცოდი რა უნდა მექნა.

–შენ…მომიახლოვდი! ბრძანა ვოლდემორმა.სიკვდილის მხვრელები მის გარშემო გამწკრივდნენ.

დრაკომ არ გამიშვა და თან გამომყვა.ხელს გამეტებით ვუჭერდით ერთმანეთს რომ რომელიმეს შიში არ დაგვტყობოდა.ის მე მამშვიდებდა მე კი მას ვუყოფდი ჩემ დარჩენილ სიმამაცეს…

–წმინდასისხლიანი ბლექების შთამომავალი….ცოცხალი და უვნებელი.გარშემო შემოგვიარა ლორდმა.–მაინც როგორ გამოგეპარათ ეს?–მრისხანედ მოავლო თვალი ქვეშევრდომებს.

–ჩვენ ხომ მისი არსებობის დასადასტურებლად ვერაფერი ვიპოვეთ მილორდ…ერთხმად აყაყანდნენ ისინი.

–საკმარისია.ცივი ხმით შეაწყვეტინა ვოლდემორმა და მაშინვე ყველამ ხმა გაკმინდა.დაცინვით გადავავლე თვალი მათ.როგორც ჩანს ისევე ეშინოდათ ამ ურჩხულის როგორც ჩვენ…

–მტკიცება რაღად უნდა როცა ის ჩემს წინაშე დგას….ლუციუს მე შენ გენდე…შენ კი რას აკეთებ? სახლში მოღალატის მუქსისხლიან ნაშიერს მალავ? ახლა მალფოებს დაასო სუსხიანი მზერა.

ავენთე და დრაკოს ხელი გამოვგლიჯე.

–მე  წმინდასისხლიანი ვარ რაც სამინისტრომ უკვე დაამტკიცა ამაზე ალბათ უკვე შეიტყობდით–ჩემს სიტყვებზე ვოლდემორი ისე ახლოს მოიჭრა რომ გარკვევით დავინახე როგორ უელავდა წითელი თვალები.

ყველა გაიტრუნა შიშისაგან.

–ისინი რომ არა მე ახლა ლონდონში ვიქნებოდი და ზაფხულის დასაწყისში სახლში ისე გავემგზავრებოდი ჩემს შესახებ ვერასოდეს ვერაფერს შეიტყობდით…–ვანიშნე მალფოებზე თამამად თუმცა ჩემს გულში სრული პანიკა სუფევდა.არც კი ვიცოდი იმ წუთებში საერთოდ ფეხზე როგორ ვიდექი.

რა გქვია? ცივად შემეკითხა ვოლდემორი.

– მილა გრეის ბლექი.ამაყად ვუპასუხე.

–ბელატრისა! შენ მაინც რატომ არაფერი მოიმოქმედე? ეს არის თქვენი ერთგულება ?მოღალატის ნაშიერს იცავდით? ჩემგან მალავდით?–ჩემგან თვალმოუშორებლად იყვირა ვოლდემორმა.

–მე მოღალატის შვილი არ ვარ! –ხმა ავიმაღლე.ზურგსუკან დრაკოს გმინვა მომესმა.საბოლოოდ დავკარგე მოთმინება.მამაჩემის აუგად ხსენებას ამ გადაჯიშებულ არსებასაც კი ვერ შევარჩენდი რომელიც ადამიანის გარდა ყველაფერს ჰგავდა–დიახ მე წმინდასისხლიანი ბლექების ოჯახის კანონიერი შთამომავალი ვარ! რეგულუს არქტურუს ბლექის კანონიერი შვილიშვილი! მე დრაკო გადავარჩინე როცა ის თქვენს დავალებას ასრულებდა! მალფოების ოჯახმაც სწორედ ამიტომაც მიმიღო და შემიფარა! მათ არაფერი დაუშავებიათ ამიტომ თუკი ვინმეს დასჯა გნებავთ–ღრმად ჩავისუნთქე–მე აქ ვარ შეიძლება ბაბუაჩემი მოღალატე იყო მაგრამ თუ კარგად გახსოვთ ის ბოლოს სწორედ თქვენს სამსახურს შეეწირა…მამაჩემი კი უბრალოდ ჩემს დაცვას ცდილობდა მასს  თქვენს წინააღმდეგ არაფერი გაუკეთებია სრულიად არაფერი თქვენ კი ის მოკალით!!!

ვოლდემორს გაოცებისგან ნესტოები გაუფართოვდა.

სიკვდილის მხვრელები დაიძაბნენ.მალფოების მთელმა შემადგენლობამ უკან დაიხია.დრაკოც კი გამერიდა.

ალბათ არავინ ელოდა ჩემგან ასეთ სითამამეს.თუმცა ამით მეც შემკრთალი ვიყავი.წუთის წინ მეგონა დაძაბულობისგან და პანიკისგან გული  გამისკდებოდა მაგრამ მამაჩემის ხსენებამ უხილავი ძალა შემმატა.თავაწეული გაშეშებული ვოლდემორის წინ ამაყად ვიდექი და მარცხენა ხელს უჩუმრად მანტიაში შემალულ ჯოხს ვუჭერდი.

–მილორდ….გაუბედავად გამოიწია წინ ბელატრისა და ჩემდა გასაკვირად მის წინ დაიჩოქა–გარწმუნებთ მილორდ…ის ნამდვილად წმინდასისხლიანია…ასე რომ არ ყოფილიყო ალბათ პირველი ხომ მე მოვუღებდი ბოლოს…სწორედ ისე როგორც სირიუსს…

–და ამავე დროს ის ნახევრად მაგლია ბელატრისა! უხეშად უყვირა ვოლდემორმა.არ ველოდი შენც თუ დაიცავდი მას!!!! ნამდვილად არ ველოდი!!!!

–მილორდ…მე….

–  რატომ იცავთ მას ასე გააფთრებით რატომ ელით ჩემგან მის დანდობას? დაიღრიალა ლორდმა.

–იმიტომ რომ ის ჩემი გოგოა.იყვირა მოულოდნელად დრაკომ.

სიკვდილის მხვრელები ახარხარდნენ.ვოლდემორსაც გაეღიმა.თუ ამ სახის კუნთების უცნაურ მოძრაობას ღიმილი ერქვა…

–მაგლის შერთვას აპირებ დრაკო?

–მოგიწევთ შეეგუოთ ჩემს წმინდასისხლიან სტატუსს მილორდ!–ბოლო სიტყვაში მთელი ის ზიზღი შიში და სიძულვილი ჩავაქსოვე რასაც მის მიმართ ვგრძნობდი.

–როგორ მიბედავ შელაპარაკებას? კრუციო!!!

–  არა! დაიღრიალა დრაკომ ხელი მკრა და გვერდზე ისეთი ძალით მომისროლა რომ კარგა მანძილზე გადავვარდი.თვითონ კი ტკივილისგან აკვნესებული ადგილზე დაიკრუნჩხა.

–შეწყვიტეთ! ვიკივლე მე და დრაკოსკენ გავვარდი.–გთხოვთ თავი დაანებეთ! სანაცვლოდ რასაც გინდათ იმას გავაკეთებ!

ვოლდემორმა ჯოხი დაუშვა.დრაკოს გული წაუვიდა.

სიკვდილის მხვრელებმაც დაუშვეს ჯოხები.რამდენიმემ ისევ ავად ჩაიხითხითა.

–თუკი ჩემი მოკვლა გინდათ–ფეხზე წამოვდექი და აცახცახებული მისკენ გავემართე–მაშინ ახლავე აღასრულეთ შურისძიება თქვენ ხომ ახლა  მხოლოდ ეს გამოძრავებთ მალფოების ოჯახს კი ნურაფერს დაუშავებთ გთხოვთ…–მანტიიდან ჯოხი ამოვიღე და მის წინ მიწაზე დავაგდე.

უკვე აღარაფრის მეშინოდა.მის წინაშე საბოლოოდ დავყარე ფარხმალი.

ვოლდემორი ისევ მომიახლოვდა და გველისებური თვალებით სახეში ჩამაშტერდა.

არც გავნძრეულვარ.

–მაგლო–დაიწყო ნელი ხმით–სწორად გავიგე? თავს სწირავ მალფოებისთვის?

უკან დრაკოს გმინვა ისევ მომესმა.სასწრაფოდ თავი დავაქნიე.

–და მზად ხარ მათ გადასარჩენად…ჩემს სამსახურშიც კი ჩადგე?

–მან ეს უკვე გააკეთა მილორდ…ისევ გაიწია მისკენ ბელატრისამ–სკოლაში დრაკოს დახმარებას ცდილობდა…ის რომ არა სკოლიდან უვნებლად ვერ გამოვაღწევდით…

–ეგ ინფორმაცია სნეიპისგან უკვე შევიტყვე ბელატრისა–ცივად გააწყვეტინა ვოლდემორმა და ისევ მე მომიბრუნდა–

–მალფოებმა დამიმტკიცეს რომ ნებისმიერ დროს შემიძლია მათი ნდობა ვიქონიო მაგრამ შენც მოგიწევს ამის დამტკიცება!

და უკან დაიწია.

–ნებას გაძლევ მათ შეუერთდე მაგრამ იცოდე აუცილებლად შეგამოწმებ! სკოლაში ჩვეულებრივად დაბრუნდებით და ჩემი ბრძანების გარეშე ქალაქს არ დატოვებთ!

დრაკოსთან ჩავიჩოქე.

–მომდევნო წელს ჰოგვორტსში დირექტორი სნეიპი იქნება! –მიმართა ლუციუსს ვოლდემორმა–ასე რომ რაც გითხარი ის გააკეთე! ჩემგან გაქცევა არ გაბედო–ჯოხი გამომიშვირა– თორემ მალფოების ოჯახსაც დავსჯი და შენი მოგნებაც არ გამიჭირდება თუნდაც ამისთვის მთელ მაგლურ სამყაროში მომიწიოს შენი ძებნა!

– მილორდ…იქნებ ნიშანი დავასვათ რომ ადვილად ვერ…გამოიწია წინ სკაბიორი.ვოლდემორმა ჯოხი აიქნია და  უცნაურად სახემოქცეული სკაბიორი ისევ სიკვდილის მხვრელებს შეერია.

შავი კვამლის სვეტები ჰაერში აიჭრნენ და დიდი შავი ღრუბელი ზანტად მოშორდა აეროპორტის ცას.

თავი 20

ნარცისას ცრემლები ჩამოსდიოდა.

ლუციუსს სახეზე არაფერი ეტყობოდა მაგრამ შევნიშნე რომ ხელჯოხზე ჩამოდებული ხელი უკანკალებდა.ორივენი შვილისკენ დაიხარნენ.

იმ წუთებში თავი რატომღაც სრულიად ზედმეტად ვიგრძენი.

–მეც უნდა წავიდე…ამოთქვა ბელატრისამ.თავი დავუქნიე.თვალი ჩამიკრა ჰაერში დატრიალდა და გაქრა.

–არ მეგონა თუ ეს შელოცვა ასეთი მტკივნეული იყო.დაიკვნესა დრაკომ.

–ტყუილად კი არ არის აკრძალული…რატომ გადამიდექი წინ? იდიოტი ხარ…

–ერთხელაც გაიმეორებ ეგეთ რაღაცას და მაშინვე მე თვითონ შეგილოცავ! დამემუქრა.

სახლში აპარაციით დავბრუნდით.მე და ნარცისა დრაკოს არ მოვეშვით და საწოლში ჩავაწვინეთ.მთელი სხეული სტკიოდა.თავსაც კი ვერ ამოძრავებდა.

–რა ნაცნობი სიტუაციაა.მითხრა ღიმილით როცა საწოლზე ჩამოვუჯექი და ხელი ჩავჭიდე.

–ყველაფერი ჩემი ბრალია.ჩავილაპარაკე მე.

–ახლა თავიდან არ დაიწყო მილა!

–დრაკო მე რომ ლუნასთან დავრჩენილიყავი ენ ეს არ დაგემართებოდა.

–თავს ნუ იდანაშაულებ  შენ რომ არა მე…

–გაჩუმდი…გთხოვ.ცრემლი მომერია.

–შემომხედე.

გაუბედავად შევხედე.

–მაშინ სასტუმრო ოთახში…სიმართლე ვთქვი.

–ვიცი.ვუპასუხე მე.

–საიდან იცი.შემომიღრინა.გამეღიმა.

–დრაკო შენ შენს სახლში წამომიყვანე…მიუხედავად დიდი საფრთხისა მამაშენსაც კი აღუდექი წინ… ყოველივე ამის შემდეგ ძნელი მისახვედრი ნამდვილად არ იყო…

–მაგრამ ისიც ხომ იცი რომ შენთვის მხოლოდ მეგობრობის შეთავაზება შემიძლია…შენ მე ვერ შემიყვარებ.

–თუკი ჩემგან იგივე გრძნობის იმედი არ გქონდა–მისკენ გადავიწიე–მაშინ რატომ უთხარი ლორდს ტყუილი?ან საერთოდ რატომ გააკეთე ეს ყველაფერი?

– მაშინ არ მეგონა თუ ასე გართულდებოდა მდგომარეობა…

–ჯერ კიდევ მიშველე–ოთახში გეგონა რომ საბოლოოდ მემშვიდობებოდი არა? ხმაში სიცივე გავურიე.

–შენ არ გესმის…

–გეგონა რომ ბოლომდე არ მოგყვებოდი? ხმას ავუწიე–გეგონა რომ ვოლდემორის წინ მარტო დაგტოვებდი მშვიდად ვიჯდებოდი საერთო ოთახში გამწარებული ბრძოლის დროს და არაფერს გავაკეთებდი? გეგონა რომ უბრალოდ მოვშორდებოდი ამ ყველაფერს? ან იქნებ ამის იმედი გქონდა კიდეც!!!!

–მილა მე ეგ არ მითქვამს…

–მაგრამ მაინც გაიფიქრე ასეა არა? ფეხზე წამოვვარდი.–შენ ახლაც კი ყოყმანობ დრაკო! ახლაც კი გგონია რომ ეს ყველაფერი უბრალო თამაშია შენ ახლაც კი არ მენდობი.მიუხედავად იმისა რომ უტეხი ფიცი სასიკვდილო ფიცი დამადებინე! შენ ხომ მითხარი რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ყველაფერს ერთად გავაკეთებდით ყველა საქმეში ერთად ვიქნებოდით! ან იქნებ მე გავიგე რამე არასწორად?

– სწორად გაიგე მაგრამ აღარ მინდა პრობლემები შეგიქმნა მილა გესმის? კვნესით წამოიწია დრაკო ბალიშზე–შენ შენი ცხოვრება გაქვს გყავს საყვარელი დედა…მეგობრები… ჩვენ კი აქ…

–ვოლდემორისგან თავს ვერ დავაღწევთ ხომ?–სიმწრით გამეცინა.–მართალია თავი დამანება მაგრამ შენს ოჯახს მაინც არ მოასვენებს.ჰო შენ მართალი ხარ დრაკო.ახლა თავისუფლად შემიძლია ჩემს სამყაროში დავბრუნდე და იცი რა? ასეც ვიზამ! ჩემგან სამუდამოდ გათავისუფლდებით მეგონა რომ შეგინდობდათ მაგრამ გამოდის მთავარი დაბრკოლება ახლა მე ვარ… ასე არ შეიძლება…

–რას ბოდავ!!! იყვირა გამწარებულმა.

–დრაკო ასე ჯობია ყველასთვის.–ხმაში უკვე სიცივე მემატებოდა თავს ვეღარ ვცნობდი.–შენს ოჯახს საკმარისი რამ გადახდა თავს ჯობია კარგ მეგობრად გახსოვდე ვიდრე მომავალში გული უფრო მეტად გვეტკინოს… თანაც სამუდამოდ კონტროლის ქვეშ ხომ ვერ იცხოვრებთ…

–მილა არ მოგცემ უფლებას…წამოიწია მაგრამ ტკივილისგან გამწარებული ისევ ბალიშზე დაეშვა.

–ასე ჯობია და მორჩა!–ცივად გავაწყვეტინე სიტყვა და მასთან ჩავიჩოქე–  მესმის შენი თანადგომა მაგრამ ეს უკვე ჩემი გადაწყვეტილებაა…ერთმანეთს მეტ ტკივილს ნუ მივაყენებთ…რათქმაუნდა ვიზიარებ შენს გრძნობებს მაგრამ … სიტყვა ვერ დავასრულე და სასწრაფოდ წამოვდექი.

–არ შემიძლია დრაკო.მაგლებთან ვბრუნდები.სჯობს საუკეთესო მეგობრებად დავრჩეთ….ოჯახი დაიცავი…ნუ გამომყვები.გთხოვ.ეს ჩემი ბოლო სურვილია…სკოლაში შევხვდებით…

დრაკოს გამწარებული ძახილისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.ოთახიდან აცრემლებული გამოვედი  სასტუმრო ოთახში ჩავედი და ლუციუსის კაბინეტისკენ გავემართე.

–მისტერ მალფოი…

–ლუციუსი დამიძახე –გაზეთის ზემოდან გადმომხედა.

–  მისტერ…ლუციუს…მაინც ვერ გავბედე შინაურულად მიმართვა–ხვალ დილას შეგიძლიათ აეროპორტში წამიყვანოთ?

–სად მიდიხარ? გაზეთი დააგდო და შეშფოთებულმა წამოიწია.

–შინ ვბრუნდები….ასე აღარ შემიძლია.

–მილა თუ იმის გამო წუხხარ რაც დრაკოს დაემართა…

–არა ეს არაფერ შუაშია.–თბილად ვუთხარი მე–საკმარისი პრობლემები შეგიქმენით…უბრალოდ ასე გაგრძელება მართლა არ შემიძლია…სანამ აქ ვიქნები ის მონსტრი თავს არ დაგანებებთ.თუ მაგლურ სამყაროში დავბრუნდები და თქვენც გათავისუფლდებით…დაე ინადიროს ჩემზე.თანაც იქაურობა უკვე მართლა ძალიან მენატრება…დედაჩემი რას იფიქრებს ზაფხული  უკვე დადგა მე კი ისევ აქ ვარ…

–დრაკომ იცის შენი გადაწყვეტილების შესახებ? ზურგსუკან მომესმა ნარცისას შემკრთალი ხმა.

–იცის.ვუპასუხე მე თუმცა თვალებში შეხედვა ვერ გავბედე.

–რა გაეწყობა…ამოთქვა ლუციუსმა–ისე მაინც ხომ  ჯობდა დარჩენილიყავი…პოტერი…ხმები დადის რომ პოტერი რაღაცას გეგმავს ლორდის წინააღმდეგ…ტყუილად კი არ ეძახიან ამ ბიჭს  ”რჩეულს” იქნებ ცოტაც მოგეცადა…

უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

ჩემს ოთახში ავედი და ბარგი ჩავალაგე.როცა მანტიას ვიხდიდი კიდევ ერთხელ მეტკინა გული.

საღამოხანს აპარაცია გამოვიყენეთ და აეროპორტში გავჩნდით.შუა გზაზე ბელატრისაც შემოგვიერთდა.არ ვიცი რატომ მაცილებდა.შეიძლება უბრალოდ ჩვენს უსაფრთხოებას იცავდა.თუმცა მისი ყურადღება ძალიან მესიამოვნა.

დრაკოს არ დავმშვიდობებივარ.თავისი ოთახიდან არ გამოსულა.ასვლა ვერ გავბედე შეიძლებოდა ისევ  ნებისყოფას ეღალატა ჩემთვის…

ტრაპზე ნარცისა გადამეხვია.ამ მოულოდნელმა ჟესტმა გული ამიჩუყა.

ბელატრისამ ისევ თვალი ჩამიკრა.

–ვეცდები ლორდს ყველაფერი სწორად ავუხსნა – ამომძახა და ხუჭუჭა თმა უკან გადაიყარა.

– გმად…გმადლობ…ბელატრისა…პირველი შემთხვევა იყო როცა მას სახელით მივმართე.

სავარძელში ჩავეშვი თუ არა ცრემლები წამსკდა.

დავემშვიდობე ახალ სამყაროს…სკოლას რომელსაც უკვე ჩემს ახალ სახლად მივიჩნევდი.

ხალხს რომლებმაც თავისი ოჯახის წევრად მიმიღეს და თვით ვოლდემორის წინაშეც კი გვერდით ბოლომდე მედგნენ.

და მას…რომელიც მაგლების სამყაროში ჩემი სიზმრების გმირი იყო რომელიც ამქვეყად ყველაზე მეტად მიყვარდა…და რომელიც ჯადოქრულ სამყაროში ჩემი მეგობარი და თანამოაზრე რეალურად გახდა…

მეგობარი?..

მე საყვარელ ადამიანს მეორედ ვკარგავდი.

მაგრამ ამჯერად ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და არა ბედისწერა.

დრაკოს ოჯახმა ბევრი ტანჯვა გამოიარა ვოლდემორის ხელში.მე მათ გვერდზე სრულიად ზედმეტი ვიყავი.ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ იმას რომ მშვიდად ეცხოვრათ.

ჰო…ყველასთვის ასე სჯობდა…

რამდენიმე დღე გავიდა.

სასტუმროში ადვილად მოვეწყვე.ცოტაოდენი მაგლური ფული მქონდა გადანახული და ნომრის ასაღებად საკმარისი აღმოჩნდა.ადმინისტრატორმა გეორგთანაც დამაკავშირა.გამეხარდა მისი ხმის გაგება.კარგახანს ვისაუბრეთ.მითხრა რომ ისევ ნაცნობი მძღოლი მომემსახურებოდა და ლონდონს დამათვალიერებინებდა.ფულის აღება კი მის ჩამოსვლამდე უახლოესი ბანკომატიდან შემეძლო.

–წინ ორი კვირა გაქვს ასე რომ ისიამოვნე და პრობლემები დაივიწყე.მითხრა გეორგმა.მგონი აღარ მოგიწევს ფოტოშოპის გამოყენება სურათებზე…

გამეცინა.

ორი დღე ოთახში ვიჯექი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.მძღოლი არ გამომიძახებია.არაფრის ნახვის სურვილი არ მქონდა.

გადაშლილი ალბომი საწოლზე მედო.

ჰოგვორტსი.

ნაცნობი ხედები.

ხიდი….

ულამაზესი ტბა…

თვალწინ წარმომიდგა ჩემი პირველი ფრენა.

ბალახზე დავეშვით…წავბორძიკდი და სიცილით გავკარი დრაკოს მხარი…

მაშინ ეს ყველაფერი მას უბრალო თამაშად მიაჩნდა.

მაგრამ მან ფიცი დამადებინა…

რა სულელი აღმოვჩნდი რომ ეს სამუდამო ერთგულების დასტურად მივიჩნიე…

საწოლზე დავეცი და მწარედ ავქვითინდი.

ვერ გავიგე როდის ჩამეძინა.

…………………………………………………………

–რა ლამაზია…

–  ჰო ასეთია ჩემი ქალაქი…

კარები დედამ გააღო.შეჰკივლა და ჩამეხუტა.

–შვილო…დამიბრუნდი…

ეს ვინ არის? ხელი შემიშვა და გაოცებით გახედა ჩემს გვერდით მდგარ მაღალ ფიგურას……

ხმაურმა სასიამოვნო ზმანებებიგან გამომაგდო.მოსაღამოვებულიყო.

ნუთუ ამდენ ხანს მეძინა?

კარებზე ვიღაც გამეტებით აბრახუნებდა.

‘’გეორგი ჩამოვიდა?’’

სხვა ვინ უნდა ყოფილიყო?სასწრაფოდ კარისკენ გავექანე.

ზღურბლზე მალფოი იდგა.

–მილა.ჩაილაპარაკა მან–ვერ გაგიშვებ.არ შემიძლია.

მოგზაურობა ჰოგვორტსში (11-15)

თავი 11

ოთახში შევედით.მალფოი ყუთზე ჩამოჯდა და მანტია გადაიძრო.

–დღეს გამომივიდა.–მითხრა ხრინწიანი ხმით–ბელატრისას მაშინვე უნდოდა ამოსვლა მაგრამ უფლება არ მივეცი…მოვიმიზეზე რომ კიდევ ერთი ცდა იყო საჭირო ბოლომდე უსაფრთხოების დასამოწმებლად…

–ესე იგი ნებისმიერ დროს შეიძლება სკოლაში შემოვიდნენ?

–არა.თავი გააქნია.–ჯერ ბატ…იმან ბრძანება უნდა გასცეს და ბოლოს..ჩემგან უნდა მიიღონ დასტური რომ ყველაფერი მზადაა..აქაც მე უნდა დავხვდე…

–ჩვენ.მე შენთან ერთად ვიქნები!

–მილა დრო იწურება.–მუდარით შემომხედა.–სჯობს მეტად აღარ ჩაერიო..და საერთოდაც სჯობს მათ შემოსვლამდე ერთმანეთისგან შორს ვიყოთ…პოტერის ბანდა თვალს არ გვაშორებს. გაკვეთილებზე აღარ მოვალ…იმიტომ რომ თუ დამიჭირეს..შეიძლება შენც ჩაგავლონ…არ მინდა საფრთხეში ჩაგაგდო..გასაგებია?

–ეგ შენი გადასაწყვეტი აღარაა.ცივად გავაწყვეტინე მე–ფიცი დავდე რომ ნებისმერ საქმეში შენს გვერდით ვიქნებოდი.არავითარი თხოვნა აღარ მიიღება.კარადის გახსნას შენთან ერთად დავესწრები..!

–მილა…

–გაჩუმდი! შევუტიე მე–თუ ისინი რამის დაშავებას შეეცდებიან შევძლებ აქაურობას გაგარიდო!!! უკვე ვიცი საკმარისი თავდაცვის შელოცვები!!!

–ასე რატომ რისკავ ვერაფრით ამიხსნია.–ფეხზე წამოხტა დრაკო–შენ მათ არ იცნობ არ იცნობ გესმის! შენ ეს თამაში ხომ არ გგონია! ბელატრისა ისე გესვრის შელოცვას სახიდან ღიმილი არ მოშორდება!

–მეგობრისთვის თავის გაწირვას დიდი გაგება  სჭირდება?–ჯიქურ შევაცქერდი სახეში–დრაკო მაგლურ ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია ისეთი რომ თავი გამომეცადა და გამეგო საერთოდ რა შემიძლია…მე რომ ადრე გამეთავისუფლებინა ჩემი უნარი შეიძლებოდა ისიც კი არ მომხდარიყო რაც მოხდა…თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს…მე იმასაც ვნანობ რომ იმ დღეს პოტერი ვერ შევაჩერე სააბაზანოში…

–შენ დაგვინახე?…შეკრთა დრაკო–მაგრამ ხომ თქვი რომ…

–მე რომ დამეცავი შეიძლება ისიც არ მომხდარიყო რაც დაგემართა მაგრამ შემეშინდა–სიმწრით ჩავილაპარაკე მე.

–მილა…მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია–შენ დაგვინახე თუ არა?

– მგონი ნამტირალევი სახით იდექი…ამოვთქვი და ამის გახსენებაზე გული ისევ მომეწურა–საშინელი სანახავი იყავი…მერე ”ავადა კედავრა” გავიგონე და გამოვიქეცი…ყველაზე ახლოს სნეიპის კაბინეტი იყო…

–და ეს ყველაფერი სნეიპს დაუმალე?

თავი დავუქნიე.მალფოიმ მოულოდნელად გულზე მიმიხუტა.მის შეხებაზე ისევ გამაჟრჟოლა.

–შენ ჩემი ნამდვილი ნამდვილი მეგობარი ხარ…

კარადასთან მივედით.მაჩვენა როგორ მუშაობდა.ძველი წიგნი დავდე თაროზე.5 წუთში წიგნი ხელუხლებლად მაგრამ გადაშლილი და ფურცლებდაგლეჯილი დაბრუნდა უკან.

–რა მაგარია!

–ბორჯინი მეხმარება.ახსნა დაგლეჯილი წიგნი მალფოიმ.ჰო მართლა…შენ რამე გაარკვიე?

–არაფერი. ჰერმიონისგან მხოლოდ ის გავიგე რომ დამბლდორი და ჰარი რაღაც საიდუმლო საკითხზე მუშაობენ დამბლდორი მას კაბინეტში იბარებს მაგრამ არ ვიცი რატომ…

–თუ იცი ყოველდღე ხვდებიან ერთმანეთს?

–არა.მგონი ყოველ კვირას…

–სნეიპს რამე ხომ არ…

–იმ გაკვეთილის შემდეგ რაც შენიშვნა მომცა ისევე ცივად მექცევა როგორც ყველას.

–მილა მილა…თავი გააქნია.

ისევ იატაკზე დავსხედით.

–ვინ არის ის”ცუდი ბიჭი” შენ რომ საავადმყოფოში ახსენე? მკითხა მოულოდნელად.ეს ისეთი წარმოუდგენელი იყო შევხტი.

–ეს დიდი ხნის წინ იყო…

–რამე ხომ არ დაგიშავა?

–არა.ის…მკვდარია.ტრაგიკულად დაიღუპა…

აღარაფერი უთქვამს.ცოტახანს ჩუმად ვისხედით.

–მე სიყვარული არ ვიცი რა არის.მითხრა ხმადაბლა.ადრე პენსისთან თავს კარგად ვგრძნობდი მაგრამ უფრო  ვიყენებდი… სხვადასხვა საქმეებში ჩემს მაგივრად წერდა თემებს…მეგზავნებოდა რაღაც წვრილმანებზე..ასე თუ ისე კარგი მეგობრები ვიყავით…მაგრამ დრო გავიდა და შეიცვალა.რაღაცნაირი  გახდა.ამაყი.ცივი.მბრძანებლობა დაიწყო.იმდენი ქნა ჩემს ოჯახსაც დაუახლოვდა…მე ვერ ვიტან თავს რომ მაბეზრებენ.მან კი ეს სხვანაირად გაიგო…

– როგორ სხვანაირად?

–როცა დაშორება ვცადე… ხომ ხედავ რა რეაქცია ჰქონდა შენს დანახვაზე…

– გასაგებია…ჩვეულებრივი ქალური ეჭვიანობა…გამეღიმა–არ წავიდეთ?

––მოიცადე..ამ დღეებში ვეღარ გნახავ…თმაზე გამეთამაშა–ხვალ ბორჯინთან უნდა შევირბინო მამაჩემი უნდა ვნახო და ბატ…ჯანდაბა! იმის დასკვნა უნდა გავიგო…ზაბინის ვეტყვი ყურადღება მოგაქციოს და თუ რამე გაგიჭირდეს..სლიზერინის ოთახში დაუბრკოლებლად შეგიძლია ჩახვიდე.პაროლსაც გეტყვი…

–კარგი…დავფიქრდი–შეგიძლია სლიზერინის ფორმა მიშოვო?

–რად გინდა?

–თუ სიტუაცია დაიძაბება…უეჭველია პოტერს მაინც ყველაფერი ეცოდინება…დამხმარეებს გამოიძახებს…დაპირისპირებისას სლიზერინელებმა ხომ შეიძლება შემთხვევით მეც მესროლონ…

–არავითარი დაპირისპირება არ იქნება…საქმეს ჩუმად დავასრულებთ და მორჩა…პოტერი…ჰმ პოტერს სიამოვნებით მოვკლავდი მაგრამ ეს არ მაწყობს…და არც იმას აწყობს…ფორმას რაც შეეხება…მანტიას შეულოცავ შეღებვის შელოცვით და ეგაა…მეგონა იცოდი–მალფოიმ ჯოხი ამოიღო და წამში სლიზერინის ფორმაში გამოვეწყვე.

–გიხდება.

–შენც.მივუგე მე და მისი მანტია გრიფინდორის ფორმად ვაქციე.

–რა საშინელებაა…სიცილი აგვიტყდა.მანტიების ფერებს ვცვლიდით და ვერთობოდით.ხუმრობით კისერზე მკლავი შემომაჭდო და თავისკენ მიმიზიდა.მის ცხელ სუნთქვაზე ისევ ცუდად გავხდი.აღელვება შემატყო და ხელი სასწრაფოდ  გამიშვა.

–რა დაგემართა?

თავი გავაქნიე და მძიმედ ამოვისუნთქე.

–ჩემი ისევ გეშინია? მკითხა მოღრუბლული სახით.

–არა.ვუპასუხე მტკიცედ.ამის გაგონებაზე მსწრაფლ მწვდა და კედელთან მიმიმწყვდია–არც ახლა?

თავი ჯიუტად გავაქნიე.ხელი ასწია თითქოს დარტყმას აპირებდა. ხუმრობით დავხუჭე თვალები.

–ხმა გესმის?

–არ…რა ხმა?

მალფოიმ ჯოხი ამოიღო და მიშველე–ოთახის შესასვლელისკენ დაიძრა.მაშინვე დავაძრე ჯოხი და უკან მივყევი.უცებ დრაკო გაქრა.

– დრაკო…დრაკო! დავუძახე შიშისგან მიკნავებული ხმით.

ნაბიჯი წინ წავდგი თუ არა უკნიდან წამომეპარა და თვალებზე ხელები ამაფარა.შიშისგან წამოვიკივლე.

– რა სულელი ხარ! ვერ გიტან!

– ვერც მე.მიპასუხა მხიარულად და ისევ ჩამიხუტა…

ყველაფერი გარკვეული იყო ჩვენს შორის.ჩემი ოცნება ასრულებული იყო.სლიზერინის ყველაზე ‘’ცუდი ბიჭი’’ მიშველე–ოთახში კარადასთან იატაკზე ჩემს წინ იჯდა ხელისგულებზე ჩემი თმა გადაეფინა და ღიმილით შემომყურებდა.

უკვე აღარაფერი მადარდებდა.

უკვე აღარც ის გვადარდებდა რას იტყოდნენ ჩვენს მეგობრობაზე…

ხელგადახვეულები გამოვედით ოთახიდან.დარბაზი ისე გადავიარეთ ხელი არ გაუშვია ჩემთვის.სტუდენტები დერეფანში თვალებგაფართოებულები მოგვჩერებოდნენ.ჩვენ კი ვსაუბრობდით ვხუმრობდით და ვიცინოდით.მოულოდნელად სნეიპი ისევ გამოჩნდა.

–დრაკო უნდა დაგელაპარაკო…

–თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს! როდის უნდა დამანებოთ თავი? ჩემთვის ხელი არ გაუშვია ისე მიაყარა მალფოიმ.

–იცოდე ათ წუთში კაბინეტში გელოდები! მუქარით წარმოთქვა სნეიპმა და გატრიალდა.

–მიდი რას კარგავ? ვუბიძგე მე.

–მივალ მაგრამ მანამდე…მანტიიდან პატარა კოლოფი ამოიღო.მინდა ეს შენ გქონდეს…

–დრაკო ეს რა არის?..ამოვღერღე მე.

კოლოფში ულამაზესი ყელსაბამი იდო.მსხვილ უცხო სტილზე ნაქსოვ ოქროს მტკიცე ჯაჭვზე ალბათ მალფოების საგვარეულო ნიშანი ეკიდა…

–ეს ჩვენი ოჯახის ერთ–ერთი საგვარეულო ნივთია…ჩემს დიდ ბებიას ეკუთვნოდა.

–დრაკო…

–როცა პენსის ვხვდებოდი…შემაწყვეტინა–დედაჩემმა ის სადილზე მიიწვია ჩვენთან მის ოჯახთან ერთად.და მისთვის უნდოდა რომ მეჩუქებინა მე არ მეხერხება ასეთი რამეები…არ მიყვარს სიურპრიზები და ასეთი სისულელეები.წამოვიღე და აქ დავმალე…მერე სიტუაცია აირია.ახლა კი მინდა ეს შენ გქონდეს.იმ შემთხვევისთვის თუ რამე დამემართება…

–ნუ ბოდიალობ რაღაცას…აღარ დავამთავრებინე.

–იმედია მთლად უხეშადაც არ გამომსვლია…

–მშვენივრად გამოგივიდა…თმა ავიწიე და ფრთხილად გამიკეთა.

–ეს კი შენ…ჩემი საყვარელი უბრალო ოქროს სამაჯური წავიძვრე და გავუკეთე.დედაჩემის საჩუქარი იყო ჩემს დაბადების დღეზე.უბრალო სამაჯური წარწერით ”მილა.სამუდამოდ.”

–მაშ ვართ მეგობრები?…დაიჩურჩულა დრაკომ.

–სიკვდილამდე…

– ყველანაირად ვეცდები ხვალ გნახო…

მაგრად მომეხვია და სწრაფად გამშორდა.

ჰო ჩვენს ურთიერთობას მეგობრობა ერქვა.რატომ? შექმნილ სიტუაციაში ზედმეტზე საუბარი უბრალოდ სისულელე იქნებოდა.მე ვგრძნობდი მისგან სიმპათიას და ალბათ ისიც მიმიხვდა გულისთქმას მაგრამ ზედმეტებში არ გადავსულვართ.რაც მთავარია ჩვენ ერთმანეთს გავუგეთ…ეს იყო ჩვენთვის მთავარი…

საერთო ოთახში ჩემს გამოჩენას აუტანელი სიჩუმე მოჰყვა.

არავისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.საძინებელში ავვარდი და სასწრაფოდ ნივთების ჩალაგება დავიწყე.პარვატის საწოლზე რაღაც მანათობელი შევამჩნიე.მსხვილი მონეტა იყო.ალბათ გალეონი.ზედ წარწერა ‘’და’’ ანათებდა.

ვერ მივხვდი ეს რა იყო.გადავწყვიტე მერე ზაბინისთვის მეკითხა.შელოცვების წიგნი გადმოვიღე. განიარაღება..განბლოკვა…აფეთქება..არა არაფერი დამავიწყდებოდა ყველაფერი გონებაში მტკიცედ მქონდა ჩაბეჭდილი.წიგნი დავხურე.

დრო იყო ტრელოუნისთან მივსულიყავი.

თავი 12

გამარჯობა პროფესორო.

–მის ბლეექ….გატყლარჭულად მომესალმა ტრელოუნი.

–თქვენი დახმარება მჭირდება პროფესორო მინდა რომ ჩემი უნარი გავაუმჯობესო…

ისეთი სახე გაუხდა თითქოს ლატარიაში ჯეკპოტი მოეხსნას.

–ამ უნარის განთავისუფლება პირველ რიგში ნებისყოფაზეა დამოკიდებული…დაიწყო ენთუზიაზმით და თვალები მინაბა–ამას შინაგანი ძალების კონცენტრირება და გონების მაქსიმალურად დაძაბვა სჭირდება…

სანამ მონოლოგს დაამთავრებდა გული გადამელია.გონებაში საკმაოდ მქონდა მოგონებები რომლის საშუალებითაც კონცენტრაციას ალბათ იოლად შევძლებდი…

–გთხოვთ დაიწყოთ.შეეხვეწე მე და სფეროსთან მოვიკალათე.

–ახლავე? გაუკვირდა პროფესორს.

–დიახ.მე მზად ვარ.გთხოვთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია…დიდი დრო სჭირდება?

– არა… მაგრამ ეს ძალიან სახიფათოა…

– ეს მნიშვნელოვანია ძალიან გთხოვთ ყველაფერს გავუძლებ…მე ხომ აქ ამისთვის ჩამოვეედი რომ ბოლო ბოლო გავარკვიო რა უნარი გამაჩნია ასეთი…

– იმედია ექთნის დახმარება არ დაგვჭირდება… მე… მე მარტო ვერ შევძლებ შენს დახმარებას აუცილებლად უნდა დაგვესწროს ვინმე…დაიბნა ტრელოუნი.

– ძალიან გთხოვთ პროფესორო…ეს მნიშვნელოვანია…

ალბათ ძალზე შესაბრალისი სახე მქონდა რადგანაც ტრელოუნი მაშინვე დამთანხმდა…

ოთახიდან უზარმაზარი წიგნი გამოიტანა ოთხი მსხვილი სანთელი აანთო და ჩემს წინ მოკალათდა.

– ხელი მომეცით.მიბრძანა მოულოდნელად მტკიცე ხმით.–ეს ძალიან ძლიერი შელოცვაა და ვერ დამიჯერებია რომ ამას ასე მოუმზადებლად დავთანხმდი… ახლა თქვენზეა დამოკიდებული გაუძლებთ თუ არა ამას…

–რას?

და მოულოდნელად საშინელი ტკივილი ვიგრძენი.

თითქოს თავი ორად მეპობოდა.მოგონებები ერთმანეთში აირია.

რაღაც ჯოჯოხეთური გამოსახულებები იყო.რატომღაც გაფუჭებული ტელევიზორის ეკრანი გამახსენდა..ამან სახლი გამახსენა.შევეცადე დედის სახე წარმომედგინა მაგრამ ქაოსში ვერაფერს  ვარჩევდი.სასოწარკვეთილმა მთელი ძალით დავძაბე გონება.მგონი მიშველა…

ტრელოუნი დაბალი ხმით ღაღადებდა რაღაცას.გონება უკიდურესად დავძაბე თუმცა აუტანელ ტანჯვას განვიცდიდი.გამახსენდა ჩემი ოთახი… მეგობრები…მალფოის შეხებაც წარმომიდგა თვალწინ წამებში გამირბინა გაცნობის კამათის ვარჯიშის საავადმყოფოში სტუმრობის სცენებმა თვალწინ…თითქოს მისი შეხება ისევ ვიგრძენი…

მკაფიო ხილვა გექნებათ თუ არა პროცესს შევწყვეტ გაიგეთ მის? დამიყვირა ტრელოუნიმ.

მისი ხმა ბუნდოვნად ჩამესმა.მეგონა თავი გამისკდებოდა მიუხედავად ამისა მაინც ჯიუტად ვაგრძელებდი წარსულის მოგონებებში ქექვას.მოულოდნელად ეს ყველაფერი გაქრა ტკივილი დაცხრა და ვარდისფერ ბურუსში აღმოვჩნდი…

–დრაკო შესანიშნავია…

–ახლა საშუალება გვეძლევა ჩვირფასი დამბლდორი იმქვეყნად გავამგზავროთ..მაგრამ ვინ გააკეთებს ამას?

–მიდი დრაკო და საქმე ბოლომდე მიიყვანე…მხოლოდ ხმები მესმოდა ბურუსიდან.

ეს ხმები გაქრა და ჰოგვორტსის დარბაზში აღმოვჩნდი.

ფიგურებს ბუნდოვნად ვხედავდი თითქოს თვალებზე ბინდი მქონდა აფარებული.ირგვლივ ყველანი დარბოდნენ და ყვიროდნენ.მწვანე შუქმა გვერდით ჩამიარა…

ნაცნობი ქერათმიანი ფიგურა კიბეზე ფერმიხდილი ჩამორბოდა მას სნეიპი და..გავშეშდი.ბელატრისასთან ერთად მთელი სიკვდილის მხვრელების შემადგენლობა მოჰყვებოდა…წინ ვიღაცეები გადაეღობნენ…მაგრამ კიბესთან ვერ მიაღწიეს საშინელი აფეთქება გაისმა…

–მოღალატე!!! სად გარბიხარ!!! მკვლელო!!! მომესმა ჰარის ღრიალი და იმავეწამს ბურუსიდან გამოვედი.

–რა დაინახე? ჩამეკითხა გაფითრებული ტრელოუნი.

ოფლი მოვიწმინდე და მიმოვიხედე.სანთლები ჩამქრალიყო.გაშავებული მინის სფერო იატაკზე ეგდო.

აცახცახებული წამოვდექი.

–სულ ეს იყო?

–შენ ხილვა გქონდა.აღტაცებით შესძახა ტრელოუნიმ.

–გმადლობთ.ისეთი არაფერი დამინახავს…გთხოვთ მერე აგიხსნით…ახლა უნდა წავიდე…

– შენ დასვენება გჭირდება ძვირფასო…მადამ პომფრისთან შეიარე რამე დამამშვიდებელი მოგცეს…ხვალ ისევ გავაგრძელებთ…ახლა ძილი აუცილებელია იმიტომ რომ  შეიძლება ხილვა რამდენჯერმე გქონდეს და ეს მეცადინეობაში ხელს შეგიშლის… შენი გონება ახლა ნელ–ნელა თავისუფლდება…მერე ისევ წავივარჯიშებთ…პროფესორი საოცრად აღტაცებული ჩანდა.

–გმად…გმადლობთ…ხელი ავწიე და გაბრუებული წავბარბაცდი გასასვლელისკენ.საწოლ ოთახში გაჭირვებით ავედი.მანტია გადავიძვრე.ისე საშინლად მციოდა შიგნით ორი მაისური ჩავიცვი.

ჩემი ვარაუდით ბრძოლა იყო მოსალოდნელი.

ასეც ვიცოდი.

თუ ჩაგვავლებდნენ მე და დრაკო გავიქცეოდით. რომელიმე ქალაქში აპარაციით გადავიდოდით სადაც მანტიებით ვერ გამოვჩნდებოდით…საერთოდაც ლონდონში შეგვეძლო წასვლა გეორგი უპრობლემოდ დაგვეხმარებოდა…

საერთო ოთახიდან ჩოჩქოლი მომესმა.

–პარვატი რა ხდება? მივვარდი მეგობარს.

–ჰარიმ დაგვიბარა რომ ”და” შევკრიბოთ–მონეტა დამანახა.

დამბლდორის არმია?

‘’აი თურმე რისთვის ყოფილა განკუთვნილი…’’

პარვატის ნევილმა დაუძახა.დრო ვიხელთე პორტრეტში გადავძვერი და სლიზერინის ჩასასვლელისკენ გავიქეცი.კართან მივედი თუ არა მანტიას შევულოცე და მწვანედ ვაქციე.

მთელი კლუბი თითქოს მე მელოდა.

– მალფოი სად არის?დავუყვირე ზაბინის.

–აქ ვარ.წამოდგა დრაკო.რა ხდება? სულ გაფითრებული ხარ…

–კოშკის თავზე ორი ცოცხი დავინახე–ვუთხარი ჩურჩულით–ახლა მოსწავლეები გარეთ ვერ იფრენენ ამიტომ ვერ ვხვდები ვისი უნდა იყოს…კრაბი და გოილი სად არიან? ისინი გაუშვი კოშკში?

–ხილვა გქონდა? ტკივილს გაუძელი?

თავი დავუქნიე.

არც დაფიქრებულა რომ ირგვლივ ასოცდაათი კაცი გვიყურებდა მომეხვია ლოყაზე მაკოცა და გასასვლელისკენ გაიქცა.

– ახლა ყველაფერი ნათელია…აქ დარჩი! მომაძახა და გაქრა.

არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.ბიჭები დაბნეულები შემომყურებდნენ.სლიზერინის მანტიამაც ვერ მიშველა სტუდენტებში ხმაური ატყდა.რამდენიმემ ჯოხიც დააძრო.ზაბინიმ ხელი ასწია.

–დაწყნარდით! და გვერდით ამომიდგა.

– ზაბინი ეცადე ეს პენსიმ არ გაიგოს.ვუთხარი მე–ხელს შემიშლის…მე კი არ მინდა მას რამე დავუშავო.მალფოის ჩვენი დახმარება სჭირდება…საგანგებო მდგომარეობაა.ხომ გესმის ჩემი?

თავი დამიქნია.

– მე წავალ…

– მაგრამ მილა დრაკომ ხომ გვითხრა…

– სანამ დავბრუნდები…ბიჭები შეკრიბე! დამიჯერე ასეა საჭირო!

საერთო ოთახში დავბრუნდი.

”და” თითქმის მთელი შემადგენლობით შეკრებილიყო. ირგვლივ საბრძოლო განწყობა იგრძნობოდა ტყუპი უისლებიც მოსულიყვნენ მაგრამ მხიარულება საერთოდ არ ეტყობოდათ.ყველა დაძაბულიყო. ერთმანეთში დაბალი ხმით საუბრობდნენ.ჯოხებს ამოწმებდნენ.სამეული არსად სჩანდა.

– მილა.მომიახლოვდა დაღვრემილი სიმუსი.

– გისმენ სიმ…

– ხომ დაგვეხმარები?

ვერაფერი ვუპასუხე.

– არვ იცი ჰარიმ რატომ შეგვკრიბა მაგრამ შარშან საკმაოდ მძიმე ამბავი გადაგვხდა თავს…გაიგებდი ალბათ სამინისტროში მომხდარ ამბავს…ასე რომ არ ვიცით ახლა რა იქნება…მე შენს გვერდით ვიქნები და ყველანაირად დაგიცავ…კარგი?

– გმადლობ…

– მილა…იმედია არ გვიღალატებ…

ამ სიტყვებზე ისეთი გაბრაზებული სახე მივიღე სიმუსმა უკან დაიხია.

– გასაგებია.ჩვენთან ხარ…ჩაიღიმა და შებრუნდა.

ოთახში შევბრუნდი და ბარგი შევამოწმე.ზურგჩანთაში სლიზერინის ლოგოც ჩავდე.ხელი მალფოის ნაჩუქარ ყელსაბამზე მომიხვდა.

საწოლზე ჩამოვჯექი და შევეცადე გონებაზე კონცენტრაცია მომეხდინა.

ცოტათი უკან რომ გადამეხვია მოვლენები შევძლებდი დრაკოს ადგილსამყოფელის დადგენას…

ტკივილს ისევ გავუძელი და მოგონებების ქაოსში გაჭირვებით გავაღწიე.

არაფერი გამომივიდა.

ვარდისფერ ბურუსში მხოლოდ გაუვალი კედელი ჩანდა.

გონების წვალებას თავი დავანებე ოფლი მოვიწმინდე და ქვემოთ ჩავედი.

საერთო ოთახში მღელვარებამ იმატა.ვხედავდი რომ ნელ–ნელა ემატებოდნენ ოთახს საბრძოლველად გამზადებული სტუდენტები.პორტრეტს მივუახლოვდი და გადასვლის დროს ყველაფერს მივხვდი.

ხილვაში გამოსახული კედელი ხომ მიშველე–ოთახში შესასვლელი იყო…

ესე იგი დრაკომ საქმე დაასრულა…

და სულ მალე სიკვდილის მხვრელები ჰოგვორტსს მოედებოდნენ…

ფორმის შეუცვლელად შევვარდი სლიზერინის ოთახში.

– ზაბინი მე…

–ამას აქ რა უნდა? იკივლა დივანზე წამომჯდარმა პენსიმ წამოხტა და ჯოხი მოიმარჯვა.რამდენიმე გოგომ მას მიჰბაძა.დანარჩენები არც განძრეულან.

–ზაბინი კრაბ გოილ და…შენ!  წინ გამოვათრიე მარკუს ფლინტი. გამომყევით …

–სად მიჰყვებით ამ მოღალატე მუქსისხლიანს!  იკივლა პენსიმ და ჯოხი ასწია.

–გაშეშდი! დავასწარი მე.პენსი ხელებგაფარჩხული დარჩა.გოგოები აყვირდნენ.მათთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია კიბეზე ავვარდი ბიჭები უკან მომყვნენ.

–მილა რა ჯანდაბა ხდება? გაბრაზებული მომდევდა ზაბინი.მალფოის ჩვენთვის არაფერი უთქვამს…

–ხილვა მქონდა!!! ვუყვირე მე.მალფოის უნდა დავეხმარო სანამ მიშველე–ოთახში შევალ გარეთ გვიდარაჯეთ ”და”–ს წევრები შეიძლება შეტევაზე გადმოვიდნენ ეცადეთ შეაკავოთ…მალფოი ოთახიდან უჩუმრად უნდა გამოვიყვანო! თუ ჩავვარდით ყველანი დავიღუპებით!

–კრაბ წადი და სტებს უთხარი რაც ხდება დამხმარეები დაგვჭირდება! ვისაც არ დაეზარება ყველანი წამოვიდნენ!!!

–აქ დამელოდეთ… კედელთან შევაჩერე ბიჭები.და ზაბინი გვერდზე გავათრიე.

–ყველანაირად ეცადე ბრძოლაში ჰარის დამხმარეები ისე შეაკავო რომ ზედმეტად არავინ დაშავდეს…მსხვერპლი არ გვჭირდება! აშკარაა ჰარიმ მალფოის ზრახვები შეიტყო…არ დავუშვებ მას რამე დაუშავონ გასაგებია? ვიცი რომ გესმის ჩემი! ვიცი რომ ჩემზე და მალფოიზე ყველაფერი იცი! ხომ მენდობი? ბლეზ მენდობი?

გაკვირვებულმა ზაბინიმ თავი უხმოდ დამიქნია.

თვალები დავხუჭე და ჩემი და მალფოის კოცნა წარმოვიდგინე.

კარი გაჩნდა.

ნივთების ლაბირინთში ძლივს გავიკვლიე გზა.

დრაკო! ვიყვირე გამწარებით.

–შენ აქ რა გინდა?

მალფოი კარადასთან იჯდა ჯოხით ჰაერში რაღაც ნივთი აეწია და უაზროდ ატრიალებდა.

–მოკეტე.გავუჯავრდი მე და გვერდით ჩამოვუჯექი.გგონია მარტო შენ შეგიძლია კარს საიდუმლოდ უბრძანო?

–პაროლს მიმიხვდი არა?..კარგი…რა გაეწყობა…წამოდგა.

– დაასრულე?

–უკან დაიწიე…

კარადას ჯოხი მიუშვირა და რაღაც ფრაზა გაბმულად წარმოთქვა.კარადა სახიფათოდ აყანყალდა.

–წავედით! ხელისკვრით წინ გამიგდო და სწრაფად გამოვუყევით გზას.უკან მივიხედე.კარადის კარი გაიღო და მუქი იისფერი კვამლი გამოჩნდა…

–დრაკო სად მიდიხარ?დაგვეწია ვიღაცის მკივანა ხმა.

–გადი! კარისკენ მიბიძგა მალფოიმ.

–არა! გავჯიუტდი მე.

–გადი–მეთქი მილა მე არაფერი დამემართება.გპირდები…

– არ გავალ დრაკო გასაგებია? ფიცს არ დავარღვევ! კარს ჯიქურ ავეფარე.

–დრაკო რა ხდება?

ბელატრისა მაშინვე ვიცანი.ჯოხმომარჯვებული იდგა და გაოცებული შემოგვყურებდა.მის უკან ვიღაც თმაგაჩეჩილმა ტიპმა გამოიჭყიტა და ავად დამისისინა.

–ამის დრო არ არის–დავასწარი დრაკოს.ბელატრისას თვალები გაუფართოვდა.–დამბლდორი და ჰარი წუთი–წუთზე დაბრუნდებიან დავალებიდან…”და”–ს წევრებმა უკვე ყველაფერი იციან სიფრთხილე გვმართებს…რას მიყურებ ხილვა მქონდა.გადავუჩურჩულე მალფოის.–გავდივართ თუ არა? ისევ ავიმაღლე ხმა.

ჩემი სითამამით გაოცებულ სიკვდილის მხვრელებს სიტყვაც არ დაუძრავთ.დრაკოს ხელი ჩავავლე.ყველანი უკან მოგვყვნენ.კარი გავაღე.

–არ გაინძრეთ!!!

კიბესთან ჯოხმომარჯვებული ნევილი იდგა და განრისხებული გვიმზერდა.

მოულოდნელად მალფოიმ ხელი აიქნია.ირგვლივ საშინელი სიბნელე ჩამოწვა.შორიდან ბელატრისას ხარხარი გაისმა.

–გოილ სად ხარ! დაიღრიალა მალფოიმ.

გოილი გამოჩნდა.ხელში რაღაც გრძელი საგანი ეჭირა რომელიც ფანარივით ანათებდა.სწრაფად გავიკვლიეთ  კოშკისკენ გზა.ირგვლივ ყვირილი და შეძახილები ისმოდა მაგრამ შელოცვებს არავინ გვესროდა.ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.

–მე ახლა ამათ უნდა გავყვე.დამიყვირა მალფოიმ.შენ კი…ჩემს მანტიას ჯოხი შეახო და ისევ გრიფინდორის ფორმად აქცია.–მათ შეუერთდი რომ რამე არ იეჭვონ და თუ ბრძოლა არ გინდა საერთო ოთახში დაბრუნდი…

–გამოგყვები გთხოვ…

–არა.დამიყვირა აკანკალებული ხმით.–შენიანებს შეუერთდი!!!

–ვიცი რომ ბრძოლა ატყდება–ვიკივლე მე და ცრემლები წამომივიდა.–ხილვა მქონდა!!!

–სხვა გზა არ მაქვს მილა…მაგრამ არ დავუშვებ რომ შენ რამე დაგიშავდეს!

–დრაკო! მოისმა ზევიდან უხეში ძახილი.

–უნდა წავიდე…

სიტყვა არ დავამთავრებინე და ჩავეხუტე.ნისლი ნელ–ნელა იფანტებოდა.უნდა მეჩქარა თორემ დაგვინახავდნენ.

–სიკვდილამდე…ვუთხარი მე და ხელი გავუშვი.

ნისლი გაიფანტა.სწრაფად ჩავირბინე კიბე.

–მილა კარგად ხარ? მომვარდა სიმუსი–მადლობა ღმერთს…

თანდათან სხვებიც გავარჩიე.

ნევილის მზერაზე შევკრთი მაგრამ მან მეგობრულად დამიქნია ხელი და ისევ სადღაც გავარდა.სლიზერინის ფორმამ გაამართლა…მათ ვერ მიცნეს…

–ჰარი სად არის? სიმუსის გვერდით აქოშინებული მივრბოდი.

–კიბეზე დავინახეთ მეტი არაფერი ვიცი…რუკა მოვიშველიეთ ჰერმიონმა ივარაუდა რომ მალფოისთვის მიშველე–ოთახს იყენებდნენ… მოვედით და მოვიმწყვდიეთ მაგრამ გაგვისხლტნენ… მერე მისი ხმა გავიგონე… მისი…ბელატრისასი…

–კარგი კარგი ! გავაწყვეტინე მე . ჰარი სანამ გამოჩნდება მანამდე ეცადეთ დარბაზში მასწავლებლებთან ერთად აკონტროლოთ სიტუაცია მე მალე შემოგიერთდებით…არ დაიფანტოთ…მაშველი ძალაც დაგვჭირდება…

– რას ამბობ მთელი ორდენი გვეხმარება…

საერთო ოთახში გავიქეცი.ზურგჩანთა ისევ შევამოწმე.

არ ვიცოდი მალფოი სად იყო და საერთოდ რა ხდებოდა მის თავს.

შეიძლება კიდეც გააკეთა საქმე მაგრამ ვოლდემორს რამე დაეჯერება? ის ხომ მათი ბატონია…როცა უნდა მაშინ შეცვლის გადაწყვეტილებას…

ნეტავ გაქცევას მოვასწრებთ?

თავი ამტკივდა და ნაცნობ გრძნობაზე მაშინვე თვალები დავხუჭე.ვარდისფერ ბურუსში ნაცნობი კიბე გამოისახა…

–სწრაფად დრაკო! აჩქარებდა სნეიპი.ბელატრისას უკან მთელი ბანდა მოჰყვებოდა.რატომღაც ჩუმად მოდიოდნენ…

–შეიძლება დავრჩე? შეეკითხა სნეიპს მალფოი მოგუდული ხმით.

–არა!

ხილვა შევწყვიტე ბურუსიდან ამოვყვინთე და მაშინვე ბარბაცით გავიქეცი გასასვლელისკენ.

თავი 13

არა მე მისი გაშვება არ შემეძლო…

წარმოდგენაც არ მქონდა თუ რას იზამდა ვოლდემორი და დაინდობდა თუ არა მის ოჯახს.მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი რომ ნებისმიერ სიტუაციაში მე დრაკოს ბოლომდე მივყვებოდი.ზემოთ არ წამიყოლა მაგრამ ვერ დავუშვებდი ვერ დავუშვებდი  რომ ვოლდემორის პირისპირ ის მარტო აღმოჩენილიყო…

ეზოში გავვარდი და თავქვე დავეშვი.წინ საშინელი ბრძოლა ატყდა.ნევილი რამდენიმე სტუდენტთან ერთად სნეიპის შეჩერებას ცდილობდა.

–დრაკო! ვიყვირე ნაცნობი ფიგურის დანახვაზე.

–მილა! მოიჭრა და შემაკავა–უკან წადი გთხოვ…მე მათ უნდა გავყვე…

–მეც მოვდივარ!!!

– არა!!!

– დრაკო არ მიგატოვებ არ შემიძლია შენ ჩემთვის სულერთი არ ხარ… ერთხელ უკვე დავკარგე საყვარელი ადამიანი იმიტომ რომ ინტუიციას არ ვენდე ჩემს თავს არ ვენდე! არ მინდა ეს მეორედ მოხდეს ახლა როცა შენი  გადარჩენის საშუალება მეძლევა  აღარ გავრისკავ!!!

– მილა მესმის–ჩემი სახე ხელებში მოიქცია– მაგრამ შენ მას ვერ შეხვდები გაიგებს თუ არა რომ ბლექების გვარის შთამომავალი ხარ იქვე გამოგასალმებს სიცოცხლეს!!!

– თუ შენ მოკვდები რა აზრი ექნება უშენოდ ჩემს სიცოცხლეს? ვიკივლე გამწარებით.

საშინელი აფეთქება გაისმა. უკან გადავცვივდით.

–დრაკო კარგად ხარ? დავიძახე შეშინებულმა.

–ეი ბიჭო მოდიხარ თუ არა? ბორცვზე გადმოდგა შავგვრემანი სიკვდილის მხვრელი და ჩემს დანახვაზე საზიზღრად გაიღიმა.

–დესერტი…

–არა! დაიღრიალა მალფოიმ და მას ეძგერა.ორივენი ჰაერში გადატრიალდნენ და გაქრნენ.

სიჩუმე ჩამოწვა.

წელი ავითრიე და აცრემლებული გზას გავუყევი.

მან მაინც გამასწრო….

ახლა მხოლოდ ლოდინი დამრჩენოდა.მტანჯველი ლოდინი…ახლა ვოლდემორის გულმოწყალებაზე იყო ყველაფერი დამოკიდებული…

უხმოდ გავუყევი ჰოგვორტსისკენ გზას.კარიბჭესთან მთელი სტუდენტები და მასწავლებლები რაღაცას გარს შემოხვეოდნენ.დავინახე ჰარიმ  წრე როგორ გაარღვია და დამბლდორის გვამს ზედ გადაემხო…

იქ დარჩენა ვერ შევძელი.

მე მათ მწუხარებას რათქმაუნდა ვუერთდებოდი მაგრამ ახლა ჩემი მთავარი დარდი მხოლოდ დრაკო იყო.

ჰოგვორტსში ყველაფერი ჩამუქდა. საოცარი სიწყნარე იგრძნობოდა დერეფნებში.

მიხაროდა რომ დრაკოს სნეიპი დაეხმარა მაგრამ ვერ გამეგო რა მოხდა ზევით…და რატომ უწოდებდნენ სნეიპს მკვლელს…

ვიცოდი რომ დრაკო დამბლდორის მოკვლას ვერ შეძლებდა.თანაც გარკვევით მაინც არ უთქვამს რომ თვითონ აპირებდა ამის გაკეთებას…

მაგრამ სნეიპი? ჩემი საყვარელი მასწავლებელი მკვლელი გამოდგა?

რა იქნებოდა შემდეგ?

ამაზე პასუხი არ მქონდა.

სლაგჰორნმა სნეიპის გაქცევის შემდეგ სლიზერინის კლუბი თავად ჩაიბარა თუმცა გაკვეთილები არ ტარდებოდა.მთელი სკოლა დაკრძალვისთვის ემზადებოდა.ყველანი მთელი დღეები საერთო ოთახში იყვნენ.მოსწავლეების დიდი ნაწილი სახლში დაბრუნდა.საღამოობით მანტიას ფერს ვუცვლიდი და სლიზერინელებთან ჩავდიოდი.პენსი პარკინსონი ვეღარ მეკარებოდა.მისი თანმხლები გოგოები მოურიდებლად მიბღვერდნენ თუმცა ვიცოდი რომ ვერაფერს დამიშავებდნენ.ცოტახანში პენსი და რამდენიმე გოგო მშობლებმა საერთოდ წაიყვანეს ჰოგვორტსიდან.

ბიჭები უთქმელად მხვდებოდნენ.დრაკოს ამბავი ყველას გულზე ლოდად აწვა.მის მომავალზე ვმსჯელობდით.ზაბინისთან ერთად რაღაც ვარიანტები განვიხილე მაგრამ საბოლოო დასკვნა ვერ გამოვიტანეთ არ ვიცოდით დაბრუნდებოდა თუ არა.

მაკგონაგელმა მაცნობა რომ მალე ჰოგვორტსიდან წასვლა მეც მომიწევდა.

–მოსწავლეები დათხოვნილები არიან…დღეს საღამოსვე გავუგზავნი ბუს თქვენს მეურვეს…მისტერ გეორგს …მაცნობა ნაღვლიანი ხმით.

–მაგრამ ზაფხულამდე ხომ სამი კვირა დარჩა…არ შეიძლება დარჩენილი დრო  მეგობრებთან წავიდე? ლავგუდებმა მიმიწვიეს თავისთან…

–კარგით მაგრამ მაინც მივწერ მისტერ გეორგს ამის შესახებ.ალბათ ორ დღეში აქაურობას ყველანი დატოვებთ…უსაფრთხოება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია…სიტყვა გაუწყდა.

–ძალიან ვწუხვარ.ჩუმი ხმით ვუთანაგრძნე მე და კაბინეტიდან გავედი.

–მომდევნო წელს არ ვიცი რა იქნება თუმცა იმედია სკოლაში ისევ გიხილავთ…იმედია…დამადევნა ჩუმი ხმით.

–საღამოს სლიზერინელებთან სანამ ჩავირბენდი ლუნას ვაცნობე რომ თანახმა ვიყავი მასთან სტუმრობაზე.

–კარგია.მითხრა მელოდიური ხმით–ბილისა და ფლერის ნიშნობასაც დავესწრებით ალბათ…

–ვის ნიშნობას?

–ბილი რონის უფროსი ძმაა…

–გასაგებია…არ ვიცი ლუნა…’ახლაღა გამახსენდა რომ უისლები ლუნას მეზობლები იყვნენ.–არა მგონია ამ დიდი მწუხარების ფონზე მათ ამისთვის ეცალოთ…

სლიზერინელების ოთახში მოწყენილობა იყო.უმცროსკურსელები უკვე ყველანი გაეყვანათ სკოლიდან.

ზაბინიმ უსიტყვოდ გადამხვია ხელი და ბიჭებთან ერთად მისნის ახალ ნომერს ჩავუჯექი.

უკვე ძალიან გამიშინაურდნენ ყველანი.მათ თითქმის კურსელებად ვთვლიდი.მე მათ მხარდამხარ ვიბრძოდი მათი კაპიტანი უკვე მეორედ გადავარჩინე…ეს მათ თვალში სტატუსს მიმაღლებდა.თუმცა როგორც ჩანდა  მხოლოდ ბიჭებში…

სამინისტრო აღშფოთებას გამოთქვამდა მომხდარი უბედურების გამო…მცირე ნეკროლოგი…არცერთი სიტყვა ეჭვმიტანილებზე…არცერთი სიტყვა მალფოებზე…ორ სოფელში მაგლების ოჯახს დასხმოდნენ თავს…

ისევ დავნაღვლიანდი.

–ბიჭებო მე ხვალ დაკრძალვის შემდეგ მივდივარ…მაკგონაგელი აქ არ მაჩერებს.ლავგუდებთან მომიწევს დარჩენილი დროის გატარება.

–რა საშინელებაა…გადააფურთხა გოილმა.

–კი მაგრამ ჩვენ გვეგონა რომ დრაკოს მოსვლას ჩვენთან ერთად დაელოდებოდი..აღშფოთდა მარკუსი.

–დრაკომ გითხრათ რომ აქ მოვა?თავი ავწიე.

–მთლად ასეც არ უთქვამს…დაიბნა ფლინტი.

–მაგრამ დაბრუნდება…ხომ დაბრუნდება?

ყველამ მე მომაპყრო მზერა.წამოვდექი.

–მართალია გრიფინდორის კლუბის სტუდენტი ვარ…მივმართე მე ბიჭებს–მაგრამ კლუბების განსხვავება ჩემთვის არაფერს ნიშნავს და მიზეზიც იცით…ენა დამება.ყველა მე მისმენდა მათ შორის უფროსკურსელებიც.–მალფოი ჩემი საუკეთესო მეგობარია გაცნობის დღიდან ერთად ვართ…და მიუხედავად იმისა თუ რა საქმე ჰქონდა დავალებული…მე ბოლომდე მასთან ერთად ვიდექი…და თქვენს გვერდით რასაკვირველია…

–ვინ თქვა რომ შენ გრიფინდორელი ხარ? გვერდში ამომიდგა ზაბინი.

–შენ ჩვენიანი ხარ!

–ერთი ვიპოვოთ ის ქუდი და აქ მოვათრიოთ!!!

–მალფოი მას ენდობა ეს ნიშნავს რომ მილა უკვე ჩვენი დაა– აყაყანდნენ ბიჭები.

ცრემლი მომერია.

–არ ვიცი კიდევ თუ გნახავთ…არ ვიცი მომავალ წელს სწავლა განახლდება თუ არა…მაგრამ მე ყველანი მემახსოვრებით…როგორც ნამდვილი ერთგული მეგობრები და თანამოაზრენი…თუ დრაკო აქ გამოჩნდა შეატყობინეთ სადაც ვარ…ყელში ბურთი გამეჩხირა– შემდეგ მეც შემატყობინეთ მის შესახებ…ლავგუდებთან ბუს გამოგზავნა პრობლემა არ არის…

ყველას სათითაოდ ჩამოვართვი ხელი.და მოულოდნელად რაღაც გამახსენდა.ზურგჩანთა გავხსენი და სლიზერინის ფერადი ლოგო ამოვიღე.რომლის შუქმაც ჩამუქებული ოთახი გაანათა.ყველას აღტაცების შეძახილი აღმოხდა.

–ეს ჩემი საუკეთესო ნამუშევარია…

ზაბინიმ ლოგო სტენდზე განათავსა სადაც ქვიდიჩის თასები ელაგა.უმერე ხმოდ გადამხვია ხელი და სანამ გრიფინდორის ოთახამდე მივიდოდი გვერდიდან არ მომშორებია.

–მაგარი გოგო ხარ ეს დაიმახსოვრე.მითხრა დამშვიდობებისას.

თავი 14

ლავგუდებთან წესიერად მოთავსებულიც არ ვიყავი რომ გეორგის წერილიც მოვიდა.მწერდა რომ თუ სიტუაცია გაუარესდებოდა ლონდონში თავისუფლად შემეძლო ჩასვლა. სასტუმროში აიღებდა ჩემთვის ნომერს და სახლში გამგზავრებისას სადგურზეც ისევ ნაცნობი მძღოლი დამხვდებოდა. მაგრამ გადაწყდა რომ ზაფხულამდე ლუნასთან დავრჩებოდი.სახლში  ჯერჯერობით ვერ გავემგზავრებოდი.ეს კიდეც მეწყინა და კიდეც გამეხარდა რადგანაც დრაკოს დაბრუნებას ველოდი.ამავე დროს სახლიც და დედაც უკვე  საშინლად მენატრებოდა…

ჩემი უნარის გამოყენება რამდენჯერმე ვცადე მაგრამ ვერაფერი გავაწყვე.

გაურკვეველი ლოდინი საშინლად მტანჯავდა.

მისტერ ლავგუდმა თბილად მიმიღო. სასიამოვნო მოსაუბრე იყო თუმცა მეტად უცნაური სამზარეულოს მოყვარული აღმოჩნდა.

რამდენიმე დღე ისე გავიდა არაფერი სიახლე არ გამიგია ”დილის მისანშიც” კი…ზაბინის ოთხჯერ გავუგზავნე ბუ მაგრამ პასუხი არ მიმიღია.თანდათან სასოწარკვეთა მემატებოდა.მაგრამ არ მინდოდა უკიდურესზე მეფიქრა..არა ეს შეუძლებელი იყო…რამე რომ მომხდარიყო გაზეთები ამაზე აუცილებლად დაწერდნენ…

ვცდილობდი დრო როგორმე გამეყვანა.მაგრამ ხატვის სურვილიც კი აღარ მქონდა.რატომღაც გადავწყვიტე ჩემს წარმომავლობაზე გამერკვია რამე.დრო იყო გამეგო ვინ ვიყავი საერთოდ ამ სამყაროში… მისტერ ლავგუდმა დახმარება შემომთავაზა.

–მის ბლექ…ეს წიგნი წაკითხული გაქვთ? დიდი დამტვერილყდიანი წიგნი მაჩვენა.

–‘ჭეშმარიტი დიდგვაროვანნი.ჯადოქართა გენეალოგია.’’წავიკითხე სათაური.

–არა….ჩავუჯდები იქნებ რამე გავიგო…გმადლობთ…

წიგნი ძალიან საინტერესო გამოდგა.ჰარი პოტერის მშობლებზეც ეწერა მცირედი რამ.უკვე ვიცოდი რომ ისინი ვოლდემორმა დახოცა.

რეგულუს არქტურუს ბლექი…თვალში მომხვდა და სასწრაფოდ დავიწყე კითხვა.

…16 წლის იყო როცა ბნელი ბატონის მომხრეებს შეუერთდა.

თუმცა სხვები მშობლებიც და..ნაცნობი სახელების გაგონებაზე თვალები დავაჭყიტე.ბელატრისა ნარცისა…მისი დები…ყველაზე მეტად სირიუს ბლექი ამის წინააღმდეგნი იყვნენ…როცა ანდრომედა ბლექი ვიღაც მდიდარ მაგლს–სტებს გაჰყვა ცოლად…ორიონმა ისინი ოჯახიდან მოკვეთა…ამ დაძაბულ პერიოდში სწორედ მათ ქორწილში გაიცნო რეგულუსმა გრეისი და მათ ერთმანეთი შეუყვარდათ….

თვალებს არ ვუჯერებდი.

გრეისი რეგულუსის სიკვდილის შემდეგ ცოტა ხანში  რომელიღაც ორდენის წევრ ჯადოქარს გაჰყვა ცოლად…მას რეგულუსისგან ბიჭი შეეძინა…ალბერტო ბლექი უმცროსი…

ერთ წელიწადში გრეისი და მისი ქმარი სიკვდილის მხვრელებმა დახოცეს.ბავშვი ვერ იპოვეს.ამიტომ ბლექების ოჯახის უკანასკნელ ოფოციალურ შთამომავლებად ითვლებოდნენ ნარცისა და ბელატრისა.მესამე სავარაუდო მემკვიდრეზე არაფერი იყო ცნობილი…

–მამაჩემი.ჩავილაპარაკე მე და ცრემლები მომერია.

ახლა გასაგები იყო თუ რატომ მმალავდა ამდენ ხანს მაგლურ სამყაროში…

გამოდის ნამდვილად წმინდასისხლიანი ვარ… ჩემს ძარღვებში ნამდვილად ჯადოქრული სისხლი ჩქეფს…

სიხარულისგან რეტი დამესხა.

–ჰეი ლუნა.მხიარულად გავძახე მეგობარს.რონთან არ წავიდეთ?

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მოღრუბლული დღე გათენდა.დაღლილმა თავი ძლივს ავწიე.

გუშინ გვიანობამდე უისლებთან გავატარეთ დრო.მისის უისლი ტკბილეულობით გაგვიმასპინძლდა.მერე ფრედი და ჯორჯიც გვართობდნენ თავიანთი ოინებით…

–ბუ ხომ არ მოსულა? მოწყენით ვკითხე ლუნას რომელიც რაღაც იისფერ სასმელს სვამდა.

უარის ნიშნად თავი გააქნია.ამოვიოხრე.

–წვენი გინდა? მე თვითონ გავაკეთე…

იისფერი ჭიქა ეჭვით გამოვართვი და ფრთხილად მოვსვი.

–თაფლივით ტკბილია! აღტაცება ვერ დავფარე.

–ჩემი გოგონა ძალიან ნიჭიერია…დედამისს ჰგავს…მოგვიახლოვდა მისტერ ლავგუდი.

–გმადლობთ წიგნისთვის–ვუთხარი მე–საბოლოოდ გავარკვიე რომ ნამდვილად წმინდასისხლიანი ვარ…

.შუადღეზე მე და ლუნა მდინარეზე ჩავედით და რაღაც ლორწო მცენარის შეგროვებას შევუდექით.წყლის დანახვისას სააბაზანოში მალფოისთან შეხვედრა წარმომიდგა თვალწინ.ბალახზე დავეშვი და ცრემლები წამომივიდა.ლუნა გვერდში მომიჯდა და ხელი მომხვია.

–სახლი გენატრება არა?

არ ვიცი რა მეტაკა მაგრამ გადავწყვიტე მისთვის სიმართლე მეთქვა.ამის დამალვა უკვე აღარ შემეძლო.

–ლუნა რაღაც უნდა გითხრა…მდინარეს გავხედე და ღრმად ჩავისუნთქე.–იცი მე დრაკო მალფოისთან ვმეგობრობ…

გავბედე და თვალებში შევხედე.კეთილი მზერით მიყურებდა.

– ალბათ შენც ამის წინააღმდეგი ხარ არა?…რა გასაკვირია ის ხომ სლიზერინელია…

–არა.–მიპასუხა ისევ ტკბილი მელოდიური ხმით.–სხვადასხვა კლუბებში რომ ხართ ეს არაფერს ნიშნავს მილა…ჰარის რეივენქლოელი ჩო ჩენგი უყვარდა…რომელიც ”და”–ს წევრიც კი გახდა…პარვატის და პადმა ჰაპლეპაფელ ჯორდანს გაჰყვა ცოლად…მეგობრობაში და სიყვარულში კლუბს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს…

მე შენ გენდობი ლუნა და ამიტომ გადავწყვიტე ეს მეთქვა…უბრალოდ ბევრმა მაინც უარყოფითად შეაფასა ჩვენი დაახლოება. სიმუსი კარგახანს არ მელაპარაკებოდა ჰარიც დაეჭვდა…

–არადა თავიდან მეგონა რომ ერთმანეთს ემტერებოდით…სლაგჰორნის გაკვეთილზე ერთმანეთს ისე უღრენდით…

–დრაკო ისეთი მონსტრიც არ არის ლუნა როგორც ჰარის ჰგონია…უბრალოდ რადგანაც მისი და დრაკოს მტრობა ცნობილი ამბავია ამ ფონზე მთელ სლიზერინს კლუბში ცუდი თვალით უყურებენ…

–გეთანხმები…

–მე თვითონაც არ ვიცი ასე მალე როგორ დავახლოვდით…ერთხელ ჰარიმაც კი გამოგვიჭირა…ხიდზე…მადლობა ღმერთს ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა…ამ შემთხვევის შემდეგ უფრო დავახლოვდით…არ ვიცი როგორ გითხრა…

–როცა ის გადაარჩინე მილა…მე ყველაფერს მივხვდი.

გაოცებით შევხედე.

ესე იგი იცოდი?

–უბრალოდ გასაკვირი ისაა მალფოის როგორ უგებ.მითხრა ლუნამ და გაიღიმა.–ის ხომ არავის არ ჰგავს…

–გასაკვირი ისაა რომ მილა ცუდ ბიჭებს უგებს.მომესმა ხმა უკნიდან.ხმა რომელსაც ათას ხმაში გამოვარჩევდი…

თავი 15

უხმოდ შევტრიალდი და დრაკოს ჩავეხუტე…

არ მახსოვს რამდენი ხანი გავიდა.ნაცნობი სურნელი შევისუნთქე და წარმოუდგენელი შვება ვიგრძენი.გულზე მომეშვა და უსაზღვრო ბედნიერებამ ამივსო გული.ბოლოს და ბოლოს მოვშორდი და ცრემლმორეული გაოგნებული მივაჩერდი.

– აქ რას აკეთებ?..

–შენს წასაყვანად მოვედი…გამარჯობა ლუნა.–ცივად მიესალმა.

ლუნამ თავი დაუქნია–ჩაის მოვამზადებო–ჩამიჩურჩულა და სახლისკენ გაიქცა.

– სკაბიორი გამომყვა…ჩაილაპარაკა მალფოიმ.

– მეშინოდა დრაკო…ხელები ყელზე შემოვხვიე.

– ყველაფერი რიგზეა…ვიცი რომ სახლში კარგახანს ვერ ბრუნდები ამიტომ ჩემთან წაგიყვან…არაფერი თქვა–პირზე ამაფარა ხელი–ვიცი რომ ლონდონში არ ბრუნდები მე კი აქ ხშირად ვერ მოგაკითხავ  ორდენის წევრები შემამჩნევენ…–უისლების სახლის მხარეს გახედა მინდორს.მამაჩემი უკვე თანახმაა თან წაგიყვანო…

– კი მაგრამ ვოლდემორი?..რა მოხდა დრაკო?

– ის ჩვენთანაა…არა ნუ გეშინია ჩვენ მეორე სახლში გადმოვედით–მითხრა სიცილით ჩემი გამომეტყველების დანახვაზე–ბატონი კი ძველ სახლში დარჩა…რატომღაც დარბაზის დიზაინი ძალიან მოსწონს…ალბათ იმიტომ რომ იქ ბნელა და უზარმაზარი სივრცეა…ჩვენ კი თავისუფლები ვართ…მორჩა…

ისევ ჩავეხუტე.ალბათ მთელი საუკუნე ისე გავიდოდა რომ ვერ ვიგრძნობდი დროის გასვლას.

სახლისკენ ხელჩაკიდებულები წავედით.სკაბიორს მაღალ და უსიამოვნო გარეგნობის სიკვდილის მხვრელს ჩემი ბარგი უკვე გარეთ გამოეტანა.ამრეზით შემათვალიერა.ამაყად გადავხედე და თავი მაინც დავუკარი.

უხმოდ გადავეხვიე დაღვრემილ ლუნას.

– არ ვიცი ბილის ქორწილში მოვალ თუ არა.ვუთხარი მე– ძალიან მომენატრები…შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და იქნები..იმედია ჩემს ამბავს მამაშენთან არ გაამხელ… უთხარი რომ … უთხარი რომ ლონდონში დავბრუნდი…გეორგს მივწერ რაც მოხდა ასე რომ პრობლემები არ შეგექმნებათ…

– რათქმაუნდა მილა…თავს გაუფრთხილდით…და ჭკუით იყავით…ცალი თვალით დრაკოს გახედა.ორივეს გაგვეცინა.

– მზად ხარ? ხელი ჩამჭიდა დრაკომ.სკაბიორიც ორი თითით მომეჭიდა მანტიაზე

– უკანასკნელად გაიელვა ნაცნობმა სახეებმა და კარგახანს ტრიალის შემდეგ რომელიღაც ბნელ ქუჩაზე დავეშვით…

– ლუმოს!

მაღალ შავ ჭიშკარს მივადექით.სკაბიორმა ხელი ასწია ჭიშკარი ჩვენს თვალწინ გაქრა და წინ ულამაზესი სახლი გამოჩნდა ბაღით და უზარმაზარი თეთრი შადრევნით…ყველაფერი ბრწყინავდა.გაოცებული დავრჩი ნუთუ ამ ყველაფერს მაგლები ვერ ხედავდნენ?..

პარმაღზე ნარცისა გადმოდგა.

– საღამო მშვიდობისა…

– მოხვედით?დრაკო სწრაფად…შიგნით შედით….კიბეზე ჩამოირბინა მისტერ მალფოიმ.–სკაბიორ ბარგი ზევით აიტანე.ეცადე იქ ისე დაბრუნდე ვერაფერი შეგატყონ…

– ჩემზე ნუ იღელვებ ლუციუს….ჩაიღრინა სკაბიორმა.

სასტუმრო ოთახში მოულოდნელი სიურპრიზი მელოდა.დივანზე ბელატრისა იჯდა და ღიღინებდა.შემკრთალმა გადავხედე დრაკოს.

– გამარჯობა მაგლო…

– წმინდასისხლიანია გასაგებია? შეუღრინა მალფოიმ.

ბელატრისას თითქოს მისი სიტყვები არც გაუგია ღიღინს განაგრძობდა.დრაკომ ხელი გადამხვია და თავის ოთახში ამიყვანა სადაც ყველაფერი სლიზერინის ფერებში იყო.მუქი მწვანე ფარდები ოთახს სანახევროდ აბნელებდა დრაკო მივიდა და გადასწია.კედელზე ქვიდიჩის გუნდის ფოტოები და რამდენიმე საოჯახო ფოტოც შევამჩნიე.

–რა ლამაზია…

–დიდი არაფერი.

– არა მართლა…იცი სახლში…ჩემი ოთახიც მწვანეა…

დრაკომ მანტია გადაიძრო და ხელი გამომიწოდა.მივუხვდი და ქურთუკი მეც გავიხადე.

–მომიყევი რა მოხდა მეგონა ჰოგვორტსში დაბრუნდებოდი…

– სკოლაში შემოღწევა ვერ მოვახერხე მეგონა აპარაცია ისევ იმოქმედებდა–სავარძელში ჩაეშვა დრაკო.–დამბლდორის სიკვდილის შემდეგ სკოლიდან უვნებლად გამოღწევა ნამდვილი სასწაული იყო ჩვენთვის…თავისუფლება მივიღეთ თუ არა მაშინვე შენთან მინდოდა წამოსვლა მაგრამ ეტყობა ჰოგვორტსს ძლიერი დაცვა დაადეს აპარაციამ არ იმოქმედა…ზაბინის ბუ გავუგზავნე და მიშველე– ოთახში გავუშვი კარადის შესამოწმებლად მაგრამ იქაურობა გადანგრეული კარადა კი განადგურებულია.ალბათ ჰარის დამხმარეებმა გააკეთეს ეს…წყეულები…მეორე დღეს ზაბინიმ მაცნობა რომ სულელ ლავგუდთან წახვედი…

– წერილი როგორ გამოგიგზავნა?

– ეტყობა ჰოგვორტსში ბუები არ იჩხრიკება…

–ზაბინის ბევრჯერ მივწერე და პასუხი არ მაღირსა…რას…

–ეგ იმიტომ რომ მე ავუკრძალე.შემაწყვეტინა მალფოიმ–მამაჩემს ჯერ კიდევ ეშინია ბატ…იმისი მაგრამ დავემუქრე რომ მაინც მოგაკითხავდი თუ საჭირო გახდებოდა ლონდონშიც მოგძებნიდი ამიტომ დამთანხმდნენ და აქ მოგიყვანე…

–ბატონს აღარ ეძახი არა…სავარძლის სახელურზე ჩამოვუჯექი და თმაზე მივეალერსე.–მომიყევი ზევით…რა მოხდა…

ერთი ამოსუნთქვით მიამბო ყველაფერი.

–ვწუხვარ რომ დამბლდორი მოკვდა…

– გგონია მე არ ვწუხვარ? შემომხედა სევდიანად–ის მთელ სკოლას უყვარდა…კიდევ კარგი მე არ მომიწია ამის გაკეთება მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნას ვერ მოვიშორებდი…

– სნეიპმა დაგასწრო არა?

– შენ მართალი იყავი.ის მართლაც დამეხმარა…ვერ წარმოიდგენ რა გააკეთა…ბატონთან რომ მივედით მივიდა და ჩვენი გათავისუფლება სთხოვა.მისი მხარდაჭერა რომ არა მე…

– აჰა ხომ ვამბობდი რომ დიდებული კაცია…დიდებული…თვალზე მომდგარი ცრემლი ჩუმად მოვიწმინდე.

– მე მაინც ვერ შევძლებდი მილა..მე მკვლელი არ ვარ…არ ვარ მკვლელი…როცა დამბლდორს თვალებში შევხედე….

თავი ხელებში ჩარგო.უხმოდ მოვეხვიე და მისი თმების სურნელი ჩავისუნთქე…

– დრაკო სადილის დროა!

მოისმა ხმა ქვემოდან.

–გავალ…მოწესრიგდი და მალე ჩამოდი.გამიღიმა დრაკომ ლოყაზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.

ფილმებში ბევრჯერ მენახა როგორ სადილობდნენ დიდგვაროვნები…ჯინსით და მაისურით ვერ შევუერთდებოდი მათ…მითუმეტეს ბელატრისა გვესწრებოდა…

ბარგი გადავქექე და ხელში პარვატის ნაჩუქარი კაბა მომყვა…დაბრუნება ვერ მოვახერხე უნდოდა სახსოვრად დამრჩენოდა და უარი ვეღარ ვუთხარი…

ჯოხი ამოვიღე და კაბა წამში ზურმუხტისფრად ვაქციე.

დრაკოს ნაჩუქარი ყელსაბამი კაბაზე საოცრება იყო. თმა გვერდზე ქალურად ავიწიე და უბრალო სამაგრით დავიბნიე…

როცა კიბეზე ჩავედი მალფოებმა წამით დაკარგეს მედიდური იერი და სამივე აღტაცებული შემომაჩერდა.მხოლოდ ბელატრისას არ დასტყობია სახეზე არაფერი.დრაკო წამოხტა ღიმილით გამომიწოდა ხელი და მაგიდასთან ამაყად მიმაცილა…

მალფოებმა რამდენიმე უმნიშვნელო კითხვა დამისვეს ოჯახზე.გავამხილე რომ რეგულუსის უკანასკნელი შთამომავალი ვიყავი.ამით ისიც გაირკვა რომ ბელატრისას შორეულ ნათესავად ვერგებოდი თუმცა ეს მას სრულებითაც არ გახარებია.

– დრაკოს გოგო რომ არ იყო სიამოვნებით გადაგისვრიდი ფანჯრიდან.უდარდელად აიქნია ხელი.მალფოიმ შეუბღვირა.

–დრაკო წყნარად…წარმოთქვა ნარცისამ.ბელა იქნებ ცოტა პატივისცემა გამოიჩინო ბოლო ბოლო მან შვილი გადამირჩინა…

– კარგი რა სისი…შენც სიამოვნებით…

მოულოდნელად მისტერ მალფოიმ მკლავზე ხელი იტაცა.

მოგზაურობა ჰოგვორტსში (6-10)

თავი 6.

გაშტერებული ავყურებდი.

ჩემს წინ მალფოი იდგა.ჯოხი მოემარჯვა.წელზევით მხოლოდ პერანგი ეცვა ერთიანად სველი იყო.მანტია გაეხადა და ნიჟარაზე დაკუჭული მიეგდო.

–აქ რა ჯანდაბა გინდა!!!

–შენ რას აკეთებ აქ ეს გოგონების სააბაზანოა….

–ყეყეჩო გოგონების სააბაზანო მარცხნივ მეორე კარია! ეს მიტოვებული განყოფილებაა!!!

უხმოდ წამოვდექი და კარის სახელურს დავეჭიდე.

–ნუთუ ამ დაწყევლილ სკოლაში არ არსებობს ადგილი სადაც შევძლებ მარტო დარჩენას!!! დაიღრიალა და სახეზე მკლავი მოისვა.

–რატომ ცდილობ განმარტოებას? რამე გაწუხებს?

–შენი საქმე არ არის!

–როგორც გენებოთ მისტერ მალფოი…მშვიდობით მე მივდივარ! მივმართე ცივად და კარი გამოვაღე.

–სად მიდიხარ? დამადევნა შემკრთალი ხმით–გაგრიცხეს?

შემოვტრიალდი.

–ჩავაბარე.

–ესეიგი რჩები?

–ვრჩები…

–სულ?

–სულ…

ჩემდა გასაოცრად მალფოიმ გაიღიმა.მიბრუნდა და სველი მანტია აიღო.

–მომაწოდე.ვუბრძანე მე.ჯოხი ამოვიღე და გავუშრე. გამომტაცა და უხმოდ ჩაიცვა.

–მილა ჩემთან მეგობრობა…შეუძლებელია.

– რას გულისხმობ?

–საქმეები მაქვს.ძალიან რთული საქმეები.ჯობია ჩემგან შორს იყო.

–დრაკო…

ნაღვლიანი მზერა მომაპყრო.

–ვიცი არ მენდობი…

–მე არავის ვენდობი მილა.გამაწყვეტინა–ასეა საჭირო.ამას ვერ შეცვლი.

– შენს საქმეებთან მე რა კავშირი მაქვს?

–ოოჰ მილა…შენ არ გესმის უბრალოდ არ მინდა შარში გაგხვიო. თავი გააქნია.

–იცი ციხე რომ გატეხეს … გამახსენდა უცებ.არც კი ვიცი რატომ დავიწყე ამაზე საუბარი.

– წავიკითხე მერე?…

–იმ დღეს შენს მშობლებთან ერთად სოფელში ბელატრისაც დავინახე…

გაშეშდა.

–სამინისტრომ კი მხოლოდ ოთხი საათის შემდეგ გამოაქვეყნა ციხის გატეხვის ამბავი…ამაში უეჭველი ვოლდემორის ხელი ურევია არა?

მალფოი არ ინძრეოდა.

–შენს ოჯახს მისწვდნენ დრაკო?

წამის მეასედში მწვდა კედელს მიმანარცხა და ჯოხი დააძრო.

–რა სისულელეს ბოდავ?

–ეს სისულელე არ არის!

–აბა ამით რისი თქმა გინდა? დამიღრიალა.

–არაფრის უბრალოდ მომეცი ნება დაგეხმარო!!! ძლივს ვსუნთქავდი.

ხელი მოუდუნდა მაგრამ არ მიშვებდა.

–გამცემი არ ვარ დრაკო…ვუთხარი ხმადაბლა–გადაწყვეტილების შეცვლა რომ შესაძლებელი იყოს დღესვე გადმოვიდოდი სლიზერინში….მე სხვებს არ ვგავარ დრაკო…აქ უცხოდ ვარ…მიუხედავად იმისა რომ ყველამ კარგად მიმიღო…მაინც მარტო ვარ..ისევე როგორც შენ…არაფერს გთხოვ მხოლოდ ის მინდა რომ მენდო…

–აჰ მარტო არა? პოტერის აგენტი ხარ? თუ დამბლდორის? აჰ…თავიდანვე ვეჭვობდი რაღაცას…სლიზერინის ლოგოებსაც იმიტომ ხატავ…

–მგონი გითხარი რომ მხოლოდ სლიზერინს არ ვხატავ…

მშვენიერი ხერხია შენიღბული აგენტი სკოლაში რომელსაც სამინისტროდან წმინდასისხლიანის შეთითხნილი სტატუსი იცავს და რომელზეც თვითონ ბნელმა ბატონმაც კი არაფერი იცის?

–მე აგენტი არა ვარ დრაკო! უმწეოდ გავიბრძოლე უკვე კისერი ძალიან მტკიოდა–8 თვის წინ ჩვეულებრივი მაგლური ცხოვრებით ვცხოვრობდი ჰო რათქმაუნდა შემიძლია აქედან ხვალვე წავიდე და ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ტკბილ სიზმრად დამრჩეს!!! რადგანაც დღესაც არ მჯერა რომ აქ ვარ!!! გინდა რომ წავიდე? ეს გინდა? მაშინ წავალ!

–ერთი მიზეზი მაინც დამისახელე რატომ არ უნდა გამოვიყენო დავიწყების შელოცვა? დამისისინა და ჯოხი თვალებთან მომიტანა.

–იმიტომ რომ რაც გითხარი კარგად იცი რომ სიმართლეა…იმიტომ რომ მარტოობა ვერ დაგეხმარება…იმიტომ რომ …ვეღარაფრის თქმა ვეღარ მოვახერხე.

მოწყვეტით შემიშვა ხელი და ძირს დავეცი.ჩემდა გასაკვირად წამომაყენა.

–რა გინდა ჩემგან მილა? ამჯერად ხმის ტონი შეურბილდა.

–მეგონა მეგობრები ვიყავით…

–მეგობრები უკვე მყავს…

–მაგრამ მეგობრებს ენდობიან…

–მე არავის ვენდობი! არავის! და ვერაფერს შეგპირდები.ახლა წადი.არ მინდა შენ პრობლემები შეგექმნას….ჯობია დაივიწყო ყველაფერი….

–შენ თქვი რომ აქ ეძებ ადგილს სადაც მარტო დარჩები… ბავშვობიდან აქ სწავლობ და მაინც მარტოობას ესწრაფვი? რატომ? შევეკამათე აკანკალებული ხმით–საერთოდ  წარმოგიდგენია თავიდან როგორ ვიქნებოდი?… აქ იმიტომ ვარ რომ ჰოგვორტსი დღეს ყველაზე დაცულ ადგილად ითვლება.მეგონა ეს შენც იცოდი. თმის გასწორებას შევუდექი.

შენ წარმოდგენაც არ გაქვს მას რა შეუძლია…თუ მოინდომა აქაც მოგწვდება…ამოთქვა მოულოდნელად უცნაური ხმით.

–არავის არაფერს ვეტყვი.ვუთხარი მტკიცედ.–დაივიწყე რაც გითხარი.ჩათვალე რომ აქ არც ვყოფილვარ.წავედი.

–არა მილა მოიცადე…

გული სიხარულით ამიფრთხიალდა მაგრამ მაინც გულგრილი გამომეტყველება შევინარჩუნე.

–თუ მართლა დახმარება გინდა…მაშინ ყველაფერი უნდა გაიგო…ეს კი არ მოგეწონება….ჩემთან მეგობრობა სახიფათოა…არ მინდა მამაჩემიც რამეს მიგვიხვდეს…ორივე გავებმებით…და მაშინ…

–ვიცი.შევაწყვეტინე მე.–მე შენი შიში მესმის.ენ იცი რომ შეგიძლია ჩემი ნდობა.არჩევანი შენ უნდა გააკეთო.თუ რამეს გადაწყვეტ იცი სადაც უნდა მომძებნო…ახლა მართლა წავედი.შენც დაბრუნდი ოთახში და ფრთხილად იარე ფილჩს არ გადაეყარო…

სააბაზანოდან გამოვედი და გრიფინდორის ოთახისკენ ფეხარეული წავედი.ყველას ეძინა.საერთო ოთახი დაცარიელებული იყო.

მომდევნო დღეებში ძალიან უაზროდ ვიყავი.გოგოებსაც გავურბოდი.

მალფოი გაკვეთილებზე არ გამოჩენილა.

კვირის ბოლოს სლიზერინმა ჰაპლეპაფი დიდი ანგარიშით დაამარცხა და ფინალისტი გახდა.მალფოი თამაშზე არ ყოფილა.

ჩემი მეწყვილე ჰერბოლოგიაზე სიმუსი იყო.რომელიც უკვე ძალიან მაბეზრებდა თავს თუმცა მისი მაინც მადლიერი ვიყავი.მისი დამსახურებით თავს მარტო აღარ ვგრძნობდი.თუმცა დავალების მომზადებაში ისეთი სიბეჯითე აღარ გამომიჩენია.

ხუთშაბათს სნეიპის შექებამაც ვერ გამომიკეთა გუნება. ჩემი და ჰერმიონის აქტიურობით გრიფინდორს 15 ქულა შეემატა.კურსელები სიხარულით აღარ იყვნენ.

ხუთშაბათს სლაგჰორნი ჩვეული ენთუზიაზმით შეგვეგება.

–მის ბლექ..მიხარია რომ გხედავთ…

უხალისოდ გავუღიმე.

–დღეს მოვამზადებთ…

ძირტკბილას ვამატებდი ქვაბში როცა კარებში ვიღაც შემოვიდა.გავიგონე გაჯავრებული პროფესორის ბუზღუნი.

–გაიწიე! უბიძგა სიმუსს მალფოიმ და ჩემს გვერდით დადგა.

თავი არ ამიწევია თუმცა ისეთი სიხარული მომეძალა მეგონა გავფრინდებოდი.

წიგნიდან ეტრატი გადამიცურდა.ორივენი ასაღებად დავიხარეთ.ისევ დამასწრო აღება.თვალებში შევხედე.გამიკვირდა ისეთი აღტაცებული მზერა ჰქონდა.

–დაიგვიანე ცივად ვუთხარი მე და ეტრატი წავგლიჯე.

–საღამოს ხატავ?

–ვნახოთ…

–მე მივდივარ.

–რა? .. სულ დამავიწყდა რომ გაკვეთილზე ვიყავით.შეშფოთებული მივაჩერდი.

–მერე აგიხსნი… ახლა ეგ ფესვები მომაწოდე…

გაკვეთილი დამთავრდა თუ არა გავაჭიანურეთ გასვლა.სლაგჰორნი თავის ოთახში გავიდა.

–გამაგებინე სად მიდიხარ?

–ჰოგვორტსიდან მივდივარ…მამაჩემმა გადაიფიქრა და საქმეს სხვანაირად გააკეთებს…მგონი გადავრჩი… ასე რომ დაცვა აღარ მჭირდება…

–კი მაგრამ…

–მილა…მე არ მინდა წასვლა..არ მინდა…მითუმეტეს ეს საქმე…თითქმის გამომივიდა…მაგრამ ჯობია ყველას უსაფრთხოებისთვის მამაჩემის გადაწყვეტილებას დავეთანხმო…

–კი მაგრამ მე ხომ გითხარი რომ დაგეხმარებოდი თუნდაც ეს სახიფათო იყოს ჰოგვორტსში ისეთი რა უნდა მოხდეს რომ დაცულები არ ვიყოთ? ჩემი გულისთვის გადაიფიქრე?

– ჰო მილა არ მინდა ამაში გაგრიო გთხოვ…თავი დამანებე.

– არ დაგანებებ! ჩემი გულისთვის გადაიფიქრე არა?– გავეკიდე გამწარებული და დერეფანში მანტიაზე ჩავეჭიდე–დრაკო მე…

– რა ხდება აქ? მილა კარგად ხარ?

ჰარის ჯოხი მოემარჯვებინა და გაკვირვებული გვიყურებდა.

მალფოის პოზიცია წამში შეიცვალა.ზურგსუკან მიმაგდო და ჯოხი დააძრო.

–სხვის საქმეში ჩარევას რით ვერ გადაეჩვიე პოტერ?

–ბიჭებო არ გინდათ…

–მილა ესე იგი ეს მართალია? მასთან მეგობრობ? კბილებში გამოცრა ჰარიმ.

–ჰარი ძალიან გთხოვ ზედმეტად ნუ ჩაერევი.ვუთხარი რბილად.–ახლა მალფოი გაოცდა.– ჰარი ჩემი პირადი ცხოვრება არავის ეხება.მაგრამ ძალიან დამავალებ თუ ჩვენს ამბავს არავის ეტყვი.გრიფინდორში ხომ ყველა შენნაირი გულისხმიერი არ არის…

მალფოიმ ჩაიფხუკუნა.

ჰარიმ ჯოხი შეინახა და მიბრუნდა.

–რაც გინდა ის გააკეთე…

–გავებით.თქვა მალფოიმ მხიარულად.

–არა უშავს.

–ჰო არაუშავს შეგვიძლია გეგმას მივყვეთ…

–ესე იგი აღარ მიდიხარ? გამეხარდა მე.

–თუკი დახმარება ისევ გინდა…

– რა ორაზროვანი ხარ! ხელი ხუმრობით გავუქნიე დამიჭირა და  სახელო გამისწორა.–მგონი ჯობია საღამოს ყველაფერი ნორმალურად აგიხსნა…

მეცადინეობას გული ვეღარ დავუდე.სხვა გაკვეთილებზე ერთად აღარ გამოვჩენილვართ თავს მარიდებდა. მივხვდი რომ სლაგჰორნთან ალბათ ”დასამშვიდობებლად” შემომირბინა…

ერთი სული მქონდა საღამო როდის მოვიდოდა.

მზე გადაიხარა თუ არა მანტია გადავიძრე და მწვანე მაისური და ჯინსის უსახელო ქურთუკი ჩავიცვი.საერთო ოთახში ყველა თავის სტიქიაში იყო.არავის შეუმჩნევია ჩემი პორტრეტიდან გასვლა.

სააბაზანოსკენ გავემართე რომ თმა გამესწორებინა.

მოულოდნელად ძველი განყოფილებიდან ხმაური შემომესმა.კარებში ფრთხილად შევიხედე.მალფოის თმა ასჩეჩოდა უმანტიოდ ისევ გაწუწული იდგა საშინელი შესახედი იყო.ხელში ჯოხი ეჭირა და ვიღაცას უმიზნებდა.

–ავადა კედავრა!!! დაიღრიალა მოულოდნელად.შავთმიანი ნაცნობი ფიგურა კარებისკენ გადმოვარდა.საშინელი ლეწვა–მსხვრევის ხმამ კინაღამ დამაყრუა.

ერთმანეთს დახოცავენ!!!

დერეფანში გავვარდი.ავტომატურად ვმოქმედებდი.სნეიპის კაბინეტში ისეთი სისწრაფით შევვარდი მაგიდას დავეჯახე და ეტრატები და წიგნები ძირს გადმოვყარე.

–სწრაფად პროფესორო…იქ სააბაზანოში..მალფოი და ჰარი… ამოვიხავლე.

–აქ დარჩი!!! მიბრძანა სნეიპმა და მანტიის ფრიალით გარეთ გავარდა.

იატაკზე ჩავიკეცე.ამდენი ხნის ნაგროვები ემოციები ყელში მომაწვა და ავქვითინდი.ახლა მივხვდი თუ რა მაკავებდა აქ..აქ ჰოგვორტსში..მე ჩემნაირი მარტოსული ადამიანი აღმოვაჩინე…რომელსაც სულ სხვა კუთხით ვიცნობდი..უფროსწორად ჩემს სამყაროში სულ სხვა კუთხით ახასიათებდნენ…და რომელიც სულ სხვანაირი აღმოჩნდა…მე ოცნება ამიხდა..ნაწილობრივ მაგრამ ეს ოცნება რეალური იყო…რაც მთავარი იყო კოშმარები აღარ მაწუხებდა წარსულის აჩრდილებიც საერთოდ გაქრა…მიუხედავად განსხვავებული კლუბისა…მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა განსხვავებული ცხოვრებისა ალბათ ყველას და ყველაფერს მის გამო წინ გადავუდგებოდი თუნდაც ამისთვის ჰოგვორტსიდანაც გავერიცხეთ..მე მალფოის აუცილებლად დავეხმარებოდი..ბოლომდე მის გვერდზე ვიქნებოდი…თუნდაც ეს სიკვდილის ფასად დამჯდომოდა…იმ წუთებში როცა სნეიპის კაბინეტის იატაკზე გულამოსკვნილი ვქვითინებდი ცხადად გავაცნობიერე როგორ მიყვარდა სლიზერინის ყველაზე ცუდი ბიჭი–დრაკო მალფოი…

თავი 7.

მტანჯველი ნახევარი საათი გავიდა. ბოლოსდაბოლოს სნეიპმა კარი შემოაღო.

–წყეული ბიჭი–ბურტყუნებდა განრისხებული–მამამისის ასლია…

–ამიხსნი რა მოხდა? შემეკითხა ცივად.მაშინვე გამოვფხიზლდი და წამოვდექი.

–მე დერეფანში მივდიოდი…უფრო სწორად სააბაზანოში და ჩხუბის ხმა შემომესმა…მერე კარებში რაღაც შელოცვა გავიგონე და ვიღაც კარისკენ გადმოვარდა…მგონი ჰარი იყო…

–თქვენ დაინახეთ რომ მალფოიმ შელოცვა პირველმა ისროლა?

–არა მე მხოლოდ მსხვრევის ხმა გავიგონე პროფესორო…ვინ ისროლა პირველმა არ დამინახავს…მაშინვე გამოვიქეცი თქვენი კაბინეტი ყველაზე ახლოს იყო…

–პოტერმა ერთერთი ძველი შელოცვა გამოიყენა.სავარძელში ჩაეშვა სნეიპი–წყეული ბიჭი…მამამისივით მოხერხებულია…მისტერ მალფოი ორიოდ კვირაში ფეხზე დადგება…სერიოზული არაფერია…

–ეს ამბავი არავინ იცის არა? ვიკითხე ფრთხილად.

–ხვალ ალბათ მთელ ჰოგვორტსს ეცოდინება…მე მაგას ვაჩვენებ შავი მაგიის გამოყენებას…რას დგახარ? თავისუფალი ხარ!!!

კარი გამოვიხურე თუარა მაშინვე საავადმყოფოსკენ გავქანდი.

გული მეტკინა როცა მის ფერმიხდილ სახეს დავხედე.

–ჩემი ბრალია მე უნდა დამეცავი…მწარედ დავიჩურჩულე.

–სძინავს დილამდე ვერაფერს გაიგებს.მითხრა მადამ პომფრიმ.

–გთხოვთ ცოტახანს მასთან დავრჩები…შევემუდარე მე.

– კარგი თუ გაიღვიძოს დამიძახე…გაეღიმა და კარისკენ გაბრუნდა.

გაუბედავად ავწიე ხელი და თმებზე შევეხე.

–იცი..დავიწყე ხმადაბლა–როცა შენზე ვკითხულობდი…თავიდანვე ვიცოდი რომ უარყოფითი და ყველასთვის საძულველი პერსონაჟი იყავი…მაგრამ მაინც მომხიბლა შენში რაღაცამ…ალბათ იმან რომ შენ არასდროს არ ნებდებოდი…არასდროს…ეცემოდი მაგრამ მაინც დგებოდი…და ამავე დროს შენ არავის არ ჰგავდი…მიზანს ყოველთვის აღწევდი…თუნდაც დაგვიანებით…მაგლურ სამყაროშიც მე ყოველთვის ცუდი ბიჭები მომწონდა…მაგრამ იცი…არჩევანში არ გამიმართლა…და ის დავკარგე…რას იზამ ასე ინება ცხოვრებამ…ალბათ ეს ჩვენი ბედისწერა იყო…მაგრამ არ დავუშვებ ეს მეორედაც განმეორდეს…გეფიცები არ დავუშვებ…

თვალწინ წარმომიდგა განრისხებული გრიფინდორის კლუბი…ჰარი რომელიც ჯოხს მაღლა წევს და დრაკოს უმიზნებს…გამწარებული სიმუსი კი ყვირის–მოღალატე…სლიზერინელები თავიანთ კაპიტანს გაოცებულები შეჰყურებენ ის კი იცინის და ხელს მხვევს…

ნაღვლიანად ვათვალიერებდი მის სახეს.ისე ინათა მისთვის ხელი არ გამიშვია.გამთენიისას საწოლზე თავჩამოდებულს ჩამომეძინა.

რომ გამოვფხიზლდი ადგომა დავაპირე.მალფოი მოულოდნელად შეინძრა და ხელი ოდნავ მომიჭირა.

–აქაც არ მასვენებენ.ამოთქვა თვალის გახელისთანავე.გამეღიმა.

–გადარჩენას გილოცავ…

–მოვკლავ იმ…თვალები აენთო და წამოიწია მაგრამ ტკივილისგან გამწარებული ისევ ბალიშს მიესვენა.

–ჩუმად თორემ ექთანი გამაგდებს! საშიში არაფერია სნეიპმა დროულად გიპოვა ერთ კვირაში ფეხზე დადგები….

–რა ორ კვირაში გოგო შაბათს ჩემპიონატია!!!

–მთავარი შენი ჯანმრთელობაა ასე რომ აქედან ფეხს ვერ მოიცვლი.დავემუქრე მე.

–მახსოვს მითხარი სიზმრები მესიზმრებოდაო…უცნაური ხმით დაიწყო.

–ჰო..მერე?

–მე კი არასდროს არაფერი დამსიზმრებია…წუხანდელი ღამის გარდა…დაიჩურჩულა.ხელს არ მიშვებდა.

–მახსოვს რომ..რაღაცას მეუბნებოდი..ცუდ ბიჭებზე…

–სიზმრები რეალობა არ არის დრაკო…

– მახსოვს ამბობდი რომ ვიღაც თუ რაღაც დაკარგე…

–მალე ექთანი გაიღვიძებს..ჯობია წავიდე..მალე შენი მეგობრებიც მოგაკითხავენ…აქ არ უნდა მნახონ.ავნერვიულდი მე.

–კიდევ შემომივლი?…

–აუცილებლად.

სუსტად გაიღიმა.

–მპირდები?

–გპირდები.ვუთხარი მე.მადამ პომფრის გამოჩენაზე უმალ გავუშვით ერთმანეთს ხელი.

საწოლ ოთახში არ ავსულვარ.სავარძელში ჩავეშვი და აძგერებულ გულს მივუგდე ყური.

როგორც მოსალოდნელი იყო ამ შემთხვევას დიდი აურზაური მოჰყვა.შევატყვე ჰარიც ძალიან ცუდად იყო.სახე ჩამოსტიროდა.მართალია მასზე საშინლად განრისხებული ვიყავი მაგრამ მასწავლებლის გამოგზავნილი მასალები მაინც გადავეცი.სხვა გზა არ მქონდა.ბოლოს და ბოლოს ნათლიამისის მოგვარე ვიყავი…

სლაგჰორნის გაკვეთილზე სიმუსს მალფოის ადგილის დაკავების უფლება აღარ მივეცი და მარტო შევუდექი მუშაობას.

დროის მსვლელობა არც გამიგია სწრაფად გადავათვალიერე ინგრედიენტები ხსნარი ჰაი–ჰარად მოვამზადე და წიგნი ხმაურით დავხურე.

–პროფესორო შეიძლება წავიდე? მე…პროფესორ სნეიპთან ვარ დაბარებული… მთელი კლასი მე შემომაჩერდა.ამ ტყუილისთვის შეიძლებოდა საყვედური შემხვედროდა მაგრამ იმ წუთას მხოლოდ მალფოი მედგა თვალწინ.

ნებართვა ავიღე თუარა  თავჩაღუნული გავემართე კარისკენ და მაშინვე საავადმყოფოსკენ გავვექანე.

–მოვედი…მივირბინე საწოლთან.

–მატჩამდე ორი დღე დარჩა.სიმწრით ჩაილაპარაკა–საუკეთესო შანსი მომეცემოდა შურისძიებისთვის..მამაჩემი გააფრენს თუ საქმეს ისევ ვერ დავუბრუნდი ისედაც საკმაო დრო დავკარგე…

–რა საქმე გაქვს ასეთი რომ შენი ჯანმრთელობაც კი ფეხებზე გკიდია?

–გინდა სიმართლე გითხრა? შემომხედა გააფთრებულმა.მამაჩემს მივწერე  რომ  გეგმის შესრულებაში დავეხმარები!

არაფერი მითქვამს.

–ცუდი ბიჭი ვარ არა? შემეკითხა ირონიით.

–საწამლავი ვისთვის იყო განკუთვნილი?

–მაგ შემთხვევაზეც  იცი არა?

–პოტერი საერთო ოთახში დაჟინებით ამტკიცებდა რომ რონი შემთხვევით მოწამლეს…მაშ ვის…

–დამბლდორისთვის.

–დამბლდორისთვის? გავხევდი მე.

–მილა საქმე სერიოზულადაა ჩემი ოჯახი ვოლდემორის ხელშია.ეს ბელატრისამ მირჩია…სანამ ისინი გეგმას დასახავენ დამბლდორი უნდა მოშორებოდა აქაურობას..უმისოდ ჰოგვორტსი არაფერია…მაგრამ …

კარებთან ხმაური გაისმა.

–გასვლას ვერ მოვასწრებ.შემეშინდა მე.

–ბოლო საწოლთან მიდი და ფარდა ჩამოაფარე! სწრაფად!

უხმოდ დავემორჩილე.

სლიზერინელები მხიარული ხორხოცით შემოერტყნენ კაპიტანს გარშემო.

–არ ინერვიულო დრაკო მოვიგებთ!!!

–ხომ არ ჯობია პოტერს შევულოცოთ რომ მოედანზე გამოსვლა ვერ შეძლოს? ზაბინის ხმა ვიცანი და გამეღიმა.

–ოღონდ შენ თქვი დრაკო და კისერს მოვუგრეხთ!

–დავასახიჩრებთ!

–არა.დაიღრინა დრაკომ.პოტერი ჩემია!!!

–დრაკო მიხარია რომ გამოკეთდი…პენსის წვრილი ხმა ვიცანი–როცა აქედან გახვალ სიურპრიზს დაგახვედრებ…დამიჯერე მოგეწონება…შენ ეს ყოველთვის მოგწონდა…

–არ მინდა შენი საჩუქრები თავი დამანებე…

ჭუჭრუტანიდან გავიხედე და თვალი ვკიდე რომ გოილი ოთახის ბოლოსკენ წამობაჯბაჯდა.რამდენიმე ნაბიჯიც და დამინახავდა…

–ეი გოილ!! დაუძახა მალფოიმ.აქ მოდი შენ და ზაბინის რაღაც უნდა დაგავალოთ!!!

მალფოიმ ჩურჩული გააბა მათთან მაგრამ ვერაფერი გავარჩიე.მადამ პომფრი დაბრუნდა.

–მოვიგებთ ძმაო მაგრად იყავი დამიჯერე მოვიგებთ!!! მხიარული შეძახილებით დაემშვიდობნენ კაპიტანს ბიჭები.მადამ პომფრიმ კარი დახურა.

–მილა…დამიძახა სუსტად დრაკომ.

ფარდიდან გამოვედი და კვლავ საწოლზე ჩამოვუჯექი.

–პენსის ყურადღებას ნუ მიაქცევ…

–მე რატომ მეუბნები მაგას?

–იმიტომ რომ ვერ გიტანს…იცის რომ ვმეგობრობთ და ეჭვიანობს…

– ერთად ხართ? ამ კითხვაზე თავი ზიზღით გადააქნია.

–კარგი გასაგებია…თმა დაგივარცხნო? ღიმილით ვკითხე და კამოდიდან სავარცხელი ავიღე.

ბალიშებზე წამოიწია.მშვიდად დავუსვი სავარცხელი.

–რა რბილი თმა გაქვს…

–გაჩუქებ გინდა?

–ოჰ კარგი ერთი…

–მართლა ოღონდ ეგ კლანჭები მოიშორე თითებიდან…ფრჩხილებზე დამხედა.

–იყოს გამომადგება ვინ იცის თავში რა მოგეპრიანება…

ხუმრობით დამქაჩა ხელზე და თავი მივარტყი.

–იდიოტო მეტკინა.

–ცუდი ბიჭები შენ მოგწონს მგონი მე კი არა?

აბა დაასრულეთ? კარებში მადამ პომფრი იდგა.

–დიახ უკვე გავდიოდი…ღიმილი ვერ შევიკავე და ავდექი.

მალფოიმ ხელი ჩამჭიდა.

–არ გამაჩერებს  ხომ იცი.ნაღვლიანად ვუჩურჩულე.

–თამაშს ხომ დაესწრები?

–რათქმაუნდა.

–ძალიან მიხარია რომ ჩემი მეგობარი ხარ მილა.წაიჩურჩულა და თვალები დახუჭა.

საერთო ოთახში მხოლოდ სამეული იჯდა ბუხართან.

–ჰარი იქნებ სასიკვდილო იყო?

–მე არ ვიცოდი ჰერმიონ არ ვიცოდი…

– სეკტუმსემპრა… არასოდეს გამიგონია ეს ძალიან ძველი შელოცვა უნდა იყოს რომელიც რასაკვირველია შემოწმებული არაა… კიდევ კარგი სასიკვდილო არ იყო თორემ…

– სანამ გვიანი არაა მოიშორე ეგ შხამ–წამლები გესმის!!!

უკვე მოვიშორე რონ!!!

–მილა? დამინახა შემოსულმა სიმუსმა.

ოთახიდან უხმოდ გამოვვარდი და სნეიპის კაბინეტისკენ ავიღე გეზი.

–რამ შეგაწუხათ მის ბლექ? გაღიზიანებით შემომაჩერდა.

–შელოცვა გავიგე პროფესორო…ჰარიმ სეკტუმსემპრა გამოიყენა შხამ–წამლების წიგნიდან…

–ჩემი შელოცვა.

–რა თქვით?

–ის შელოცვა ჩემი გამოგონილია ცივად თქვა სნეიპმა.ეტყობა პოტერმა წიგნს შემთხვევით მიაგნო…საინტერესოა რას იტყვის სლაგჰორნი როცა აღმოაჩენს რომ მისი საყვარელი მოსწავლე თვითმარქვიაა…

–პოტერს წიგნი აღარ აქვს.შევნიშნე მე.

–საიდან ამდენი ინფორმაცია მის ბლექ? და რატომ გადაწყვიტეთ ეს ყველაფერი ჩემთვის გაგემხილათ?სნეიპი წამოდგა და წინ დამიდგა.

–იმიტომ რომ…თავი ავწიე და შავ თვალებში მტკიცედ შევხედე.–პროფესორო მინდა რომ პოტერი საკადრისად დაისაჯოს!!!!

სნეიპს დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.

–როგორც ვატყობ დრაკოს მიმართ გულგრილი არ ხართ არა მის?ისევ სუსხიანი მზერით შემომაცქერდა.–ფრთხილად იყავით დაძაბული პერიოდის დროს მეამბოხეობა ცუდად არ მოგიბრუნდეთ…პოტერზე კი ნუ იღელვებთ…უკვე მივუსაჯე დამატებითი დავალება თვის ბოლომდე…

უკან დავიწიე და უხმოდ გამოვტრიალდი.

–და მაინც…კარებში დამეწია ხმა და შევბრუნდი– სწორად მოიქეცით რომ ეს მე შემატყობინეთ…მისტერ მალფოი თქვენნაირ მეგობარს მართლაც რომ იმსახურებს…

ფეხს ავუჩქარე. დერეფანში მოსახვევს გავცდი თუ არა ისევ ცრემლი მომერია.სნეიპი ყველაფერს მიმიხვდა მაგრამ მაინც რატომღაც ბოლომდე ვერ ვენდობოდი მას…ის ხომ მასწავლებელი იყო.და არა რომელიმე გულუბრყვილო სტუდენტი…

თამაშის დღეს ჰოგვორტსში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. გააფთრებული სლიზერინელები ყველა კუთხიდან აფრქვევდნენ აგრესიას..დერეფნებში ათასგვარი სალანძღავი სიტყვებით მოგვმართავდნენ….ფლიტვიკის გაკვეთილზე პროფესორს ორჯერ დასჭირდა ნაპერწკლების გამოყენება რომ ერთმანეთს გადამტერებული ბიჭები დაეშოშმინებინა.

გაკვეთილები ადრე შეწყდა.ჩემოდანი გადავქექე და ჩემი საყვარელი შავი მაისური ვიპოვნე მაგრამ რაღაც უნდა მომემოქმედა…

–პარვატი შელოცვების წიგნი მათხოვე რა…მეჩქარება…

–საწოლზე დევს.

წიგნი ავიღე და შეფერადების შელოცვა მოვძებნე. ძალიან ვნერვიულობდი შეიძლებოდა მაისური გამეფუჭებინა მაგრამ მაინც დავუმიზნე ჯოხი.და ორ წუთში ის კაშკაშა ზურმუხტისფერი გახდა…

–მაგარია!

სწრაფად გადავიცვი და მოედანზე გავვარდი.ისევ ის ადგილი დავიკავე ზემო რიგში.ცოტათი უხერხულობა ვიგრძენი ერთიანად გადაწითლებულ ტრიბუნას რომ გავხედე მაგრამ ეს არ მადარდებდა.

–ჰეი მწვანე მაისური რატომ გაცვია? გვერდძე მომიჯდა ლევენდერ ბრაუნი.

–მაისურს რამე მნიშვნელობა აქვს?

–რათქმაუნდა არა…

–რონთან რა ხდება?

–არაფერი.კარგახანია დავშორდით.–და ფეხზე წამოხტა–იწყება!!!

ტრიბუნებზე გამაყრუებელი ხმაური ატყდა.

სლიზერინელთა გუნდი ჩვეულად მწყობრად შემოსრიალდა მოედანზე.შუაში ისევ ერთი წევრი აკლდა…

ორ წუთში ზაბინი შემოსრიალდა მოედანზე რომელიც დრაკოს ცვლიდა.

წრე დაარტყა და გრიფინდორის ტრიბუნასთან შეჩერდა ზუსტად ისე როგორც იმ დღეს მალფოი…ყველაფერს მივხვდი და როცა მზერა გამისწორა სიხარულით დავუქნიე თავი. ხელი ასწია მუქარით დაუქნია გრიფინდორის გულშემატკივარს ჰაერში ორჯერ გადატრიალდა და გუნდს შეუერთდა.

ასეთი გაცხარებული ბრძოლა არასოდეს ყოფილა–აცხადებდა კომენტატორი–სლიზერინელები შურისძიებით არიან აღსავსე…გრიფინდორს პოტერიც ვერ დაეხმარება ამიტომ ძალები თითქმის თანაბარია…

‘’ეტყობა სლიზერინელებმა მაინც მოახერხეს მისი დაბლოკვა.’’ კმაყოფილებით გავიფიქრე მე.

მართლაც რომ მძიმე ბრძოლა იყო.ბიტერების ნასროლი ბურთები ყუმბარებივით დაფრინავდნენ ერთ–ერთი გრიფინდორელ ბიტერს კინაღამ თავში მოხვდა რისთვისაც სლიზერინი დაჯარიმდა მაგრამ ორ წუთში ზაბინიმ პირველი გოლი გაიტანა…

ისევ გავითიშე.წითელი და მწვანე წერტილები ერთმანეთში აირია.

მძიმე და საშინელი ბრძოლის მიუხედავად თასი გრიფინდორს ერგო.

‘’ჰარი ვერ გიტან!’’ გავიფიქრე გამწარებულმა.მალფოის გაცოფებული სახე წარმოვიდგინე.ტრიბუნა თასის გადაცემამდე დავტოვე.საერთო ოთახში ჰარი ხელში აიტაცეს და მხიარულად ისროდნენ აქეთ–იქეთ მანტია პირდაპირ მაისურზე გადავიცვი.

–თამაშზე რატომ არ იყავი? ვკითხე კუთხეში მჯდარ დაღვრემილ ჰარის.

–სნეიპმა დამატებითი სამუშაოები დამინიშნა თვის ბოლომდე…

ისევ კმაყოფილება ვიგრძენი.ცოტა შევიცადე და პორტრეტიდან გადავძვერი.

მადამ პომფრი არსად სჩანდა.ფარდა გადავწიე.საწოლი ცარიელი იყო.

‘’ესე იგი გამოწერეს?’’

სიხარულისგან შევხტი.გარეთ გამოვედი მაგრამ ოთახში დაბრუნება არ მინდოდა.ხიდზე გავედი და მთვარეს ავხედე.ალბათ ახლა მამამისთან ერთად გეგმას აწყობდა…

როცა ოთახში ავედი აღარავინ იყო.საწოლი ოთახიდან ჩუმად ჩამოვიტანე ალბომი და ბუხართან მოვიკალათე.გამალებით ვხატავდი ამქვეყნად ყველაზე ძვირფასს და საოცნებო სახეს…ისე დამათენდა ვერ გავიგე.

თავი 8.

თქვენი თემები საშინელებაა!!! ჯოხი ასწია გააფთრებულმა სნეიპმა–გასაგებია რომ ქვიდიჩის გამო ყველანი აჟიტირებულები იყავით მაგრამ ეს მეცადინეობაში ხელს არ უნდა გიშლიდეთ!!! ეს რა უმსგავსობაა!!!! დღეს უფრო რთული მასალის მოცემას ვაპირებ ასე რომ…

უკან გავიხედე და სლიზერინის მაგიდა შევათვალიერე.დრაკო არსად ჩანდა.

–მის ბლექ?

ფეხზე წამოვდექი.

–გაიმეორეთ რაც ახლა ავხსენი!

უწადინოდ გავიმეორე ბოლო სამი წინადადება.

–მის ბლექ…გირჩევთ უფრო ყურადღებით იყავით…თორემ თქვენი  კვირის გმირობა ჩემს გაკვეთილებზე დამატებით ქულას ნამდვილად ვერ შეგმატებთ…

–მთელმა კლასმა ყური ცქვიტა.მერხზე დავენარცხე და თავი ხელებში ჩავრგე.

სადილზე უგემურად შევჭამე ხორცი.რატომღაც გრიფინდორის მაგიდაზე არავინ გამომლაპარაკებია.

–მილა შენს მიერ გადმოცემულ დღიურში რამდენიმე საინტერესო ფაქტი ვიპოვე–გვერდზე მომიჯდა ჰარი.– რა გჭირს?

–არაფერი.ამოვღერღე მე და გაღიმება ვცადე.ჰო რა იპოვე?

–როგორც ჩანს ბაბუაშენი იცნობდა სირიუსს…მაგრამ ისე კარგად არა როგორც მე მეგონა…

–ჰეი კარგად ხარ? ხელი ამიქნია ჩემს წინ მჯდარმა პარვატიმ.

მის შეკითხვაზე მთელი მაგიდა მომაჩერდა.მ კი მხოლოდ ერთ ფიგურას ვხედავდი…დარბაზის კარებთან მალფოი პარკინსონს ელაპარაკებოდა და იცინოდა.

–ჰარი..კარგია..მიხარია..მაგრამ უნდა წავიდე…

წამოვხტი და კარისკენ გავიქეცი.დრაკოს გვერდით ისე ჩავუარე არც შევუმჩნევივარ.ვიგრძენი დერეფანში ვიღაც მომყვებოდა მაგრამ სვლა აღარ შემინელებია კარიბჭესთან გაოცებულ ფილჩს მხარი გავკარი და ეზოში გავვარდი.ქვის სვეტებთან მუხლმა მიმტყუნა და ჩავიკეცე.ფრთხილად გავიხედე ქვის ჭრილში.მალფოი შუა ეზოში იდგა და მეძებდა.თავი გადააქნია და ისევ სკოლისკენ გაბრუნდა.

–‘’ქუდს რატომ არ ვუჯერებ? გაბრაზებულმა შევეკამათე ჩემს თავს– აქ სასწავლად ვარ! მან სწორი არჩევანი გააკეთა და მე მას უნდა დავემორჩილო!!! რატომ ვყოფ შარში თავს? რატომ არ ვუჯერებ დრაკოს და მისგან თავს შორს რატომ არ ვიჭერ? ჯანდაბა რა მემართება?’’

ქვებს თავი მივადე და ამოვიოხრე.

”ნეტავ მართლა სახლში დავბრუნებულიყავი…”

სლაგჰორნის გაკვეთილზე ცოტათი დამშვიდებული შევედი.მალფოი არსად ჩანდა.სამეულის მერხიც ცარიელი იყო.ზარი დაირეკა თუ არა სამეული საერთო ოთახში გამოჩნდა.მალფოი კი თითქოს მიწამ ჩაყლაპა…

–მის ბლექ–მომესალმა სლაგჰორნი.მოხარული ვარ რომ გხედავთ…უდიდეს შექებას იმსახურებთ თქვენი მამაცური საქციელისთვის…

–უკაცრავად მაგრამ რაზე მელაპარაკებით? გავაწყვეტინე ცივად.

სლაგჰორნს გაკვირვებისგან ყბა მოექცა.

–მერლინის წვერს ვფიცავ!!! შესძახა და ხელები გაშალა–ეს თქვენ არ გადაარჩინეთ მისტერ მალფოი? სევერუსს რომ დროზე არ მიესწრო მისთვის  ვინ იცის რა მოხდებოდა…

მთელი კლასი მომაჩერდა.მერჩივნა მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავვარდნილიყავი ოღონდ სიმუსის გაოცებული სახე არ დამენახა.სლიზერინელთა რიგში სტვენა და მოწონების შეძახილები გაისმა.

ვინ ვიყავი მათ თვალში?

გმირი? მოღალატე?…

სნეიპისთვის დამავიწყდა მეთხოვა რომ ეს ამბავი საიდუმლოდ შეენახა.რადგანაც მაშინ მხოლოდ დრაკოს ჯანმრთელობა მაინტერესებდა..და აჰა ჩემმა ბრმა შეცდომამ დამღუპა…

კარის ჯახუნი გაისმა.მიხედვა ვერ გავბედე.უკვე ვიცოდი ვინც იქნებოდა…

–ძალიან თავმდაბალი ბრძანდებით მის ბლექ….გამიღიმა სლაგჰორნმა.მაშ ასე…ვიწყებთ…დღეს ავხსნით სასმელს რომელიც არის…

–ეს მართალია? მომესმა მალფოის ჩურჩული.

–ჰო.ვუპასუხე ცივად.არ მინდოდა ეს გაეგოთ…

–ესე იგი სნეიპი შენ გამოიძახე?

–ჩუმად.–შემეშინდა მე.რადგან ვიცოდი ყველას თვალი და ყური აქეთ ჰქონდათ მოპყრობილი.

–საღამოს ყველაფერს აგიხსნი…

–იმედია.ქვაბი გამეტებით დაახეთქა მერხზე.– კი მაგრამ სადილზე რატომ გაიქეცი?

–ვინ გითხრა რომ გავიქეცი…განმარტოება მინდოდა.შენ რა მომდევდი?

–საიდან მოიტანე.–დაიბნა და წიგნი გადაფურცლა–მეგონა ჩემი გამოწერა გაგეხარდებოდა…

–მერე ვინ ამბობს რომ არ გამეხარდა?

– შენი ვერაფერი გავიგე…

– იმიტომ რომ არასდროს მისმენ…

ზარის დარეკვა ჩემთვის ჯოჯოხეთი აღმოჩნდა.გრიფინდორელები უხმოდ გაიკრიფნენ კაბინეტიდან.პარვატიმაც კი თავი ამარიდა.სლიზერინელები კი მე და მალფოის გარს შემოგვერტყნენ სრული შემადგენლობით.

–მაშ შენ გადაარჩინე ჩვენი სიკერი? ზაბინიმ ხელი გამომიწოდა.მოულოდნელად პენსიმ ხელი გამომწვევად აუკრა და ჩემსა და მალფოის შორის ჩადგა.

–გამაგებინეთ რა ხდება თქვენს შორის?

–დაახვიე.ცივად უთხრა მალფოიმ.

–მე მეუბნები მაგას? წამოიქოჩრა პენსი.

მალფოის სახის დანახვაზე ყველამ უკან დაიხია.ნაბიჯი წინ წადგა.

–დრაკო არ გინდა.–მანტიაზე დავქაჩე მე.

–შენი თანაგრძნობა არ მჭირდება მუქსისხლიანო! დაიკივლა პენსიმ–შენ კი ინანებ!!! მამაშენი ყველაფერს გაიგებს და მაშინ გავიხარებ! ლუციუსი ოჯახის სახელის შერცხვენას არ გაპატიებს! მუქარით შეუბღვირა დრაკოს და ოთახიდან გავარდა.

–ზაბინი.

–კრაბი გოილი

–ჰარპერი

–მარკუს ფლინტი

–ბლეჩლი…

–სასიამოვნოა.ყველას ღიმილით ჩამოვართვი ხელი.

–დრაკო მალფოი.ეშმაკური ღიმილით თავი ასწია მალფოიმ და ხელი თვითონაც გამომიწოდა.თავი დავუკარი და ღიმილით ხელი შევაგებე.

–ყველაფერი რიგზეა?გაისმა შემპარავი ხმა.კართან სნეიპი იდგა.მალფოის უმალ გავუშვი ხელი.

–დიახ პროფესორო.მივუგე და სლიზერინის გუნდს წინ გავუძეხი.

–უცნაური გოგო ხარ…მეუბნებოდა ზაბინი.

– შეიძლება ლუდზე დაგპატიჟო?

–ფრთხილად მარკუს ის ხომ გრიფინდორელია…

–მოკეტე გოილ! შეუღრინა მალფოიმ თუმცა მე გამეცინა.როგორც იქნა ყველაფერი გარკვეული იყო.მათ თავისიანად მიმიღეს…სანამ მოსახვევამდე მივიდოდით ყველამ შეიტყო ქუდის შეცდომის და ჩემი ფარული სურვილის შესახებ (დრაკომ გაახმაურა და მეც იძულებული გავხდი მომეყოლა) და ყველამ აღშფოთებით  გააპროტესტა ეს ამბავი…

საერთო ოთახში ავედი.საერთო დაძაბულობა მეცა სახეში.წიგნები ამოვიღე და კუთხეში მივიყუჟე.

–მილა.შენ რა მალფოი გადაარჩინე? მომვარდა სიმუსი.

–გერჩივნა მომკვდარიყო და ჰარი აზკაბანში გენახა არა?შევუღრინე მე აღრენილი სიმუსი გარეთ გავარდა.

–შეიძლება? სამეული თავზე წამომდგომოდა.

–დასხედით.ხელი უხალისოდ ავიქნიე.

–ეს მართალია?..შემეკითხა ჰერმიონი.

–მე არ დამინახავს სააბაზანოში ვინ იყო.შევეცადე დამაჯერებლად მელაპარაკა–ჩხუბის და ლეწვის ხმა მომესმა თუ არა მაშინვე დერეფანში გავიქეცი.სნეიპის კაბინეტი ყველაზე ახლოს იყო… და ვაცნობე ეს ამბავი მეტი არაფერი ყოფილა.მხოლოდ დილას გავიგე შენი ამბავი ჰარი…

–ესე იგი სააბაზანოში არ შეგიხედავს? ჰარის  ხმაც არ გაგიგონია?–დაეჭვებით ჩამკითხა რონი.

–მოეშვი რონ…ჰარიმ თავი გადაქნია.–მილა რომ ასე არ მოქცეულიყო შეიძლება მალფოი მართლა მომკვდარიყო…ის რომ იატაკზე სისხლში მოთხვრილი დავინახე…

–მაგრამ შენზე მან ავადა კედავრა გამოიყენა.გააფთრდა ჰერმიონი.

თვალწინ დამიდგა გაცეცხლებული მალფოის ცრემლით დასველებული სახე და საშინელი ღრიალი ‘’ავადა კედავრა…’

–კი მაგრამ მალფოის ასე რატომ ვერ იტანთ? ჩავილაპარაკე მე.

–მამამისი ‘’სიკვდილის მხვრელია’’ აზკაბანში იჯდა მაგრამ გამოუშვეს…დეიდამისმა  სირიუსი მომიკლა! ერთადერთი ახლობელი ადამიანი…

–მერე მალფოი რა შუაშია?

–ვოლდემორს მამამისის შემდეგ ის მოემსახურება.ალბათ უკვე გადაიყვანა მის მხარეს…

–ჰარი რა სისულელეა მალფოი ხომ სტუდენტია რაში სჭირდება ვოლდემორს გამოუცდელი ბავშვი?

–შენ რა მას იცავ? მომვარდა ჰერმიონი.

–შენ არ იცი მას რა შეუძლია შეიძლება შენც კი არ დაგინდოს…ის არავის ინდობს…შემედავა რონი.

–არავის არ ვიცავ.ჩავილაპარაკე მე.უბრალოდ ვცდილობ ამ ჩახლართულ ლაბირინთში სიმართლე ვიპოვო…

სამეულის საუბარმა ძალიან დამაფიქრა.დრაკო ბოლო დროს მართლაც საეჭვოდ იქცეოდა.თანაც საავადმყოფოში ნაწილობრივ ისიც კი გამიმხილა რაც ბოლოს ჩაიდინა…ეს ამბავი ბოლოს და ბოლოს უნდა გამერკვია.

საღამოს თმა ავიწიე მანტია ზურმუხტისფერ ზედაზე შემოვიცვი და პორტრეტიდან რომ ვძვრებოდი სიმუსის ნაღვლიან სახეს მოვკარი თვალი.

ხიდზე არავინ ჩანდა.მზე ჩადიოდა და ჰოგვორტსის მიდამო გასაოცარ ფერებში ელვარებდა…მოაჯირს დავეყრდენი და ტბას მოხიბლული გავყურებდი.მხარზე შეხება ვიგრძენი.

–ლამაზია არა?

–ძალიან.

–გინდა გავფრინდეთ?

გაოცებით შევხედე დრაკოს.

–მალე დაღამდება…დაგვიჭერენ…

–ვერავინ ვერ დაგვიჭერს…წამოდი.ხელი ჩამავლო და ეზოში გამათრია.გასახდელიდან სწრაფად გამოიტანა თავისი და კიდევ ერთი ცოცხი.

–ჩემი ნიმბუს 2005 შენ გიჯერებს ამიტომ მე ზაბინისას ავირჩევ.მითხრა და მანტია გადაიძრო.–მანტია აქ დატოვე…არ ცივა.

ავმხედრდით და სიცილით გადავუფრინეთ ტბას.კარგა ხანს დაჭერობანას მეთამაშებოდა საოცარ ფინტებს აკეთებდა.თან სწორად თავის დაჭერას მასწავლიდა.როცა საკმაოდ დაბნელდა ჰოგვორტსში დავბრუნდით.გასახდელთან არავინ ჩანდა.სკოლაშიც მშვიდობიანად დავბრუნდით.

–გადავწყვიტე  რაღაც გაჩვენო…მითხრა დერეფანში.უხმოდ გავიარეთ ორი ბნელი  მოსახვევი და ცარიელ დიდ კედელთან შევჩერდით.

–ხელი ჩამჭიდე.ხმადაბალი ხმით მითხრა და თვალები დახუჭა.

რატომღაც მეც დავხუჭე თვალი.

ჩვენს წინაშე კარი გაჩნდა.

თავი 9.

მიშველე–ოთახი…ის არსებობს…დავიჩურჩულე მე.–კი მაგრამ როგორ გახსენი? რა უთხარი? მოიცა..ფრთხილად…

ჩემი არ ესმოდა.სადღაც მიმაქანებდა.

არეული ნივთების ლაბირინთი გავიარეთ და დიდ სვეტთან შევჩერდით.

–ლივი გახსოვს რაღაცას რომ გიყვებოდი საავადმყოფოს ფლიგელში…

თავი დავუქნიე.

–აღარ შემიძლია გესმის…ამ საიდუმლოს მარტო ვერ ვატარებ…

– აქ რატომ მომიყვანე?

–არც კი ვიცი რატომ გენდობი…მაგრამ გადავწყვიტე რომ ყველაფერი გითხრა….მაგრამ იცოდე სანაცვლოდ შენც უნდა გაიღო მსხვერპლი ამისთვის…

–შენი ნდობისთვის?…

–ჰო…დამეთანხმა და ამოიოხრა–ვიცი რომ ცუდი ვარ…–გააგრძელა წამიერი პაუზის შემდეგ– ვიცი ბევრი ვერ მიტანს მაგრამ მე ვერასოდეს შევიცვლები.ასეთია ჩემი ბუნება.უბრალოდ არ შემიძლია ვითამაშო ”კარგი ბიჭის” როლი…ეს არც მჭირდება.მაგრამ გაუმიზნავად არასოდეს არავის არაფერს ვუშავებ…არავის ვეხები თუკი თვითონ არ მეხებიან…ამოისუნთქა.ნაბიჯი წინ წადგა და ხელის ერთი გაკვრით დიდ ნივთს წინ რომ იდგა მტვრიანი შალითა ჩამოაგლიჯა.

–ხედავ ამას?

–კარადას? ეს ხომ ჩვეულებრივი კარადაა…

–ეს არის ჩემი საიდუმლო იარაღი.

–ჰოგვორტსიდან კარადის გატანას აპირებ?

–ხანდახან რა სულელი ხარ.–გაღიზიანებით თავი გააქნია და ჯოხი ამოიღო.– თუ ჩემი საიდუმლოს თანაზიარი გინდა გახდე…მაშინ უნდა შემომფიცო…

– მაგაზე ადვილი რა არის? ვფიცავ რომ…

– უტეხი ფიცით… ლივი.

უკვე ვიცოდი ეს რა იყო წაკითხული მქონდა მაგრამ წამითაც არ შევყოვნებულვარ მაშინვე გავუწოდე ხელი.მომეჩვენა რომ მალფოი წამით დაიბნა მაგრამ თავი უკან გადასწია ჯოხით შელოცვა წარმოთქვა და ხელი ჩამჭიდა.

– შემომფიცე რომ რასაც აქ ნახავ ან გაიგონებ… მხოლოდ ჩვენს შორის დარჩება… შემომფიცე რომ იქნები ჩემი მესაიდუმლე და თანაზიარი ნებისმიერ საქმეში…

– მეგობარი დაგავიწყდა.გავაწყვეტინე მე.

– ეგ თავისთავად…

– მაშინ…ვფიცავ.

–მეც ვფიცავ…

კაშკაშა ზოლი რომელიც მტევნებზე გვქონდა შემოსალტული გაქრა.დრაკომ  ხელი გაოცებით შემიშვა.

– მოიცა…ხომ იცი რომ ამ ფიცს თუ დაარღვევ…

–მოვკვდები ვიცი…ახლა საქმეზე გადადი.ვეღარ მოვითმინე მე.

დრაკომ ჯოხი შეინახა.

–ჰოგვორტსში სიკვდილის მხვრელები შემომყავს.

ელდა მეცა და უკან დავიწიე.

–მამაჩემი მართალია….გააგრძელა მშვიდად–დამბლდორი უნდა შევაჩეროთ.სხვანაირად ჩემი ოჯახი…მოკლედ მის ხელში ვართ….ამიტომაც ვარ აქ…როცა წასვლას ვაპირებდი…ამ საქმეზე უარი ვთქვი.რადგან შემეშინდა.მაგრამ მერე პოტერთან მომხდარმა შემთხვევამ ისე გამამწარა…

–პოტერის გამო აკეთებ ამას?

–ერთი მაგისიც…ლივი სხვა გზა არ მაქვს! შეჰყვირა გამწარებით–ეს კარადა როგორ გითხრა…

–იგივე ლიფტია არა?…

–დაახლოებით…მაშინ მაღაზიასთან რომ დამინახე…ბელატრისამ ბორჯინის მაღაზიაში მიმიყვანა და ამიხსნა მისი მნიშვნელობა…ვოლდემორმა მამაჩემს უთხრა რომ თუ მე დამბლდორს მოვკლავ ის ჩვენი სახლიდან წავა სამუდამოდ შეგვეშვება და სხვაგან გადავა…მას უბრალოდ უნდა რომ მამაჩემის…ჩვენი ერთგულება გამოსცადოს…

–კი მაგრამ მისი ნდობა არ შეიძლება…რა გარანტია გაქვს რომ ამის შემდეგ ის ყველას არ დაგხოცავთ?

–მან მე ნიშანი დამიტოვა…დაიჩურჩულა მწარედ.

–თუ ამას გააკეთებ რა მოხდება?

–არ ვიცი.მაგრამ თუ არ გავაკეთე…ისინი დედაჩემს მოკლავენ….ჩაილაპარაკა დრაკომ და თვალები აუწყლიანდა–შეიძლება მართლა საშინელებას ჩავდივარ… მაგრამ ჩემი ოჯახი ჩემთვის ყველაფერია.ამ ყველაფერს შენ სწორედ ამიტომ გიხსნი.შენ კარგად იცი რას ნიშნავს როცა საყვარელ ადამიანებს კარგავ…

–ისინი აქ რატომ მოდიან? საქმე ხომ მარტო უნდა გააკეთო?

მათ უნდათ სკოლა ბოლომდე ხელში ჩაიგდონ. დამბლდორის შემდეგ დირექტორი სნეიპი გახდება და აქაურობაც მისი…ლორდის კონტროლის ქვეშ იქნება…

მოწყვეტით დავეშვი გადაბრუნებულ ხის ყუთზე.

სისულელე იქნებოდა ახლა უაზრო ფრაზებით მისი დამშვიდება.

შეგვეძლო ყველაფერი დირექტორისთვის გვეთქვა და ერთად გავქცეულიყავით დამბლდორი დაცვას მოგვიჩენდა და ყველაფერში დაგვეხმარებოდა მაგრამ ყველანაირი გზა მოჭრილი იყო რადგანაც ვოლდემორს მისი მშობლები გამოჭერილი ჰყავდა.

არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა.

–დრაკო…საშინელებაა მაგრამ…

–ლივი ოღონდ შენც არ დაიწყო.გამაწყვეტინა და ჩემს გვერდით იატაკზე დაეშვა.–სნეიპმა ბოლო დროს ყურები გამომიჭედა დახმარების შემოთავაზებით მაგრამ კარგად ვიცი მას რაც უნდა ვოლდემორის თვალში ამაღლდეს!!! ამისთვის ნებისმიერს გაწირავს…

–მე ვერ შევძლებ დაგეხმარო?

–შენ უკვე დამეხმარე რომ ეს ყველაფერი მოისმინე.უკვე გვიანია რამის შეცვლა…

–არასოდესაა გვიანი…მინდა რომ დაგეხმარო…

–და ცუდი ბიჭის თანამზრახველი გახდე?

–თუ საჭირო გახდა ვოლდემორსაც დავუპირისპირდები….

ხმამაღლა გაეცინა.

–ჩვენი მეგობრობა მართალია ძალიან უჩვეულოა–მითხრა სიცილით.–მაგრამ გგონია იმდენად ბოროტი და დაუნდობელი ვარ რომ შენს თავს მას ჩავუგდებ ხელში?იცი რა მე მეგობრების ღალატი ნამდვილად არ მჩვევია.და შეიძლება ეს ჩემი ერთადერთი დადებითი თვისებაა…

–დარწმუნებული ხარ რომ სტუდენტები არ დაშავდებიან?

თავი გადააქნია.

–როგორ ენდობი მათ! გამოგიყენებენ და შეიძლება გამოსვლისთანავე გამოგასალმონ სიცოცხლეს!!! გამწარებით წამოვხტი.

–ეს რომ გააკეთონ ვოლდემორი ყველას დახოცავს…

–მაინც როგორ დამამშვიდე? გამოვაჯავრე.

–ეს ჩემი გასაკეთებელია და გავაკეთებ.

–იქნებ მე მიმიყვანო მამაშენთან?

–გაგიჟდი? სახემოქცეული წამოხტა ფეხზე.–ბნელი ბატონი წამითაც არ გაცოცხლებს…

–ის ჩემი ბატონი არ არის დრაკო და არც არასდროს იქნება მამაშენი ძალიან რისკავს შენს სიცოცხლეს რისკავს და ასე არ შეიძლება! თუ ეს აუცილებელი გასაკეთებელია ამას მე გავაკეთებ შენ კი გვერდზე გადგები ჩემზე ვერავინ ვერაფერს იეჭვებს შენ კი შეიძლება დაგიჭირონ ან საერთოდ მოგკლან…თუ მამაშენთან ჩემი მიყვანა არ გინდა მე თვითონ მოვძებნი…არ გამიჭირდება…

–ლივი მოიცადე…

გამწარებით მივიკვლევდი გზას ნივთების ლაბირინთში.თითქოს ჩემში სხვა ადამიანი გაცოცხლდა.რაღაც ძალა წინ მიმაქანებდა.

დრაკომ კართან მაინც მიმასწრო და ხელით გზა გადამიღობა.

–არ მოგცემ ამის უფლებას!!! მე შენ უბრალოდ მოსმენა გთხოვე…

–რა გავაკეთო რომ ეს მდგომარეობა თავიდან აგარიდო!!! ვიყვირე მე.უკვე თავს ვეღარ ვიმორჩილებდი სადაცაა ცრემლები წამსკდებოდა.

–არ დავუშვებ რომ შენ ამაში გაერიო! მტკიცედ წარმოთქვა და ხელი ჩამჭიდა.–არ ვიცი ლივი ასე რატომ გადარდებს ჩემი ამბავი ძალიან მაკვირვებს ის რომ სულაც არ ნაღვლობ დამბლდორის ბედს ის ხომ ყველასთვის საყვარელი დირექტორია…შენ კი მაინც  ჩემს დახმარებას ცდილობ…

– მე ასეთი მეგობრობა ვიცი დრაკო.დამბლდორს არც ისე კარგად ვიცნობ აი შენზე კი ნამდვილად ვღელავ. მეტი რა უნდა აგიხსნა? ვუპასუხე მოგუდული ხმით.

კარადასთან დავბრუნდით.ჩემთვის ხელი არ გაუშვია ისე დავსხედით ყუთზე.

–მამაჩემმა ჩემი დაშავების ამბავი რომ გაიგო კინაღამ გააფრინა.უნდოდა რომ ჰოგვორტსიდან მეორე დღესვე გავეყვანე…

–იმ საღამოს მაგაზე აპირებდი ჩემთან დალაპარაკებას? ვკითხე მე.

–ჰო და კინაღამ იმქვეყნად წავედი…

–პოტერი თვალს არ გაშორებს.ჩავილაპარაკე მე.

–ვიცი და ამიტომაც ვიყენებ ამ ოთახს…შიგნით ისეთი სურვილით შემოვდივარ სანამ აქ ვარ ვერავინ მომაგნებს.

–გაკვეთილებზეც ამიტომ არ ჩანხარ?

–ჰო.ცოტაღა დარჩა შეკეთება ძალიან სწრაფად მიდის…კრაბი და გოილიც მეხმარებიან ხანდახან…

–და ზაბინიც. ჩავურთე ეშმაკურად.გაიცინა და ხელი მხარზე ჩამომადო.

–არ მინდოდა თამაშზე ნაღვლიანი ყოფილიყავი…ამიტომაც მოვიფიქრე ეგ ხრიკი…რა სიამოვნებით გავთელავდი იმ ქუდს ფეხქვეშ…

–ისე ქუდს რას ერჩი.–ჩავურთე მე.–პირიქით ახლა შემიძლია ისე დაგეხმარო ვერავინ ვერაფერი იეჭვოს.პოტერსაც თვალს არ მოვაშორებ.თანაც სლიზერინში რომ ვყოფილიყავი პენსი წამითაც არ მომასვენებდა…

–სლიზერინში რომ მოხვედრილიყავი…შეიძლება შენთვის ყურადღება არც მომექცია…მაგრამ განაწილების დღეს რომ გამოგხედე…ზაბინი ამბობდა წმინდასისხლიანიაო…სანამ ქუდთან მიხვიდოდი შევნიშნე რა აღტაცებით უყურებდი ჩვენი კლუბის მაგიდას.ეს ბევრმა შენიშნა…

–სამაგიეროდ ახლა ყველაფერი რიგზეა…ყველასთან…

–მე ბიჭებისთვის ეს თავიდანვე არ დამიმალავს.მითხრა და თმაზე გამეთამაშა–ეს შენს დასაცავადაც გამომადგება.ზაბინის ძალიან მოსწონხარ…თუმცა მას ყველა გოგო მოსწონს..მაგრამ შენზე ამბობს რომ რაღაც განსაკუთრებული ის გაქვს….რა ჰქვია?..

–აურა? ჩავერთე მე.

–ჰო მგონი ეგ…

–ტრელოუნისთან წამეცადინება არ გაწყენდა…

– ერთი მაგისი.

ამ დროს თავში ბრწყინვალე აზრმა გამიელვა…

–დრაკო რაღაც მოვიფიქრე.მისი ხელი მოვიშორე და ფეხზე წამოვვარდი.

თავი 10.

გაოცებულმა შემომხედა.

–მე შემიძლია ჩემი უნარი გამოვიყენო! და დავინახო მომავალში რა მოხდება…

–ვერ გავიგე…

–დრაკო პროფესორმა ტრელოუნიმ მითხრა რომ რაღაც ტელეპათიის მსგავსი ნიჭი მაქვს…რომელსაც განთავისუფლება სჭირდება…ტრელოუნის ვთხოვ გათავისუფლებაში დამეხმაროს და მერე თუ შევძლებ დავიმორჩილო გონება  დავინახავ რა მოხდება სიკვდილის მხვრელების შემოსვლის შემდეგ ან მანამდე რა აქვთ ჩაფიქრებული…

–დარწმუნებული ხარ? შენ ხომ თქვი რომ ეგ სახლში გტანჯავდა…

–არაფერია ტკივილს გავუძლებ…

-ტკივილს? კი მაგრამ…

–ხვალვე მივალ ტრელოუნისთან…შენ არ იდარდო…მაინც არ მაძლევ იმის უფლებას რომ რამე სერიოზული ნაბიჯი გადავდგა და ვეცდები ის მაინც გამოვიყენო რისი ძალაც შემწევს…

–კარგი…წარმოთქვა წამიერი დაფიქრების შემდეგ.–იცი რა..სნეიპს ერიდე მაინც.არ მინდა რამე გამოგტყუოს…

–დრაკო მას შენი დაცვა უნდა…

–კარგი რა მილა ნეტა განახა რეებს მეუბნება!!! ყველაფერი რომ გავუმხილო წავა და თვითონ შემოუშვებს სიკვდილის მხვრელებს აქ სტატუსს აიმაღლებს ბატონთან მე კი გვერდზე დავრჩები…

– სნეიპზე არ მეგონა ცუდი წარმოდგენა თუ გქონდა…

–მილა ბნელ ბატონთან ყველა  ცდილობს საქმე სხვაზე უკეთ გააკეთოს რომ მისი წყალობა დაიმსახუროს…წინა კვირას ორი მათგანი მხოლოდ იმის გამო მოკლა რომ სამინისტროსთან დაცვა შეასუსტეს და მაგიის მინისტრის ახალი ბრძანება გაზეთში გამოქვეყნებამდე ვერ დაბლოკეს…

–ციხის გატეხვის შესახებ?

–ჰო…და საერთოდაც იცი რა? მამაშენი ცოცხალი რომ იყოს…ამ სამყაროს ნამდვილად აგარიდებდა…ხომ ხედავ აქ რა საგიჟეთია…

–გაჩუმდი.გავუბრაზდი მე.ძალიანაც კარგი  რომ აქ წამოვედი…არ წავიდეთ?

–სადაცაა გათენდება.ცოტაც მოვიცადოთ და გავიდეთ.ფილჩი დილის ექვსზე იღვიძებს ჯერ ადრეა…

–მისი განრიგიც კარგად დაგიმახსოვრებია.

გაიცინა და ხელი გადამხვია.

ოთახიდან ისევ ხელიხელჩაკიდებულები გამოვედით არ ვიცოდი რას სთხოვდა ოთახს და რა სურვილით შევდიოდით იქ ისე რომ ვერავინ ვერ გვაწუხებდა…

ორი დღე ისე გავიდა რომ არ გამოჩენილა.ვცდილობდი ჰერმიონთან დავახლოვებულიყავი ჰარის გვერდზეც ხშირად ვიყავი მაგრამ მათი საუბრებიდან ისეთი არაფერი შემიტყვია რითაც დრაკოს დავეხმარებოდი.რონი და ჰერმიონი სულ თავისთვის კამათობდნენ.ჰერი კი ან ჩუმად იჯდა ან საერთოდ შორდებოდა მათ და საძინებელში ადიოდა.

მესამე დღეს სლაგჰორნის გაკვეთილზე დრაკო ჩვეულ დროს გამოცხადდა.

–სამ დღეში სიკვდილის მხვრელები შემომყავს.გადმომიჩურჩულა და წიგნი მაგიდაზე ხმაურით დაანარცხა.

–სამ დღეში?–შევიცხადე მე კოლბა გადამიყირავდა და მუქი იისფერი სითხე იატაკზე შიშინით დაიღვარა.ყურადღება არავის მოუქცევია ეტყობოდა აღარავის აკვირვებდა ჩვენი ერთად მუშაობა.

–მილა გთხოვ გთხოვ…ვიცი რომ ეს საშინელებაა…ორივე ერთად დავიხარეთ სითხის ასაწმენდად და შეუმჩნევლად ხელი ჩამჭიდა.–ვიცი ვჩქარობ მაგრამ უკვე არ შემიძლია ამის დაყოვნება…

–სულელო მე ეგ ვიცი! მე ის მადარდებს რომ ტრელოუნისთან ვარჯიშს შეიძლება ცოტა დიდი დრო დასჭირდეს…ესეც უნდა გავითვალისწინოთ…

–არავის მივცემ შენი დაშავების უფლებას.მითხრა და ერთად წამოვიწიეთ–არავისი დაშავება და სიკვდილი არ მინდა საერთოდ მაგრამ თუკი ვინმე წინ გადაგვიდგება…და თვალები ბოროტად დააკვესა.

–ტრელოუნისთან დღესვე მივალ…

–რატომ აკეთებ მაგას ხომ შეიძლება დაიტანჯო?

‘’იმიტომ რომ მიყვარხარ’’ გავიფიქრე გამწარებით.

–იმიტომ რომ შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ.ჩურჩულით ესღა ვუთხარი და გადაშლილი წიგნი მისკენ გავაჩოჩე.

იმ ღამეს კი მისი პორტრეტი საბოლოოდ დავასრულე.

გაკვეთილებზე ჰარი არ გამოჩენილა.ჰერმიონმა მითხრა რომ დამბლდორთან იყო მაგრამ არ უთქვამს რატომ.რონი არ მენდობოდა.სიმუსი კი ჩემი ‘’გმირობის’’  ამბავის შემდეგ საერთოდ აღარ დამლაპარაკებია.საძინებელში მხოლოდ პარვატის თუ გავესაუბრებოდი მერე კი ან ვმეცადინეობდი ან ვხატავდი ან უხმოდ ვიწექი და სახლზე და დედაზე ვფიქრობდი.

სლიზერინელები ყველანი თავაზიანად მექცეოდნენ.ზაბინი ყველანაირად ცდილობდა გაცოფებული პენსი ჩემგან გაერიდებინა.ამავე დროს თვითონაც დაუფარავად მეარშიყებოდა.

ლუნამ ზაფხულში თავისთან მიმიწვია.

–ჩვენ ლამაზი სახლი გვაქვს.წინ დიდი ტრიალი მინდორია.რამდენიმე ბორცვის იქეთ უისლები ცხოვრობენ და შეგიძლია ისინიც მოინახულო…

მადლობა გადაუხადე.ლუნა ძალიან მომწონდა.მართალია გულუბრყვილო იყო და მიმნდობი შემეძლო მისთვის ყველაფერი გამემხილა მაგრამ ეს არ გავაკეთე.მერჩივნა ჩემი საიდუმლო მხოლოდ ჩემთან ყოფილიყო.

–მილა სამ საათზე ვარჯიში გვაქვს შეგიძლია დაგვესწრო.გადმომძახა ზაბინიმ სადილზე.

საქმე არაფერი მქონდა.გრიფინდორელები ყურადღებას არ მაქცევდნენ.ყველა დილის მისნის ახალ ინფორმაციებს ეცნობოდა.საძინებელში ზურმუხტისფერი ზედა გადავიცვი და მოედანზე გავვარდი.

– ბიჭებო წინ! ბრძანება გასცა ზაბინიმ.

სლიზერინის გუნდი ჰაერში აიჭრა.უკვე დაუფარავად გამოვხატავდი აღტაცებას.უხდებოდათ უხეში სტილი და წარმოუდგენლად სახიფათო ფინტები…

– ნახეთ ვინ მოფრინდა!

ჰაერში ნაცნობი ქერა თმა აფრიალდა.ჩვენი ეშმაკური ფანდი კვლავ გავიმეორეთ.სიცილით დავუკარი თავი.

–ეს დამიჭირე რა.ზაბინიმ თავისი სლიზერინის შარფი გადმომიგდო.

ვარჯიშით დაღლილები მიწაზე რომ დაეშვნენ მოედანზე ჩავედი.

–ამას ვის ვხედავ.წინ გადამიდგა საიდანღაც გამოჩენილი გაავებული პენსი.

მალფოი მოახლოვდა და ხელი მოურიდებლად გადამხვია.

–როდის უნდა დამანებო თავი.უთხრა პენსის.

–გაკვეთილებზე ყველგან წყვილებად მუშაობთ წვეულებაზე მის სანახავად დაიპარები ახლა ვარჯიშზეც პატიჟებ…

–ვარჯიშზე მე დავპატიჟე.ჩაერთო ზაბინი.

გაგულისებულმა პენსიმ ჯოხი დააძრო და ზაბინის მიუშვირა.

–შენ ნუ ერევი!!!!

–ჯოხი დაუშვი! გამოვთქვი მშრალად და მისკენ ნაბიჯი გადავდგი.

ბიჭებმა დაუსტვინეს.

მოულოდნელად პენსიმ კისრიდან ზაბინის შარფი გადამაძრო ცოცხს მოახტა და ჰაერში აიჭრა.

–მაგარი გოგო ხარ არა? ყვიროდა გაცეცხლებული.–ჰაერში არაფერიც არ ხარ იმიტომ რომ ნახევრად მაგლს ფრენა არ შეუძლია! მეცოდები შე მუქსისხლიანო…

წამის მეასედში გამოვტაცე დრაკოს ცოცხი.

–მილა რას აკეთებ!

გასახდელისკენ წადი და ეცადე არავინ წამოგვადგეს თავზე.–ვუყვირე ზაბინის და პენსის გავეკიდე.უცებ გავაცნობიერე რომ პირველად მივფრინავდი დამოუკიდებლად.

–შარფი მომეცი შენთვისვე აჯობებს.მშვიდად ვურჩიე მე.

–ხმას ნუ იღებ თუ ასეთი მაგარი ხარ მოდი და აიღე!!!

მისკენ გავექანე.

–მოდი მუქსისხლიანო დამიჭირე!!! კიოდა პენსი.–მალფოის წართმევას თუ გაბედავ მამაშენის გზას გაგიყოლებ!

–მალფოი არავის ეკუთვნის.ვუპასუხე დამცინავად.და შესაბამისად არც არავინ გართმევს…მამაჩემის ხსენებას კი თავი დაანებე თორემ მეორედ ასეთი ლმობიერი არ ვიქნები!!!

–აკციო შარფი!!!

პენსის კისრიდან შარფი გადაძვრა.მარჯვედ დავიჭირე ჰაერში გადავტრიალდი და მიწაზე მშვიდად დავეშვი.

–შესანიშნავად დაფრინავ მილა!!!

–მაგარი სეირი იყო.იცინოდა ფლინტი.

შარფი ზაბინის გადავეცი.

–წავედი სანამ ვინმე დამინახავდეს…მშვენიერი ვარჯიში იყო ბიჭებო…

მოედნიდან გავედი თუ არა მალფოი წამომეწია.

–დაგვინახავენ.

–ფეხებზე მკიდია.

გამეღიმა და ნაბიჯი ავუწყვე.

–კარადა მართლა შეაკეთე? ვკითხე ქვის ქანდაკებებს როცა მივუახლოვდით.

–ცოტა დარჩა.ამოიოხრა მწარედ.უხმოდ ჩავავლე მანტიაში ხელი.

–მამაშენი…

–რა?

წინ გავახედე.კარიბჭესთან მალფოის მშობლები იდგნენ და დამბლდორს ეკამათებოდნენ.

–როგორ თუ უფლება არ მაქვს ჩემი შვილი წავიყვანო? ცხარობდა მისტერ მალფოი.

–ეს თვითონ დრაკოს გადასაწყვეტია.უპასუხა დამბლდორმა.მის უკან მოსწავლეები მოგროვდნენ.სლიზერინელებიც მოახლოვდნენ.

–გასაგებია რომ ჰოგვორტსი დაცულია მაგრამ უფლებებს ნუ აჭარბებთ ბატონო დირექტორო!!!

–მაპატიეთ მაგრამ აუცილებელი საქმე მაქვს დრაკოს დაელაპარაკეთ თუკი აქედან წასვლას გადაწყვეტს მე წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნები…

–ვერსადაც ვერ წახვალთ!!! შეედავა მისტერ მალფოი.

დრაკომ ხელი შეუმჩნევლად ჩამჭიდა. სწორედ ამ დროს ნარცისამ დაგვინახა.

–აი სად ყოფილხართ…

ყველამ ჩვენსკენ გამოიხედა.შემკრთალმა გამიშვა ხელი და წინ წაიწია.

–მე უნდა დაგტოვოთ.მოიბოდიშა დამბლდორმა და გაქრა.

ნარცისა დრაკოს მოეხვია.

–მგონი კაპიტანი დაგვტოვებს.თქვა ზაბინიმ.

–არა მგონია.ვუპასუხე წყნარად.

მალფოების მთელი ოჯახი ჩვენსკენ გამოემართა.

–მის ბლექ?

–მისტერ მალფოი.თავაზიანად დავუკარი თავი მაგრამ ძალიან ავღელდი.

–მადლობას გიხდი…დაიწყო ნარცისამ მაგრამ ლუციუსმა ხელი ასწია.

–სნეიპს შენ შეატყობინე დრაკოს და პოტერის დუელის შესახებ?

–დიახ.

–უცნაურია…თვალებში ცივად ჩამაჩერდა.–გრიფინდორელი გოგონა…ნახევარსისხლიანი…უფროსწორად ნახევრად მაგლი…სლიზერინის გუნდის წევრის გადარჩენას ცდილობს…რატომ?

მალფოის სახე მოექცა და დაუფარავი ბრაზით შეუბღვირა მამას.

– წმინდასისხლიანი ვარ….სერ.ბოლო სიტყვას მახვილი დავასვი და თავი ამაყად ავწიე.

–ჰო რასაკვირველია სამინისტროს გადაწყვეტილება…ხელი გამომიწოდა ლუციუსმა.–მადლობელი ვარ რომ დრაკო…გადაარჩინე.

ხელი შევაგებე.ისე სწრაფად გამიშვა თითქოს ელექტროდენს დაერტყას და გატრიალდა.

–წავედით დრაკო!

–მე ვრჩები.დაიღრინა მალფოიმ.

–ხომ იცი რომ ეს შეუძლებელია?

–საქმე დასრულებულია.

მალფოებს ელდა ეცათ.მე კი ადგილზე შევტოკდი.

–დარწმუნებული ხარ? ჩაეკითხა ნარცისა.

–დრაკომ თავი დააქნია.

–მე ჩემს მეგობრებთან ვრჩები!!!

ლუციუსს აღარაფერი უთქვამს.შემკრთალ ნარცისას ხელკავი გამოსდო და სწრაფად გაიყოლა.მალფოი ხეს მიეყრდნო და ამოიგმინა.

ბიჭები წაიყვანე.ვთხოვე ზაბინის და დრაკოს მივვარდი.

–წამოდი.

–არ შემიძლია.

–წამოდი…კლუბის ოთახში თუ არ გინდა ჩასვლა სადმე მაინც გავიდეთ…თვალი შევასწარი კარიბჭესთან გრიფინდორელები მოგვჩერებოდნენ.ხელი ჩავჭიდე და გავიყოლე.მათ ისე გავუარეთ გვერდი ხმა არავის ამოუღია.სწრაფად გავიარეთ დერეფანი და კედელთან შევჩერდით.

–როგორ უნდა სთხოვო შესვლა?

–სთხოვე ის რისთვისაც გინდა ოთახის გამოყენება.იქნება ეს რამის შენახვა სხვისგან დამალვა თუ დადევნებული მასწავლებლისგან თავის გარიდება…

ხელი არ გამიშვია მისთვის ისე დავხუჭე თვალები და დრაკოსთან მარტო დარჩენა წარმოვიდგინე.

რამდენიმე წამში კარი გაჩნდა.

მოგზაურობა ჰოგვორტსში (1-5)


თავი 1.

– ადგომის დროა!!!

სასიამოვნო ხილვები ისევე უეცრად შეწყდა როგორც დაიწყო.

სიბნელე თვალისმომჭრელმა შუქმა გაარღვია.ამოვიოხრე და გვერდზე გადაბრუნება უჩუმრად  ვცადე.

– გაგვიანდება!!!

დედამ ჩვეულ დროს გამაღვიძა.უკვე ერთფეროვნებას შეჩვეული ვიყავი…

მე მილა ბლექი ვარ. ერთი პატარა ლამაზი ქალაქიდან.ჩვეულებრივი მასისგან ალბათ არაფრით გამოვირჩევი…ისეთი ცხოვრება მაქვს როგორც ყველას.ვსწავლობ სკოლაში და დავდივარ რამდენიმე საგნის წრეზე.ირგვლივ ყველას ჰგონია რომ ძალიან ნიჭიერი ვარ და წინ წარმატებული გზა მელოდება მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ…იმიტომ რომ მე ჩემი პატარა სამყარო მაქვს….მე მაინც განსხვავებულად ვცხოვრობ…და განსხვავებულად ვაზროვნებ.ამის გამო თანატოლები დამცინიან კიდეც მაგრამ მე არ მწყინს.დაე დამცინონ.ისინი ხომ ვერ ხედავენ იმ სამყაროს რომელსაც მე ვხედავ…

რატომღაც სკოლაში წასვლის სურვილი არ მქონდა.გავიდა თუ არა დედა სახლიდან თაროდან სასწრაფოდ ”ჰარი პოტერის” მესამე ტომი ჩამოვიღე და ჩანთაში ჩავაგდე.სკოლის შემდეგ სამკითხველო დარბაზში ვაპირებდი წასვლას.

ცხოვრებისეული რეალობიდან საკმაოდ დაშორებული ვარ…დაძაბულ ოჯახურ პირობებში ვიზრდები.11 წლის  რომ ვიყავი  მამა წავიდა ამქვეყნიდან ისე რომ წესიერად მასთან დაახლოებაც კი ვერ მოვასწარი.მას შემდეგ დედა ჩემს მიმართ შეიცვალა ხანდახან ძალიან მკაცრად მექცევა ისე მაკონტროლებს თითქოს ეშინია მაგრამ რისი არ ვიცი…ცხოვრებამ თავის მარწუხებში ჩამითრია. სკოლა-სახლი მასწავლებელი-სახლი…ჩვეულებრივად არის ყველაფერი მაგრამ ამავე დროს საკუთარი სამყარო მაქვს სადაც ყველა ჩემი ოცნების გმირი გაერთიანებული მყავს…

ამავე დროს ჩემში ისეთი რაღაც აღმოვაჩინე რისი ხსენებაც ალბათ ყველას ღიმილს მოგვრიდა. ხალხი უბრალოდ გიჟად ჩამთვლიდა და ცხოვრებისეულ უზარმაზარ ლექციას წამიკითხავდნენ დედაჩემი კი…დედაჩემისთვის ისედაც გიჟი ვარ ჩემი განმარტოებული და უცნაური ცხოვრების სტილის გამო…

ზოგიერთი ადამიანისთვის სიზმარი ფანტაზიაა ზოგისთვის კი ეშმაკეული ხილვა…რა იყო ჩემთვის? ამის გარკვევა არ შემეძლო მაგრამ რამდენჯერმე ისეთი ხილვებიც მქონდა რაც მერე რეალობაში თვალნათლივ ვიხილე. ეს მაშინებდა ვცდილობდი ეს ყველაფერი ფანტაზიისთვის დამებრალებინა მაგრამ თან ძალიან მომწონდა რადგან წინასწარ ვიცოდი რომ გამოცდებს კარგად ჩავაბარებდი ვიცოდი მეგობარი გათხოვდებოდა ვიცოდი რომ ნათლიაჩემი (რომელსაც ვერ ვიტანდი) ავარიაში მოჰყვებოდა…ცოტა არ იყოს შემზარავია არა?..

რათქმაუნდა რეალობაშიც მყავდა გმირი…სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი მაგრამ მამის სიკვდილის შემდეგ ცხოვრებამ კვლავ არ დამაცადა ბედნიერების მწვერვალზე ყოფნა…და მე ისევ მარტო დავრჩი…

ეს ტრაგედია ერთადერთი ამბავია ჩემს ცხოვრებაში რაზეც არანაირი ხილვა არ მქონია…

განა ამის შემდეგ რეალობაში ისევ უნდა ჩავძირულიყავი როგორც ყველა?

––––––––––––––––––––––––––––

არ მახსოვს რამდენხანს ვიდექი სარკესთან გაშტერებული.მაგრამ იმ წუთას ყველას და ყველაფრისგან გაქცევა ვინატრე…

მხარზე მძიმე ჩანთამ გამახსენა რომ ”ჰარი პოტერი” მელოდა.

ეს წიგნი ყველაზე მეტად მიზიდავდა არა მარტო მე დედაჩემიც კი ჩაითრია და სამივე ნაწილი გულისყურით წაიკითხა. ახლა ისიც ჩემთან ერთად ელოდებოდა შემდეგი ტომების გამოსვლას.თუმცა ხანდახან მაინც მისაყვედურებდა ხოლმე – უკვე პატარა აღარა ხარ და ჯობია რეალურ ცხოვრებას მეტი დრო დაუთმოო…

სკოლაში მოწყენილობა იყო როგორც ყოველთვის.

დარბაზის კიბეზე ავდიოდი და მეღიმებოდა დედაჩემის სიტყვების გახსენებაზე.კართან ვიღაც მწვანე კაბიან ქალს შევეჯახე და ბოდიში მოვუხადე.

– მილა ბლექი?

გაკვირვებული მივაჩერდი.

– ჩემი სახელი საიდან იცით?

– თქვენთვის წერილი მაქვს გადმოსაცემი. ქალმა დიდი ყვითელი კონვერტი ხელში მომაჩეჩა და კიბეს სწრაფად ჩაუყვა.

დარბაზში შევედი.

ესეც შენი რეალობა.სხვის ასეთ სიტუაციაში ხილვისას ალბათ გამეცინებოდა.მაგრამ ეს ჩემს თავს ხდებოდა.

უცებ გავაცნობიერე რომ ამდენი ხნის განმავლობაში რეალობას პირველად შევეჯახე.

თანაც საკმაოდ უჩვეულო რეალობას…

დარბაზში არავინ იყო მხოლოდ ვიღაც მოხუცი კაცი კუთხეში მიყუჟულიყო და უზარმაზარ გაზეთს კითხულობდა.ფანჯარასთან მოვკალათდი და კონვერტი აუჩქარებლად გავხსენი……

მეგონა რომ ბიბლიოთეკის ცნობა ან რამე დოკუმენტი იქნებოდა.აბა სხვა რა უნდა მოეცა თანამშრომელ ქალს რომელიც არც კი მიცნობდა და რომელიც აქამდე არასდროს მინახავს?…

” მის.მილა გრეის ბლექს.

ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკა.

მე2 სართული.

13:15

მის ბლექ მოხარულნი ვართ გაცნობოთ რომ თქვენ მიღებული ხართ ჰოგვორტსში– მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში.მცირედი შეფერხებების გამო სამინისტრომ წინა წელს ვერ შეძლო თქვენი სტატუსის უტყუარობის დადგენა მაგრამ უკვე მიიღეს დადგენილება რომ თქვენ ნამდვილად ითვლებით ჩვენი სკოლის სტუდენტთა სიაში. გილოცავთ.

სწავლა დაიწყება 1 ოქტომბერს ველით თქვენს პასუხს არა უგვიანეს 25 სექტემბრისა.პატივისცემით…

ნაცნობი სახელისა და გვარის დანახვაზე თვალები შუბლზე ამივიდა.

…პ.ს : გიგზავნით სიას სადაც ჩამოთვლილ ყველა ხელსაწყოს და ნივთს რაც სწავლის პროცესში დაგჭირდებათ ჩამოსვლისთანავე მიიღებთ.საგზურებს მოამზადებს მისტერ გეორგი…”

სია აღარ ჩამიკითხავს.

ისეთი გაშტერებული სახე მქონდა რომ მოხუცმა კაცმა გაზეთი დააგდო და შეშფოთებულმა გადმომხედა.

– ცუდი ამბავია  შვილო?

თავი გავაქნიე წიგნი ჩანთაში ჩავაგდე და გარეთ გამოვვარდი.არ ვიცოდი უნდა გამეცინა თუ უნდა მწყენოდა ეს უშნო და უზალათო ხუმრობა.

კიბეზე ნაცნობი მწვანეკაბიანი ქალი შევამჩნიე და მაშინვე მივვარდი.

– ძალიან მაგარი ხუმრობაა დავიწყე გაცხარებით– წერილის ავტორი ვინ არის? რასაკვირველია ვინმე ნაცნობი რათქმაუნდა კლასშიც ყველამ იცის რომ აქ დავდივარ თქვენ ხომ ამას ვერ გამიჩალიჩებდით არც კი მიცნობთ…

– ეს ხუმრობა არ არის ძვირფასო– მიპასუხა ცივი ღიმილით.

– კარგი კარგი– ახლა მართლა გამეცინა და ჩანთიდან წიგნის ამოღებას შევეცადე– ხედავთ ამას? ეს ისტორია ჯოან როულინგის ფანტაზიის ნაყოფია არარსებული მაგრამ ამავე დროს ყველასათვის საყვარელი წიგნი ფილმი და ბესტსელერი მათ შორის ჩემიც და ეს ყველამ იცის ჩემს ირგვლივ – ხმა ავიმაღლე.

– თქვენი აზრით მას ასე უბრალოდ სიზმარში გამოეცხადა ეს ყველაფერი? ისევ ღიმილით მკითხა და შემათვალიერა– რა მიამიტი ხარ…მამაშენს ძალიან ჰგავხარ…

მამაჩემის ხსენებაზე დავიბენი.

– რატომაც არა? გაკვირვებულმა მაინც თამამად განვაგრძე– ახლა მეც შემიძლია დავჯდე და მოვიგონო ისტორია თინეიჯერი გოგონასა და მარსიდან ჩამოვარდნილი მომხიბლავი უცხოპლანეტელის შესახებ მერე ამას წაიკითხავენ მოიწონებენ შემდეგ იქნებ ფილმიც გადაიღონ და მილიონერი გავხდე… ხუმრობას მოვრჩეთ მგონი საკმარისია ამას ჯობია მითხრათ მამაჩემს საიდან იცნობთ – და მის თვალწინ წერილი ნაკუწებად ვაქციე.

–ყველაფერს თავის დროზე გაიგებ…ოჰ ეს ახალბედები.ყველანი ერთნაირი ფიცხები ხართ…ჩაიცინა ქალმა თავზე ხელი გადამისვა და ჩქარი ნაბიჯით გამშორდა.მისმა ამ უცნაურმა ჟესტმა ისე გამაოგნა რომ ორიოდე წამს ადგილს მივეყინე. როცა გამოვფხიზლდი ქალი აღარსად ჩანდა.

კითხვის თავი აღარ მქონდა.საათს დავხედე.საკმაო დრო გასულიყო.

სახლში რომ მოვედი ერთიანად ვცახცახებდი.

ამას ვერავის გავუმხელდი ამიტომ ეშმაკურად მოქმედება გადავწყვიტე.წერილის ავტორს აუცილებლად დააინტერესებდა ჩემი რეაქცია და თვითონ გამოამჟღავნებდა მალე თავს…

მაინც ვერ მოვითმინე.ლეპტოპი გავშალე და ინტერნეტში შევედი მაგრამ კლასიდან და სამეგობროდან არავინ იყო საიტზე.ამან საერთოდ გამაცოფა.ნეტავ წერილი მაინც არ დამეხია იქნებ კალიგრაფია ამომეცნო…

საღამოს კი მოულოდნელი სტუმრები გვეწვივნენ…

– თქვენ?

გაკვირვებული გავხევდი კარებში.ზღურბლზე ჩემი ისტორიის მასწავლებელი გეორგი და არც მეტი არც ნაკლები ისევ ის მწვანეკაბიანი ქალი იდგნენ…

მისალმების და მცირედი მიკითხვა მოკითხვის შემდეგ დედა სასტუმრო ოთახში შეგვიძღვა.

– გილოცავ მილა– გამიღიმა ბატონმა გეორგმა – დაშვებული ხართ ჯგუფის გაცვლით პროგრამაში გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ…

– ღმერთო ჩემო ამას მიმალავდი? აღფრთოვანდა დედაჩემი.

– როგორ არ უთქვამს?..

– არა–დედაჩემი აშკარად გაოცებული მიყურებდა.

–სხვათაშორის მილა ძალიან ნიჭიერი ბავშვია ჩემს საგანში არნახული წარმატებები აქვს…

დედაჩემმა და მასწავლებელმა საუბარი გააბეს.გაშეშებული ვიჯექი.

– ვერ ამიხსნით რა ჯანდაბა ხდება? ჩუმად წავუსისინე მწვანეკაბიანს.

– ორ დღეში ჰოგვორტსში მიდიხარ– ხმადაბლა ცივად მომიგო და საგზურები დამანახა– ახლა კი თუ შეიძლება ფხუკიანობას თავი დაანებე და შენი პირადობის მოწმობა მომიტანე…სწრაფად!

ისეთი სუსხიანი ხმა ჰქონდა სიტყვის უთქმელად გავედი ჩემს ოთახში.ვერაფერი გამეგო.თავი გავაქნიე მერე ლოყაზე ვიჩქმიტე.არა ეს ნამდვილად რეალობა იყო…

პირადობა ავიღე და კარისკენ შევბრუნდი.უცებ უკნიდან  ჟღურტული მომესმა…

ნახევრად გამოღებულ ფანჯარაზე უზარმაზარი ნაცრისფერი შავყურა ბუ იჯდა.ნისკარტში კი ყვითელი კონვერტი ეკავა.ჩემი მზერა შეამჩნია თუ არა კონვერტი საწოლზე დააგდო და გაფრინდა.აფრენისას ფრთიდან ერთი ბუმბული გამოძვრა და ფარფატით ჩემს წინ იატაკზე დაეშვა.

ჩავიკეცე.

იგივე კონვერტი.

იგივე ხელწერა.

მხოლოდ შეცვლილი მისამართი.მის ბლექს. ოთახი N32…

ბუმბული ავიღე და სახეზე მოვისვი არა შეხება აშკარად ისევ რეალური იყო…

ცოცხები.

ქვიდიჩი.

გოლიათები და გობლინები…

ყოველთვის ვოცნებობდი ამ სამყაროზე.მაგრამ ეს ხომ ფილმი იყო? ფილმი და მწერლის ფანტაზია?

მე ხომ უბრალო ადამიანი ვიყავი.ყოველგვარი ზებუნებრივი ძალების გარეშე?

ამ ყველაფრის ახსნა ახლა მხოლოდ მათ შეეძლოთ…

სასტუმრო ოთახში უხმოდ გავედი. ეტყობოდა ქალმა უკვე ყველაფერი იცოდა რაც ჩემს ოთახში მოხდა.

– დედა მე არ მინდა წასვლა– ვთქვი დაეჭვებულმა.

– რას ამბობ? მეძგერა დედაჩემი– ამხელა წარმატებას მიაღწიე შუა გზაზე უნდა გაჩერდე? ჩემზე ნუ ღელავ მთავარი შენი მომავალია!!! გეორგ…ბატონმა გეორგმა მითხრა რომ მთელი წელი ცდილობდი გაცვლით ჯგუფში მოხვედრას…

ე–რთი წუთით– გავაწყვეტინე– რამდენი ხნით მივდივარ? ვკითხე ისევ მწვანეკაბიან ქალს.

– ერთი წლით ძვირფასო… მის ღიმილზე ისევ სიბრაზე მომერია.სიამოვნებით გავახმაურებდი ყველაფერს რაც იმ წუთას გულში მქონდა მაგრამ რაღაც ძალა არ მაძლევდა ამის გაკეთების საშუალებას.

ამიტომ მხოლოდ თავი დავუქნიე მათ.

სტუმრები მალე დაგვემშვიდობნენ.დედაჩემი სუფრის ალაგებას შეუდგა.მე კი ”ჰარი პოტერი” ავიღე და დავაცქერდი.

– ახლა მაინც არ მოეშვები მაგ წიგნს– შემომძახა დედაჩემმა.

მეორე დღეს ბარგი ჩავალაგეთ.

დაქალებიც მეხმარებოდნენ. ძალიან გაეხარდათ ”ჩემი წარმატება” მაგრამ გული წყდებოდათ რომ ერთი წელი ვერ მნახავდნენ.მათთვის სიტყვა არ მითქვამს.მეც არანაკლებ განვიცდიდი.უნდა დამეტოვებინა სკოლა მეგობრები ოჯახი…ჯერაც არ ვიცოდი სად მივდიოდი საერთოდ როგორი იყო რეალური ჰოგვორტსი იქნებ საერთოდაც ჩემს სკოლას ჰგავდა?..

– ძალიან გამახარე შვილო– მითხრა საღამოს დედამ– ვამაყობ შენით.

ამ დროს მე რულეტს ვაგემოვნებდი.

დედის თვალებზე კურცხალი შევნიშნე და ძალიან გავმწარდი რადგანაც სრულ გაუგებრობაში ვიყავი.როგორია იდგე რულეტით ხელში თვალცრემლიანი მშობლის წინ რომელიც შვილის იმ წარმატებით ამაყობს რაზედაც წარმოდგენა არ გაქვს…

გადავწყვიტე მასწავლებელთან დამერეკა და ყველაფერი საბოლოოდ გამერკვია.

– მე არ მინდა წასვლა.და საერთოდ რა თამაშს მეთამაშებით? სიტყვის ამოღებაც არ ვაცადე მაშინვე მივახალე როგორც კი ყურმილი აიღო.

– დამშვიდდი მილა და დედასთან სიტყვა არ დაგცდეს გასაგებია? ხვალ ყველაფერს მოგყვები და თუ თანახმა ისევ არ იქნები გპირდები მშვიდობიანად დაგაბრუნებ სახლში…ეს მითხრა და ყურმილი დაკიდა.

დილას ბატონი გეორგი მოსული დამხვდა.ბარგი მანქანაში ჩავალაგეთ დამშვიდობების ცერემონიას ბოლო არ უჩანდა.

არ მახსოვს როგორ ჩავჯექი მანქანაში.რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ დავბრუნდებოდი.

”ალბათ ახლა მცირე მანძილს გავივლით თუ არა მეტყვიან რომ ეს ხუმრობაა.მეტყვიან როგორ მწარედ გავები და მერე სიცილით დამაბრუნებენ სახლში…დედაჩემი ამ ამბავში გარეულია ეს აშკარაა…რაღაც მისი რეაქცია არ მომეწონა…

– იქნებ ახლა მაინც ამიხსნათ რა ხდება? მივმართე მასწავლებელს მცირე მანძილი რომ გავიარეთ – დარწმუნებული ვარ იცოდით თავიდანვე ეს ამბავი არა?…

– მე ისტორიას ვასწავლი მილა – მიპასუხა ღიმილით – ამავე დროს მეც ვსწავლობ დავდივარ და ვეცნობი ძველ ლეგენდება მითებს ასევე ბევრ პარანორმალურ სიახლესაც – მოულოდნელი და გასაკვირი არაფერია ამქვეყნად არაფერი…ჰოგვორტსში ნამყოფი ვარ მინდა გითხრა რომ მართლაც არაჩვეულებრივ ადგილზე მიდიხარ…

– ესე იგი ეს ხუმრობა არ არის?

–არა.

– კი მაგრამ მე ხომ ჯადოქარი არ ვარ…

გეორგმა გადაიხარხარა.

– ეს შენ გგონია ეგრე…რასაც ახლა გეტყვი ნამდვილად გაგიკვირდება.მამაშენი ჯადოქარი იყო…მაგრამ არ უნდოდა შენთვის ამის გამხელა.უნდოდა რომ წესიერად ადამიანურად გეცხოვრა.მხოლოდ სიკვდილის წინა დღეებში მთხოვა შენთვის მეზრუნა რადგან მიიჩნია რომ მაგლურ სამყაროში ბოლომდე დაცული ვერ იქნებოდი…

გაოცებული ვუსმენდი.

– დედაჩემმა არაფერი იცის?

– არა მილა.მას არ მოსწონდა ის რომ მამაშენი სულ საქმეზე გარბოდა.ოჯახისთვის იშვიათად იცლიდა.და არ უნდოდა შენც მისნაირი გამხდარიყავი…ამიტომაც ვარჩიეთ შენი გამგზავრების ასე გასაიდუმლოება.

–დედაჩემს ყალბი საბუთები აჩვენეთ არა? არავითარი გაცვლითი პროგრამა არ არსებობს…

გეორგმა ისევ გაიცინა.

– ლონდონში ვინ დამხვდება? შევცვალე თემა.უკვე აღარ შემეძლო მშობლებზე საუბარი.მამის გახსენებამ ისევ ტკივილი მომაყენა.

– ჩემი კოლეგა.ინგლისურს ხომ ფლობ კარგად?

– რათქმაუნდა…მაგრამ მე ხომ არავითარი უჩვეულო უნარი არ მაქვს ვერ გავიგე რატომ მაინცდამაინც მე…

– მილა თვითონაც კარგად იცი რომ მაგლებს ჰოგვორტში არ იწვევენ.

– თქვენ ამბობთ რომ ჰოგვორტსი… ჰარი რონი ჰერმიონი…ეს ყველაფერი რეალობაა?

–ყველაფერს მალე შეიტყობ…გამიკვირდა რომ თავიდანვე არ დაიჯერე მეგონა წერილის მიღებისას სიხარულით გაგიჟდებოდი…

– ღმერთო როგორ უნდა დავიჯერო ეს ხომ ზღაპარია? ჯოან როულინგმა სახელი ”ჰარი პოტერი” საერთოდ მაშინ მოიგონა რესტორანში რომ იჯდა და სადილობდა… წიგნის პირველი თავის დასაწყისი მან ხელსახოცის ქაღალდზე დაწერა… რა გაცინებთ? აღშფოთებული მივჩერებოდი მხიარულად მოხარხარე მასწავლებელს–ეს… ეს სტატიაში წავიკითხე… იქნებ გეყოთ ხუმრობა?!..

ბატონ გეორგს და მძღოლს  სიცილისგან ცრემლები მოადგათ.

მანქანა გაჩერდა.

გაკვირვებისგან პირი დავაღე.უკვე აეროპორტში ვიყავით.

– ჩვენ რა მოვფრინდით?

მძღოლს და მასწავლებელს ისევ ხარხარი აუტყდათ.არადა სასაცილო აქ არაფერი იყო.უკვე ძალიან მეშინოდა და ეს გაურკვეველი შიში გაჩუმების საშუალებას არ მაძლევდა.

–ახლა შენი გადასაწყვეტია წახვალ თუ არა.მითხრა ბატონმა გეორგმა და ბილეთი მაჩვენა.

ბილეთზე გარკვევით ეწერა ”ლონდონი” ”მილა გრეის ბლექი” N234.

–თქვენ…არ მოდიხართ?

–ლონდონში ჩემი კოლეგა დაგხვდება.ყოველკვირეულად ამბებს შენ თვითონ შემატყობინებ ხოლმე.დედაზე არ ინერვიულო უკვე დარწმუნებულია რომ ლონდონის საუკეთესო კოლეჯში ხარ… თაუერს ათვალიერებ და ცნობილ ბულვარში დასეირნობ…

–ეს შენი შანსია.მითხრა მოულოდნელად მძღოლმა–ჩემი შვილიც ჰოგვორტსში უნდა წასულიყო მაგრამ მან … (რომელიღაც სკოლა დაასახელა რომელიც ვერ გავიგე) აირჩია… ახლა ანტარქტიკაშია კვლევებს აწარმოებს… მისით ძალიან ვამაყობ…

ჩემოდანზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.

ცოტახნის წინ ბიბლიოთეკაში ვიჯექი ”ჰარი პოტერს” ვკითხულობდი და ვოცნებობიდ მაგიურ სამყაროზე…სადაც ყველაფერი თვალწარმტაცი გამაოგნებელი და საოცარი იყო…ახლა კი… ერთი ნაბიჯიღა მაშორებდა ჩემს ოცნებამდე…

და იქნებ… იქნებ იქ ისიც მენახა?

ვინ იცის…

დბრუნებას ხომ ნებისმიერ დროს შევძლებ?…

თავი ავწიე და წელში გავიმართე.

–წავალ.ამოვთქვი და გეორგს მტკიცედ შევედე თვალებში–დედაჩემს იმედია რამე არ გაუჭირდება…

მილა მე მამაშენის საუკეთესო მეგობარი ვარ.ფაქტიურად ბიძად გეკუთვნი. ეგ კითხვა არც უნდა დაგესვა…

– მაგრამ მე მაინც გეუბნებით…

– იცოდე წიგნი მაინც  სხვაა რეალობა სხვა– მითხრა თვითმფრინავში ასვლისას მასწავლებელმა– გმირები რათქმაუნდა განსხვავდებიან და მთლად ოცნებებში ნუ გადავარდები მაგრამ დამიჯერე იქ ძალიან მოგეწონება…დღესასწაულებზე მილოცვებს გამოგიგზავნი ხოლმე.როცა მოგესურვოს წერილი ნებისმიერ დროს მომწერე…და ერთი გაფრთხილებაც…ჩათვალე რომ მომავალში მოგზაურობ.იმ ტომში რომელიც ჯერ არ გამოცემულა…

თვალი ეშმაკურად ჩამიკრა და ტრაპიდან ჩახტა.

მისმა ბოლო სიტყვებმა დამაფიქრა.

ლონდონში ისე ჩავფრინდი შინაგანი დაძაბულობა არ მომშორებია.თვითმფრინავში ირვლივ ყველა სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდა ამანაც ძალიან დამაფრთხო.მიუხედავად ამისა მესიამოვნა რომ მარტო დამოუკიდებლად ვმგზავრობდი.ყველაფერს დაკვირვებით ვათვალიერებდი ირგვლივ მაგრამ ”არაადამიანური” არაფერი შემინიშნავს და სტიუარდესას მოწოდებული შოკოლადის სასმელიც სიამოვნებით მივირთვი…

სადგურზე ხალხის ტალღას უაზროდ მივყვებოდი როცა ვიღაც მწვანეპიჯაკიანმა კაცმა აბრა ასწია წარწერით ”ბლექი”.

პატარა ყვითელ მანქანაში მოვათავსეთ ბარგი და კინგზ-ქროსისკენ გავემართეთ.გზაზე კაცი რომელიღაც ენაზე მელაპარაკებოდა მგონი პორტუგალიურზე მისი ნახევარიც არ მესმოდა.მაინც ზრდილობიანად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი.

კინგზ-ქროსზე უფრო დაკვირვებით ვათვალიერებდი ხალხს.არავითარი მანტიამოსხმული ხალხი.სრულიად თანამედროვე 21 საუკუნის მოსახლეობა…

ძნელი წარმოსადგენი იყო რომ სულ რაღაც- საათს დავხედე-15 წუთში მე სრულიად განსხვავებულ არარეალურ ჩემი ოცნების ზღაპრულ სამყაროში გადავინაცვლებდი სადაც მობილურის და ინტერნეტის შესახებ არაფერი სმენოდათ…

~

თავი 2.

ნაცნობი კედლის დანახვაზე ყველაფერი გადამავიწყდა.

– არა მის ბლექ ეგ გასასვლელი არ არის… დამიყვირა მძღოლმა ინგლისურად როცა კედლისკენ მოუთმანლად  გავიწიე–ჩვეულებრივ მატარებელს უნდა გაჰყვეთ…მეორე ბაქანზე…

– რატომ?

– თქვენივე უსაფრთხოებისთვის…მე ასე დამაბარეს…ამიხსნა დამტვრეული ინგლისურით და ფართოდ გამიღიმა.

იმედგაცრუებული შემოვტრიალდი და ვიღაც ქერა ქალს შევეჯახე.

– უკაცრავად…

– ამ მაგლებს გვერდს ვერ აუვლი– ჩაილაპარაკა ქალმა.

– უკაცრავად რა თქვით? წამოვიძახე სიხარულით.ქალი შემობრუნდა და დამაკვირდა.

– ჰოგვორტსში მიდიხარ?

– დიახ…

– წმინდასისხლიანი ხარ?

– დ..დიახ..სიხარულისგან დავიბენი.ქალმა რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ ამ დროს ელმავლის კივილი გაისმა და ბაქანზე ჩვეულებრივი მატარებელი ჩამოდგა.ქალი უკან გატრიალდა.

ხალხის ჯგროში დავიბენი.არ ვიცოდი საით უნდა წავსულიყავი.

წინ ვიღაც გოგომ გამიარა და ინსტიქტურად უკან მივყევი. ერთად მოვძებნეთ კუპე.

– შენ მალფოების ნათესავი ხარ? მკითხა გოგომ.

– მალფოების ???

”მაშ ის ქალი დრაკო მალფოის დედა იყო? ღმერთო მე ნარცისას შევხვდი?”

ემოცია ყელში მომაწვა.ცხადად გავაცნობიერე რომ უკვე ეს ყველაფერი რეალობა იყო.და გამეღიმა.

– არა მე ბლექი ვარ…ვუპასუხე გოგონას.

– ლუნა ლავგუდი…გამეცნო გოგონა–ბლექების ოჯახს დიდი ისტორია აქვს.მამაჩემი მიყვება ხოლმე ცნობილი ოჯახების შესახებ…აჰ გამარჯობა ჰარი !

სწრაფად გავიხედე კარისკენ.მაღალმა შავთმიანმა ბიჭმა ხელის ქნევით ჩაიარა მაგრამ სახეზე ვერ დავინახე.

ლუნა ხალისიანი მოსაუბრე აღმოჩნდა.თანდათან გავთამამდი.ნელ-ნელა კუპეში ნაცნობები შემოგვემატნენ გავიცანი დინი ნევილი და პარვატი.

– თუ იცით პროფესორი სნეიპი ისევ ასწავლის? ვიკითხე გაუბედავად.

– როგორც ვიცი არცერთი პროფესორი არ შეუცვლიათ მაგრამ წელს არეულობაა და არ ვიცი რა იქნება…

როცა შეიტყვეს რომ ახალი ვიყავი ბიჭებმა ტკბილეულიც მომიკითხეს.საუბარში არ ვერეოდი ვიჯექი და ყველას სიყვარულით ვათვალიერებდი.არცერთი მათგანი თითქმის არ ჰგავდა ფილმებში აღწერილ გმირს…თავს მაინც უჩვეულოდ ვგრძნობდი რაც უფრო ვუახლოვდებოდით ჰოგვორტს მით უფრო მემატებოდა მღელვარება.ხანდახან ხელებს მაინც ჩუმად ვიჩქმეტდი რომ გამეგო რეალობაში ვიყავი თუ არა…

”სლიზერინში მინდა მინდა…”ვფიქრობდი გამწარებით.ვიცოდი რომ იქ ბევრი ბოროტი ჯადოქარი სწავლობდა მაგრამ ამდენი სხვაობის მერე ამ კლუბშიც ვიმედოვნებდი ცვლილებებს…და იქნებ იქ ისიც მენახა…ის ვის ხილვასაც ყველაზე მეტად ველოდი…და ვინც ჩემი სიზმრების მთავარი და ყველაზე საყვარელი საოცნებო გმირი იყო…

მატარებელიც ჩამოდგა.

პირველი რაც თვალში მომხვდა უზარმაზარი კარიბჭე…

და აი ისიც…უზარმაზარი ციხესიმაგრე…წვეტიანი ქონგურებით…ყველასათვის ნაცნობი და საოცნებო ჰოგვორტსი…

სუნთქვა შემეკრა.

ლუნამ იგრძნო ჩემი მღელვარება ხელი მომკიდა და წინ წამიყვანა…

უზარმაზარ დარბაზში შესვლამდე წინ მაკგონაგელი შემომხვდა (ლუნას ჟურნალის პოსტერიდან ვიცანი) და მასწავლებლების მაგიდისკენ წამიძღვა.რაც უფრო ვუახლოვდებოდით მაგიდას თანდათან იკვეთებოდა სახეები…ეს ალბათ სპრაუტია წითელი წიწაკისფერი ქუდით…ეს დამბლდორი…ეს კი…კინაღამ სიხარულით შევხტი ყორნისფერთმიანი მოღუშული მამაკაცის დანახვაზე – სევერუს სნეიპი…

დამბლდორი კეთილი ღიმილით შემეგება და ჩუმი ხმით მაცნობა რომ პირველკურსელებთან ერთად გავივლიდი განაწილებას მაგრამ ვითვლებოდი მესამეკურსელების ჯგუფში. დაგვიანების მიზეზად ”სამინისტროს გაჭიანურებული პროცესი” დაასახელა.სანამ მათ შევუერთდებოდი ისევ სნეიპისკენ გავიხედე და სანამ დამბლდორი მისალმების სიტყვას დაამთავრებდა თვალი არ მომიშორებია.

განაწილება დაიწყო.ჩემს თვალწინ ქუდი გაცოცხლდა.თავი გავაქნიე მერე მაჯაზე ვიჩქმიტე და ტკივილისგან დავიმანჭე…არა რეალობა იყო ეს აშკარად რეალობა იყო…ნერვიულად მოვავლე თვალი დარბაზს.ვხედავდი როგორი სიხარულით ხვდებოდა თითოეული კლუბი თავის ახალ წევრს და მათთან ერთად მეც ვხარობდი…

– მის მილა ბლექი!!! გამოაცხადა მაკგონაგელმა.

და სწორედ ამ დროს მე ის დავინახე….

მასწავლებლების მაგიდის მარჯვნივ სლიზერინის კლუბის მაგიდიდან ქერათმიანი ბიჭი გადმოხრილიყო და თვალს არ მაშორებდა.

თითქოს ჩემს ირგვლივ ყველაფერი გაქრა…მაგრამ მაკგონაგელის მკაცრმა ხმამ გამომაფხიზლა და სკამზე დავჯექი…”აი სადაცაა მას მივუახლოვდებოდი…მის მაგიდასთან დავჯდებოდი…

” სლიზერინი რა…”ვითხოვე გულში.

ქუდი რატომღაც დუმდა.სიჩუმემ დიდხანს გასტანა დარბაზი ახმაურდა.

”’დიადი გეგმები გქონიათ მის ბლექ…მომესმა ქუდის ჩურჩული-საინტერესოა რატომ ეწინააღმდეგებით თქვენს შესაძლებლობებს…

”რა შესაძლებლობებს?”

ოჰ ეს ახალგაზდული გული…ვხედავ ოცნებებში ხართ ჩაძირული…მაგრამ აქ იმისთვის ხართ რომ ცოდნა შეიძინოთ და თქვენი უჩვეულო უნარიც გააუმჯობესოთ… ამიტომ…გრიფინდორი!!!

ირგვლივ გამაყრუებელი ხმაური და სტვენა ატყდა.მაგიდასთან ისე მივედი სლიზერინის მაგიდისკენ აღარ გამიხედავს.ვერ ავიტანდი მის მზერას…

ნაცნობებმა ღიმილით მომილოცეს ყველას ვუღიმოდი და ხელს ვართმევდი.

– ჰარი პოტერი.

ნაცნობი შავთმიანი ბიჭი ჩემსკენ გადმოიხარა.ინტერესით შევათვალიერე და ხელი მოწიწებით ჩამოვართვი.მის გვერდზე მსხდარი რონი და ჰერმიონი თითქოს წიგნიდან გადმოსულებს ჰგავდნენ…ჰერმიონმა  გამიღიმა და ისევ ბიჭებს მიუბრუნდა.

დირექტორმა სიტყვა დაასრულა და ბედნიერი და წარმატებული სასწავლო წელი გვისურვა.ყველას გაუკვირდა რომ მე ორი კურსით წინ ვისწავლიდი.ყველას ხალისით ვპასუხობდი შეკითხვებზე.

– როგორ აპირებ სწავლის გაგრძელებას როცა გამოცდები არ ჩაგიბარებია? მკითხა ჰერმიონმა.

ამაზე პასუხი არ მქონდა.

ვახშმის შემდეგ მაკგონაგელმა დამბლდორის კაბინეტში წამიყვანა.

კიბეზე სნეიპი შეგვეჩეხა.სუნთქვა შემეკრა.მორიდებით დავუთმე გზა.

– ყველაფერი რიგზეა სევერუს?

– დიახ მინერვა…სწრაფად ჩამიარა გვერდზე ხოლო მე დირექტორის კაბინეტში შევაბიჯე.

– დამბლდორ ცნობები მომდის რომ..

– ყველაფერი ვიცი მინერვა…გამარჯობა უცხოელო.

თავი დავუკარი.

– მამაშენი შენით იამაყებდა…სამწუხაროა რომ თავიდან სხვა აზრზე იყო…ახლა ორმაგი გარჯა მოგიწევს რომ შენს ტოლებს დაეწიო…მაგრამ არაუშავს ამასაც მოვაგვარებთ…

– მამაჩემზე თქვენც იცით?

– მამაშენზე მთელმა სამინისტრომ იცის…

– იცით ჩემს სამყაროში..თქვენზე წერენ…ამოვთქვი მე- წესით მე აქ არ უნდა ვიყო არა?

– ნამდვილად მოულოდნელი და რაღათქმაუნდა  სასიხარულო იყო შენი გადაწყვეტილება-მიპასუხა წყნარად-მამაშენმა თავიდანვე წარმოუდგენლად დაგმალა…დიდი ხანი ვეძებდით ბლექების გვარის წარმომადგენლებს და მხოლოდ ორნი გიპოვეთ…იმედია კმაყოფილი ხარ რომ გამოემგზავრე შენ ხომ ოცნება აგიხდა…

მომეჩვენა რომ ჩემს ფიქრებს კითხულობდა.

– წინა ორი კურსი რომ გამოვტოვე?

– მაკგონაგელი მის საუკეთესო მოსწავლესთან როზმარისთან ერთად დამატებით გაკვეთილებს ჩაგიტარებს…ცოტა მეტად უნდა გაისარჯო…

თავი დავუქნიე.

– შენს სამყაროში როგორც ხედავ თითქმის არაფერი იციან ჩვენზე.ეს იმიტომ რომ რამე გართულებები არ შეექმნას სამინისტროს…

– ანუ წიგნებში სიმართლე არ წერია?

დამბლდორს გაეღიმა.მასწავლებლის მაგიდის უკან  ერთ–ერთმა პორტრეტმა მხიარულად ჩაიხითხითა.

წიგნებში მხოლოდ ის არის აღწერილი რაც როულინგმა მოგზაურობისას შეიტყო.ზოგიერთი ფაქტი მას თვითონ გადახდა თავს რაც შემდეგ ზოგიერთი პერსონაჟის გამოგონებაშიც დაეხმარა…

– რატომ ვერ გამოვედი კედლით სადგურზე?

უსაფრთხოების ზომები წელს საკმაოდ გამკაცრებული გვაქვს…ამიტომ გამოვამგზავრეთ ჩვეულებრივი მატარებელი წელს ჰოგვორტსისკენ…არ მინდა შენს შესახებ ვოლდემორმა გაიგოს დარწმუნებული ვარ ”სტუმარი მომავლიდან” მასაც ძალიან დააინტერესებს…

– ის დაბრუნდა? ეს მართალია? ის არსებობს? აღმომხდა მე.

– ჰოგვორტსში ყველანაირად დაცული ხართ. იმედია აქაურობა მოგეწონებათ…წარმატებებს გისურვებთ…

შემკრთალი დავბრუნდი ოთახში. ლუნა პორტრეტთან მელოდა.

– აქ რა გინდა?

– შენ გელოდებოდი მითხრა მელოდიური ხმით.

– წადი დაიძინე…მე ცოტახანს ოთახში დავრჩები …

ბუხართან ჩამოვჯექი.

მე შევაბიჯე იმ სამყაროში სადაც სრულ ჭკუაზე მყოფი ადამიანი ვერც წარმოიდგენდა მოხვედრას…იმიტომ რომ სადაც მე ვიყავი და რასაც მე ვხედავდი ეს ჩემს სამყაროში მხოლოდ წიგნებში იყო აღწერილი…მე კი რეალურად ვხედავდი ჩემს გმირებს..მე ჩემს გმირებთან ვიყავი…მართალია ოდნავ განსხვავებულ გმირებთან მაგრამ ისინი არსებობდნენ..მე ვიცოდი მათი ბავშვობის თავგადასავლები თუმცა ამას ვერ გავამხელდი…მე ვიცოდი მათ თავს გადამხდარი თავგადასავლები თუმცა ამაზე საუბარი სიგიჟე იქნებოდა…

ნეტავ ახლა დედა რას აკეთებს…

საძინებელში ავედ.ი ვიცოდი რომ ხვალ დილას ჩემს წინ ახალი სამყარო გადაიშლებოდა იმედით სიხარულით და უამრავი უჩვეულო და საინტერესო სიახლით ახალი მეგობრებითა და ახალი შეგრძნებებით აღსავსე სამყარო….

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

– ადგომის დროა!!!

ძილბურანში მყოფს ჩამესმა ხმა მაგრამ ეს დედის ხმას არ ჰგავდა…

დაფეთებული წამოვხტი.საწოლს ლუნა და პარვატი მოსდგომოდნენ.უკვე მანტიები ჩაეცვათ.

ჩემი ბარგი უკვე მოეტანათ და საწოლის გვერდზე ელაგა.ზემოდან რაღაც დიდი შეკვრა იდო.გავხსენი და ახალთახალმა მანტიამ შემომანათა.ასევე იქ ყველაფერი ელაგა რაც პირველხანებში დამჭირდებოდა…ეს სიურპრიზი ალბათ გეორგმა მომიწყო…

”მაგრამ მანტიის ზომა საიდან გაიგო?”

გოგოებს ვესაუბრებოდი და თან გზების დამახსოვრებას ვცდილობდი. კიბეეები არ მოძრაობდა მაგრამ მიხვეულ მოხვეულ დერეფნებში მაინც საკმაოდ ძნელი იყო გზის გაგნება.

პირველ გაკვეთილებზე უქმად ვიჯექი.დიდი ყურადღება არავის მოუქცევია ჩემთვის.სამეულს ჰარის რონს და ჰერმიონს თვალს ვერ ვაშორებდი რაღაც საოცარი კავშირი იგრძნობოდა მათ შორის თითქოს რაღაც უხილავი ძაფით იყვნენ გადაბმულები.თუმცა მათთან დაახლოების სურვილი რატომღაც არ გამჩენია.

კვირის ბოლოს მაკგონაგელის გაკვეთილზე პირველად ჩავაბარე წესები გრიფინდორს 10 ქულა შევძინე და დიდად კმაყოფილი დავრჩი.უნებურად სლიზერინელთა მხარეს გამექცა მზერა.მალფოი მსუქანი ბიჭისკენ გადახრილიყო და რაღაცას უჩვენებდა.მსუქანმა ჩემი მზერა შეამჩნია და დამეჯღანა.

სანამ მერხზე დავბრუნდებოდი მათი მზერა მიმაცილებდა.ვცდილობდი გვერდზე გამეხედა რადგან მთელი გრიფინდორი მე მომჩერებოდა.

ზარი დაირეკა.

გასვლისას შევყოვნდი.მეგონა მარტო ვიყავი.როცა ჩანთა ავიღე კართან მალფოი დამეჯახა.ხელიდან წიგნები გამიცვივდა.ასაღებად დავიხარე და  ნივთები სწრაფად ავკრიფე.გვერდზე გაიწია და გზა დამითმო.თავი ავწიე რომ მადლობა მეთქვა მაგრამ თვალებში შევხედე თუ არა კინაღამ ძირს დავეცი.სასტიკი მზერა ჰქონდა.ცივი უემოციო…უკან დაიხია და სწრაფად გამშორდა.

”ესეც შენი სლიზერინის პრინცი…”

მთელი სულით და გულით დავწყევლე ქუდი რომ რაღაც იდიოტური უნარის (რომელზეც ჯერჯერობით წარმოდგენა არ მქონდა) გაუმჯობესების გამო არ მომეცა საშუალება ოცნება ბოლომდე ამსრულებოდა…

თავი 3.

საერთო ოთახში ზუზუნი იდგა.

როცა შევედი ყველaმ ფარულად შემათვალიერა.

– მილა. მომესალმა ჰერმიონი და ჰარი წინ გამოათრია- საქმე გვაქვს შეიძლება?

დივანზე დავსხედით.

ჰარის აინტერესებს გაგიგია თუ არა მისი ნათლიის სირიუს ბლექის შესახებ…

– მე… არა (ამ სიცრუეზე გული მწყდებოდა) მაგრამ შეიძლება მამაჩემი ან სულაც ბაბუაჩემი იცნობდა…ვუპასუხე მე.

– შეგიძლია მამაშენს მისწერო ამის შესახებ?

– მამაჩემი მკვდარია…მაგრამ-დავამატე ჰარის იმედგაცრუებული სახის დანახვისას- ბიძაჩემს მის ჩანაწერებს გამოვაგზავნინებ…შეიძლება იქ იყოს რამე მათი კავშირის შესახებ…

– აუჰ გმადლობ-გაეხარდა ჰარის-ამით ძალიან დამეხმარები…იცი ის უკანასკნელი ახლობელი ადამიანი იყო ჩემთვის… და თითოეული მოძიებული ფაქტიც კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის…

– სლაგჰორნის წვეულებაზე მიპატიჟებული ხარ? მკითხა რონმა.

– ვის წვეულებაზე?

–ახალი მასწავლებელია…

–ჯერ არც კი გამიცვნია…

– ის ხომ ”რჩეულებს” აგროვებს… მთელი მატარებელი შემოიარა დარწმუნებული ვარ მის სიაში შენ და ჰარი პირველები იქნებით…გაიცინა ჰერმიონმა.

– სულაც არა მე ხომ მაგლებთან გავიზარდე ჯერაც წარმოდგენაც არ მაქვს აქ როგორ მოვხვდი მგონია რომ ეს სიზმარია…

–თავიდან მეც ეგრე მეგონა სანამ ბუმ წერილი მეხუთედ არ მომიტანა.გაიცინა ჰერმიონმა.

მისნობის გაკვეთილზე მე და პარვატიმ ყველაზე ბოლო მერხი დავიკავეთ.მთელი გრიფინდორი ჩვენ შემოგვყურებდა ქვეშ-ქვეშად სიმუსმა ისიც კი გაბედა საშობაო წვეულებაზე დავეპატიჟებინე.უარის თქმა უზრდელობა იქნებოდა ამიტომ დავთანხმდი.თუმცა წასვლას არ ვაპირებდი…

ზარის დარეკვისთანავე სლიზერინელებიც ზანტად შემოლაგდნენ ოთახში.

– ცნობილი მაგლი?…წმინდასისხლიანი არა ისა! დამბლდორს ხომ ნახევარსისხლიანებზე და მაგლებზე ჭკუა ეკეტება…ამიტომაც მოიყვანა აქ…სხვაგან ხომ ეგეთ ნაყარ-ნუყარ ხალხს არ აჩერებენ…მომესმა ხმა ზურგსუკან.

– ამბობენ რომ სამინისტრომ უკვე დააზუსტა მისი წმინდასისხლიანობა…

– ოჰ კარგი რა! დაგენაძლევები მამაჩემი სულ იოლად გაარკვევს მაგას…მაგრამ ამ უმნიშვნელო რაღაცაზე არც შევაწუხებ…ერთი ბლექი ხომ იოლად მოიშორა დეიდაჩემმა ჩვრის ტიკინასავით გადააგდო…ნაბიჭვარი სირიუსი…ამასაც ხომ სიამოვნებით მიაყოლებს…

გულზე რაღაც მწარედ მეძგერა და ავენთე.შევბრუნდი და სიტყვების ავტორს პირდაპირ შევხედე.წამით სუნთქვა შემეკრა რადგან მალფოის სახეს სანტიმეტრიღა მაშორებდა…ჩემს დანახვაზე თვალებში სიცივე გაუქრა და დაბნეულობა აღებეჭდა.არავინ იცის როდემდე ვიქნებოდით ასე ერთმანეთს მიშტერებულები ტრელოუნის გამყინავ ხმას რომ არ გაერღვია სივრცე.

– აბა ყველანი ადგილებზე….

მაინც შემამჩნია და სული ამომხადა ჩემი უნარის ქება–დიდებით…

მისი მიკიბულ–მოკიბული ტერმინებიდან ძლივს გავარკვიე რომ რაღაც ტელეპატიური ნიჭი გამაჩნდა მაგრამ ეს ახლა ნაკლებად მაინტერესებდა.გახსენებაც არ მინდოდა იმ მტანჯველი სიზმრების რომელიც ჩემს ძველ სამყაროში მტანჯავდა…

გვერდზე გახედვას ვერ ვბედავდი.გული ყელში მებჯინებოდა.ვიცოდი რომ მალფოი ანგელოზი არ იყო მაგრამ ასეთ ”მწარე განაჩენსაც” არ მოველოდი მისგან…მთელი ყურადღება წიგნზე მქონდა გადატანილი.ცოტათი სამკითხაო ფიგურების მნიშვნელობებმა გამართო კიდეც…

ზარი დაირეკა თუ არა მალფოი პირველი გავარდა ოთახიდან.მინდოდა სულ ბოლოს გავსულიყავი.წელი ძლივს ავითრიე.მასწავლებლის მაგიდასთან დაღვრემილი ჰარი შევნიშნე.

– ყველაფერი რიგზეა?

– უბრალოდ სირიუსის გახსენებამ გუშინ ბევრი რამ წამომიტივტივა გონებაში…

– მართალია რომ ის ბელატრისამ მოკლა? (არადა პასუხი მშვენივრად ვიცოდი)

– ჰო ბელატრისა სიკვდილის მხვრელია…შენ საიდან გაიგე?

– წეღან მალფოიმ ახსენა და…

– ერთი მაგისი!!! გაბრაზდა ჰარი.

წავედით სლაგჰორნი გველოდება…

კარებში სლაგჰორნი დიდი სიხარულით შემეგება და როგორც მოსალოდნელი იყო მის წვეულებაზე მიპატიჟებაც მივიღე.ჰარის მხიარულად ჩაეღიმა და თავისი მაგიდისკენ გაემართა.

სპეციალურად დავიკავე ადგილი სლიზერინელების სიახლოვეს.მალფოი ალბათ საუბარს აუცილებლად გააგრძელებდა.მაგრამ ნახევარი გაკვეთილი სანამ სლაგჰორნი ნაყენებს ხსნიდა მისი ხმა საერთოდ არ გამიგია.

– ჩვენ დღეს მოვამზადებთ სიკვდილის ელექსირს…წყვილებში იმუშავებთ…ჰარი-რონი ჰერმიონი-ნევილი ჯინი-დინი კრაბი-ჰმმ..გოილი..მის ბლექ…მალფოი რა დღეში ხართ?! აქეთ გადმობრძანდით თუ შეიძლება მარჯვნივ….დიახ დიახ…როგორც ვხედავ მის ბლექს მეწყვილე არ ჰყავს…ამიტომ…

მე და მალფოი…

მთელმა კლასმა ჩვენ გამოგვხედა.

წიგნიდან თავიც არ ამიწევია როცა მაგიდას მოუახლოვდა.

სასმლის ინგრედიენტები გადავარჩიე და წიგნი მისკენ გავაცურე.

– მე დრაკო მალფოი ვარ… გადმომიჩურჩულა ამაყად.

– მილა.ცივად ვუჩურჩულე მე.

უხმოდ ვმუშაობდით ძალიან ბევრი რამე ეშლებოდა თუმცა არც მიცდია შემესწორებინა.

ჰერმიონმა იმ გაკვეთილზე გაიმარჯვა.

სადილობისას მალფოი დარბაზში არ გამოჩენილა.ნელ-ნელამისდამი  ბრაზი ჩამიცხრა.მხოლოდ იმედგაცრუება დამრჩა.

”წიგნი სხვაა რეალობა სხვა…”გამახსენდა გეორგის დარიგება.

გრიფინდორელებს იოლად დავუმეგობრდი.თითქმის ყველა გავიცანი.მომწონდა ეს კლუბი საერთო ოთახში სულ მხიარულება და სიცილ–ხარხარი იყო ხოლმე.

ერთხელ სადილობისას რონს ვესაუბრებოდი და წვენს ვსვამდი როცა ვიღაც თმახუჭუჭა გოგო მოვარდა და რონს კისერზე ჩამოეკიდა.ჰერმიონი წამოდგა და სტუდენტებს შეერია.

– ერთად არიან? გადავულაპარაკე ჰარის.თუმცა პასუხი ნათელი იყო..

– წავალ დავამშვიდებ…

– ჰერმიონ! გავეკიდე მაგრამ დერეფანში აღარავინ ჩანდა.კარს რამდენიმე მეტრით გავცდი.

– გზა დაგებნა?-მომესმა ნაცნობი ხმა.

მალფოი კედელს მიყრდნობოდა და ქვეშ-ქვეშ მიყურებდა.

– გაგიმარჯოს დრაკო-შევეცადე თბილად გამომსვლოდა მაგრამ არ გამომივიდა და მაშინვე გზა გავაგრძელე.ჰერმიონი არსად ჩანდა.ვერც საერთო ოთახში აღმოვაჩინე.

მომდევნო კვირა დატვირთული აღმოჩნდა. მაკგონაგელმა დამატებითი მეცადინეობები დამინიშნა საერთო ოთახიდან არ გამოვდიოდი თუმცა ჰოგსმიდში გასეირნება მაინც მოვახერხე.სიმუსმა ლუდზე დამპატიჟა.უკან დაბრუნებისას ლუნაც წამოგვეწია.ქუჩის კუთხეში ნაცნობი ქალის სილუეტი შევამჩნიე… უკან კი…

– მალფოები… წაილაპარაკა სიმუსმა.

დავიხარე თითქოს კედის ზონარს ვიკრავდი. მისტერ მალფოი დრაკოს ეკამათებოდა.არ ვიცი რატომ მაგრამ დიდებული სანახავები იყვნენ…ყველასგან განსხვავებულები..მედიდურები… აღტაცებული შევყურებდი.

ლუნამ და ნევილმა დიდი ნაბიჯით გამისწრეს.როცა კუთხეში კიდევ ერთი მწვანემოსასხამიანი ფიგურა გამოჩნდა.შავი ხუჭუჭა მბზინვარე თმა წელამდე სწვდებოდა…სხვა ვინ იქნებოდა თუ არა…

– ბელატრისა?…

ისე შემეშინდა წამსვე მოვწყდი ადგილს.გრიფინდორის ოთახში დავბრუნდით მხოლოდ მაშინ დავმშვიდდი.

მანტიას ვიცვლიდი როცა ირგვლივ ჩოჩქოლი ატყდა.ყველა გაზეთებს ეცა.

-ციხე გატეხეს!!! იყვირა ნევილმა.

გამაჟრჟოლა.

”იქნებ სჯობს მაკგონაგელს ვთხოვო რამდენიმე თავდაცვის შელოცვა მაინც მასწავლოს? ვინ იცის რა მოხდება…თანაც ჯოხს უკვე ხომ კარგად ვფლობ…”

წამოვხტი და პორტრეტის ხვრელიდან გადავძვერი.დერეფანში სტუდენტები მეჯახებოდნენ ვბორძიკობდი მაგრამ მაინც ვჩქარობდი.მოსახვევში ხალვათობა იყო და გავიქეცი.მოულოდნელად ვიღაცას ისე მაგრად დავეჯახე თვალს დამიბნელდა უკან გადავქანდი და კედელს იდაყვი მწარედ მივარტყი.

– წინ ვერ იყურები? დამიღრინა ნაცნობმა ხმამ.

თმაგაჩეჩილი მალფოი კედელს მიყრდნობოდა წონასწორობას ძლივს იმორჩილებდა.შუბლი ოფლით დაცვარვოდა მანტია უკუღმა ეცვა.

– კარგად ხარ? მაინც შევშფოთდი მე და დასახმარებლად ხელი გავუწოდე.მომეჭიდა და გასწორდა.

– როგორც ხედავ მშვენივრად ვარ…

დაცინვით ხელი ამიკრა და ჩამიარა.

მაკგონაგელი ოთახში არ დამხვდა და განაწყენებული დავბრუნდი ოთახში.

იმ ღამეს პირველად ვინატრე სახლში დაბრუნება.დედა მესიზმრა.მისი თვალები მათბობდნენ…

– მილა გაიღვიძე…

– მილა ადექი თორემ საუზმეს გამოტოვებ სნეიპი დაგვაჯარიმებს თუ დააგვიანებ…

ნაცნობი გვარის გაგონებაზე სიხარულით წამოვხტი.სწრაფად გადავიცვი მანტია და გოგოებს უკან მივყევი.

კაბინეტი ჩაბნელებული იყო და უზარმაზარი უცნაური სურათებით მორთული ყველაფერს მოხიბლული ვათვალიერებდი.

ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა და მანტიის შრიალიც გაისმა…

– ამ საგანში ხუთი მასწავლებელი გამოიცვალეთ არა?–სნეიპმა სიას ჩახედა და ბოროტი მზერით გამოგვხედა.გასაკვირია რომ ამდენმა მოახერხეთ გამოცდების ჩაბარება…თუმცა ალბათ გამონაკლისებიც არსებობს…მის…

სნეიპი ჩემს მერხთან შეჩერდა.

– ბლექი.ხმა მაინც ამიკანკალდა.სლიზერინელებმა ჩაიხითხითეს.ჩემგან თვალისმოუშორებლად უკან დაიწია და სკამზე ჩამოჯდა.

– ბნელი ძალები მრავალგვარი მარადცვალებადი და მუდმივია…

სნეიპს გატაცებით ვუსმენდი.მისი ბოხი ხმის გაგონებაზე რატომღაც თვალწინ მამა დამიდგა…თქვენ ახლა წყვილებად დაიყოფით და 24–ე გვერდზე ამ პარაგრაფის მიხედვით ერთმანეთს გამოცდით…მის ბლექ თქვენ ჯერჯერობით თავს შეიკავებთ…არ მინდა პირველივე გაკვეთილზე თქვენი შეცდომების გამო ვინმე დაშავდეს…

გამოვფხიზლდი თავი დავუქნიე და წიგნში ახალახსნილი მასალის კითხვას შევუდექი.ოთახში არავის ეტყობოდა ენთუზიაზმი.ზანტად მუშაობდნენ ჰერმიონის გარდა რომელმაც წამში დაასრულა დავალება.

ზარი დაირეკა თუ არა ყველანი ფაცხა–ფუცხით გავარდნენ ოთახიდან.მე კი განგებ გავაჭიანურე გასვლა.

– ნახვამდის პროფესორო– დავემშვიდობე გასვლისას.ვიცოდი პასუხს არ მაღირსებდა მაგრამ მე ჩემი სითამამით კმაყოფილი დავრჩი.

სლაგჰორნის შემდეგი გაკვეთილი ნამდვილი წამება გამოდგა.ისევ მალფოი მყავდა მეწყვილედ ეტყობა პროფესორი გადანაწილებას დიდ მნიშვნელობას აღარ ანიჭებდა.

როცა ორი კოლბა სითხე ქვაბში ჩავასხი დანის აღებას ვაპირებდი.მოულოდნელად დამასწრო აიღო და ხელში ჩამიდო.ეს მოძრაობა წამიერი იყო თუმცა მაინც შევნიშნე რამდენიმე სლიზერინელის გაოცებული მზერა.ფორმაზე მიკერებულ გრიფინდორის ნიშანს ისევ სიძულვილით დავხედე.რაღას ვიზამდი.ალბათ ქუდმა სწორი არჩევანი გააკეთა.მე ხომ აქ სასწავლად ვიყავი…. და არა იმისთვის რომ…

შევნიშნე რომ ქვაბში ძირტკბილას ფესვების ჩაყრას აპირებდა არადა ეს ინგრედიენტი ბოლოს უნდა ჩაგვემატებინა.

– არ ჩაყარო ეგ…ბოლოს უნდა…გაუბედავად დავქაჩე მანტიის სახელოზე.

– ხელს ნუ მიშლი–შემომიბღვირა მაგრამ ფესვები მაინც დაუშვა დაბლა და წიგნში უხალისოდ ჩიჩქნა გააგრძელა.კიდევ სამი ინგრედიენტი ჩავამატეთ და ისევ დავქაჩე სახელოზე.

– ახლა ჩაყარე.

ისეთი მზერით შემომხედა მეგონა ქვაბში თავით ჩამაგდებდა.ფესვები ნელა ჩაუშვა სითხეში. საწამლავი აქაფდა ზედაპირზე ბუშტუკები გაუჩნდა მერე ნელ–ნელა დაიწმინდა და კაშკაშა წითელი გახდა.

ერთმანეთს კმაყოფილი ღიმილით შევხედეთ.

– მგონი გამოგვივიდა…

ჰარის და ჰერმიონის შემდეგ ჩვენი ნამუშევარი სლაგჰორნმა მაღალი ქულით შეაფასა საბოლოო ჯამში გრიფინდორსაც და სლიზერინსაც 20–20 ქულა ერგოთ.

– კარგი იქნებოდა ერთ კლუბში ვყოფილიყავით არა? სლიზერინს 40 ქულა ერგებოდა– გადმომილაპარაკა კარში გასვლისას მალფოიმ.

ჩვენთვის გამოყოფილ თავისუფალ დროს განცხრომისთვის ვეღარ ვიცლიდი. მაკგონაგელის დავალებებს თავს ვატეხდი.როზმარისთან შელოცვებში მეცადინეობაც თანდათან უკეთ გამომდიოდა.ჩემი უნარი კი წარმოდგენაც არ მქონდა რაში წამადგებოდა რადგანაც მას შემდეგ რაც ჰოგვორტსში გამოვემგზავრე კოშმარები საერთოდ აღარ მაწუხებდა.ტრელოუნისაც მობეზრდა ჩემთვის დარიგებების მოცემა.

მაკგონაგელი ხარობდა ჩემი წარმატებებით კვირის ბოლოს გაკვეთილზეც გამოვიჩინე თავი და მეორე ცდაზე კალამი წარმატებით გადავაქციე ნემსად….მაგრამ არაფერი მიხაროდა…ყველაფერს თითქოს რუხი ფერი დასდებოდა…რაღაც მაინც ვერ იყო რიგზე…რაღაც მაინც მაკლდა…

შაბათ–კვირას ნახევარი ჰოგვორტსი ქვიდიჩის მოედანზე შეიკრიბა გრიფინდორის გუნდი ხელახლა ყალიბდებოდა…შორიდან მალფოი დავლანდე ვიღაც შავთმიან გოგოსთან ერთად.ძალიან ლამაზი იყო…

ფრენამ აღტაცება მომგვარა სხვების მსგავსად მეც დავიწყე ადგილზე ტაშისკვრა და ხმამაღლა შეძახილები.

– არ გინდა შენც სცადო? მითხრა ნევილმა.

– მე? მე ისეთი უნიჭო ვარ ჩემი ექსტრემალობა დამღუპავს და ალბათ პირველივე ცდაზე ცოცხი ისლანდიაში გადამტყორცნის….

ყველა ვინც ჩემს სიახლოვეს იჯდა და ვინც ეს გაიგონა ხმამაღლა ახარხარდა.

კვირას სიმუსის მიპატიჟება ისევ მივიღე და ჰოგსმიდში ლუდის დასალევად გავყევი.ბარში ლუნაც შემოგვიერთდა.

– მოგვიყევი რამე შენს სამყაროზე– მთხოვა სიმუსმა.

თხრობა დავიწყე და თვალწინ დამიდგა საყვარელი ქალაქი…ნაცნობი ქუჩები…თვალწინ დამიდგა მეგობრები მათთან გატარებული ბედნიერი დღეები…ოჯახი და მოსიყვარულე დედა…

სუნთქვა შემეკრა და თვალი ბარის უკანა გასასვლელს გავუშტერე.ქერათმიანი ნაცნობი ფიგურა გაშეშებული იდგა და შემომყურებდა.ეს მზერა სხვებმაც შეამჩნიეს.

– რა უნდა? მკითხა გაღიზიანებით სიმუსმა.

– არ ვიცი არც არაფერი არც კი ვიცნობ…სლაგჰორნის გაკვეთილზე არც კი გამომლაპარაკებია…მხრები ავიჩეჩე მე.არ წავიდეთ?

მალე დავბრუნდით ჰოგვორტსში.საწოლ ოთახში ჰერმიონი დამხვდა საწოლზე დამხობილიყო და ჩუმად იცრემლებოდა.

– რა ხდება?

– ვერ გამიგია რა უნდა ჩემგან…

– ალბათ რონს გულისხმობ არა? ხუჭუჭთმიანი გოგო გამახსენდა და საწოლზე ჩამოვჯექი.–ჯობს ადროვო…მას თვითონაც არ ესმის ჯერ რას აკეთებს…თითქოს ეს ჩემს თავსაც ვუთხარი.

– ოდესმე გყვარებია ვინმე?

ამით მან მტკივნეულ ადგილზე მომარტყა.შევკრთი.ჰერმიონი უთქმელად მიმიხვდა და თავი თანაგრძნობით გააქნია.

– სლაგჰორნის წვეულებაზე მიდიხარ? ვკითხე მე.

– წვეულება! სახე გაუნათდა ჰერმიონს– სწორედ ისაა რაც მჭირდება!!!!

და ოთახიდან გავარდა.

აშკარა იყო რაღაც გრანდიოზულს ჩაიფიქრებდა…

გავიღიმე და ჩანახატების ალბომი ავიღე.მუზა მომეძალა.ხიდზე გავედი და მოაჯირს გადავეყუდე.ამაღლებული ადგილი მქონდა არჩეული აქედან მზის ჩასვლა ძალიან ლამაზად ჩანდა ხოლმე… ხანდახან ავდიოდი ვხატავდი და ჩემს თავს ვესაუბრებოდი…

გამიტაცა ბუნების ცქერამ.მიუხედავად იმისა რომ თხლად მეცვა სიცივე საერთოდ არ იგრძნობოდა.მალე შობაც დადგებოდა.პირველი შობა რომელსაც ოჯახში არ გავატარებდი…

– აქ რას აკეთებ?

ხმა ნაცნობი იყო მაგრამ მაინც ძალიან შემეშინდა სწრაფად შემოვტრიალდი.ალბომი ხელიდან გამისრიალდა და ძირს დაეცა.მალფოის გრძელი შავი პალტო ეცვა ქერა თმა შუბლზე ჩამოსწეწოდა და ისევ ცივი მზერით შემომცქეროდა.

– ეს ჩემი საყვარელი ადგილია განმარტოებისთვის…

– დავიჯერო გრიფინდორის ოთახი ასეთი პატარაა რომ იქ ხატვასაც ვერ ახერხებ? დაიხარა და ალბომი აიღო.

”ოღონდ არ გადაშალოს….ღმერთო…არ გადაშალოს…..

თავი 4

თვალები დავხუჭე.

როცა გავახილე მალფოის პირი დაეღო და ჩემს ნახატებს გაოცებული დასცქეროდა.

– სლიზერინის ლოგო…

– დანარჩენი კლუბების ნიშნებსაც ვაპირებ…გაუბედავად ამოვთქვი მე.

– ესეც? გადაშალა შემდეგი გვერდი– ან ეს??? (მაჩვენა ნახატი სადაც გულში ჩასმული ასო ს–ზე შემოხვეული გველი მყავდა გამოსახული)

ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე და მკერდზე მაგრად მივიკარი რომ ცახცახი შემეჩერებინა.მახეში გამაბა.

– შენ რა გრიფინდორის ჯაშუში ხომ არ ხარ?

– ჯაშუშობა რა შუაშია?

– აბა რატომ ხატავ სლიზერინს? იყვირა.

უკან დავიხიე.ახლა გამახსენდა რომ ჯოხიც კი არ წამომიღია.მის წინაშე სლიზერინის და ჩემი სათაყვანებელი პრინცის წინაშე სრულიად უიარაღო ვიდექი…

– დამბლდორისგან არც გამიკვირდება სკოლაში ჯაშუშის შემოგზავნა…ამ ბოლო დროს რაღაც სიტუაცია აღარ მომწონს….

– ჯაშუში არ ვარ!

– მაშინ ამიხსენი ამ ნახატების მნიშვნელობა! შემომიღრინა და ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა.

კედელს ავეკარი.

– სიმართლეს გეტყვი ოღონდ გამიშვი…

წამით გაოცება აღებეჭდა სახეზე.

– ვინ გაკავებს? მითხრა უცნაურად შეცვლილი ხმით და ალბომი ისევ აჩქარებით გადაფურცლა.

– მე სლიზერინში მოხვედრა მინდოდა მაგრამ ქუდმა ასე აირჩია.ამიტომაც ვარ გრიფინდორში.ჩემი ოცნება სლიზერინი იყო.ვუთხარი გულახდილად.ან რატომ უნდა დამემალა ეს?

– მაშ განაწილებაშიც მოსულა ჩაწყობა? ჯანდაბა რატომ არ გამიშვა მამაჩემმა სამხრეთში…

– ჩაწყობილი არ არის უბრალოდ ქუდმა ჩათვალა რომ ჩემი ნიჭი უნდა გამეფართოვებინა მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს საერთოდ რას გულისხმობს…

– აქ მოსვლამდე მშობლებმა ვერ გაგარკვიეს მაგ საკითხში?

– მე მაგლებთან გავიზარდე…

– ააჰ ჰო ვიცი… შემაწყვეტინა და ალბომი  გამომიწოდა.– გამოდის რომ მამაშენს არ უნდოდა შენი აქ გამოშვება ალბათ ერჩივნა ჩვეულებრივი მაგლური ცხოვრება გქონოდა…მაგრამ ძვირფასმა დამბლდორმა რასაკვირველია  გადაათქმევინა…

– მამაჩემი მკვდარია.ვუთხარი ცივად და ალბომი წავგლიჯე.

ჯებირს მიეყრდნო.

– მამაჩემმა ყველაფერი ბავშვობაში ამიხსნა.10 წლის ასაკში უკვე ჰოგვორტსის ისტორია ზეპირად ვიცოდი…დაიწყო დაბალი ხმით–თუმცა ეგ ისტორია უკვე ზღაპარი გამოდის  რადგანაც აქ იმაზე მეტი საიდუმლოებები ყოფილა ვიდრე მამაჩემს ეგონა…ვთხოვდი სამხრეთში გავეშვი მაგრამ….დედაჩემი აქ სწავლობდა და…დეიდაჩემიც…

ბელატრისას ხსენებაზე ტანში გამცრა.

ცოტახანს ჩუმად ვიყავით.მოაჯირს დაყრდნობილი დრაკო ტბას გასცქეროდა.

– ვოლდემორზე გაგიგია? ვკითხე უნებურად.

– შენ რა გაზეთებსაც კი არ კითხულობ? – ჩაიცინა და გასწორდა.

–მაგლურ სამყაროში …

– ჰო რათქმაუნდა… მისი დაბრუნება დღეს მთავარი თემაა…რაც დაბრუნდა იმის მერე მამაჩემი…არ მოდიხარ? ძებნას დაგიწყებენ…

მივხვდი რომ ამ თემაზე საუბარი აღარ სურდა.უხმოდ მივყევი.

– სლაგჰორნის წვეულებაზე მიდიხარ? ენა გონებას წინ უსწრებდა.

– რჩეულებში სამწუხაროდ ადგილი არ მერგო– ისევ ჩაიცინა.

მოსახვევამდე მიმაცილა.კედლის იქეთ გრიფინდორის ოთახი იყო.

– იცი რა…ჩაილაპარაკა წასვლისას–მართლა ვისურვებდი რომ ჩემი კლუბის წევრი ყოფილიყავი…სლიზერინი სულ ისეთიც არ არის როგორსაც აღწერენ…

– ვიცი.ვუთხარი მე.

ჩვენი გასეირნება არავის შეუმჩნევია.ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა…

ოთახში შევედი და საწოლზე მოწყვეტით დავეცი.ჩემი გულისცემა მთელ ოთახში ისმოდა.

დრაკო მალფოიმ არ გამოიყენა შანსი უიარაღო მოწინააღმდეგე დაემარცხებინა…

შეეძლო ერთი მარტივი შელოცვით მოვეკალი.ვერავინ გაიგებდა ჩემი გაქრობის მიზეზს…ან სულაც უბედურ შემთხვევას მიაწერდნენ ჩემს სიკვდილს…მაგრამ მან ეს არ გააკეთა.არა ის არ იყო ურჩხული…დრაკო ურჩხული არ იყო…

დრაკო მალფოიმ მე თავისი ადამიანური მხარე დამანახა…

მომდევნო დღეებში საოცრად კარგ ხასიათზე ვიყავი.

ლუნა ჰარის მიჰყვებოდა საშობაო წვეულებაზე.სიმუსი მიწვეული არ იყო.მაინც გადავწყვიტე მისვლა ვიმედოვნებდი სლაგჰორნს ბლექების გვარის ისტორიიდანაც ეცოდინებოდა რამე.

მუქი იასამნისფერი ჩვეულებრივი კლასიკური კაბა ჩვიცვი.პარვატიმ მათხოვა რადგანაც მე არასოდეს ვყოფილვარ მსგავს წვეულებებზე…

მომცრო დარბაზში წარმოუდგენლად ბევრი ხალხი დამხვდა.

სლაგჰორნმა თანდათანობით გამაცნო მისი ძველი სტუდენტები და მეგობრები.ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ვამპირების გაცნობა იყო რომლებზეც მხოლოდ წიგნებიდან და ფილმებიდან მსმენოდა…ჩემი აღტაცება დაუფარავად გამოვხატე რითაც ყველას ვასიამოვნე. ერთ–ერთმა რომლის რთული სახელი ვერა და ვერ დავიმახსოვრე საცეკვაოდაც გამიწვია მაგრამ ცეკვისას ძალიან შემაშინა წელზე ხელს ძლიერად მხვევდა და ტრიალის დროს კისერზე ხარბად მსუნავდა.როგორც იქნა დავეხსენი და არაქათგამოცლილი სკამზე დავენარცხე.ოფიციანტმა ბურბურახი ჩამოატარა და ჭიქა ავიღე.

– იცი ჰერმიონი მაკლეგენთან ერთად მოვიდა– გვერდზე მომიჯდა ლუნა.

ბურბურახი გადამცდა.

– ესაა მისი შურისძიება? ჩავიცინე.–კარგად მოუფიქრებია…ამ დროს კარებთან სნეიპი შევნიშნე.

– ახლავე მოვალ…გადავულაპარაკე ლუნას.ოფიციანტს კიდევ ერთი ჭიქა ავაცალე და შეუმჩნევლად სნეიპს გვერდით ამოვუდექი.

– გამარჯობა პროფესორო…სასმელს ხომ არ ინებებთ? მივმართე თამამად.

– მის ბლექ…თავი ცივად დამიკრა და ჩემდა გასაკვირად ჭიქა გამომართვა.

– როგორ მიდის თქვენი მეცადინეობების საქმე? ალბათ გამოცდებს თვის ბოლოს დაგინიშნავენ…

– სიმართლე გითხრათ არ მიჭირს პროფესორო. ვისურვებდი მომზადება თქვენთანაც გამევლო–ვუთხარი მე.

– აი სად ყოფილხართ–მოქაქანდა შეზარხოშებული სლაგჰორნი.

– თქვენს წინადადებას დირექტორთან განვიხილავ მის ბლექ–გვარზე მახვილი დაასო სნეიპმა და შებრუნდა.

– ახლა სნეიპის რჩეულიც გახდი?…მომესმა ხმა უკნიდან.

– დრაკო? ისე ხმამაღლა გამომივიდა სნეიპი და სლაგჰორნი შემობრუნდნენ.

– აი სად ყოფილხარ–სნეიპმა ხელი ჩაავლო და გაიყოლა–უნდა დაგელაპარაკო!

გაშეშებული დავრჩი.

– პროფესორო–მივვარდი სლაგჰორნს–დიდი მადლობა მოწვევისთვის მაგრამ..ხვალ მაკგონაგელთან დამატებითი გაკვეთილი მაქვს და…მასალების გადამეორება მჭირდება…ნებას მომცემთ რომ დაგტოვოთ?

ნებართვა მომცა.ახალგაცნობილ ვამპირებს და ლუნას სასწრაფოდ დავემშვიდობე და დერეფანში გამოვვარდი.ჩქამი არსაიდან ისმოდა.საკმაო მანძილი გავიარე.ალბათ დრაკო სნეიპმა თავის კაბინეტში წაიყვანა…

მაინც დავაგვიანე.

”რჩეულებში სამწუხაროდ ადგილი არ მერგო”…მაშინ რატომ მოვიდა წვეულებაზე?…რატომ?

მოსახვევს მივუახლოვდი.შემდეგი კიბით სლიზერინის კლუბის ჩასასვლელთან მივიდოდი…არც დავფიქრებულვარ ისე გავაგრძელე გზა.

კიბეზე ნაცნობი ფიგურა ასვეტილიყო.

– გამარჯობა…

არც განძრეულა.

– ხომ იცი რომ აქ ყოფნა სახიფათოა?

– წვეულებაზე არ გელოდი.ვუთხარი მე.

– სლაგჰორნმა ზაბინი მიიწვია მე ზაბინიმ მეწყვილედ ამირჩია…რა გაცინებს–შემობრუნდა გაბრაზებული–ეს ჩემი გეგმა იყო…და შენ რას აკეთებ აქ?

– სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა მომინდა.რა მოხდა აკრძალული ხომ არ არის?

– წავიდეთ აქედან თორემ ზაბინი თუ დაბრუნდა…

უხმოდ გავედით ხიდზე.

ცოტახანს ვისაუბრეთ.ოჯახზე ლაპარაკს გაურბოდა თუმცა ბევრი რამ მაინც შევიტყვე.ნარცისას და ლუციუსს სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი. ისინი ყველაზე მეტად ოჯახის  სახელს და რეპუტაციას უფრთხილდებოდნენ…ვოლდემორის დამარცხების შემდეგ ისინი პირველები გადმოვიდნენ სამინიტროს მხარეს და ლუციუსმა სამუშაოც კი მიიღო.ბელატრისა ოჯახში ყოველთვის არასასურველი სტუმარი იყო…

ბევრს აღარ ჩავძიებივარ.უნდობლობა აშკარად ეტყობოდა მე კი მის გვერდით ფარულ შიშს მაინც ვერ ვიგდებდი გულიდან.საუბრის დროს ხანდახან თვალები ენთებოდა და წამით მეჩვენებოდა რომ თითქოს ჩემი მოხრჩობა უნდოდა…

შუაღამე მოახლოვდა.შემცივდა.

– მეორედ ასეთ უდროო დროს სლიზერინის მხარეს ნუღარ გამოჩნდები ხოლმე შეიძლება ვინმემ არ დაგინდოს…მთელ სლიზერინს ხომ ვერ აუხსნი რაც განაწილებაზე შენსა და ქუდს შორის მოხდა…ამ სიტყვებით გრიფინდორის შესახვევამდე მიმაცილა და გაქრა.

საშობაოდ დედის წერილზე ძალიან ბევრი ვიტირე.

ლუნამ თავისი ხელით მოქსოვილი ჭყეტელა ფერის შარფი და ტკბილეულობა მაჩუქა.სხვა ნაცნობებისგან მისალოცი ბარათები მივიღე.განსაკუთრებით ნევილის საჩუქარზე ვიხალისე რაღაც ლამაზი ყვავილი მაჩუქა რომელიც დღე ფერებს იცვლიდა ღამე კი ფოსფორისფრად ანათებდა. მილოცვები მეც გავაგზავნე სამეული და თვით სნეიპიც კი არ დამვიწყებია.კონვერტიც კი საგანგებოდ შევარჩიე მისთვის…არ მადარდებდა რას იფიქრებდნენ ჩემზე სხვები ის ჩემი საყვარელი მასწავლებელი იყო…

მალფოისთვის არაფერი გამიგზავნია.ჯერ ისე კარგად არ ვიცნობდით ერთმანეთს რომ ეს გამებედა.

მაკგონაგელის გაკვეთილებზე ბოლო დროს ძალიან ვიღლებოდი.ჩათვლაზე მე და როზმარის დამბლდორიც დაგვესწრო ორჯერ და ძალიან კმაყოფილი დარჩა.თუმცა ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა გაკვეთილი კიარა უფრო ჩემი სულიერი მდგომარეობა აინტერესებდა.

მასწავლებელს დიდი წერილი მივწერე და ვთხოვე ჩემი რამდენიმე სურათი ფოტოშოპით დაემუშავებინა ლონდონის ფონზე რომ დედას ენახა და გახარებოდა.ამ უდიდესი ტყუილის გამო სინდისი საშინლად მტანჯავდა.მაგრამ ასე იყო საჭირო…ფაქტიურად მამამ ხომ თავი ჩემთვის გაწირა…და ჰოგვორტსში გაშვებაც ჩემივე უსაფრთხოებისთვის გადაწყვიტა…

მაკგონაგელის გაკვეთილებზე უფრო და უფრო მეტი მასალა მემატებოდა.მალე გამოცდებს დამინიშნავდნენ და გადაწყდებოდა დავრჩებოდი თუ არა ჰოგვორტსში…თუმცა დედის წერილის შემდეგ ისეთი აღელვებული ვიყავი მინდოდა იმ ღამესვე გავქცეულიყავი სახლში.

სლაგჰორნის გაკვეთილზე უხალისოდ შევედი.პირველი რაც თვალში მომხვდა დაშლილი სამეული იყო. ჰერმიონი ჰარისგან და რონისგან მოშორებით იჯდა.მაგრამ უხალისობის არაფერი ეტყობოდა შეუცდომლად ჩამოარაკრაკა კანონები და სლაგჰორნისგან შექება დაიმსახურა.

– მის ბლექ შემდეგი ოთხი წესი…

შეუცდომლად თუმცა უხალისოდ ვუპასუხე.გრიფინდორს კიდევ ხუთი ქულა შევმატე.მალფოი არსად ჩანდა.ამან საერთოდ ამიცრუა გული გაკვეთილზე.

სლაგჰორნმა ახალი დავალება დაარიგა კარადასთან მივედი რომ კოლბა ჩემს მერხზე წამეღო.ვიღაცამ დამასწრო კოლბა აიღო და გატრიალდა…

– დღეს მე ვიწყებ…

– დაიგვიანე- დავუსისინე დრაკოს.თუმცა გულზე მომეშვა.

-საქმე მქონდა… მგონი უჩემოდ დავალებას თავს ვერ ართმევ არა?

სასწრაფოდ შევუდექი თავშავას თესლის დანაყვას.

-ფრთხილად ხელი არ მოიყოლო…

– ლაპარაკს გირჩევნია დაუჩქარო ხომ გინდა სლიზერინმა მაღალი ქულა მიიღოს?

– ეგ ხომ შენ გინდა?…

ასე ვკბენდით ერთმანეთს მთელი გაკვეთილი იმ დღეს ჰარიმ აჯობა ყველას თუმცა სლიზერინმა მაინც დაიმსახურა ქულა.

–შესანიშნავია მისტერ მალფოი თქვენგან ასეთ სიბეჯითეს არ მოველოდი…გაეხარდა სლაგჰორნს.

სამეული ჩვენსკენ მოტრიალდა ალბათ სახეზე გულგრილობა აშკარად მეტყობოდა მალევე მოგვაშორეს თვალი.

კლასიდან ისევ ბოლოს გავედი.სადილის გამოტოვებას ვაპირებდი არაფრის თავი აღარ მქონდა.ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა. იქაურობა უკვე ძალიან მაღიზიანებდა.

– ერთი გამაგებინე რას აკეთებ იმ მაგლთან?

-შენი საქმე არ არის! მომესმა  ხმები.

კუთხიდან ფრთხილად გავიხედე.შავთმიანი მაღალი გაავებული გოგო მალფოის წინ იდგა და გაავებული უბღვერდა.ვიცანი.გრიფინდორის შესარჩევ ვარჯიშზე მალფოის გვერდით იყო…

– რაღაც საეჭვოდ დიდხანს დარჩით წყვილად… რაიყო მოგხიბლა არა მაგ მუქსისხლიანს როგორ ეკარები მამაშენს როგორ უნდა შეხედო თვალებში?

– მომშორდი!!! დაიღრიალა მალფოიმ მოულოდნელად.შევკრთი.გოგო აქვითინებული გაიქცა დერეფანში.მალფოიმ შეიგინა თავი გააქნია და დიდი დარბაზისკენ გააბიჯა სადაც აპარაციის გაკვეთილები ტარდებოდა.

კიბეებზე გზა ისევ ამერია და დამაგვიანდა. მაკგონაგელი გააფთრებული დამხვდა მაგრამ ჩემი ნამუშევარით გაკვირვებული დარჩა.

– შესანიშნავია მის ბლექ…მაკვირვებთ თქვენი შრომისუნარიანობით…თუ ასე გააგრძელებთ ორ კვირაში გამოცდებს დაგინიშნავთ…

– პროფესორო მე მაქვს უნარი რომელზეც წარმოდგენაც არ მაქვს იცით რამე ამის შესახებ?- ვუთხარი მე.

–ეს ყველაფერი იქ…სახლში ძალიან მტანჯავდა.თუ აქ მისი წარმოჩინებისთვის ვარ…მირჩევნია ყველაფერს თავი დავანებო რადგან ეს უნარი საერთოდ არაფერში მჭირდება…

– მისის ტრელოუნმა არ აგიხსნათ ამის შესახებ?

– დიახ მან რაღაც ტელეპათიისმაგვარი ახსენა…მან თქვა რომ ჩემი გონება გარკვეუწილად მომავლის ლაბირინთშია მოქცეული რასაც გათავისუფლება სჭირდება და თუ ამას დავძლევ შემდეგ შევძლებ ეს ჩემი ნებით ვმართო..მაგრამ მე ეს არ მინდა…რადგანაც ეს…ეს მაშინ არ გამომადგა როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა შველა…

– გასაგებია..თქვენ შეგიძლიათ გადაწყვეტილება თქვენ თვითონ მიიღოთ…ხოლო როცა გამოცდების შემდეგ გადაწყდება თქვენი ბედი…ჰოგვორტსში მოიძებნება ბევრი საინტერესო საგნებიც…შეგეძლებათ თავისუფლად აირჩიოთ თქვენი მომავალი პროფესია…

ფრთაშესხმული გამოვედი კაბინეტიდან.

სნეიპის გაკვეთილზე ცნობისმოყვარეობა მკლავდა.მაინტერესებდა მიიღო თუ არა მილოცვა…იმ დღეს განსაკუთრებული სიმშვიდით გამოირჩეოდა.მთელი კლასი ზუზუნებდა.

– მალფოი მაიმუნობას მოეშვით და დაფასთან გამობრძანდით თუ შეიძლება…და..მის…ბლექ!!!

სნეიპის მზერაზე გავთავდი.წელი ძლივს ავითრიე.სანამ დაფასთან მივიდოდი ზურგი მეწვოდა გრიფინდორელთა მზერისგან.

უწადინოდ დავიწყე მასალის ახსნა.მაგიდაზე ნაცნობი ბარათი შევამჩნიე.სიხარულისგან ენა დამება.

– მალფოი გააგრძელეთ თუ შეიძლება…დაბრძანდით მის ბლექ…

დრაკომ მოყოლა ისე დაამთავრა ჩემსკენ არ გამოუხედავს.

– 10 ქულა სლიზერინს!

გრიფინდორელები ახმაურდნენ.

– ჩუმად! იყვირა სნეიპმა.კმაყოფილებით ჩავიღიმე.მე ვეთანხმებოდი მის გადაწყვეტილებას….

მომდევნო მასალა ჩავიჯღაბნე და თავს ვიმტვრევდი იმაზე ფიქრით რა იქნებოდა გამოცდების შემდეგ…

ზარი დაირეკა.წიგნები სასწრაფოდ ჩავყარე ჩანთაში.ხიდზე გასვლას ვაპირებდი უჩვეულო ამინდი იყო და გამომადგებოდა ჰოგვორტსის მიდამოს ალბომში ასაღწერად…

– მის ბლექ ერთი წუთით…

ჩანთა დავდე და სნეიპს მორჩილად შევხედე.

-მგონი ეს თქვენს ხელწერას ჰგავს…ჯოხი გააქნია და მაგიდიდან ნაცნობი ბარათი ჰაერში ალივლივდა.

– დიახ პროფესორო…მე…

– როცა ყველაზე საყურადღებო დოკუმენტებს ვამოწმებდი სწორედ მაშინ შემომიფრინდა თქვენი ბუ ფანჯარაში…

–პროფესორო მე…მე უბრალოდ…

–ყურადღებისთვის გმადლობთ…მის ბლექ.

სიხარულისგან შევკრთი.სევერუს სნეიპისგან რომელიც მთელ გრიფინდორს სძულდა მე მადლობა დავიმსახურე…

– სამწუხაროდ დამატებითი გაკვეთილების დრო არ გამაჩნია…გააგრძელა სნეიპმა-თუმცა…მაგიდიდან უზარმაზარი გრაგნილი გამომიწოდა- თუ ამ თემას გამოცდებისთვის მოამზადებთ და ყველა ტესტს ზუსტად უპასუხებთ მომდევნო კურსზე ჩემს საგანში სასწავლად დაგიშვებთ…თუკი რათქმაუნდა აირჩევთ…

მომდევნო დღეები სულ სნეიპის მასალის შესწავლას მოვანდომე.რთული ტერმინების გაგებაში ჰერმიონი მეხმარებოდა.ის ჩემი თანაგრძნობის შემდეგ დამიმეგობრდა თუმცა ამ კავშირის გაღრმავებაზე არც მიფიქრია დიდად მაინც არ მხიბლავდა ”გმირად” შერაცხული ჰარი და მისი პოპულარული კამპანია…მერჩივნა სკოლაში შეუმჩნეველი ვყოფილიყავი.

– სნეიპი ვერც შენ გიტანს….დაასკვნა ჰერმიონმა როცა უზარმაზარი გრაგნილის ორი თემა წვალებით მოვამთავრეთ.

ხიდზე საღამოხანს გავედი.შემაღლებულ ადგილზე დავჯექი და ხატვას შევუდექი.გვიანი იყო მაგრამ რატომღაც გარეთ ისევ უცნაური სინათლე იდგა…არა ნამდვილად მხიბლავდა ეს ჯადოსნური გარემო…ფურცელზე თანდათან გამოიკვეთა კოშკის კონტურები…

– ლამაზია.მომესმა ნაცნობი ხმა უკნიდან.მაშინვე წამოვხტი.

– შეგიძლია ისე მომესალმო რომ არ შემაშინო?

სიტყვა გამიწყდა.მალფოი კედელს მიყრდნობოდა მძიმედ სუნთქავდა.ოფლში გაწუწულიყო და მანტიაზე აქა–იქ ტალახი აჩნდა.

– რა გჭირს? შევშფოთდი და ალბომი გადავდე.

– ვირბინე…ხელი ამიქნია.საქმეები მაქვს…დაასრულე ხელს არ შეგიშლი…ცოტა უნდა ამოვისუნთქო…აიწია და მოაჯირზე ჩამოჯდა.

უხმოდ გავაგრძელე ხატვა ძირითადი მონახაზი დავასრულე და ალბომი დავხურე.

– დამბლდორი ჰოგვორტსის გეგმას გახატინებს? ირონიულად მკითხა– შემდეგი სამინისტროს გეგმა ხომ არ იქნება?

– რა სისულელეა.გავჯავრდი მე-ჯაშუშობისთვის არც ისეთი ნიჭიერი ვარ…

– პოტერის მერე შენ პოპულარობით მეორე ადგილზე ხარ.მომახალა.

– საიდან მოიტანე? ან საერთოდ გგონია პოპულარობა მომეწონება? დაღლილი მზერა მივაპყარი-ვცხოვრობდი ჩემთვის მშვიდად მყავდა მოსიყვარულე ოჯახი მხიარული მეგობრები…დავდიოდი სკოლაში და ბიბლიოთეკაში ვიდრე ის კონვერტი არ გადმომცეს…

– კონვერტი ბიბლიოთეკაში გადმოგცეს?

– ჰო…

– ბიბლიოთეკაში ცხოვრობ?

ამაზე თავი ვერ შევიკავე და გულიანად გამეცინა.

– არა ეტყობა ბუს სახლში არ დავხვდი და კურიერი იქ გამომიგზავნეს…

– აქ სწავლის გაგრძელება გინდა? გეტყობა რომ შენი ოჯახი ძალიან გენატრება.

– არ ვიცი გამოცდების მერე რა იქნება…თუმცა დარჩენა მინდა.მამაჩემმა თავი ჩემი უსაფრთხოებისთვის გაწირა.გამოდის ტყუილად არ გამომგზავნეს აქ…

სიჩუმე ჩამოწვა.

– იმ დღეს … მაღაზიასთან დაგინახე.წამომცდა ისევ.

– ჰოგსმიდში?

–ჰო.

– მამაჩემი ვნახე.ჩემი აქედან წაყვანა უნდა.დედაჩემს არა.მიაჩნია რომ ჰოგვორტსში დაცული ვარ…და მეც ასე მიმაჩნია…

– ვოლდემორისგან გიცავს?

– ნუ ახსენებ! ფეხზე წამოვარდა.-მძულს…მამაჩემი მასთან ნამყოფია და ახლა ცდილობს რომ მეც მათ შევუერთდე…მე კი არ მინდა…არ მინდა მამაჩემმა თავის საქმეებში გამრიოს…ამიტომაც ვრჩები აქ…მეგობრებთან…

– შენი მომავალი შენ გეკუთვნის…არჩევანი შენ უნდა გააკეთო.

-რას მელაპარაკები.ჩაიცინა და მოაჯირიდან ჩამოხტა.–ხვალ პირველი რა გვაქვს?

– მმმ…ჰერბოლოგია.

– მეეჭვება სპრაუტმა თავის ჯუნგლებში დანაკლისი შეამჩნიოს…მისმინე…გინდა სლიზერინის ვარჯიშს დაესწრო?

გაოცებულმა შევხედე.

– ნუ დარდობ ბიჭებმა იციან შენზე…ჩვენზე…იძულებული გავხდი მომეყოლა….

– რა იციან? შემეშინდა მე.

– იციან რომ ვმეგობრობთ.ასე რომ…თუ ვარჯიშზე დასწრება გინდა 2საათზე მოედანზე მოდი.გამიღიმა და მოსახვევში გაქრა.

გაშეშებული დავრჩი.გული სიხარულით ამევსო.

მეორე დღეს სლიზერინის ვარჯიშზე არ გავსულვარ.მაკგონაგელისგან წერილი მივიღე და როზმარისთან ისევ დამატებით მასალებზე მომიწია მუშაობა.

სადილზე მოწყენილი ვიჯექი.მეგონა დრაკოს ეწყინებოდა.მაგრამ შორიდან თვალი შევასწარი მაგიდასთან ზაბინის ელაპარაკებოდა.ჩემი მზერა შეამჩნია გამომხედა და თვალი ჩამიკრა.გულზე მომეშვა.

––––––––––––––––––––––––––

–სამინისტრომ დაამტკიცა რომ შენ წმინდასისხლიანი ხარ ასეა?

–კი ასეა…მაგრამ მამაჩემს არ უნდოდა ამ სამყაროზე რამე გამეგო….

–მასაც ჰყვარებია დედაშენი…

–რატომ ამბობ მაგას?

–იმიტომ რომ  ადრე რომ გამოეგზავნე სკოლაში დედაშენი ხომ მარტო და დაუცველი დარჩებოდა…მამაშენმა კი აშკარად წინასწარ იცოდა რომ სიკვდილი ელოდა…

–მაგრამ ბოლოს მაინც გადაიფიქრა.

–როგორც ჩანს ისეთი რამ გაიგო რაც მნიშვნელოვანი იყო.ამიტომ არჩია შენ გაერიდებინე ამ ყველაფერს…

–დაახლოებით ალბათ ეგრეა თუმცა რა უნდა მომხდარიყო ისეთი რომ…

–მილა და მალფოი გაჩუმდებით თუ არა? დაგვიყვირა ტრელოუნიმ.

ჩუმად გაგვეცინა.

–გავიგე მამაშენს წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონია და ალბათ შენც ანალოგიური გექნება…გადმომილაპარაკა ისევ.

– რაც არ უნდა იყოს ვერ ვიტან ამ უნარს.სახლში სულ კოშმარები მაწუხებდა და რაც აქ მოვედი ერთი სიზმარიც კი არ მქონია…

–გააუმჯობესებ? საინტერესო იქნება…

–წარმოიდგინე ტრელოუნის რომ ვთხოვო დახმარება როგორ აღფრთოვანდება…

ისევ ჩავიცინეთ და მინის სფეროს უაზროდ მივაჩერდით.

უკვე თითქმის აღარ ვმალავდით გაკვეთილებზე მეგობრობას რადგანაც ყველას ეგონა რომ ეს უბრალოდ წყვილად მუშაობა იყო… გრიფინდორელი მეგობრები იოლად დავაჯერე ამაში აი მალფოის მოქმედების ხერხი კი ნამდვილად არ ვიცოდი…სკოლაში ბევრჯერ შევესწარი როგორ დასცინოდნენ სლიზერინელები სხვა კლუბის წევრებს დერეფნებში მე კი არასდროს არავინ მერჩოდა…

აღმოვაჩინე რომ ყველას დაჯერება მაინც ვერ მოვახერხე…

საღამოს ხიდიდან რომ დავბრუნდი საერთო ოთახში აღრენილი სიმუსი დამხვდა.

–შენ დრაკო მალფოისთან მეგობრობ?

–უბრალოდ გაკვეთილებზე მეწყვილედ მყავს.

–ეი რონ! გასძახა სიმუსმა სამეულს–აქ მოდი!

რონი ზლაზვნით მოახლოვდა.

–რონმა გუშინ ერთად დაგინახათ ხიდზე!

–მერე შენ რა? ვიგრძენი რომ გავღიზიანდი.

–აღიარე რომ მასთან მეგობრობ!!!

–შენ რა იყო ეჭვიანობ? ჩავიცინე მე.სიმუსი ამას არ ელოდა და სახეზე ფერებმა გადაუარა.–მე ახალი ჩამოსული ვარ აქ ყველას დიდ პატივს გცემთ მაგრამ ვისთან ვიმეგობრებ და ვისთან არა ეს ჩემი პირადი საქმეა და უხეშად ნუ ჩაერევი კარგი?

– მალფოი ჰარის მტერია…ჩაერთო რონი.

–არ მაინტერესებს ჰოგვორტსის საიდუმლო ინტრიგები! შევაწყვეტინე მე.– აქ ხომ სასწავლად ვარ… შეიძლება გამოცდების დამთავრების შემდეგ საერთოდაც გამიშვან და  სახლში დავბრუნდე!!! ასე რომ ძალიან გთხოვთ … არ მინდა თქვენი ჩახლართული ისტორიების ზედმეტი ნაწილი გავხდე!!!  მივუგე დაბნეულ სიმუსს და საწოლ ოთახში თავჩაღუნული გავედი.

მეორე დღეს მეგონა რომ ჩემი ამბავი გასკდებოდა და კურსელები ზურგს შემაქცევდნენ მაგრამ ასე არ მოხდა.საუზმეზე ჩვეულებრივად მხიარულად შემხვდა ყველა…

საღამოს ჩვეულ დროს ავედი ხიდზე.მალფოი ამჯერად იქ დამხვდა.

– მის ბლექ…საოცრად მიბაძა სნეიპს და ხელი აიქნია.ორივეს გაგვეცინა.

–მგონი ჯობია სხვა ადგილი შევარჩიოთ…

–რატომ?

–რონმა დაგვინახა.და სიმუსთან შელაპარაკება მომივიდა…

–არ მაინტერესებს.

–არც მე.თამამად მივუახლოვდი და მეც ჯებირს მივეყრდენი.

–თუ სიკვდილი არ უნდათ უხეშად ვერ ჩაერევიან…ჩაიცინა.

ცოტახანს ჩუმად ვიჯექით და მთვარეს შევცქეროდით.არ ვიცი მეჩვენებოდა თუ ეს მართლაც მაგია იყო…ჰაერში ვარსკვლავები მოძრაობდნენ რამდენჯერმე კომეტამაც გაიქროლა და ცაზე მბრწყინავი ზოლი დატოვა.ისე გავერთე მალფოი კინაღამ მიმავიწყდა.

–ჰარის რატომ ვერ იტან? ვცადე საუბრის აწყობა.

– ოჰო უკვე ჩაგაბარეს ანგარიშები?

–ჰარისთან არ ვმეგობრობ.ვუთხარი მე.

– გასაკვირია.

–ხომ გითხარი უბრალოდ მინდა სკოლაში შეუმჩნეველი ვიყო.ჰარის გვერდით კი პოპულარულობა მეც გადმომედება და მერე…

–პოტერი ვერ მიტანს და სულ კუდში დამსდევს…

–კატა–ძაღლივით ჩხუბობთ…

–მამაჩემს მის ოჯახთან უთნხმოება ჰქონდა.მერე სირიუსი…ნათლიამისი დეიდაჩემმა ბელატრისამ მოკლა…და ამის შემდეგ რა გასაკვირია რომ მე ვერ მიტანდეს?

უხერხულად შევიშმუშნე.გამახსენდა მისი საუბარი პირველივე დღეს…და ჩემი გაცეცხლებული მზერა…ეტყობა თვითონაც ეს გაახსენდა.დაბნეულად შემომხედა.

–ჰო იმ დღეს… ცუდად გამომივიდა…..

–არაუშავს მაშინ ყველა შენსავით ფიქრობდა რომ მაგლი ვიყავი.თუმცა დღესაც არ ვიცი მართლა ჯადოქარი ვარ თუ არა.ყოველ შემთხვევაში აქაურობა ძალიან მომწონს…მაგრამ ჩემი ნამდვილი სამყარო და ჩემი სახლი უკვე ძალიან მენატრება…

–მე ცუდად და ზედმეტად არავის ვეხები მილა…უბრალოდ სხვანაირად არ შემიძლია.ასეთი ვარ.ცივი და უემოციო.ასეთი ხასიათი მაქვს.

–ვხედავ.

–რას ხედავ? შემომიღრინა.

–ნამდვილ დრაკო მალფოის.

ამაზე ორივეს გაგვეცინა.

–გვიანია წავიდეთ…ხვალ მაკგონაგელს ბოლო თემა უნდა ჩავაბარო…

–როგორც გინდა.

სწრაფად გადავიარეთ ხიდი და კარიბჭეში შევიპარეთ.

–ლუმოს!

–არა… ჩააქრე!– მოულოდნელად ხელი ჩამავლო და უზარმაზარი ქანდაკების უკან შემათრია.

დერეფანში ნაბიჯების ხმა მოისმა.მისმა სიახლოვემ თავბრუ დამახვია.დაძაბულები ვაყურადებდით ჩემთვის ხელი არ გაუშვია.ნაბიჯები მოახლოვდა.მეორე ხელი მაგრად ჩავავლე მანტიის კალთაში და სუნთქვა შევიკავე…

–ფი–სო ფი–სო…ღიღინით ჩაიარა ფილჩმა.

როგორც კი ხმები მიწყდა დრაკომ ხელი მკრა და კუთხიდან გამომაგდო.კედელს მივეჯახე.

–მეტკინა იდიოტო!

–თუ იდიოტი ვარ რატომ მეგობრობ ჩემთან? უხეშად მკითხა.

–იმიტომ რომ შენ განსხვავებული ხარ…

–ეგ პასუხი არ არის!

–ამჯერად არის! დანარჩენი შენს ნამდვილ მე–სთან გაარკვიე.ცივად ვუთხარი და გრიფინდორის ოთახის შესასვლელისკენ გავიქეცი.

თავი 5.

მეორე დღეს ყველა მოსალოდნელ მატჩზე ლაპარაკობდა.გამწარებული ვეძებდი მალფოის რომ წარმატება მესურვებინა მაგრამ ვერსად ვნახე. ვარჯიშზე დასწრება ვერ გავბედე სიმუსი ჩვენი კამათის შემდეგ ეჭვიან მზერას არ მაშორებდა.

სნეიპმა ძალიან გამაწვალა ზაბინისთან ერთად გამიძახა და მასალა სიტყვა–სიტყვით დამაღეჭინა.როგორც კი ზარი დაირეკა პირველი გავვარდი კაბინეტიდან და მოედანს მივაშურე მაგრამ მალფოი ვერსად დავლანდე.დანაღვლიანებული ვუყურებდი მხიარულად მოყაყანე გრიფინდორის გუნდს.

–მოდიხარ? გვერდში ამომიდგა პარვატი.

–მოვდივარ…

ტრიბუნაზე ყველაზე ზევით ბოლო რიგში დავჯექი.გადაწითლებულ გულშემატკივარს გადავხედე და გული დარდით ამევსო.

მატჩი დაიწყო.გრიფინდორის გუნდი ლამაზად შემოლივლივდა მოედანზე.მალე სლიზერინელებიც შემოიჭრნენ.შუაში ერთი კაცი აკლდათ…

–მედიდურად უნდა რომ შემოვიდეს.დამცინავად თქვა ვიღაცამ ქვემო რიგში.

2 წუთში ჰაერი სტვენით გააპო ნაცნობმა ქერათმიანმა ფიგურამ…სლიზერინელთა ტრიბუნა ლამის დაინგრა…

მალფოიმ მოედანს ლამაზად შემოუფრინა და გრიფინდორელთა ტრიბუნის წინ გამომწვევად შეჩერდა.მომეჩვენა რომ ვიღაცას ეძებდა.როცა ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა თავი დამიქნია და თმები უკან გადაიყარა.მეც შეუმჩნევლად დავუქნიე თავი.მზის სხივებზე მწვანე ახალთახალ ქვიდიჩის ფორმაში და ქერა თმებში მომაჯადოებელი იყო…გაშეშებული ვიჯექი.ჩვენი ჟესტი არავის შეუმჩნევია.მალფოიმ რამდენიმე მალაყი გააკეთა და  გუნდს შეუერთდა.

მოთამაშეებს ვეღარ ვხედავდი.წითელი და მწვანე წერტილები ერთმანეთში ირეოდნენ…

აშკარა იყო რაღაც მოხდა თუმცა რა ვერ გავარკვიე.გამწარებულ ბრძოლაში სლიზერინმა საკმაო უპირატესობით გაიმარჯვა.მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი როცა ტრიბუნები თითქმის დაცარიელდა.წამოვდექი.

–ჰეი ჩამოდი…გარშემო შემომიფრინა მალფოიმ.გამოცვლა მოესწრო და მანტიამოსხმული ამხედრებულიყო ცოცხზე.

მოედანზე ჩავედი.არავინ აღარ ჩანდა.მოთამაშეებიც გაკრეფილიყვნენ.

სვეტებს შორის წავბოდიალდი.ბალახზე წითელი და მწვანე ლენტები ეყარა.

–გილოცავ.

–უბრალოდ გაგვიმართლა.

–ისე ლაპარაკობ თითქოს მოგება არ გაგხარებოდეს–ვუკბინე.

–მგონი ქუდთან დალაპარაკება მოგიწევს …არჩევანი ნამდვილად შეეშალა…

გამეცინა.

–საბოლოო მოგებამდე ჯერ ჰაპლეპაფს უნდა შევხვდეთ მერე გრიფინდორმა რეივენქლო უნდა დაამარცხოს და ჩვენს შორის ფინალისტები იბრძოლებენ თასისთვის… ჰეი სად მიდიხარ?

–არ მინდა დაგვინახონ.ვუთხარი ნაღვლიანად.

მალფოი ცოცხიდან ჩამოვიდა.

–მეგონა ეგ არ გაინტერესებდა.

–არ მინდა პრობლემები შევქმნა მითუმეტეს შენ…

–ფრენა გინდა?

გაოცებით შევხედე.

–ჰა..გინდა თუ არა?

თავი დავუქნიე.

წამში ამიხსნა წესები.ყველაფერი მარტივი იყო თუმცა ცოცხს მაინც შიშით შევყურებდი.

–ახლა გამოჩნდება ნამდვილი ჯადოქარი ხარ თუ არა…ამ სიტყვებით ცოცხზე შემსვა.ჰაერში ავლივლივდი.წარმოუდგენელი შეგრძნება იყო.თუმცა საშინლად შემეშინდა.

–ხელი არ გამიშვა გთხოვ…

–ნუ გეშინია მთავარია დაიმორჩილო და ცხვირი ზემოთ არ აუწიო თორემ წინ გაგაქანებს…ნელნელა შემიშვა ხელი.წონასწორობა დავკარგე თუმცა არ გადმოვვარდნილვარ.დრაკო გასახდელისკენ შებრუნდა.

–სად მიდიხარ? ავყვირდი შეშინებული.

წამში დაბრუნდა.ხელში მეორე ცოცხით და ისიც ამხედრდა.

–მომყევი.ხელი გამომიშვირა.მეც შევაგებე.

ნელ–ნელა წინ წავედით.გავთამამდი.ცოცხი წარმოუდგენლად მორჩილი იყო.ჰოგვორტსს გავცდით და წინ ტბა გამოიკვეთა.

–რა ლამაზი ადგილებია…ეს აკრძალული ტყეა?

–ჰო…

ტბას გადაუფრინეთ და ტყისპირას დავეშვით.დაშვებისას მალფოიმ ხელი გამიშვა წონასწორობა მაინც დავკარგე და  დავეჯახე.სიცილით გავკარი მხარი…

ცოტახანს შევისვენეთ ვლაპარაკობდით ყველაფერზე…ძალიან ლამაზი ბუნება იყო.დანისლული ტყე ლურჯი ტბა და წარმოუდგენლად ხასხასა მწვანე ველი…მაგრამ თითქოს ეს ყველაფერი ქრებოდა როცა საუბარში მალფოის მზერა ჩემს მზერას ხვდებოდა….სასწრაფოდ ვარიდებდი თვალს.მეშინოდა რამე არ ეგრძნო.მე ვერ გავბედავდი მეგობრობაზე მეტი რამ გამემჟღავნებინა მასთან.იმიტომ კი არა რომ ჯერაც არ მენდობოდა…არამედ….

–შენ მაინც არ მეუბნები რატომ მეგობრობ ჩემთან.გრძელი ბალახი მოწყვიტა და ხელში მოსრისა.

–რატომ არ უნდა ვიმეგობრო? შევხედე გაკვირვებით.

–იმიტომ რომ მე ….

–ჰო რა? რა? შევუტიე მე ღიმილით.სლიზერინში რომ ვყოფილიყავი მაშინაც ხომ ვიმეგობრებდით?

–სლიზერინში რომ მოხვედრილიყავი შეიძლება შენთვის ყურადღება არც მომექცია…

უხმოდ გავფრინდით ჰოგვორტსისკენ.გასახდელთან იოლად დავეშვით.

–მშვენიერი მასწავლებელი ხართ მისტერ მალფოი…

–მე სლიზერინის საუკეთესო სიკერი ვარ.მომიჭრა და მანტია გადაიძრო.

–ვხედავ კარგად ერთობით…მომესმა შემპარავი ხმა და გასახდელიდან სნეიპი გამოვიდა.

–დრაკო უნდა დაგელაპარაკო!!!

–თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს!!!

–წადი! ცივად მიბრძანა სნეიპმა.მაშინვე სკოლისკენ გავიქეცი.არ მჯეროდა რომ ასე იოლად გადავრჩი.ალბათ საჯარიმო ქულას აუცილებლად გამოუწერდა გრიფინდორს…

რონი გამოჯანმრთელდა.მაგრამ თმახუჭუჭა გოგო ახლოს აღარ ეკარებოდა.სამეული ისევ ერთიანი და განუყრელი გახდა.იმ საღამოს შემდეგ მალფოი აღარ გამოჩენილა მე კი ხიდზე გასვლას ვეღარ ვბედავდი.

ჰარის თხოვნა შევუსრულე და გეორგს მივწერე მამაჩემის დღიური გამოეგზავნა.საკმარისად კარგად არ ვიცნობდი ჰარის მაგრამ ვიცოდი რომ მისი ნდობა შემეძლო.და რატომ არ უნდა დავხმარებოდი?

მომდევნო კვირამაც დაძაბულად ჩაიარა.ძირითადად ოთახში ვხატავდი და ვმეცადინეობდი.ლუნას ვთხოვე ჯადოსნური საღებავების ყუთი და მარტო რომ ვრჩებოდი უჩუმრად სლიზერინის ლოგოს ვალამაზებდი. კედელზე რომ დამეკიდა საოცარი იქნებოდა კაშკაშა ზურმუხტისფერი ჩუქურთმებიანი ლოგო რომლის შუაში გველი ხან ნაცრისფერი ხდებოდა ხან ნარინჯისფერი ხან მწვანე.

პარვატიმ მაინც შემომისწრო როცა გრიფინდორის ლოგოსაც ვალამაზებდი და ჩემი ნიჭი საერთო ოთახში მალე გავრცელდა.პარვატის დამ დღიურის ყდის გალამაზება მთხოვა და მეც დავთანხმდი.ჩემმა ნამუშევარმა გოგონებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია…

გამოცდების დღეს ძალიან ვნერვიულობდი.კურსელები ყველანაირად ცდილობდნენ ჩემს გამხნევებას.

–თუ ვერ ჩააბარე..სახლში მიდიხარ არა? მკითხა დინმა.თავი დავუქნიე.

–მილა….წარმატებას გისურვებ…მომიახლოვდა სიმუსი–არ ვიცოდი თუ ასეთი სიტუაცია იყო…მაპატიე კარგი?…

–ყველაფერი რიგზეა.ვუთხარი მე და პორტრეტიდან გადავედი.

კიდევ უფრო დავიბენი როცა დარბაზში ოთხივე მასწავლებელი დამხვდა.

ტრანსფიგურაციაში მარტივებით დავიწყე და კანონებზე გადავედი.როცა მაკგონაგელმა ჯვარედინი შეკითხვებიც დაამთავრა გაკვირვებით გადააქნია თავი და ჟურნალში რაღაც ჩაინიშნა.

–მოამზადეთ ჩემი დავალებები? მკითხა სნეიპმა ცივად.უხმოდ გავუწოდე გრაგნილი და ზედ ორი ახალი ეტრატიც დავამატე.

–ეს რა არის?

–ის რაც გრაგნილში არ დაეტია….

სწრაფად ჩაათვალიერა.რამდენიმე უმნიშვნელო შეკითხვა დამისვა და სახეზე მასაც არაფერი დატყობია ისე ჩაინიშნა რაღაც.

ისტორიაში ცოტა გამიჭირდა მაგრამ გობლინების შესახებ მომზადებულმა ჩემმა თემამ პროფესორი ბინსი საოცრად აღაფრთოვანა.

–გმადლობთ…ცოტახანს შეისვენეთ და შემდეგ ჰერბოლოგიაზე სათბურში ჩაბრძანდით.მითხრა დამბლდორმა.

გაფითრებული დავბრუნდი საერთო ოთახში.

–ჩააბარე? მომვარდა ჰერმიონი.

–ფლიტვიკი დამრჩა….და სპრაუტი…

–ყველაფერი კარგად იქნება…

თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი.

სპრაუტთან შელოცვებს წარმატებით გავართვი თავი.ბევრი წვალება არც დამჭირვებია როზმარიმ მხოლოდ აუცილებელი მარტივი შელოცვები მასწავლა.ჰერბოლოგიაზე ცოტა გამიჭირდა ერთი ხვეულა მცენარის მოძრავ ეკლიან საცეცებს ძლივს დავაღწიე თავი. სპრაუტმა უხმოდ გამომისტუმრა.პასუხებისთვის საღამოს დამბლდორთან გამომიძახებდნენ.საერთო ოთახში აღარ გავჩერებულვარ.კურსელების შეკითხვების თავი აღარ მქონდა.საძინებელში ავედი

მცირე ხანს ალბომს ვათვალიერებდი.მერე ხატვა დავიწყე.ფიქრებმა ჩამითრია.თანდათანობით

გამოიკვეთა ნაცნობი მზერა…ფიქრიანი…უძირო…მაგრამ მაინც ცივი ამაყი და შორეული…

–დღეს მალფოი ისევ არ გამოჩენილა.შემოქაქანდა პარვატი.–ძალიან გაბრაზებულია მაკგონაგელი…

პარვატი კლუბის ცნობილი ჭორიკანა იყო სკოლის ამბებს ძირითადად მისგან ვიგებდით ხოლმე.მიუხედავად ამისა ძალიან მომწონდა…

–ნეტავ რატომ არ ჩანს?! ალბომი შეუმჩნევლად გადავდე გვერდზე.

–ეშმაკმა იცის…ხელი ჩაიქნია პარვატიმ.–ზაბინი სნეიპმა დასაჯა ქვაბი დაადნო… ძალიან გავერთეთ… ჰერმიონმა შესანიშნავად ახსნა მასალა მაგრამ სნეიპმა ზედაც არ შეხედა…რა უსამართლობაა…

–მშვენიერი მასწავლებელია.შევედავე მე.ამ სიტყვებმა მეხის გავარდნასავით იმოქმედა.

–მართალია უხეშია და ცივი მაგრამ არაჩვეულებრივად ხსნის მასალას….ყველა მასწავლებელი ერთნაირი ვერ იქნება..მაკგონაგელიც ხომ მკაცრია მაგრამ რატომღაც ერთი საყვედურიც არ გამიგია მასზე…დავამატე სასწრაფოდ.

–რა გასაკვირია მაკგონაგელი ჩვენი ხელმძღვანელია…კლუბის ქულებზე რაღას იტყვი სნეიპის წყალობით შარშანს შემდეგ ჰაპლეპაფი მნიშვნელოვნად გვისწრებს…შემედავა პარვატი.

–ეგ გამართლება არ არის..რა მნიშვნელობა აქვს რომელი კლუბის ხელმძღვანელია…თუ სწავლა გინდა უბრალოდ მოუსმინე როგორ ხსნის…. ქულებს რაც შეეხება წელს ქვიდიჩს ჩვენ მოვიგებთ.დარწმუნებული ვარ…

პარვატი ჩემი სიტყვებით კმაყოფილი დარჩა.

დამბლდორთან გამომიძახეს.5 წუთში უნდა გავსულიყავი.

–ერთი მითხარი…წავულაპარაკე ჰერმიონს როცა მანტიას ვიცმევდი–მალფოი და პენსი პარკინსონი ერთად არიან?

–წინა წლებში ერთად დადიოდნენ საშობაო წვეულებაზე და ჩემპიონატის მეჯლისზეც ერთად დავინახე–ჩაერთო ისევ პარვატი.მე და ჰერმიონმა ღიმილით გადავხედეთ ერთმანეთს– მაგრამ წელს არ ვიცი….მალფოი თითქმის აღარ ჩანს…

ღმერთს მადლობა შევწირე რომ პარვატი ასეთი გულუბრყვილო იყო.

დამბლდორის კაბინეტში რომ ავდიოდი გზაზე ყველაფერს ნაღვლიანად ვათვალიერებდი.შეიძლებოდა სულ ცოტა ხანში ეს ყველაფერი სიზმრისეულ მოგონებად დარჩენილიყო ჩემთვის…

კარი გავაღე და ოთახის შუაგულში დაღვრემილი გავჩერდი.მაგიდაზე ჩემი გრაგნილები შევამჩნიე.

–შესანიშნავი შედეგები გაქვთ მის ბლექ…მითხრა დამბლდორმა.დირექციის საერთო გადაწყვეტილებით მომდევნო კურსზე დაშვებული ხართ მაგრამ ახლა საგნები უნდა აირჩიოთ…თუკი რათქმაუნდა ჰოგვორტსში დარჩენა გნებავთ…

–იგივე საგნებს ვირჩევ.ვუთხარი სიხარულისგან აკანკალებული ხმით.

– მაკგონაგელი…სნეიპი…სლაგჰორნი…სპრაუტი…საკვირველია მეგონა თქვენი უნარის გაუმჯობესებას ეცდებოდით…ტრელოუნი დიდად კმაყოფილი დარჩებოდა…

–არ მინდა.წამომცდა ცივად–მაპატიეთ ბატონო დირექტორო…მე მინდა…უბრალოდ დაფიქრება მჭირდება…

–რასაკვირველია…დამეთანხმა დამბლდორი.

–მე მინდა…რათქმაუნდა თქვენს სამყაროშიც დავიმკვიდრო ადგილი… მაგრამ დედას და მეგობრებს ვერ დავტოვებ…მე მაგლებთან გავიზარდე.მაგლური ცხოვრება ჩემთვის მნიშვნელოვანია…ის სამყარო მიყვარს და..მენატრება.იმედია საშუალება მექნება ისინი ხშირად ვინახულო…

–რათქმაუნდა მის.გამიღიმა დამბლდორმა–მაშ გილოცავთ…თავისუფალი ხართ…მაგრამ ერთი წუთით…სნეიპი თავის კაბინეტში გელოდებათ…

გაკვირვებული ჩამოვრბოდი კიბეზე.ისევ დამეუფლა შიში.ალბათ მალფოი დასაჯა მაშინდელი ფრენის გამო…შეიძლება მეც დამსაჯოს…

კაბინეტში ცახცახით შევედი.სნეიპი კიბეზე იდგა და კარადიდან კოლბები ჩამოჰქონდა.

–ეს დამიჭირე–მომაჩეჩა მუქი წითელი კოლბა.

–ძალიან გაკვირვებული ვარ თქვენით მის ბლექ….მაგრამ ვეჭვობ სხვის დაუხმარებლად ამას ვერ შეძლებდით არა?

– პროფესორო მე არ…

–მაშ როგორ ამიხსნით იმას…რომ–სნეიპი კიბიდან ჩამოხტა და ცივად შემომხედა–თავისუფალ დროს ჩემი კლუბის ერთ–ერთ წარმატებულ მოსწავლესთან ერთად ატარებთ…

–მე და მალფოი უბრალოდ მეგობრები ვართ.ვუთხარი მე.

–აჰ ამას უკვე მეგობრობას ეძახით?…

–ის ისეთი არ არის როგორიც თქვენ გგონიათ…

სნეიპს სახე მოექცა.მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა.

–მინდოდა დამხმარედ ამეყვანეთ…მითხრა წუთის შემდეგ სნეიპმა და კარადა ხმაურით დახურა.თქვენი ბოლო თემა ამომწურავი იყო…თქვენი თეორიებიც ძალიან საინტერესოა…მაგრამ ბევრ რამეში მაინც განვითარება გჭირდებათ…რათქმაუნდა სხვის დაუხმარებლად თემებს ვერ დაწერდით მაგრამ თეორიები…მომწონს თქვენი ტაქტიკა და თამამი დასკვნები მის ბლექ…

–თანახმა ვარ.ვუთხარი მე.

–ჯერ არ დამიმთავრებია…სუსხიანი მზერა დამასო–მოგეხსენებათ წელს დამბლდორი უსაფრთხოებას ზედმეტად მკაცრად იცავს.ბევრი საქმე გვაქვს..ამიტომ ჩემს თანაშემწეობას მხოლოდ მომავალი წლიდან შეძლებთ…თუკი რათქმაუნდა სკოლაში რჩებით…

–დიახ.ვრჩები..გმადლობთ…დიდი მადლობა…

–თავისუფალი ხარ.ხელი ამიქნია მან.

–ჩავაბარე!

საერთო ოთახში დიდი ჟრიამული ატყდა.იმ წუთიდან მე ჰოგვორტსის სტუდენტი ოფიციალურად გავხდი…

–სააბაზანოში გავალ…ვუთხარი პარვატის.მილოცვებს ძლივს დავაღწიე თავი და აცრემლებული დერეფანში გავიქეცი.წუთით სიშმაგე მომერია.მინდოდა ოთახში დავბრუნებულიყავი ნივთები ამეღო და პირველივე რეისით სახლში გავფრენილიყავი.წარმოვიდგინე როგორ აღებს კარებს დედა და ღიმილით მეხუტება.როგორ მხვდებიან მეგობრები…მერე წინ ისევ ჰოგვორტსის მიდამო გადამეშალა…ულამაზესი მზის ჩასვლა…ჯადოსნური საღამოები…რა მემართებოდა ვერ ვხვდებოდი…სააბაზანოს კარებამდე ძლივს მივაღწიე ფეხით დავხურე ზურგით მივეყრდენი და კედელთან ჩავიკეცე…მაგრამ ამ დროს იატაკზე წყლის გუბეში ვიღაცის ფიგურა გაკრთა…

–ღმერთო!!!!

“თუკი თვლით, რომ თქვენ მართავთ საკუთარ ცხოვრებას, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაცნობიერებულად იღებთ მასზე პასუხისმგებლობას, თქვენ ცხოვრების ზღვის ტალღებს ებრძვით და ცდილობთ თქვენი ნავის მართვას. მიაქციეთ ყურადღება, რა ხდება ამ დროს: თქვენი არჩევანი ყოველთვის რეალიზდება. რასაც ირჩევთ, ის მოგეცემათ. როგორი მსოფლმხედველობაც არ უნდა აირჩიოთ, სიმართლე თქვენს მხარეს იქნება. სხვები კი თქვენ შეგეკამათებიან ზუსტად იმის გამო, რომ ისინიც მართლები არიან”. ვადიმ ზელანდი

შინაგანი დიალოგი და რეალობის ფორმირება

მოვლენების ფორმირებაზე ყველაზე მძლავრი ზემოქმედება არის განზრახვა, წარმოთქმული მდგომარეობაში და შემდეგ დაკვირვება იმაზე, რა ემართება გამორთულ შინაგან დიალოგს. ადამიანში შინაგანი სიჩუმე ისადგურებს. თუკი თქვენ გაგაჩნიათ პრეტენზიები სამყაროსთან, ადამიანებთან, ანდა მოვლენებთან, მედიტაციის კეთება აკრძალულია, იმიტომ რომ შემდეგ ეს ნეგატივი აქტიურდება, მოქმედებაში მოდის და იწყება უკუსვლა, ანუ თქვენი განადგურება. როცა აგრესიული, პრეტენზიული და უარყოფითი აზროვნებით ხართ, მაშინ თქვენი ქვეცნობიერი, რთავს შინაგან დიალოგს, რათა თქვენ არ გაანადგუროთ თქვენი გარშემომყოფი სამყარო. რას აკეთებს შინაგანი დიალოგი? იგი შეიძლება შევადაროთ ალკოჰოლს ანდა მოწევას. შინაგანი დიალოგი იყენებს თქვენს ენერგეტიკას და ანადგურებს მას. ანადგურებს თქვენს ენერგეტიკას იმისათვის, რომ თქვენმა ნეგატივმა არ გაანადგუროს ყველა სხვა დანარჩენი. როგორ გამოიყურება ეს სიტუაცია? როცა თქვენ გაქვთ უარყოფითი პროგრამები, თქვენში „აღმოცენდება“ აზრები, რომელთა შეჩერებაც თქვენ არ შეგიძლიათ. თქვენ ეს გემართებათ უსასრულოდ და პრაქტიკულად ამისი შეჩერება შეუძლებელია. როცა იწყებთ ფიქრს გააზრებულად – თქვენში დაიწყება შინაგანი დიალოგის დამოუკიდებელი ჩაქრობის პროცესი. თქვენ შეამჩნევთ, რომ თავში აზრი არ გაქვთ, იქ სიცარიელეა. იმიტომ, რომ ენერგია, რომელიც მომავლის ფორმირებას უნდა მოხმარდეს, მოხმარდება მომავალს და თქვენ აღარ მოგიხდებათ დაბლოკოთ ის, რაც მოცემულ მომენტში თქვენთვის ნეგატივია.

© ალექსანდრე პალიენკო

0 comments

კვერცხით წმენდა

ვიდეო-ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა შეასრულოთ კვერცხით წმენდა თქვენს ცხოვრებაში ყველა კარის გასახსნელად, ახალი შესაძლებლობების მოსატანად და ცუდი იღბლის მოსაშორებლად. ეს არის მარტივი, მაგრამ ძლიერი პროცედურა, რომელსაც შეუძლია უარყოფითი ენერგიების მოცილება, აურის გაწმენდა და ბლოკირების აღმოფხვრა. ამის გაკეთება შეგიძლიათ თუ თქვენს ცხოვრებაში კოშმარები, უძილობა ან აუხსნელი დაბრკოლებები და პრობლემები გხვდებათ. Თუ თქვენ აპირებთ, რომ დაიწყოთ ახალი პროექტი ან ბიზნესი, მაშინ თქვენ გჭირდებათ ღრმა წმენდა, რომ მოიშოროთ ყველა ნეგატივი, ჯადოქრობა ან შავი მაგია, რომელიც შეიძლება ვინმემ ნეგატივის სახით მოგახვიათ. განსაკუთრებით, თუ გაქვთ განცდა, რომ თქვენი გზები გადაკეტილია. გაითვალისწინეთ, რომ ამ რიტუალის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე თქვენ უნდა შეასრულოთ თქვენი სახლის წმენდა.

კვერცხით წმენდის შესასრულებლად დაგჭირდებათ:

1 ან მეტი კვერცხი

1 თეთრი სანთელი

1 ჭიქა წყალი

Მარილი

პირველ რიგში, აანთეთ თეთრი სანთელი და აცადეთ დაწვა, სანამ გაწმენდას გააკეთებთ, სასურველია მანამ, სანამ იგი თავისით ჩაიწვება.Თქვით “მამაო ჩვენო” ან თქვენი სიტყვებით ლოცვა, რომ მთელი თქვენი ნეგატივი კვერცხმა შეიწოვოს. მშვიდად გადაიტარეთ, აგორავეთ კვერცხი მთელ სხეულზე თავიდან ფეხებამდე. ამ სტატიის ბოლოს ნახავთ კვერცხის მიმართულებებს წმენდის დროს. ყურადღება დაუთმეთ იმ ადგილებს, სადაც სახსარია: ხელის და ფეხის მოსახრელებს, იღლიებს… წმენდის დასრულების შემდეგ, კვერცხი წყლით სავსე ჭიქის შიგნით გატეხეთ. ნეგატივის მოსაშორებლად დაამატეთ მარილი და გადაასხით ტუალეტში, შემდეგ კი ჩარეცხეთ..
სასურველია, ამ წმენდის შემდეგ მიიღოთ შხაპი.
წმენდა გაიმეორეთ მანამ, სანამ ცილა და კვერცხის გული ერთ სიმაღლეზე არ დადგება. შეგიძლიათ, ყოველდღე გაიწმინდოთ ასე.
შემდეგ კი თვეში ერთხელაა სასურველი.

რა ნიშნებია საყურადღებო? ჩვეულებრივ, წყალზე კვერცხის გატეხვისას გული ჭიქის ფსკერზე ჩაეშვება.. თუ ის შუაში რჩება ან მაღლა იწევს, ეს იმის ნიშანია, რომ პრობლემები არსებობს და ზოგი ადამიანი ჩვენს წინააღმდეგ ბოროტ საქმეს აკეთებს. რამდენიმე რამ, რისი პოვნაც შეგიძლიათ: თუ ბევრი ბუშტუკი გამოდის კვერცხის გულიდან, ან ისინი მაღლა იწევიან, ეს არის ის ნეგატიური ენერგია, რომლის გამოც დაღლილობა, თავბრუსხვევა ან სისუსტე გიჩნდებათ. თუ ხედავთ რაიმე ტიპის ფიგურას, ადამიანის, ცხოველის ან საგნის, ეს თქვენი შეშფოთების ობიექტია. თუ ხედავთ წვეტიანი ფორმის ნემსების ფორმას, ესენი არიან შურიანი ადამიანები, რომლებიც ნეგატიური ენერგიით ავსებენ თქვენს გზას და არ სურთ თქვენი გამარჯვება და კარგად ყოფნა. თუ არსებობს გარსი, რომელიც ფარავს გულსართს, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ვიღაც მუდმივად გაწუხებთ და გიწვევთ. Კვერცხით წმენდვამ უნდა გააუვნებელყოს ის ბოროტება, რომელსაც იგი (ისინი) გზავნიან. წითელი და შავი ლაქები გულზე შეიძლება მიანიშნებდეს დაავადებებზე. ყურადღება მიაქციეთ ამ გაფრთხილებებს. როდესაც ვინმე გრძნობს, რომ ბოროტი თვალი აქვს, კვერცხი ღრუბელიანი, ნაცრისფერი და ზოგჯერ შავი ხდება. ასევე ნახავთ ბევრ ნემსს და ბევრ ბუშტს. ძირს მწვერვალები მიუთითებს იმაზე, რომ უნდა აკონტროლოთ საკუთარი თავი, გაქვთ ბევრი უკმაყოფილება, რაც ჯერ არ მიგიღიათ. როდესაც მთელს სხეულზე გაქვთ თავის ტკივილი ან დისკომფორტი, მოსალოდნელია, რომ ეს ნიშნები კვერცხით წმენდვის მერე გაქრება, ეს ხდება იმის გამო, რომ უარყოფითი ენერგიები გროვდება და მათ გამოსავალი არ აქვთ. იმისთვის, რომ წმენდა ძლიერი და ეფექტური იყოს, არ არის რეკომენდებული გამოიყენოთ პლასტმასის ჭიქები. ასევე, არ გამოიყენოთ მაცივარში ნამყოფი კვერცხი. თუ მაცივარშია, გამოიტანეთ გაწმენდის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე.

კვერცხის მიმართულება წმენდის დროს.
მიაქციეთ ყურადღება ამ ნიშნებს