საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ დღეს, ისაა, რომ რაც შეიძლება უკეთესად იცხოვროთ, სანამ დასაძინებლად დაწვებით. ხვალინდელ დღეზე ფიქრები კი ხვალინდელი დღისთვის შემოინახეთ.

შენი გონება ქმნის შენს სამოთხეს და შენს ჯოჯოხეთსაც. როგორც კი შეიცნობ საკუთარი გონების ბუნებას და ძალას, შენი ცხოვრება გარდასახვას დაიწყებს. აიღე პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რითი ავსებ შენს გონებას, რადგან იგი პირდაპირ აისახება შენცს ცხოვრებაზე.

 

გამოსაფხიზლებელი სავარჯიშოები ტვინისათვის.

1936 წელს ამერიკელმა მწერალმა ქალმა, დოროტი ბრანდმა თავის წიგნში “გაიღვიძე და იცხოვრე” აღწერა რამდენიმე საინტერესო სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ტვინი უფრო მოქნილი და მახვილი გახადოთ. ეს სავარჯიშოები საჭიროა იმისთვის, რომ თქვენი ჩვეული გარემოდან გამოხვიდეთ და დაინახოთ სხვა პერსპექტივა, გნებავთ, რეალობა.
1. გაატარეთ 1 საათი დღეში ისე, რომ არაფერი თქვათ. მხოლოდ  პირდაპირ კითხვებს  უპასუხეთ, რომ არ დატოვოთ შთაბეჭდილება, თითქოს ნაწყენი ან უგუნებოდ ხართ.მოიქეცით ჩვეულებრივად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. არ წამოეგოთ მცდელობაზე, რომ ინფორმაცია გამოგძალონ.
2. დღეში 30 წუთით იფიქრეთ ერთადერთ საგანზე, სხვა რამეზე არ გადაერთოთ ამ 30 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ ყურადღების კონცენტრირება 5 წუთიდან დაიწყოთ.
3. 15 წუთის განმავლობაში იურთიერთეთ ისე, რომ არ გამოიყენოთ სიტყვები “მე, ჩემი”.
4. ყველა ხალხით გადაჭედილი შენობის ზღურბლზე შეჩერდით და შეაფასეთ შენობის მოცულობა.
5. დაუშვით, რომ თქვენმა ახალმა ნაცნობმა ილაპარაკოს მხოლოდ საკუთარ თავზე ისე, რომ მან ეს ვერ გააცნობიეროს, თავაზიანი კითხვებით ის იგივე კალაპოტში დააბრუნეთ ისე, რომ არ იგრძნოს ნეგატივი.
6.შეეცადეთ ილაპარაკოთ საკუთარ თავზე ისე, რომ არც იტრაბახოთ, არც იწუწუნოთ და არ მოაწყინოთ თანამოსაუბრე.
7. შეადეგინეთ გეგმა, რას გააკეთებთ მომდევნო 2 საათის განმავლობაში და არ გადაუხვიოთ მას.
8. დასახეთ 12 მოულოდნელი ამოცანა. მაგალითად: გაიაროთ 20 კილომეტრი ფეხით, 12 საათი იაროთ საკვების მიღების გარეშე, ისაუზმოთ მოულოდნელ და შეუფერებელ ადგილას, რომელსაც კი მიაგნებთ, არაფერი არ თქვათ მთელი დღე, მხოლოდ პასუხი გაეცით კითხვებს, არ დაიძინოთ მთელი ღამე და იმუშაოთ.
9. მთელი დღის განმავლობაში უპასუხეთ “ჰო” ყველა კითხვას და შემოთვაზებას (გონიერების ფარგლებში, რა თქმა უნდა).

10 საუკეთესო რჩევა ვადიმ ზელანდისგან:

??????

1. ისწავლეთ მიიღოთ სიამოვნება ცუდი ამინდით, რიგებით, პრობლემით, ნებისმიერი ნეგატივით. ასეთი თავისებური მაზოხიზმი თანდათანობით გადაწმენდს ზეცას თქვენი სამყაროს  თავზე. თქვენ მხოლოდ იმაზე იფიქრეთ, რა სარგებლით დაგიბრუნდებათ ესა თუ ის გასაჭირი . და რომ დაგიბრუნდებათ დიდი სარგებლით, ამაში არაერთხელ დარწმუნდებით.

2. როდესაც შეწყვეტთ მხოლოდ ნდომას და იქონიებთ ფლობა-ქონების განზრახვას, მიიღებთ კიდეც სასურველს.

3. ყველაზე ძნელია ლოდინი და ამავდროულად სიტუაციის მეპატრონის სიმშვიდის შენარჩუნება. აუცილებელია იმ პაუზის გამოცდას გავუძლოთ, როცა არაფერი ხდება.

4. უკმაყოფილების გამოხატვით და მთავრობის, მოხელეების, ფეხბურთელების, ამინდის, კოლეგების, მეზობლების, ახლობლების, ან ბავშვების ლანძღვით  სამყაროს სარკეში ტრანსლირებთ ცუდ გამოსახულებას და ანარეკლის სახით მის შესატყვის რეალობასაც იღებთ.

5. დართოთ საკუთარ თავს ნება, იყოთ ისეთი, როგორიც ხართ, ნიშნავს მიიღოთ საკუთარი თავი მთელი თქვენი ნაკლოვანებებით. დართოთ ნება სხვას, იყოს ისეთი, როგორიც არის, ნიშნავს იმას, რომ მას მოხსნით თქვენი საკუთარი მოლოდინების პროექციას. შედეგად კი ის სიტუაცია, როცა ერთს უნდა ის, რაც მეორეს არ სურს, აუხსნელი მიზეზით, „რაღაცნაირად“, თავისით გვარდება.

6. თქვენი რეალობა აჩვენებს იმ ფილმს, რაც „ტრიალებს“ თქვენს პროექტორში. რასაც დახატავთ, იმას დაინახავთ. პრობლემა იმაშია, რომ ადამიანები უკუღმა აკეთებენ: რასაც ხედავენ, იმას ხატავენ. ხომ გესმით განსხვავება?

7. სასწაული მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ჩვეულ სტერეოტიპს დაანგრევთ და არა მიზნის მისაღწევად საჭირო საშუალებების, არამედ თავად მიზნის შესახებ დაიწყებთ  ფიქრს.

8. თუკი ხშირად გრძნობთ თავს უცხოპლანეტელად ან გგონიათ, რომ ამ სამყაროს რაღაც სჭირს, შემიძლია მოგილოცოთ – თქვენ ან უკვე გაიღვიძეთ, ან მალე გამოფხიზლდებით.

9. თუკი ჯიუტად გააგრძელებთ აზრებში საკუთარი ფილმის „ჩვენებას“ და არ შეწყვეტთ მიზნისკენ სვლას, რეალობა ადრე თუ გვიან მასთან თანხვედრაში მოვა. რეალობას სხვა გზა არ აქვს – ეს მისი თვისებაა. მარტო თქვენ კი არ ხართ რეალობაზე დამოკიდებული – რეალობაც დამოკიდებულია თქვენზე. საკითხავი მხოლოდ ისაა, ინიციატივა ვის აქვს.

10. ის, რაც არასდროს არ უნდა გააკეთოთ არის საკუთარ ცხოვრებაზე გულაცრუება და ხელის ჩაქნევა. არ უნდა იფიქროთ, რომ ცხოვრებაში არ გაგიმართლათ. არანაირ ასაკში არ შეიძლება ასე ფიქრი. მხოლოდ ახლა იწყება ყველაფერი – ასეა ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ პირობებში და ნებისმიერი მდგომარეობის დროს.

და ერთიც:
რეალობა  თქვენგან დამოუკიდებლად არსებობს მანამ, სანამ თქვენ გგონიათ, რომ ეს ნამდვილად ასეა.

ვადიმ ზელანდი.

გარე განზრახვა (დასასრული)

ჩვენ უკვე გავარკვიეთ, რომ მიზნის მისაღწევად მიმართული აზრის ენერგია, სამ ფორმაში – სურვილში, შინაგან და გარე განზრახვებში ვლინდება. 

სურვილი  არის მიზანზე ყურადღების კონცენტრაცია. სურვილს არავითარი ძალა არ აქვს. რამდენიც გინდათ, იმდენი იფიქრეთ მიზანზე, ისურვეთ ის, ამისგან არაფერი არ გამოგივათ.

შინაგანი განზრახვა  არის ყურადღების კონცენტრირება მიზნისკენ  საკუთარი სვლის პროცესზე. ასეთი მიდგომა კი მუშაობს, მაგრამ დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

გარე განზრახვა   არის ყურადღების კონცენტრაცია იმაზე, თუ როგორ რეალიზდება მიზანი თვითონ. გარე განზრახვა უბრალოდ რთავს ნებას მიზანს, თავად ასრულდეს. ამაში იგულისხმება მყარი რწმენა  იმისა, რომ,  სურვილის ასრულების ვარიანტი უკვე არსებობს და მხოლოდ მისი არჩევაა საჭირო.

შინაგანი განზრახვით მიზანი მიიღწევა, ხოლო გარე განზრახვით – აირჩევა. შინაგანი განზრახვა შეიძლება გამოიხატოს ფორმულით: „მე დაჟინებით მოვითხოვ, რომ…“ გარე განზრახვა კი სხვა ფორმულით განისაზღვრება: „ვითარება ისე ეწყობა, რომ…“   ანდა, „.. ისე ხდება, რომ…“. განსხვავება უდიდესია. პირველ შემთხვევაში თქვენ აქტიურად ზემოქმედებთ სამყაროზე, ცდილობთ მის დამორჩილებას. მეორე შემთხვევაში თქვენ იკავებთ გარე დამკვირვებლის პოზიციას. ყველაფერი ისე ხდება, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ თითქოს თავისით. თქვენ არაფერს არ ცვლით, თქვენ ირჩევთ. სიზმარში ფრენა გამოგვდის ფორმულის “ისე გამოდის, რომ მე დავფრინავ“ მიხედვით და არა „მე დაჟინებით მოვითხოვ, რომ გავფრინდე“. შინაგანი განზრახვა პირდაპირ მიილტვის მიზნისკენ. გარე განზრახვა მიმართულია მიზნის დამოუკიდებელი რეალიზაციისკენ. გარე განზრახვა არ ჩქარობს მიზნის მიღწევას – მისი ასრულება ისედაც გარანტირებული აქვს. ის ფაქტი, რომ მიზანი მიიღწევა, საერთოდ არ ბადებს ჭოჭმანის საფუძველს, არ განიხილება და არ განისჯება. გარე განზრახვას  ცივად, უვნებლად და შეუქცევადად მიჰყავს მიზანი რეალიზაციისკენ.

იმის გამოსარკვევად, სად მოქმედებს თქვენი შინაგანი განზრახვა და სად გარე განზრახვა გამოიყენეთ ასეთი ორმხრივი დებულებები: თქვენ ცდილობთ ამ სამყაროსგან რაიმე მიიღოთ – სამყარო თავად გჩუქნით იმას, რაც გსურთ. თქვენ ბრძოლობთ თქვენი ადგილისთვის მზის ქვეშ – სამყარო გულში თავად გიხუტებთ; თქვენ გინდათ ჩარაზული კარის შემტვრევა – კარი თავად იხსნება თქვენს წინ.

შინაგანი განზრახვით თქვენ ცდილობთ ვარიანტების სივრცეში თქვენი სურვილის რეალიზაცია გადააადგილოთ. გარე განზრახვა კი  ვარიანტების სივრცეს ისე გადაანაცვლებს, რომ თქვენი სასურველი რეალიზაცია იქ აღმოჩნდება, სადაც საჭიროა.  მიხვდით განსხვავებას? შედეგი ერთი და იგივეა, მაგრამ მისი მისაღწევი გზები ძალიან განსხვავებული. რა თქმა უნდა, ვარიანტების სივრცე თავისთავად არ გადაადგილდება თქვენი რეალიზაციის გამო. ამისთვის თქვენ გარკვეული ქმედებები უნდა განახორციელოთ. ერთი ეგაა, რომ ეს ქმედებები საზოგადოების მიერ მიღებული შეხედულებების  ჩარჩოს მიღმაა.

ისევ განზრახვის შესახებ

თუკი რაიმე გჭირდებათ, ნუ ხარჯავთ ენერგიას ნერვიულობასა და შფოთვაზე, უბრალოდ, წადით და მიიღეთ თქვენი კუთვნილი ზუსტად ისევე, როგორც მიდიხართ საფოსტო განყოფილებაში ამანათის წამოსაღებად. კი არ უნდა განსაჯოთ, უნდა განიზრახოთ. თუკი გჭირდებათ ავტობუსი, მანქანა, მანქანის დასაყენებელი ადგილი, საყიდლები, ქაღალდი, გამოცდა, გასაუბრება, შეხვედრა – რაც გნებავთ, – ნუ ფიქრობთ, უბრალოდ წადით და მიიღეთ.

უარი თქვით ისეთ განცდებზე, როგორიცაა: შეიძლება თუ არა, გამომივა თუ არა, როგორ, საიდან გაჩნდება და ა.შ. განაგდეთ მშფოთვარება, სურვილი და იმედი. დაიტოვეთ მხოლოდ მშვიდი თავდაჯერებულობის განცდა. განიცადეთ განზრახვის ეს მდგომარეობა – მიიღოთ ყველაფერი თქვენი, ყოველგვარი პირობებისა და განსჯის გარეშე. მაგალითად, მე არ ვფიქრობ, მოვასწრებ თუ არა, მოვა ავტობუსი დროზე თუ არა. რამდენი ხანი უნდა ველოდო… უბრალოდ, მივდივარ გაჩერებაზე და ვიცი,რომ ავტობუსი ახლა მოვა.  დაე, ასეთი განწყობილება გდევდეთ თან ყველგან.

საერთოდ ასეა: წუთიერი სურვილი გაგვიელვებს თუ არა თავში იქვე  ეჭვიც გვიჩნდება: გამომივა თუ არა? ამ მავნე ჩვევისგან უნდა გავთავისუფლდეთ. სურვილები და ოცნებები არ ხდება. რეალიზდება მხოლოდ სუფთა განზრახვა. რეალიზაციასთან მივყავართ არა სურვილს, არამედ განზრახვის სურვილზე „მომართვას“. განზრახვა გულმოდგინება  არაა. განზრახვა მშვიდად ყურადღების მოკრება და გამბედაობაა. თუკი თქვენ ყოყმანობთ, ან გეშინიათ, სამყარო, როგორც სარკე, აირეკლავს თქვენს მდგომარეობას და ჯამში არაფერიც არ გამოგივათ.

რასაც არ უნდა აკეთებდეთ – აკეთეთ დამაჯერებლად. რა თქმა უნდა, წარუმატებლობის ალბათობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ წარმატების შანსები ბევრად იზრდება, როცა არ ყოყმანობთ. რას კარგავთ თუ უარს იტყვით გაუბედაობაზე? საქმე თუ გამოვა, ხომ კარგი, არ გამოვა და ესეც არაუშავს. განზრახვის კოორდინაციის პრინციპი ასეთია: თუკი ნეგატიურ მოვლენებს განვიხილავთ როგორც პოზიტიურს, ისინი პოზიტიურად იქცევიან. როდესაც თქვენ გაცნობიერებულად აკონტროლებთ თქვენს გადაწყვეტილებას მოქმედების შესახებ, თქვენ მართავთ თქვენს წარმატებას.

გარე განზრახვა (გაგრძელება)

გარე განზრახვა ის შემთხვევაა, როცა თუ მუჰამედი არ მიდის გორასთან, გორა მიდის მუჰამედთან. თქვენ ეს ხუმრობა გეგონათ? გარე განზრახვის ქმედება მაინცდამაინც პარანორმალური მოვლენების დემონსტრირებით არ განისაზღვრება. ნაწილობრივ, ჩვენი შიშები და ცუდის მოლოდინი გარე განზრახვის მეშვეობით რეალიზდება. მაგრამ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ის  ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად მუშაობს, ამას ჩვენ ვერ ვაანალიზებთ. გარე განზრახვის მართვა ბევრად ძნელია, ვიდრე შინაგანის.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მოხვდით კუნძულზე, სადაც ველურები ბინადრობენ. თქვენი სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაიჭერთ თავს. პირველი ვარიანტი ასეთია – თქვენ მსხვერპლი ხართ. თქვენ ბოდიშობთ, თავს იმართლებთ, ხარკს სთვაზობთ. ამ შემთხვევაში თქვენი ხვედრი იქნება ის, რომ შეგჭამენ. მეორე ვარიანტი – თქვენ დამპყრობელი ხართ. ავლენთ აგრესიულობას, თავს ესხმით, ცდილობთ სხვის დამორჩილებას. ამ შემთხვევაში თქვენ ან გაიმარჯვებთ, ან დაიღუპებით. მესამე ვარიანტი – თქვენ მმართველი, მასპინძელი ხართ. უწვდით თქვენს ხელს საამბორებლად და ისინიც გემთხვევიან, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს.        როგორც მიხვდით პირველი ორი ვარიანტი შინაგან განზრახვას განეკუთვნება, მხოლოდ მესამე ეკუთვნის გარე განზრახვას. გარე განზრახვა უბრალოდ, ირჩევს სიტუაციის განვითრების საჭირო ვარიანტს.

ბუზი, რომელიც დაკეტილ ფანჯარას აწყდება ღია სარკმელის გვერდით, მოქმედებს შინაგანი განზრახვით. როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში რა იქნება ბუზისთვის გარე განზრახვა? სავარაუდო პასუხია – გაფრინდეს ღია სარკმლიდან, თუმცა, ეს პასუხი სწორი არ გახლავთ. თუკი ბუზი უკან დაიხევს და კარგად მიმოათვალიერებს ოთახს, ის კი დაინახავს ღია სარკმელს, მაგრამ ეს მისთვის  რეალობის უფრო ფართო ხედვა იქნება და არა გარე განზრახვა. გარე განზრახვა ბუზის წინ ხსნის მთელ ფანჯარას.

შინაგანი განზრახვაა ნებისმიერი ცდა, იმოქმედოს გარშემომყოფ სამყაროზე ერთი და იმავე ცხოვრების ხაზზე. ყველაფერი, რაც შესაძლებელია სივრცის ვარიანტების ცალკე აღებული სექტორის ფარგლებში, აღიწერება ბუნების ცნობილი კანონებით და ჯდება მატერიალისტურ მსოფლმხედველობაში. გარე განზრახვა მიეკუთვნება ცდებს, აირჩიოს ცხოვრების ის ხაზი, სადაც რეალიზდება სასურველი მოვლენა.

ახლა თქვენთვის უკვე გასაგები უნდა იყოს, რომ დაკეტილ ფანჯარაში გაფრენა შინაგანი განზრახვაა. გარე განზრახვა არის გადასვლა ცხოვრების იმ ხაზზე, სადაც ფანჯარა იხსნება. შეიძლება არაადამიანური ენერგია ჩავდოთ ფანქრის აზრის მეშვეობით გადაადგილებაში, თუმცა შესაძლებელია გარე განზრახვით დავასკანეროთ სივრცის ვარიანტები ფანქრის სხვადასხვა ადგილსამყოფელით.

ვთქვათ, თქვენ  ვერ მოძებნეთ თავისუფალი საპარკინგო ადგილი სუპერმარკეტთან საშობაოდ. თქვენი შინაგანი განზრახვა გეუბნებათ, რომ ამ დროს ყველა საყიდლებზე  დადის და თავისუფალი ადგილი დიახაც, არ იქნება. გარე განზრახვა კი გეუბნებათ, რომ თქვენ როცა მიხვალთ, ზუსტად მაშინ გათავისუფლდება სამანქანო ადგილი სუპერმარკეტის შესასვლელთან. გარე განზრახვას ურყევად კი არ სწამს ასეთი შესაძლებლობის, ის უბრალოდ, მიდის და უსიტყვოდ იღებს იმას, რაც მისია.

გარე განზრახვა იმპროვიზაციის შვილია და გონების განათებას ჰგავს. მის დასაუფლებლად მზადება ფუჭია. ყველა მაგიური რიტუალი მიმართულია იქით, რომ გამოიწვიონ გარე განზრახვა, მაგრამ რიტუალი არის ჯადოქრობისთვის მზადება, თეატრალური პრელუდია, დეკორაცია. წარმოიდგინეთ, რომ სიზმარში ვარდებით მაღალი კლდიდან და რომ არ ჩაიჩეხოთ, ფრენა გჭირდებათ.  შელოცვის წარმოსათქმელად დრო არ გაქვთ. საკმარისია, განიზრახოთ, რომ გაფრინდეთ და გაფრინდებით კიდეც.