გარე განზრახვა (დასასრული)

ჩვენ უკვე გავარკვიეთ, რომ მიზნის მისაღწევად მიმართული აზრის ენერგია, სამ ფორმაში – სურვილში, შინაგან და გარე განზრახვებში ვლინდება. 

სურვილი  არის მიზანზე ყურადღების კონცენტრაცია. სურვილს არავითარი ძალა არ აქვს. რამდენიც გინდათ, იმდენი იფიქრეთ მიზანზე, ისურვეთ ის, ამისგან არაფერი არ გამოგივათ.

შინაგანი განზრახვა  არის ყურადღების კონცენტრირება მიზნისკენ  საკუთარი სვლის პროცესზე. ასეთი მიდგომა კი მუშაობს, მაგრამ დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

გარე განზრახვა   არის ყურადღების კონცენტრაცია იმაზე, თუ როგორ რეალიზდება მიზანი თვითონ. გარე განზრახვა უბრალოდ რთავს ნებას მიზანს, თავად ასრულდეს. ამაში იგულისხმება მყარი რწმენა  იმისა, რომ,  სურვილის ასრულების ვარიანტი უკვე არსებობს და მხოლოდ მისი არჩევაა საჭირო.

შინაგანი განზრახვით მიზანი მიიღწევა, ხოლო გარე განზრახვით – აირჩევა. შინაგანი განზრახვა შეიძლება გამოიხატოს ფორმულით: „მე დაჟინებით მოვითხოვ, რომ…“ გარე განზრახვა კი სხვა ფორმულით განისაზღვრება: „ვითარება ისე ეწყობა, რომ…“   ანდა, „.. ისე ხდება, რომ…“. განსხვავება უდიდესია. პირველ შემთხვევაში თქვენ აქტიურად ზემოქმედებთ სამყაროზე, ცდილობთ მის დამორჩილებას. მეორე შემთხვევაში თქვენ იკავებთ გარე დამკვირვებლის პოზიციას. ყველაფერი ისე ხდება, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ თითქოს თავისით. თქვენ არაფერს არ ცვლით, თქვენ ირჩევთ. სიზმარში ფრენა გამოგვდის ფორმულის “ისე გამოდის, რომ მე დავფრინავ“ მიხედვით და არა „მე დაჟინებით მოვითხოვ, რომ გავფრინდე“. შინაგანი განზრახვა პირდაპირ მიილტვის მიზნისკენ. გარე განზრახვა მიმართულია მიზნის დამოუკიდებელი რეალიზაციისკენ. გარე განზრახვა არ ჩქარობს მიზნის მიღწევას – მისი ასრულება ისედაც გარანტირებული აქვს. ის ფაქტი, რომ მიზანი მიიღწევა, საერთოდ არ ბადებს ჭოჭმანის საფუძველს, არ განიხილება და არ განისჯება. გარე განზრახვას  ცივად, უვნებლად და შეუქცევადად მიჰყავს მიზანი რეალიზაციისკენ.

იმის გამოსარკვევად, სად მოქმედებს თქვენი შინაგანი განზრახვა და სად გარე განზრახვა გამოიყენეთ ასეთი ორმხრივი დებულებები: თქვენ ცდილობთ ამ სამყაროსგან რაიმე მიიღოთ – სამყარო თავად გჩუქნით იმას, რაც გსურთ. თქვენ ბრძოლობთ თქვენი ადგილისთვის მზის ქვეშ – სამყარო გულში თავად გიხუტებთ; თქვენ გინდათ ჩარაზული კარის შემტვრევა – კარი თავად იხსნება თქვენს წინ.

შინაგანი განზრახვით თქვენ ცდილობთ ვარიანტების სივრცეში თქვენი სურვილის რეალიზაცია გადააადგილოთ. გარე განზრახვა კი  ვარიანტების სივრცეს ისე გადაანაცვლებს, რომ თქვენი სასურველი რეალიზაცია იქ აღმოჩნდება, სადაც საჭიროა.  მიხვდით განსხვავებას? შედეგი ერთი და იგივეა, მაგრამ მისი მისაღწევი გზები ძალიან განსხვავებული. რა თქმა უნდა, ვარიანტების სივრცე თავისთავად არ გადაადგილდება თქვენი რეალიზაციის გამო. ამისთვის თქვენ გარკვეული ქმედებები უნდა განახორციელოთ. ერთი ეგაა, რომ ეს ქმედებები საზოგადოების მიერ მიღებული შეხედულებების  ჩარჩოს მიღმაა.

Leave a comment